უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, მათთან ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსული აგრესიისგან, როგორიცაა: მოლდოვა, საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ნატო და პარტნიორი ქვეყნები ერთობლივად უნდა გაუმკლავდნენ გამოწვევებს.
"უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, მათთან ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსული აგრესიისგან, როგორიცაა: მოლდოვა, საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა, ასევე ყველა თანამოაზრე ქვეყანასთან მსოფლიოში ლათინური ამერიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე, ჩრდილოეთ აფრიკიდან ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონამდე. ჩვენ ვიზიარებთ უსაფრთხოების ინტერესებს და ერთსა და იმავე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავუმკლავდეთ მათ ერთად, რათა დავიცვათ თავისუფლება ზეწოლის საწინააღმდეგოდ, დავიცვათ დემოკრატია ტირანიის საწინააღმდეგოდ და დავიცვათ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული ინსტიტუტები, რომელსაც სარგებელი მოაქვს ყველა ჩვენგანისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
უნდა გააძლიეროთ! რაც მთავარია " ნატოს კარი ღიაა"
ადამიანის უფლებებს ეხება ჩემი წინამდებარე კომენტარი - ადამიანი მოგეხსნებათ ღმერთი არ არის, ვერც ნახევრადღმერთი ვერ იარსებებს , ასეთს ვარქმევთ ჩვენნაირს და ამის უფლება არ გვაქვს, სწორედ ამ უფლების გადამეტებისათვის , რომ დედამიწაზე ღმერთის ნაცვალის და ნახევარღმერთის ცნება შემოვიღეთ და გავაკერპეთ , ცხვირიდან ძმრად გვადენს სწორედ ის ღმერთი : უკანსკნელ ას წელიწადში სსრკ-ს და რუსეთის იმპერიას სტალინი 30 წელზე მეტი, ბრეჟნევი 18 და პუტინი 22 წელი, ანუ ჯამში 70 წელი და მეტი ერთი პირი განკარგავს რუსეთის უსაზღვრო ქონებას და ხალხის ბედსც ერთპიროვნულად სიკვდილამდე მართვის უფლებით -მარადიულია , რა ?! ამ ნახევარი დედამიწის ტოლა იმპერიის(რაც ზემოთაა სამი იმდენი მიწაში აქვს !) მოწყობის დაწერილ-დაუწერელი ტრადიციები და წესები ასეთ პრეცენდენტს უშვებენ, რომ ეს შეიძლება ! არ უნდა შეიძლებოდეს! არც რუსეთში და არც სხვაგან , ამერიკული " ზღვრული 8 წელიწადი ოლიმპზე" მსოფლიო კანონი უნდა გახდეს - სწორედ გაეროს კონვენციით უნდა განმტკიცდეს და პირველ რიგში უსაფრთხოების საბჭომ უნდა მიიღოს ვეტოს გამოყენების უფლების რუსეთისათვის ჩამორთმევაც რომ გახდეს საჭირო და გაეროს საერთოდ დაშლა და ერთა ლიგის აღდგენა, ან რაიმე ახლის შექმნა -კერპის შექმნაზე ხომ გავისარჯეთ ? ! ღმერთის შემდეგ დედამიწის იმხელა ნაწილს ის სამი რომ მართავდნენ არ ყოფილა არავინ და ჰოდა თავი ეგონათ ღმერთკაცები და ჰგონია ახლა პუტინს, მსოფლიოში ამჟამად მართლა არ არის ადამიანი, რომელსაც ესოდენი არაპროპორციული ძალა და უფლება აქვს მინიჭებული, ჰოდა არის შეიარაღებული და ძალიან საშიში ! თუ აი ის სისტემა დარჩა , მალე გარდაუვლად ახალ სამეულს მივიღებთ ! 8 წელზე მეტი ვერავინ ვერსად ვერ უნდა აირჩეს და ვერც დაინიშნოს უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე , ვადა ჯამურად აითვალოს უნდა , ანუ ძალაუფლების კვერთხი, რომელსაც ორი ბოლო აქვს - ერთი არჩევითი და მეორე დანიშნვნითი, ერთი კვერთხია და ერთხელ 8 წლით შეიძლება ვინმეს ეპყრას, მერე წეროს მემუარები !