საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს" - პაატა მანჯგალაძე არჩილ თალაკვაძის განცხადებაზე
"ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს" - პაატა მანჯგალაძე არჩილ თალაკვაძის განცხადებაზე

"ვი­რის­გან წიხ­ლი არ უნდა გე­წყი­ნო­სო", - ასე პა­სუ­ხობს "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" დე­პუ­ტა­ტი პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძე პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რის, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის მიერ მის შე­სა­ხებ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, რომ მან­ჯგა­ლა­ძეს "1 გბ. მეხ­სი­ე­რე­ბაც არ გა­აჩ­ნია“.

პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძის თქმით, რო­დე­საც ლო­გი­კურ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი არ აქვთ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რე­ბი შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე გა­და­დი­ან, რაც არც მათ სიძ­ლი­ე­რე­ზე და არც ღირ­სე­ბა­ზე არ მე­ტყვე­ლებს.

"მე ნამ­დვი­ლად არ მიკ­ვირს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან შე­უ­რა­ცხყო­ფა. რო­დე­საც მათ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბით ამ­ხელ ან­ტი­ქარ­თულ ქმე­დე­ბებ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, პი­რად შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე გად­მო­დი­ან. რე­ა­ლუ­რად, მათი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია ჩემს მიერ დას­მულ­მა შე­კი­თხვებ­მა:

რა პო­ლი­ტი­კურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აი­ღებ­დნენ ისი­ნი, თუ ქვე­ყა­ნა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ამ ის­ტო­რი­ულ შანსს და­კარ­გავს და კან­დი­და­ტის სტა­ტუსს ვერ მი­ი­ღებ­და;

სად იქ­ნე­ბო­და დღეს უკ­რა­ი­ნა, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლი ზე­ლენ­სკის ნაც­ვლად მთა­ვარ­სარ­დლად ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მსგავ­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რომ ჰყო­ლო­და.

რა თქმა უნდა, უკ­რა­ი­ნა დიდი ხნის ჩა­ბა­რე­ბუ­ლი, თა­ვი­სუფ­ლე­ბა წარ­თმე­უ­ლი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და.

რო­დე­საც ამ ლო­გი­კურ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი არ აქვთ, გად­მო­დი­ან შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე, ეს არ მე­ტყვე­ლებს არც მათ სიძ­ლი­ე­რე­ზე და არც ღირ­სე­ბა­ზე.

ყვე­ლა­ზე კარ­გი და მოკ­ლე პა­სუ­ხი თა­ლაკ­ვა­ძის მი­სა­მარ­თით კი იქ­ნე­ბო­და ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: ვი­რის­გან წიხ­ლი არ უნდა გე­წყი­ნო­სო, მი­თუ­მე­ტეს, რო­დე­საც სა­კი­თხი სა­ქარ­თვე­ლო­სა და მის მო­მა­ვალს ეხე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძემ.

"ბა­ტო­ნო მან­ჯგა­ლა­ძე, 1 გბ. პო­ლი­ტი­კუ­რი მეხ­სი­ე­რე­ბა არ გა­გაჩ­ნი­ათ“, - ამ სი­ტყვე­ბით პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ­მა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ დე­პუ­ტატ პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძეს მი­მარ­თა.

თა­ლაკ­ვა­ძემ მას წარ­სულ­ში, მე­დი­ა­სივ­რცე­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ახ­სე­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ მე­დია ახლა ისე­თი თა­ვი­სუ­ფა­ლია, რო­გო­რიც არას­დროს ყო­ფი­ლა.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაშაძის მომყვანი
0

ვირი აშშ დემოკრატიული პარტიის პარტიული სიმბოლოა ვაშაძის მოყვანილო; ახლა თქვი შენ რას ერჩი მათ?

ტუი
36

აჩიკო ლ-ს ვერ ამბობს?! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს" - პაატა მანჯგალაძე არჩილ თალაკვაძის განცხადებაზე

"ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს" - პაატა მანჯგალაძე არჩილ თალაკვაძის განცხადებაზე

"ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო", - ასე პასუხობს "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის მიერ მის შესახებ გაკეთებულ განცხადებას, რომ მანჯგალაძეს "1 გბ. მეხსიერებაც არ გააჩნია“.

პაატა მანჯგალაძის თქმით, როდესაც ლოგიკურ კითხვებზე პასუხი არ აქვთ, ხელისუფლების წევრები შეურაცხყოფაზე გადადიან, რაც არც მათ სიძლიერეზე და არც ღირსებაზე არ მეტყველებს.

"მე ნამდვილად არ მიკვირს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან შეურაცხყოფა. როდესაც მათ დადასტურებული ფაქტებით ამხელ ანტიქართულ ქმედებებში, სამწუხაროდ, პირად შეურაცხყოფაზე გადმოდიან. რეალურად, მათი გაღიზიანება გამოიწვია ჩემს მიერ დასმულმა შეკითხვებმა:

რა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებდნენ ისინი, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების ამ ისტორიულ შანსს დაკარგავს და კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა;

სად იქნებოდა დღეს უკრაინა, თავისუფლებისთვის მებრძოლი ზელენსკის ნაცვლად მთავარსარდლად ღარიბაშვილი და "ქართული ოცნების" მსგავსი ხელისუფლება რომ ჰყოლოდა.

რა თქმა უნდა, უკრაინა დიდი ხნის ჩაბარებული, თავისუფლება წართმეული და განადგურებული იქნებოდა.

როდესაც ამ ლოგიკურ კითხვებზე პასუხი არ აქვთ, გადმოდიან შეურაცხყოფაზე, ეს არ მეტყველებს არც მათ სიძლიერეზე და არც ღირსებაზე.

ყველაზე კარგი და მოკლე პასუხი თალაკვაძის მისამართით კი იქნებოდა ცნობილი გამონათქვამი: ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო, მითუმეტეს, როდესაც საკითხი საქართველოსა და მის მომავალს ეხება”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

"ბატონო მანჯგალაძე, 1 გბ. პოლიტიკური მეხსიერება არ გაგაჩნიათ“, - ამ სიტყვებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს მიმართა.

თალაკვაძემ მას წარსულში, მედიასივრცეში არსებული მდგომარეობა შეახსენა და აღნიშნა, რომ მედია ახლა ისეთი თავისუფალია, როგორიც არასდროს ყოფილა.