საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"... როგორც კაცისთვის, როგორც ოთხი შვილის მამისთვის, ეს არის უმძიმესი ფაქტი, რაზეც აუცილებლად გვჭირდება პასუხები" - კალაძემ ვაკის პარკის ტრაგედიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
"... როგორც კაცისთვის, როგორც ოთხი შვილის მამისთვის, ეს არის უმძიმესი ფაქტი, რაზეც აუცილებლად გვჭირდება პასუხები" - კალაძემ ვაკის პარკის ტრაგედიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა

დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" გა­და­ცე­მა­ში "იმე­დი LIVE“ ვა­კის პარკში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე კი­დევ ერთხელ ილა­პა­რა­კა.

"ეს იყო ძა­ლი­ან დიდი უბე­დუ­რე­ბა... რაც მოხ­და, ეს უმ­ძი­მე­სი რამ იყო თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის, თი­თო­ე­უ­ლი თბი­ლი­სე­ლის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხე­ბი ჯერ არ გვაქვს რა მოხ­და, რამ გა­მო­იწ­ვია ეს უბე­დუ­რე­ბა, რა იყო პრობ­ლე­მა, რამ არ იმუ­შა­ვა.

მინ­და, კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტე­ბა გა­ვა­კე­თო იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ ხდე­ბა ზო­გა­დად პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მხრი­დან. დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია რო­დე­საც იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ამა თუ იმ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, ის აცხა­დებს ტენ­დერს პრო­ექ­ტზე... მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი მე­რი­ას ბარ­დე­ბა და­ექ­სპერ­ტე­ბუ­ლი, ექ­სპერ­ტი­ზის გა­რე­შე ჩვენ არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა არ აქვს მი­ვი­ღოთ პრო­ექ­ტე­ბი, ამის მერე ცხად­დე­ბა უკვე პრო­ექ­ტის შეს­რუ­ლე­ბა­ზე ტენ­დე­რი, კონ­კრე­ტუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი გვყავს, ვინც ელექტრო­ნუ­ლად იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ტენ­დერ­ში... შემ­დეგ მე­რია ვალ­დე­ბუ­ლია ჩა­ი­ბა­როს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, რაც მოხ­და კონ­კრე­ტუ­ლად ამ შემ­თხვე­ვა­ში. გან­ხორ­ცი­ელ­და პრო­ექ­ტი, იყო შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე მე­რი­ამ პრო­ექ­ტი ჩა­ი­ბა­რა. ჩვენ უფ­ლე­ბაც კი არ გვაქვს, რომ პრო­ექ­ტი არ ჩა­ვი­ბა­როთ, თუ ის აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი...

ჩემ­თვის, რო­გორც ქა­ლა­ქის მე­რის­თვის მთა­ვა­რია, რომ გა­ვი­გო რა მოხ­და, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში. 2017 წლი­დან დე­და­ქა­ლა­ქის მერი ვარ, ჩემი და ჩემი გუნ­დის წვე­რე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი და უპირ­ვე­ლე­სი მო­თხოვ­ნა კომ­პა­ნი­ე­ბის მი­მართ არის უსაფრ­თხო­ე­ბა. ამას ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა. ეს არის უმ­თავ­რე­სი მო­თხოვ­ნა, რომ იყოს და­ცუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა, რო­გორც იქ მო­მუ­შა­ვე­ე­ბის, ისე ზო­გა­დად პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროს...

და­აკ­ვირ­დით, 2017 წლი­დან დღემ­დე უბ­რა­ლოდ მუ­შა­საც არ ჩა­მო­ვარ­დნია თმა, ისე მოხ­და სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ასო­ბით ათა­სო­ბით პრო­ექ­ტის უკვე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. პი­რა­დად ჩემ­თვის, რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის­თვის, ადა­მი­ა­ნუ­რად, რო­გორც კა­ცის­თვის, რო­გორც ოთხი შვი­ლის მა­მის­თვის, ეს არის უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტი, რა­ზეც აუ­ცი­ლებ­ლად გვჭირ­დე­ბა პა­სუ­ხე­ბი..." - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ გა­და­ცე­მა­ში. წყა­რო

შე­გახ­სე­ნებთ, მიმ­დი­ნა­რე წლის 13 ოქ­ტომ­ბერს, ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში სამი ბავ­შვი ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვი­და, რა დრო­საც მათ დენ­მა და­არ­ტყა. ბავ­შვე­ბი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა. ერთ-ერთი ბავ­შვის, 13 წლის გო­გო­ნას, მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე მძი­მე იყო და ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით 9 პირი და­ა­კა­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაშა
4

შენი კაცობა ვის გაუგია???

....
18

როგორც კაცისთვის რა უნდა გითხრა ეგ შორს არის შენგან, რაც ხარ ეგ ყველამ იცის, აი ოთხი შვილის მამა კი ხარ, მაგრამ ეგეც უნდა მოგაჭრან ძირში, რადგან შენ შენნაირებს გაზრდი 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"... როგორც კაცისთვის, როგორც ოთხი შვილის მამისთვის, ეს არის უმძიმესი ფაქტი, რაზეც აუცილებლად გვჭირდება პასუხები" - კალაძემ ვაკის პარკის ტრაგედიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა

"... როგორც კაცისთვის, როგორც ოთხი შვილის მამისთვის, ეს არის უმძიმესი ფაქტი, რაზეც აუცილებლად გვჭირდება პასუხები" - კალაძემ ვაკის პარკის ტრაგედიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "იმედი LIVE“ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა.

"ეს იყო ძალიან დიდი უბედურება... რაც მოხდა, ეს უმძიმესი რამ იყო თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული თბილისელისთვის, გამოძიება მიმდინარეობს, კონკრეტული პასუხები ჯერ არ გვაქვს რა მოხდა, რამ გამოიწვია ეს უბედურება, რა იყო პრობლემა, რამ არ იმუშავა.

მინდა, კიდევ ერთხელ განმარტება გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ზოგადად პროექტების განხორციელება მუნიციპალიტეტის მხრიდან. დედაქალაქის მერია როდესაც იღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ პროექტის განხორციელებაზე, ის აცხადებს ტენდერს პროექტზე... მომზადებული პროექტი მერიას ბარდება დაექსპერტებული, ექსპერტიზის გარეშე ჩვენ არანაირი უფლება არ აქვს მივიღოთ პროექტები, ამის მერე ცხადდება უკვე პროექტის შესრულებაზე ტენდერი, კონკრეტული გამარჯვებული კომპანიები გვყავს, ვინც ელექტრონულად იღებენ მონაწილეობას ტენდერში... შემდეგ მერია ვალდებულია ჩაიბაროს შესრულებული სამუშაოა ექსპერტიზის დასკვნით, რაც მოხდა კონკრეტულად ამ შემთხვევაში. განხორციელდა პროექტი, იყო შესრულებული სამუშაოები და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე მერიამ პროექტი ჩაიბარა. ჩვენ უფლებაც კი არ გვაქვს, რომ პროექტი არ ჩავიბაროთ, თუ ის აკრედიტებული ექსპერტიზის დასკვნით არის წარმოდგენილი...

ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის მთავარია, რომ გავიგო რა მოხდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში. 2017 წლიდან დედაქალაქის მერი ვარ, ჩემი და ჩემი გუნდის წვერების ერთ-ერთი მთავარი და უპირველესი მოთხოვნა კომპანიების მიმართ არის უსაფრთხოება. ამას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ეს არის უმთავრესი მოთხოვნა, რომ იყოს დაცული უსაფრთხოება, როგორც იქ მომუშავეების, ისე ზოგადად პროექტის განხორციელების დროს...

დააკვირდით, 2017 წლიდან დღემდე უბრალოდ მუშასაც არ ჩამოვარდნია თმა, ისე მოხდა სამუშაოების განხორციელება, ასობით ათასობით პროექტის უკვე განხორციელება. პირადად ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, ადამიანურად, როგორც კაცისთვის, როგორც ოთხი შვილის მამისთვის, ეს არის უმძიმესი ფაქტი, რაზეც აუცილებლად გვჭირდება პასუხები..." - განაცხადა კახა კალაძემ გადაცემაში. წყარო

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს.