სამართალი
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი უსაფრთხოების მთავარი გარანტი ამერიკაა, თუ ეს დავკარგეთ, მაშინ აღმოვჩნდებით მარტო რუსეთის პირისპირ" - რა შეიძლება მოჰყვეს აშშ-დან კრიტიკას და ხელისუფლების არაკორექტულ პასუხებს?
"ჩვენი უსაფრთხოების მთავარი გარანტი ამერიკაა, თუ ეს დავკარგეთ, მაშინ აღმოვჩნდებით მარტო რუსეთის პირისპირ" - რა შეიძლება მოჰყვეს აშშ-დან კრიტიკას და ხელისუფლების არაკორექტულ პასუხებს?

17 ნო­ემ­ბერს, აშშ-ის სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კო­მი­ტე­ტის თა­ნა­შემ­წემ კა­რენ დონფრიდ­მა და სე­ნა­ტორ­მა ჯინ შა­ჰინ­მა მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კეს სა­ქარ­თვე­ლოს ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი და მთავ­რო­ბა. მათი შე­ფა­სე­ბით, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ევ­რო­კო­მი­სი­ის 12-პუნ­ქტი­ა­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბა­ზე ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მო­იხ­სნა...

"სა­ქარ­თვე­ლო­ში უზარ­მა­ზა­რი უკუს­ვლაა და ჩვენ მნიშ­ვნე­ლო­ვან მხარ­და­ჭე­რას ვუ­წევთ სა­ქარ­თვე­ლოს რე­ფორ­მე­ბის დღის წეს­რიგს… ვფიქ­რობ, შე­საძ­ლოა, უნდა ვი­ფიქ­როთ, არის თუ არა დრო, რომ გა­დავ­ხე­დოთ ჩვენს სტრა­ტე­გი­ას სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით”, - ეს არის ამო­ნა­რი­დი ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რის ჯინ შჰი­ნის უმწვა­ვე­სი შე­ფა­სე­ბე­ბი­დან.

ამ კრი­ტი­კას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტე­ბის ასე­ვე მწვა­ვე, მე­ტიც, არა­კო­რექ­ტუ­ლი პა­სუ­ხი მოჰ­ყვა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით ამე­რი­კას თურ­მე არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში და მის მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი დახ­მა­რე­ბა მხო­ლოდ ენ­ჯე­ო­ებს ხმარ­დე­ბა.

Ambebi.ge ამ სა­კი­თხზე პო­ლი­ტო­ლოგ­სა და კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლისტს, ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძეს ესა­უბ­რა.

მან შე­ა­ფა­სა მიმ­დი­ნა­რე სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა და გან­მარ­ტა, თუ რა შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" არა­კო­რექ­ტულ პა­სუხს. კი­თხვა­ზე, თუ რა შე­დეგს მო­ი­ტანს ამე­რი­კის ასე­თი კრი­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, გვი­პა­სუ­ხა, რომ ბოლო დროს ამე­რი­კის მი­მართ კრი­ტი­კა ძა­ლი­ან გახ­შირ­და. მან, ასე­ვე ისა­უბ­რა იმ შე­საძ­ლო ნა­ბი­ჯებ­ზე, რაც შე­იძ­ლე­ბა ამე­რი­კამ გა­დად­გას სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბით. რო­გორც პო­ლი­ტო­ლოგ­მა აღ­ნიშ­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია ამას მოჰ­ყვეს ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბიც კი.

"აშშ-ის­გან ასე­თი რე­აქ­ცია მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო. ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ე.წ. სა­მე­უ­ლის გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ. ვე­რა­ვის ვერ და­ა­ჯე­რებ, რომ ისი­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­რე­შე მოქ­მე­დებ­დნენ, მათ პირ­და­პი­რი იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს კელი დეგ­ნან­სა და ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­ზე. მინ­და გი­თხრათ, რომ რუ­სე­თი­სა და ბე­ლა­რუ­სის გარ­და, არ­ცერ­თი ქვეყ­ნის­გან არ ყო­ფი­ლა ასე­თი პირ­და­პი­რი ბრალ­დე­ბე­ბი ამე­რი­კი­სა და ევ­რო­პის­კენ, რაც ბოლო ხანს ამ ვი­თომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი "ხალ­ხის ძა­ლის­გან" გვეს­მის.

სამ­წუ­ხა­როდ, არ მგო­ნია, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" და­სავ­ლუ­რი კრი­ტი­კის შემ­დეგ, რა­ი­მე ქმე­დი­თი და პო­ზი­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გას. მათ აღე­ბუ­ლი აქვთ კურ­სი და მის შეც­ვლას არ აპი­რე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა იქ­ნე­ბა ამე­რი­კის მხრი­დან შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი, მო­გახ­სე­ნებთ, რომ შე­იძ­ლე­ბა ამას მოჰ­ყვეს სან­ქცი­ე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კის­გან დის­ტან­ცი­რე­ბა. მაგ­რამ არ მგო­ნია, რომ სა­ბო­ლო­ოდ დაწ­ვან ხი­დე­ბი ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას შო­რის, რად­გან ეს მათ ინ­ტე­რე­სებ­ში არ შე­დის.

ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი, გაფრ­თხი­ლე­ბაა და შე­იძ­ლე­ბა ამას ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა მოჰ­ყვეს. მათი გა­მო­ყო­ფი­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი დახ­მა­რე­ბა არ არის უბ­რა­ლოდ დახ­მა­რე­ბა, ეს აი­სა­ხე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­სა და თა­ვი­სუ­ფალ ვაჭ­რო­ბა­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, დიდი ალ­ბა­თო­ბაა იმი­სა, რომ გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი დაგ­ვი­წეს­დეს... ასეთ­მა გან­ცხა­დე­ბებ­მა შე­საძ­ლოა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გამ­წვა­ვე­ბამ­დეც მიგ­ვიყ­ვა­ნოს, მაგ­რამ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვენ­ში ამა­ზე რე­აქ­ცი­ე­ბი ძა­ლი­ან მძაფ­რი იქ­ნე­ბა, პირ­ველ რიგ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის­გან. ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის მთა­ვა­რი გა­რან­ტი აშშ-ა და ჩვენ, თუ ეს გა­რან­ტი დავ­კარ­გეთ, მა­შინ აღ­მოვ­ჩნდე­ბით მარ­ტო რუ­სე­თის პი­რის­პირ...

ამ ვი­თა­რე­ბის სწო­რი ანა­ლი­ზი თუ არ მოხ­და და არ გა­და­იდ­გა ნა­ბი­ჯე­ბი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრობ­ლე­მე­ბი კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა. აშშ-თან ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბა პირ­და­პირ გა­მო­იწ­ვევს ევ­რო­კავ­შირ­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ძაბ­ვა­საც და დავ­კარ­გავთ ყვე­ლა­ნა­ირ შანსს, რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ვი­ღოთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი იმოქ­მე­დებს ჩვენს თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ზე. ეს 30 - წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მო­იშ­ლე­ბა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით “, - გა­ნა­ცხა­და პო­ლი­ტო­ლოგ­მა.

მამ ასე­ვე ისა­უბ­რა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომ­ზეც, თუ რა შე­დეგს მო­უ­ტანს ეს სა­ქარ­თვე­ლოს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს, რომ საფრ­თხეს, რაც რუ­სე­თის­გან ემუქ­რე­ბა, თავი აა­რი­დოს. ის ზედ­მეტ სიფრ­თხი­ლეს იჩენს და ელო­დე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს. ჩვენ ახლა მთლი­ა­ნად მიბ­მუ­ლი ვართ უკ­რა­ი­ნა­ზე. მისი გა­მარ­ჯვე­ბა ჩვენ­თვის ნიშ­ნავს ყვე­ლა­ფერს, რისი მიღ­წე­ვაც გვსურ­და, ამ 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მათ შო­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა­საც. აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღ­ვნიშ­ნოთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ძა­ლი­ან ძლი­ე­რი უარ­ყო­ფი­თი მუხ­ტია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ. ამ მუხტს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და რუ­სე­თის შიში აჩე­რებს. მათ ეში­ნი­ათ ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბის არე­ვის, რად­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია ამას რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის შე­მოს­ვლა მოჰ­ყვეს. რო­გორც კი გა­მოჩ­ნდე­ბა, რომ რუ­სე­თი უკვე სა­კუ­თარ თავ­საც კარ­გავს, მა­შინ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ქუ­ჩა­ში გა­მო­ვა, მაგ­რამ აქ კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა იჩენს თავს, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ოპო­ზი­ცია მზად არ აღ­მოჩ­ნდეს ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის სა­მარ­თა­ვად. რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ისე ოპო­ზი­ცი­ა­საც ძა­ლი­ან და­ბა­ლი ნდო­ბა აქვთ ხალ­ხში. თუ აშშ-ის მხრი­დან ასეთ კრი­ტი­კას 5-6 წლის წინ, ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მას­შტა­ბუ­რი პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვე­ბო­და, დღეს, მხო­ლოდ, სი­ტყვი­ე­რი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გვეს­მის..." - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ.

  • ავ­ტო­რი: ლუკა ცხვე­დი­ა­ნი
მკითხველის კომენტარები / 67 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავთო
12

ვკითხულობ კომენტარებს და ვტირი...რატო არ შეიძლება რო ვინმე საქართველოს ინტერესებზე ფიქრობდეს და წერდეს,იმდენად მონური ბუნება ჩამოგვიყალიბდა რო ან ამერიკის ინტერესებს ვემხრობით ან რუსეთის,არ მითხრათ ქვეყნების მეგობრობაზე არაფერი.რით ვერ გაიგო ამ ხალხმა რო სიყვარული ვერტიკალურია და ბრუნვადი

ვახტანგი. 70 წლის
31

როგორ ვუბედავთ ჩვენს „მამა-მარჩენალს“, ანუ აშშ-ს და მის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს კითხვებით მიმართვას!!! მათი შეხედულებით ეს თურმე აშშ-ის კრიტიკა ყოფილა!?

ხოლო აშშ-დან წამოსულ კრიტიკას თურმე ჩვენი ხელისუფლება არაკორექტულად პასუხობს.

მოკლედ რომ ვთქვა ამ კატეგორიის ადამიანებისათვის ყოველივე ეს არის მონა მორჩილის ფსიქოლოგია. 

მიუხედავად იმისა რომ აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ვართ, ბუნებრივია რომ ჩვენი და აშშ-ის ინტერესები ზოგიერთ საკითხში თანხვედრაში არ იყოს.

გამომდინარე იქიდან რომ პატარა, მცირერიცხოვანი, სუსტი, ღარიბი ქვეყანა ვართ ისტორიის ამ მოცემულ ეტაპზე ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ხალხის კეთილდღეობა და რაც ყველაფერზე უმთავრესია - ერის გამრავლება!

არავითარი ომი ან მასში მონაწილეობა არანაირი ფორმით.

გვეყოფა ის უბედურებები, რაც წინა ხელისუფლებების დროს გადავხდა თავს მოყოლებული 90-იანი წლებიდან...

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ჩვენი უსაფრთხოების მთავარი გარანტი ამერიკაა, თუ ეს დავკარგეთ, მაშინ აღმოვჩნდებით მარტო რუსეთის პირისპირ" - რა შეიძლება მოჰყვეს აშშ-დან კრიტიკას და ხელისუფლების არაკორექტულ პასუხებს?

"ჩვენი უსაფრთხოების მთავარი გარანტი ამერიკაა, თუ ეს დავკარგეთ, მაშინ აღმოვჩნდებით მარტო რუსეთის პირისპირ" - რა შეიძლება მოჰყვეს აშშ-დან კრიტიკას და ხელისუფლების არაკორექტულ პასუხებს?

17 ნოემბერს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თანაშემწემ კარენ დონფრიდმა და სენატორმა ჯინ შაჰინმა მწვავედ გააკრიტიკეს საქართველოს ბოლოდროინდელი პოლიტიკური ნაბიჯები და მთავრობა. მათი შეფასებით, "ქართულმა ოცნებამ" ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებაზე ვალდებულებაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა...

"საქართველოში უზარმაზარი უკუსვლაა და ჩვენ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვუწევთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს… ვფიქრობ, შესაძლოა, უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით”, - ეს არის ამონარიდი ამერიკელი სენატორის ჯინ შჰინის უმწვავესი შეფასებებიდან.

ამ კრიტიკას "ქართული ოცნების" დეპუტატების ასევე მწვავე, მეტიც, არაკორექტული პასუხი მოჰყვა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით ამერიკას თურმე არაფერი გაუკეთებია საქართველოში და მის მიერ გამოყოფილი ეკონომიკური დახმარება მხოლოდ ენჯეოებს ხმარდება.

Ambebi.ge ამ საკითხზე პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

მან შეაფასა მიმდინარე საგარეო პოლიტიკა და განმარტა, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და "ქართული ოცნების" არაკორექტულ პასუხს. კითხვაზე, თუ რა შედეგს მოიტანს ამერიკის ასეთი კრიტიკა საქართველოსთვის, გვიპასუხა, რომ ბოლო დროს ამერიკის მიმართ კრიტიკა ძალიან გახშირდა. მან, ასევე ისაუბრა იმ შესაძლო ნაბიჯებზე, რაც შეიძლება ამერიკამ გადადგას საქართველოსთან მიმართებით. როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა შესაძლებელია ამას მოჰყვეს ეკონომიკური სანქციებიც კი.

"აშშ-ისგან ასეთი რეაქცია მოსალოდნელი იყო. ქართულ პოლიტიკაში ე.წ. სამეულის გამოჩენის შემდეგ. ვერავის ვერ დააჯერებ, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" გარეშე მოქმედებდნენ, მათ პირდაპირი იერიში მიიტანეს კელი დეგნანსა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე. მინდა გითხრათ, რომ რუსეთისა და ბელარუსის გარდა, არცერთი ქვეყნისგან არ ყოფილა ასეთი პირდაპირი ბრალდებები ამერიკისა და ევროპისკენ, რაც ბოლო ხანს ამ ვითომ დამოუკიდებელი "ხალხის ძალისგან" გვესმის.

სამწუხაროდ, არ მგონია, რომ "ქართულმა ოცნებამ" დასავლური კრიტიკის შემდეგ, რაიმე ქმედითი და პოზიტიური ნაბიჯები გადადგას. მათ აღებული აქვთ კურსი და მის შეცვლას არ აპირებენ. რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება ამერიკის მხრიდან შემდგომი ნაბიჯები, მოგახსენებთ, რომ შეიძლება ამას მოჰყვეს სანქციები და საქართველოს პოლიტიკისგან დისტანცირება. მაგრამ არ მგონია, რომ საბოლოოდ დაწვან ხიდები ჩვენს ურთიერთობას შორის, რადგან ეს მათ ინტერესებში არ შედის.

ეს განცხადებები, გაფრთხილებაა და შეიძლება ამას ეკონომიკური ურთიერთობების გაუარესება მოჰყვეს. მათი გამოყოფილი ეკონომიკური დახმარება არ არის უბრალოდ დახმარება, ეს აისახება ჩვენი ქვეყნის შეიარაღებასა და თავისუფალ ვაჭრობაზე. სამწუხაროდ, დიდი ალბათობაა იმისა, რომ გარკვეული შეზღუდვები დაგვიწესდეს... ასეთმა განცხადებებმა შესაძლოა დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავებამდეც მიგვიყვანოს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ჩვენში ამაზე რეაქციები ძალიან მძაფრი იქნება, პირველ რიგში მოსახლეობისგან. ჩვენი უსაფრთხოების მთავარი გარანტი აშშ-ა და ჩვენ, თუ ეს გარანტი დავკარგეთ, მაშინ აღმოვჩნდებით მარტო რუსეთის პირისპირ...

ამ ვითარების სწორი ანალიზი თუ არ მოხდა და არ გადაიდგა ნაბიჯები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, პრობლემები კიდევ უფრო გაიზრდება. აშშ-თან ვითარების გამწვავება პირდაპირ გამოიწვევს ევროკავშირთანაც ურთიერთობების დაძაბვასაც და დავკარგავთ ყველანაირ შანსს, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ეს ყველაფერი კი იმოქმედებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობაზე. ეს 30 - წლიანი ურთიერთობა ჩამოიშლება ყველა მიმართულებით “, - განაცხადა პოლიტოლოგმა.

მამ ასევე ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზეც, თუ რა შედეგს მოუტანს ეს საქართველოს.

"საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ საფრთხეს, რაც რუსეთისგან ემუქრება, თავი აარიდოს. ის ზედმეტ სიფრთხილეს იჩენს და ელოდება უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ ახლა მთლიანად მიბმული ვართ უკრაინაზე. მისი გამარჯვება ჩვენთვის ნიშნავს ყველაფერს, რისი მიღწევაც გვსურდა, ამ 30 წლის განმავლობაში. მათ შორის ხელისუფლების ცვლილებასაც. აქ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებაში ძალიან ძლიერი უარყოფითი მუხტია ხელისუფლების მიმართ. ამ მუხტს საზოგადოებაში არასტაბილურობისა და რუსეთის შიში აჩერებს. მათ ეშინიათ ქვეყანაში ვითარების არევის, რადგან შესაძლებელია ამას რუსული სამხედრო ძალების შემოსვლა მოჰყვეს. როგორც კი გამოჩნდება, რომ რუსეთი უკვე საკუთარ თავსაც კარგავს, მაშინ ქართველი ხალხი ქუჩაში გამოვა, მაგრამ აქ კიდევ ერთი პრობლემა იჩენს თავს, შესაძლებელია, რომ ოპოზიცია მზად არ აღმოჩნდეს ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგის სამართავად. როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციასაც ძალიან დაბალი ნდობა აქვთ ხალხში. თუ აშშ-ის მხრიდან ასეთ კრიტიკას 5-6 წლის წინ, ქართველი საზოგადოების მასშტაბური პროტესტი მოჰყვებოდა, დღეს, მხოლოდ, სიტყვიერი უკმაყოფილება გვესმის..." - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

  • ავტორი: ლუკა ცხვედიანი