საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წელს ვირუსი გახანგრძლივებულად მიმდინარეობს" - რა უნდა იცოდეთ გავრცელებულ ვირუსებზე, რა სიმპტომები ახასიათებს და როდის არის აუცილებელი ბავშვის გადაყვანა სტაციონარში?
"წელს ვირუსი გახანგრძლივებულად მიმდინარეობს" - რა უნდა იცოდეთ გავრცელებულ ვირუსებზე, რა სიმპტომები ახასიათებს და როდის არის აუცილებელი ბავშვის გადაყვანა სტაციონარში?

მარ­თა­ლია, პან­დე­მია ისე­თი ძა­ლით აღარ გვი­ტევს და კო­რო­ნა­ვირუ­სი შემ­თხვე­ვებ­მაც იკლო, მაგ­რამ წელს, ყვე­ლა­ზე ადრე და­ი­წყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პის ვირუ­სე­ბის სე­ზო­ნი. რო­გორც სპცე­ი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ორ­წლი­ან­მა ჩა­კე­ტი­ლო­ბამ თა­ვი­სი ქნა და მო­სახ­ლე­ო­ბას "ად­ვი­ლად მო­ე­რია."

წელს გავ­რცე­ლე­ბულ ვირუ­სებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მძი­მე ხვე­ლა ახა­სი­ა­თებთ, რო­მე­ლიც ხან­გრძლი­ვო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. პე­დი­ატ­რი ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი ხვე­ლის შემ­თხვე­ვა­ში, პა­ცი­ენტს წა­მალ­საც აღარ უნიშ­ნა­ვენ, თუ მდგო­მა­რე­ო­ბას თან არ ახ­ლავს მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა.

ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი:

- ყვე­ლა ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ას შე­ე­ხო ეს ვირუ­სე­ბი, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე სა­თუ­თი მა­ინც წლამ­დე ასა­კია. წელს ვირუ­სი გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ადრე თუ ვამ­ბობ­დით, რომ ვირუ­სის ელი­მი­ნა­ცია ორ­გა­ნიზ­მი­დან ხდე­ბა 5-7 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ­ჟა­მად ზოგ­ჯერ ორ კვი­რამ­დეც გრძელ­დე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რით. ახა­სი­ა­თებს, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან რთუ­ლად ემორ­ჩი­ლე­ბა სი­ცხის დამ­წევ სა­შუ­ა­ლე­ბებს. ასე­ვე ახა­სი­ა­თებს ცხვი­რის გა­ჭედ­ვა, თვა­ლის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის ან­თე­ბა, კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის ან­თე­ბა და ძლი­ე­რი შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი ხვე­ლა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა თვე­ე­ბი გაგ­რძელ­დეს. ბო­ლოს უკვე არა­ფერს აღარ ვნიშ­ნავთ, თუ მწვა­ვე პა­რი­ო­დი გა­დავ­ლი­ლია და სი­ცხე აღარ აქვს.

ამ­ჟა­მად და­ი­წყო გრი­პის ეპი­დე­მია და გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სამი ვირუ­სი: გრი­პის ვირუ­სი, ადე­ნო­ვირუ­სი და რეს­პი­რა­ტო­რულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სი.

- რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნია გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აცრა ამ ვირუ­სებ­ზე?

- ახლა უკვე და­წყე­ბუ­ლია ეპი­დე­მია, მაგ­რამ ვინც ოქ­ტომ­ბერ­ში, ან ნო­ემ­ბრის პირ­ველ დე­კა­და­ში აიც­რა, ჩემი პა­ტა­რა სტა­ტის­ტი­კა მაქვს - შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვდეთ ვირუ­სი, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბი სიმპტო­მა­ტი­კით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

- რო­დის უნდა იფიქ­როს მშო­ბელ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ბავ­შვის გა­დაყ­ვა­ნა­ზე?

- სი­ცხის გამო პა­ნი­კა არ ღირს. ცხე­ლე­ბა ეს არის ორ­გა­ნიზ­მის სა­სიგ­ნა­ლო სის­ტე­მა, ის ორ­გა­ნი­ზე­ბას უკე­თებს იმუ­ნურ სის­ტე­მას, რომ ორ­გა­ნიზ­მი გა­უმკლავ­დეს. ცხე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც მე­დი­კა­მენტს მის­ცე­მენ, უნ­დათ, რომ 15 წუთ­ში და­ი­წი­ოს ტემ­პე­რა­ტუ­რამ, ასე არ ხდე­ბა. ხან­და­ხან გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი დო­ზის მი­ცე­მა გვი­წევს. თუ ბავ­შვს ცხე­ლე­ბა აქვს 5 დღე­ზე მეტ­ხანს, ძი­ლი­ა­ნო­ბა, ლე­თარ­გი­უ­ლია, თუ სტკი­ვა თავი და აქვს შე­უ­პო­ვა­რი ღე­ბი­ნე­ბა, არ ღე­ბუ­ლობს საკ­ვებს, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბავ­შვის გა­დაყ­ვა­ნა სტა­ცი­ო­ნარ­ში.

- ახ­სე­ნეთ, რომ ვირუსს თან ახ­ლავს ძლი­ე­რი ხვე­ლა, თუმ­ცა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, პა­ცი­ენტს ფილ­ტვე­ბი და ბრონ­ხე­ბი სუფ­თა აქვს, მა­შინ რა გარ­თუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ვირუს­მა?

- ფილ­ტვი და ბრონ­ხი რომ სუფ­თაა, ამას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი აქვს. ამ ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­ში ხვე­ლა ძლი­ერ­დე­ბა ალერ­გი­უ­ლი ფო­ნის მქო­ნე ბავ­შვებ­ში და მე­ო­რე, ეს ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის ხვე­ლაა და ლორ­წო­ვა­ნი შე­შუ­ფე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს და ცხვი­რის შიგ­თავ­სის გა­და­დე­ნა ხდე­ბა ხა­ხის უკა­ნა კე­დელ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ეს ღა­მით ხდე­ბა და იწ­ვევს ხვე­ლას. რომ გი­თხრათ, რომ ძა­ლი­ან ბევრ ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბას ვხვდე­ბით, არ არის ასე, მაგ­რამ არის ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი...

- ხომ არ გა­მო­იწ­ვია გრი­პის ვირუ­სის აფეთ­ქე­ბა ორ­წლი­ან­მა ჩა­კე­ტი­ლო­ბამ?

- ეს აფეთ­ქე­ბა მარ­ტო ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ არის. მი­რე­კა­ვენ ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან და იქაც ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა. რა თქმა უნდა ამას ვუ­კავ­ში­რებ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდს, რო­დეს­დაც რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამო ჩა­კე­ტი­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მა­შინ სე­ზო­ნურ­მა ვირუ­სებ­მა მი­ი­ძი­ნა და ახლა ერ­თდრო­უ­ლად მოხ­და ძა­ლი­ან ბევ­რი სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა.

პა­ნი­კას არ უნდა მი­ვე­ცეთ, იმი­ტომ, რომ გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით, გარ­თუ­ლე­ბე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი არ გვაქვს, უბ­რა­ლოდ დრო­ში იწე­ლე­ბა ცოტა... რა თქმა უნდა, ადა­მი­ა­ნებს ეს აში­ნებთ. არ უნდა იყოს პა­ნი­კა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და მინ­და დე­დი­კო­ე­ბიც და­ვა­წყნა­რო, გა­ივ­ლის ეს პე­რი­ო­დი და და­ვუბ­რუნ­დე­ბით ჩვე­ულ რიტმს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"წელს ვირუსი გახანგრძლივებულად მიმდინარეობს" - რა უნდა იცოდეთ გავრცელებულ ვირუსებზე, რა სიმპტომები ახასიათებს და როდის არის აუცილებელი ბავშვის გადაყვანა სტაციონარში?

"წელს ვირუსი გახანგრძლივებულად მიმდინარეობს" - რა უნდა იცოდეთ გავრცელებულ ვირუსებზე, რა სიმპტომები ახასიათებს და როდის არის აუცილებელი ბავშვის გადაყვანა სტაციონარში?

მართალია, პანდემია ისეთი ძალით აღარ გვიტევს და კორონავირუსი შემთხვევებმაც იკლო, მაგრამ წელს, ყველაზე ადრე დაიწყო ჩვეულებრივი გრიპის ვირუსების სეზონი. როგორც სპცეიალისტები ამბობენ, ორწლიანმა ჩაკეტილობამ თავისი ქნა და მოსახლეობას "ადვილად მოერია."

წელს გავრცელებულ ვირუსებს განსაკუთრებულად მძიმე ხველა ახასიათებთ, რომელიც ხანგრძლივობით გამოირჩევა. პედიატრი ინგა მამუჩიშვილი Ambebi.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ გახანგრძლივებული ხველის შემთხვევაში, პაციენტს წამალსაც აღარ უნიშნავენ, თუ მდგომარეობას თან არ ახლავს მაღალი ტემპერატურა.

ინგა მამუჩიშვილი:

- ყველა ასაკობრივ კატეგორიას შეეხო ეს ვირუსები, მაგრამ ყველაზე სათუთი მაინც წლამდე ასაკია. წელს ვირუსი გახანგრძლივებულად მიმდინარეობს. ადრე თუ ვამბობდით, რომ ვირუსის ელიმინაცია ორგანიზმიდან ხდება 5-7 დღის განმავლობაში, ამჟამად ზოგჯერ ორ კვირამდეც გრძელდება ტემპერატურით. ახასიათებს, მაღალი ტემპერატურა, რომელიც ძალიან რთულად ემორჩილება სიცხის დამწევ საშუალებებს. ასევე ახასიათებს ცხვირის გაჭედვა, თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთება და ძლიერი შემაწუხებელი ხველა, რომელიც შეიძლება თვეები გაგრძელდეს. ბოლოს უკვე არაფერს აღარ ვნიშნავთ, თუ მწვავე პარიოდი გადავლილია და სიცხე აღარ აქვს.

ამჟამად დაიწყო გრიპის ეპიდემია და გავრცელებულია სამი ვირუსი: გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი.

- რამდენად ეფექტიანია გრიპის საწინააღმდეგო აცრა ამ ვირუსებზე?

- ახლა უკვე დაწყებულია ეპიდემია, მაგრამ ვინც ოქტომბერში, ან ნოემბრის პირველ დეკადაში აიცრა, ჩემი პატარა სტატისტიკა მაქვს - შეიძლება შეხვდეთ ვირუსი, მაგრამ ნაკლები სიმპტომატიკით მიმდინარეობს.

- როდის უნდა იფიქროს მშობელმა საავადმყოფოში ბავშვის გადაყვანაზე?

- სიცხის გამო პანიკა არ ღირს. ცხელება ეს არის ორგანიზმის სასიგნალო სისტემა, ის ორგანიზებას უკეთებს იმუნურ სისტემას, რომ ორგანიზმი გაუმკლავდეს. ცხელების შემთხვევაში, როდესაც მედიკამენტს მისცემენ, უნდათ, რომ 15 წუთში დაიწიოს ტემპერატურამ, ასე არ ხდება. ხანდახან გაორმაგებული დოზის მიცემა გვიწევს. თუ ბავშვს ცხელება აქვს 5 დღეზე მეტხანს, ძილიანობა, ლეთარგიულია, თუ სტკივა თავი და აქვს შეუპოვარი ღებინება, არ ღებულობს საკვებს, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ბავშვის გადაყვანა სტაციონარში.

- ახსენეთ, რომ ვირუსს თან ახლავს ძლიერი ხველა, თუმცა ხშირ შემთხვევაში, პაციენტს ფილტვები და ბრონხები სუფთა აქვს, მაშინ რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს ვირუსმა?

- ფილტვი და ბრონხი რომ სუფთაა, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ამ ვირუსის შემთხვევაში ხველა ძლიერდება ალერგიული ფონის მქონე ბავშვებში და მეორე, ეს ზედა სასუნთქი გზების ხველაა და ლორწოვანი შეშუფებით მიმდინარეობს და ცხვირის შიგთავსის გადადენა ხდება ხახის უკანა კედელზე. განსაკუთრებულად ეს ღამით ხდება და იწვევს ხველას. რომ გითხრათ, რომ ძალიან ბევრ ფილტვების ანთებას ვხვდებით, არ არის ასე, მაგრამ არის ერთეული შემთხვევები...

- ხომ არ გამოიწვია გრიპის ვირუსის აფეთქება ორწლიანმა ჩაკეტილობამ?

- ეს აფეთქება მარტო ჩვენს ქვეყანაში არ არის. მირეკავენ ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნებიდან და იქაც ასეთი მდგომარეობაა. რა თქმა უნდა ამას ვუკავშირებ პანდემიის პერიოდს, როდესდაც რეგულაციების გამო ჩაკეტილები ვიყავით. მაშინ სეზონურმა ვირუსებმა მიიძინა და ახლა ერთდროულად მოხდა ძალიან ბევრი სეზონური ვირუსის გააქტიურება.

პანიკას არ უნდა მივეცეთ, იმიტომ, რომ გულწრფელად გეუბნებით, გართულებების შემთხვევები არ გვაქვს, უბრალოდ დროში იწელება ცოტა... რა თქმა უნდა, ადამიანებს ეს აშინებთ. არ უნდა იყოს პანიკა მოსახლეობაში და მინდა დედიკოებიც დავაწყნარო, გაივლის ეს პერიოდი და დავუბრუნდებით ჩვეულ რიტმს.