სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“ უპრეცედენტო რაოდენობის ავტორი მონაწილეობს - ხმის მიცემა დაიწყო!
კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“ უპრეცედენტო რაოდენობის ავტორი მონაწილეობს - ხმის მიცემა დაიწყო!

კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2023-ის“ მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის ხმის მი­ცე­მა და­ი­წყო. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც ახალ ნი­ჭი­ერ ავ­ტო­რებს გა­მო­ავ­ლენს და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გენს. კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი მარ­თლაც ხდე­ბი­ან ბესტსე­ლე­რე­ბი, რომ­ლებ­საც მკი­თხვე­ლი ძა­ლი­ან აფა­სებს.

მიმ­დი­ნა­რე წელს კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბის გან­ცხა­დე­ბა და­ფიქ­სირ­და. ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც პრო­ექ­ტის კრი­ტე­რი­უ­მებს აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ, 15 ნო­ემ­ბრი­დან გა­მოქ­ვეყ­ნდა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ვებგ­ვერ­დზე და ხმის მი­ცე­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს. რჩე­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის­თვის ხმის მი­ცე­მა 5 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

სა­ჯა­რო ხმის მი­ცე­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, წარ­დგე­ნილ ნა­წარ­მო­ე­ბებს სპე­ცი­ა­ლუ­რად შერ­ჩე­უ­ლი ჟი­უ­რიც გა­ეც­ნო­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, პირ­ვე­ლი ტუ­რის შემ­დეგ მაქ­სი­მუმ 20 რჩე­უ­ლი კონ­კურ­სან­ტი გა­მოვ­ლინ­დე­ბა. სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბი­დან 10 მკი­თხვე­ლის რჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა, და­ნარ­ჩენ კონ­კურ­სან­ტებს კი ჟი­უ­რი გა­მო­ავ­ლენს.

„პა­ლიტ­რა L-ის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის მაია ალუ­და­უ­რის გან­მარ­ტე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წელს კონ­კურ­სის პი­რო­ბებ­ში ცვლი­ლე­ბე­ბია. შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი შერ­ჩე­უ­ლი და გა­მო­ცე­მუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ხა­რის­ხი­სა და დო­ნის აწე­ვას ისა­ხავს მიზ­ნად.

„კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­თა ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი ავ­წი­ეთ. თუ აქამ­დე 18 წელი იყო ქვე­და ზღვა­რი, ახლა 21-მდე გავ­ზარ­დეთ და ვფიქ­რობ, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. გან­ვლი­ლი წლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა და გვი­კარ­ნა­ხა ეს და სხვა ცვლი­ლე­ბე­ბი. პირ­ველ წლებ­ში სა­ერ­თოდ არ გვქონ­და ასა­კი მი­თი­თე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან ბევ­რმა სკო­ლის მოს­წავ­ლემ გა­მოგ­ზავ­ნა თა­ვი­სი ნა­წე­რე­ბი. იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გავ­ხდით, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა მოგ­ვეხ­სნა კონ­კურ­სი­დან, რად­გან სრუ­ლი­ად უმ­წი­ფა­რი, ბავ­შვუ­რი ტექ­სტე­ბი იყო, არა­ფე­რი ჰქონ­და სა­ერ­თო კონ­კურ­სის იდე­ას­თან. შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი მი­ნი­მა­ლურ ზღვრად 18 წლის და­წე­სე­ბა იყო. ვი­თა­რე­ბა ოდ­ნავ შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მთლი­ა­ნო­ბა­ში მა­ინც ჩა­მო­ყა­ლიბ­და არას­წო­რი აღ­ქმა, რომ ეს არის კონ­კურ­სი მხო­ლოდ დამ­წყე­ბი ავ­ტო­რე­ბის­თვის. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ჩვე­ნი ჩა­ნა­ფიქ­რით, კონ­კურ­სი გუ­ლის­ხმობს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სივ­რცის შექ­მნას ყვე­ლას­თვის - დამ­წყებ­თათ­ვი­საც და უკვე გარ­კვე­უ­ლი ბი­ოგ­რა­ფი­ის მქო­ნე ავ­ტო­რე­ბის­თვი­საც, რომ­ლებ­საც და­უგ­როვ­დათ სათ­ქმე­ლი ან ნათ­ქვამ-და­წე­რი­ლი, მაგ­რამ ობი­ექ­ტუ­რი თუ სუ­ბი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო ვერ ახერ­ხე­ბენ მკი­თხვე­ლის­თვის მათ გა­ზი­ა­რე­ბას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არი­ან ავ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ერი­დე­ბი­ან გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ან წე­რის რა­ღაც ეტაპ­ზე გა­ჩერ­დნენ და აზრს ვერ ხე­და­ვენ, რომ და­ას­რუ­ლონ. ეს კონ­კურ­სი მათ­თვი­საც არის, ისე­ვე, რო­გორც სრუ­ლი­ად ახალ­ბე­და ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის,“ - გან­მარ­ტავს მაია ალუ­და­უ­რი.

მაია ალუ­და­უ­რი ახალ­გაზ­რდა, 21 წლამ­დე ავ­ტო­რებს ურ­ჩევს სრუ­ლი ენერ­გია თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მი­მარ­თონ, ბევ­რი იკი­თხონ, ის­წავ­ლონ, ივარ­ჯი­შონ და, რაც მთა­ვა­რია, იგ­რძნონ, რამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა მკი­თხვე­ლის წი­ნა­შე სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბის გა­მო­ტა­ნა. ხოლო უკვე რო­დე­საც ნამ­დვი­ლად მზად იქ­ნე­ბი­ან მკი­თხვე­ლის წი­ნა­შე წარ­დგო­მის­თვის, მერე მი­ი­ღონ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

„კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ გვინ­და, ეს კონ­კურ­სი გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს, რო­გორც წიგ­ნის გა­მო­ცე­მის იოლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ეს არამც და არამც არ არის ასე და შე­ვეც­დე­ბით, ამა­ში ჩვე­ნი მკი­თხვე­ლიც და­ვარ­წმუ­ნოთ. 2023 წლის კონ­კურ­სან­ტე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი უკვე სა­ჯა­როა და ელო­დე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მკი­თხვე­ლებს, მხარ­დამ­ჭე­რებს. ჩვენ კი მო­მა­ვალ წელ­საც და ყო­ველ­თვის სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვე­ლო­დე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტო­რებ­სა და მათ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს. ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ჟი­უ­რი მუ­შა­ობს მათ შეს­წავ­ლა-შერ­ჩე­ვა­ზე და ცდი­ლობს, არ გა­მორ­ჩეს არ­ცერ­თი „ნა­პერ­წკა­ლი“. ასე რომ, ვფიქ­რობ, თან­და­თან უფრო გა­იზ­რდე­ბა კონ­კურ­სი­სად­მი რო­გორც ავ­ტო­რე­ბის, ისე მკი­თხვე­ლის ნდო­ბა და სულ უფრო მეტ გულ­შე­მატ­კი­ვარს შე­ვი­ძენთ,“ - და­ა­მა­ტა გა­მომ­ცემ­ლო­ბის მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, კონ­კურ­სის პირ­ვე­ლი ტური 5 დე­კემ­ბერს დას­რულ­დე­ბა. მე­ო­რე ტურ­ში, შერ­ჩე­უ­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბის მიერ პირ­ველ ტურ­ში მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბი ანუ­ლირ­დე­ბა და ხმის მი­ცე­მა თა­ვი­დან და­ი­წყე­ბა. მე-2 ტურ­ში ხმის მი­ცე­მა და­ი­წყე­ბა 10 იან­ვარს და დას­რულ­დე­ბა 31 იან­ვარს. 1-ელ თე­ბერ­ვალს კი მაქ­სი­მუმ 3 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­ცხად­დე­ბა. მათ­გან ერთი მკი­თხვე­ლის რჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა, ორს ჟი­უ­რი გა­მო­ავ­ლენს.

გა­მარ­ჯვე­ბულ ნა­წარ­მო­ე­ბებს „პა­ლიტ­რა L“ გა­მოს­ცემს და მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე იზ­რუ­ნებს. „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი კონ­კურ­სია, რო­მელ­მაც მკი­თხველს უკვე არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო და ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რი გა­აც­ნო. მათი რო­მა­ნე­ბი ხში­რად ხვდე­ბა გა­მომ­ცემ­ლო­ბის ბესტსე­ლერ წიგ­ნებ­ში.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“ უპრეცედენტო რაოდენობის ავტორი მონაწილეობს - ხმის მიცემა დაიწყო!

კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“ უპრეცედენტო რაოდენობის ავტორი მონაწილეობს - ხმის მიცემა დაიწყო!

კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2023-ის“ მონაწილეებისთვის ხმის მიცემა დაიწყო. გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ აღნიშნული პროექტი უკვე რამდენიმე წელია, რაც ახალ ნიჭიერ ავტორებს გამოავლენს და ფართო საზოგადოებას წარუდგენს. კონკურსის გამარჯვებულები მართლაც ხდებიან ბესტსელერები, რომლებსაც მკითხველი ძალიან აფასებს.

მიმდინარე წელს კონკურსის ფარგლებში უპრეცედენტო რაოდენობის განცხადება დაფიქსირდა. ნაწარმოებები, რომლებიც პროექტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, 15 ნოემბრიდან გამოქვეყნდა გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე და ხმის მიცემა მიმდინარეობს. რჩეული ნაწარმოებისთვის ხმის მიცემა 5 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

საჯარო ხმის მიცემის პარალელურად, წარდგენილ ნაწარმოებებს სპეციალურად შერჩეული ჟიურიც გაეცნობა. საბოლოოდ, პირველი ტურის შემდეგ მაქსიმუმ 20 რჩეული კონკურსანტი გამოვლინდება. საერთო რაოდენობიდან 10 მკითხველის რჩეული იქნება, დანარჩენ კონკურსანტებს კი ჟიური გამოავლენს.

„პალიტრა L-ის“ მთავარი რედაქტორის მაია ალუდაურის განმარტებით, მიმდინარე წელს კონკურსის პირობებში ცვლილებებია. შეტანილი ცვლილებები შერჩეული და გამოცემული ნაწარმოებების ხარისხისა და დონის აწევას ისახავს მიზნად.

„კონკურსის მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი ავწიეთ. თუ აქამდე 18 წელი იყო ქვედა ზღვარი, ახლა 21-მდე გავზარდეთ და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა. განვლილი წლების გამოცდილებამ განაპირობა და გვიკარნახა ეს და სხვა ცვლილებები. პირველ წლებში საერთოდ არ გვქონდა ასაკი მითითებული და ძალიან ბევრმა სკოლის მოსწავლემ გამოგზავნა თავისი ნაწერები. იძულებულები გავხდით, მათი უმრავლესობა მოგვეხსნა კონკურსიდან, რადგან სრულიად უმწიფარი, ბავშვური ტექსტები იყო, არაფერი ჰქონდა საერთო კონკურსის იდეასთან. შემდეგი ნაბიჯი მინიმალურ ზღვრად 18 წლის დაწესება იყო. ვითარება ოდნავ შეიცვალა, მაგრამ, სამწუხაროდ, მთლიანობაში მაინც ჩამოყალიბდა არასწორი აღქმა, რომ ეს არის კონკურსი მხოლოდ დამწყები ავტორებისთვის. სინამდვილეში, ჩვენი ჩანაფიქრით, კონკურსი გულისხმობს შესაძლებლობების სივრცის შექმნას ყველასთვის - დამწყებთათვისაც და უკვე გარკვეული ბიოგრაფიის მქონე ავტორებისთვისაც, რომლებსაც დაუგროვდათ სათქმელი ან ნათქვამ-დაწერილი, მაგრამ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებენ მკითხველისთვის მათ გაზიარებას. დარწმუნებული ვარ, არიან ავტორები, რომლებიც ერიდებიან გამომცემლობებთან მოლაპარაკებებს ან წერის რაღაც ეტაპზე გაჩერდნენ და აზრს ვერ ხედავენ, რომ დაასრულონ. ეს კონკურსი მათთვისაც არის, ისევე, როგორც სრულიად ახალბედა ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის,“ - განმარტავს მაია ალუდაური.

მაია ალუდაური ახალგაზრდა, 21 წლამდე ავტორებს ურჩევს სრული ენერგია თვითგანვითარებაზე მიმართონ, ბევრი იკითხონ, ისწავლონ, ივარჯიშონ და, რაც მთავარია, იგრძნონ, რამხელა პასუხისმგებლობაა მკითხველის წინაშე საკუთარი შემოქმედების გამოტანა. ხოლო უკვე როდესაც ნამდვილად მზად იქნებიან მკითხველის წინაშე წარდგომისთვის, მერე მიიღონ კონკურსში მონაწილეობა.

„კატეგორიულად არ გვინდა, ეს კონკურსი განიხილებოდეს, როგორც წიგნის გამოცემის იოლი შესაძლებლობა. ეს არამც და არამც არ არის ასე და შევეცდებით, ამაში ჩვენი მკითხველიც დავარწმუნოთ. 2023 წლის კონკურსანტების ნამუშევრები უკვე საჯაროა და ელოდება დაინტერესებულ მკითხველებს, მხარდამჭერებს. ჩვენ კი მომავალ წელსაც და ყოველთვის სიამოვნებით დაველოდებით საინტერესო ავტორებსა და მათ შემოთავაზებებს. ყოველთვის ძალიან სერიოზული ჟიური მუშაობს მათ შესწავლა-შერჩევაზე და ცდილობს, არ გამორჩეს არცერთი „ნაპერწკალი“. ასე რომ, ვფიქრობ, თანდათან უფრო გაიზრდება კონკურსისადმი როგორც ავტორების, ისე მკითხველის ნდობა და სულ უფრო მეტ გულშემატკივარს შევიძენთ,“ - დაამატა გამომცემლობის მთავარმა რედაქტორმა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კონკურსის პირველი ტური 5 დეკემბერს დასრულდება. მეორე ტურში, შერჩეული კონკურსანტების მიერ პირველ ტურში მიღებული ხმები ანულირდება და ხმის მიცემა თავიდან დაიწყება. მე-2 ტურში ხმის მიცემა დაიწყება 10 იანვარს და დასრულდება 31 იანვარს. 1-ელ თებერვალს კი მაქსიმუმ 3 გამარჯვებული გამოცხადდება. მათგან ერთი მკითხველის რჩეული იქნება, ორს ჟიური გამოავლენს.

გამარჯვებულ ნაწარმოებებს „პალიტრა L“ გამოსცემს და მის პოპულარიზაციაზე იზრუნებს. „გახდი ბესტსელერის ავტორი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონკურსია, რომელმაც მკითხველს უკვე არაერთი საინტერესო და ნიჭიერი ავტორი გააცნო. მათი რომანები ხშირად ხვდება გამომცემლობის ბესტსელერ წიგნებში.

R