საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მასაც შეშურდება და სხვა ვირთხებსაც..." - ვინ გაანაწყენა კრიშტიანუ რონალდუ და ვისი ქცევები აკვირვებს პორტუგალიელ ვარსკვლავს
"მასაც შეშურდება და სხვა ვირთხებსაც..." - ვინ გაანაწყენა კრიშტიანუ რონალდუ და ვისი ქცევები აკვირვებს პორტუგალიელ ვარსკვლავს

"მან­ჩეს­ტერ იუ­ნა­ი­ტე­დი­სა“ და პორ­ტუ­გა­ლი­ის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის თავ­დამ­სხმელს, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს ცნო­ბილ ჟურ­ნა­ლისტ პირს მორ­გან­თან ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ ჰქონ­და. რო­ნალ­დუმ პირ­ვე­ლად სა­ჯა­როდ ისა­უბ­რა მისი და "იუ­ნა­ი­ტე­დის“ მე­ნე­ჯმენ­ტის და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე, ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან და­ძა­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და და­უ­ფა­სებ­ლო­ბა­ზე.

მორ­გან­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში რო­ნიმ "მან­ჩეს­ტერ იუ­ნა­ი­ტე­დის" ამ­ჟა­მინ­დელ და ყო­ფილ ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რის არ­სე­ბულ და­ძა­ბუ­ლო­ბა­საც გა­უს­ვა ხაზი. პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლის თქმით, მის­თვის უც­ნო­ბია, თუ რა­ტომ აკ­რი­ტი­კებს მას უეინ რუნი.

"მე არ ვიცი, რა­ტომ მაკ­რი­ტი­კებს ასე ძა­ლი­ან რუნი... ალ­ბათ, იმი­ტომ რომ მან უკვე კა­რი­ე­რა და­ას­რუ­ლა, მე კი კვლავ უმაღ­ლეს დო­ნე­ზე ვთა­მა­შობ. თან იმა­საც არ ვამ­ბობ, რომ მე უკე­თე­სად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი ვიდ­რე ის, რაც სი­მარ­თლეა (იცი­ნის).

ნა­ხე­ვა­რი წლის წინ, ის ჩვენ­თან სახ­ლში იყო. მო­ვი­და და თა­ვის შვი­ლე­ბი წა­იყ­ვა­ნა, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ უმ­ცროსს კი მათ­თან სტუმ­რო­ბა და ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში შეს­თა­ვა­ზა. მე არ მეს­მის ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის. შე­საძ­ლოა უბ­რა­ლოდ, მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა, ან ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი, ან სხვა რამ სურთ.

ადა­მი­ა­ნებს უნდა ჰქონ­დეთ თა­ვი­ან­თი მო­საზ­რე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს მხო­ლოდ ერთი მხრი­დან არ უნდა შე­ხე­დონ, ჩემი პო­ზი­ცი­აც უნდა იცოდ­ნენ", - ამ­ბობს რო­ნალ­დუ.

პორ­ტუ­გა­ლი­ელს, ასე­ვე უკ­ვირს, გარი ნე­ვი­ლის საქ­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც ადრე მას­თან "მან­ჩეს­ტერ­ში“ თა­მა­შობ­და.

"გაკ­რი­ტი­კე­ბა ად­ვი­ლია. როცა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობ, რაც უფრო ხში­რად აკ­რი­ტი­კებ, მით უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბი. მაგ­რამ მე ასე­თი რა­ღა­ცე­ბის არ მეს­მის.

რთუ­ლია, რო­დე­საც ხე­დავ, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შენ­თან ერ­თად გა­სახ­დელ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ახლა ასე­თი სა­ხით გაკ­რი­ტი­კე­ბენ. ისი­ნი ჩემს სა­ხელს იყე­ნე­ბენ", - ამ­ბობს ფეხ­ბურ­თე­ლი.

თუმ­ცა არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­ნი­სა და ნე­ვი­ლის მსგავ­სად არ იქ­ცე­ვი­ან და კლუბ­სა სა რო­ნის გვერ­დით უდ­გა­ნან. სა­უ­ბა­რია "წი­თე­ლი ეშ­მა­კე­ბის“ ყო­ფილ მცველ­ზე რიო ფერ­დი­ნან­დსა და ნა­ხე­ვარმცველ როი კინ­ზე.

"ძა­ლი­ან კარ­გი ბი­ჭე­ბი არი­ან. არა იმი­ტომ, რომ ჩემ­ზე და­დე­ბი­თად სა­უბ­რო­ბენ, არა­მედ იმი­ტომ, რომ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი არი­ან. მათ იცი­ან რო­გორ უნდა იქ­ცე­ოდ­ნენ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი", - დას­ძი­ნა კრიშ­ტი­ა­ნუმ.

  • ინ­ტერ­ვი­უს დროს პირს მორ­გან­სა და რო­ნალ­დუს შო­რის ასე­თი დი­ა­ლო­გი შედ­გა:

პირს მორ­გა­ნი: უფრო მეტი ფული გაქვს თუ "ინ­სტაგ­რა­მის“ გა­მომ­წე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა?

რო­ნალ­დუ: ალ­ბათ, და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თნა­ი­რად (იცი­ნის)

პირს მორ­გა­ნი: ანუ უეინ რუნი უფრო მე­ტად ვერ გი­ტანს

რო­ნალ­დუ: განა მარ­ტო ეგ, არა­მედ სხვა ვირ­თხე­ბიც (იცი­ნის)

ამ­ჟა­მად რო­ნალ­დუ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზეა სრუ­ლად კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც კა­ტარ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. 37 წლის პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლის­თვის შე­საძ­ლოა ეს ბოლო მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი აღ­მოჩ­ნდეს.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
once-ს
0

თქვენს ინტელექტს ვენაცვალე

once
12

ეს ტიპი სულ მუდამ საკუთარი თავის და ფულების დაცვის რეჯიმში როგორ არის?😁 სხვა საკითხებზე სასაუბროდ ეტყობა ინტელექტი აღარ ჰყოფნის. 😁

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მასაც შეშურდება და სხვა ვირთხებსაც..." - ვინ გაანაწყენა კრიშტიანუ რონალდუ და ვისი ქცევები აკვირვებს პორტუგალიელ ვარსკვლავს

"მასაც შეშურდება და სხვა ვირთხებსაც..." - ვინ გაანაწყენა კრიშტიანუ რონალდუ და ვისი ქცევები აკვირვებს პორტუგალიელ ვარსკვლავს

"მანჩესტერ იუნაიტედისა“ და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს ცნობილ ჟურნალისტ პირს მორგანთან ვრცელი ინტერვიუ ჰქონდა. რონალდუმ პირველად საჯაროდ ისაუბრა მისი და "იუნაიტედის“ მენეჯმენტის დაპირისპირებაზე, ფეხბურთელებთან დაძაბულ ურთიერთობასა და დაუფასებლობაზე.

მორგანთან ინტერვიუში რონიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელ და ყოფილ ფეხბურთელებს შორის არსებულ დაძაბულობასაც გაუსვა ხაზი. პორტუგალიელის თქმით, მისთვის უცნობია, თუ რატომ აკრიტიკებს მას უეინ რუნი.

"მე არ ვიცი, რატომ მაკრიტიკებს ასე ძალიან რუნი... ალბათ, იმიტომ რომ მან უკვე კარიერა დაასრულა, მე კი კვლავ უმაღლეს დონეზე ვთამაშობ. თან იმასაც არ ვამბობ, რომ მე უკეთესად გამოვიყურები ვიდრე ის, რაც სიმართლეა (იცინის).

ნახევარი წლის წინ, ის ჩვენთან სახლში იყო. მოვიდა და თავის შვილები წაიყვანა, კრიშტიანუ რონალდუ უმცროსს კი მათთან სტუმრობა და ფეხბურთის თამაში შესთავაზა. მე არ მესმის ასეთი ადამიანების. შესაძლოა უბრალოდ, მედიის ყურადღება, ან ახალი სამსახური, ან სხვა რამ სურთ.

ადამიანებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი მოსაზრება, მაგრამ ყველაფერს მხოლოდ ერთი მხრიდან არ უნდა შეხედონ, ჩემი პოზიციაც უნდა იცოდნენ", - ამბობს რონალდუ.

პორტუგალიელს, ასევე უკვირს, გარი ნევილის საქციელი, რომელიც ადრე მასთან "მანჩესტერში“ თამაშობდა.

"გაკრიტიკება ადვილია. როცა ტელევიზიაში მუშაობ, რაც უფრო ხშირად აკრიტიკებ, მით უფრო პოპულარული ხდები. მაგრამ მე ასეთი რაღაცების არ მესმის.

რთულია, როდესაც ხედავ, ადამიანები, რომლებიც შენთან ერთად გასახდელში იმყოფებოდნენ, ახლა ასეთი სახით გაკრიტიკებენ. ისინი ჩემს სახელს იყენებენ", - ამბობს ფეხბურთელი.

თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც რუნისა და ნევილის მსგავსად არ იქცევიან და კლუბსა სა რონის გვერდით უდგანან. საუბარია "წითელი ეშმაკების“ ყოფილ მცველზე რიო ფერდინანდსა და ნახევარმცველ როი კინზე.

"ძალიან კარგი ბიჭები არიან. არა იმიტომ, რომ ჩემზე დადებითად საუბრობენ, არამედ იმიტომ, რომ ფეხბურთელები არიან. მათ იციან როგორ უნდა იქცეოდნენ ფეხბურთელები", - დასძინა კრიშტიანუმ.

  • ინტერვიუს დროს პირს მორგანსა და რონალდუს შორის ასეთი დიალოგი შედგა:

პირს მორგანი: უფრო მეტი ფული გაქვს თუ "ინსტაგრამის“ გამომწერების რაოდენობა?

რონალდუ: ალბათ, დაახლოებით ერთნაირად (იცინის)

პირს მორგანი: ანუ უეინ რუნი უფრო მეტად ვერ გიტანს

რონალდუ: განა მარტო ეგ, არამედ სხვა ვირთხებიც (იცინის)

ამჟამად რონალდუ მსოფლიო ჩემპიონატზეა სრულად კონცენტრირებული, რომელიც კატარში გაიმართება. 37 წლის პორტუგალიელისთვის შესაძლოა ეს ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი აღმოჩნდეს.

ავტორი: ანრი კურტანიძე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"