სპორტი
პოლიტიკა
კონფლიქტები

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოდესღაც ყველაფერი სრულდება, მაგრამ..." - როგორ ცხოვრობენ ჩცდ-ის მსახიობები და რას ამბობენ სერიალის შესაძლო გაგრძელებაზე: ინტერვიუ მონატრებულ გმირებთან
"ოდესღაც ყველაფერი სრულდება, მაგრამ..." - როგორ ცხოვრობენ ჩცდ-ის მსახიობები და რას ამბობენ სერიალის შესაძლო გაგრძელებაზე: ინტერვიუ მონატრებულ გმირებთან

პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ერ­თგულ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა იცის, რომ სე­რი­ა­ლი დრო­ე­ბით და­პა­უ­ზე­ბუ­ლია. რო­გორც გან­მარ­ტა­ვენ, მი­ზე­ზი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბია. რა გან­ცდა აქვთ დღეს, რას საქ­მი­ა­ნო­ბენ და რო­გო­რია იმ მსა­ხი­ო­ბე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ვის ცხოვ­რე­ბა­შიც ეს სე­რი­ა­ლი დიდი დო­ზით იყო? - ამის გა­სარ­კვე­ვად მთა­ვარ გმი­რებს და­ვუ­კავ­შირ­დით.

  • ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვი­ლი:

- 11 წე­ლია, ეს სე­რი­ა­ლი გა­დის. და­მე­თან­ხმე­ბით, პა­ტა­რა დრო არ არის, შე­სა­ბა­მი­სად, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ჩემი ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი იყო. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მინ­და, და­ვით გო­ცი­რი­ძე ისევ გან­ვა­სა­ხი­ე­რო. ჩემს გო­ნე­ბას, სხე­ულს ეს გმი­რი და­მახ­სოვ­რე­ბუ­ლი ჰყავს. ამ პერ­სო­ნა­ჟის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ად­ვი­ლი არ არის, მათ შო­რის, ფი­ნან­სუ­რი კუ­თხი­თაც. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ 11 წელი გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ვცხოვ­რობ­დი.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად, რა გე­ნატ­რე­ბათ?

- პარტნი­ო­რე­ბი, ქეთი დევ­და­რი­ა­ნის და­წე­რი­ლი ამ­ბე­ბი, მო­ლო­დი­ნი - ნე­ტავ რო­გორ მო­იქ­ცე­ვა დათო? ახა­ლი რა იქ­ნე­ბა, რისი გა­კე­თე­ბა მო­მი­წევს? მთე­ლი პრო­ცე­სი -სცე­ნა­რის წა­კი­თხვი­დან ეთერ­ში გას­ვლამ­დე, ყვე­ლა­ფე­რი მე­ნატ­რე­ბა.

- სე­რი­ალ­მა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გაგ­ხა­დათ. რო­გორც მსა­ხი­ობს, რა მოგ­ცათ "ჩცდ"-მ?

- ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა, კა­მე­რას­თან, პარტნი­ო­რებ­თან მუ­შა­ო­ბის. კვი­რა­ში სამი სე­რია გა­დი­ო­და და დრო­ის ფაქ­ტო­რი იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. პო­პუ­ლა­რო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნოა. როცა ვი­ღაც გხვდე­ბა, გი­ღი­მის და გე­უბ­ნე­ბა, რომ გი­ყუ­რებს, ეს მსა­ხი­ო­ბის­თვის სი­ცო­ცხლეა.

- თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟი ხში­რად გა­ო­ცებ­დათ?

- სულ ვფიქ­რობ­დი, ამ კა­ცის ცხოვ­რე­ბა­ში მეტი რაღა უნდა მოხ­დეს, კი­დევ რამ უნდა გა­მაკ­ვირ­ვოს?! მაგ­რამ მო­ვი­დო­და სცე­ნა­რი და სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი ამ­ბა­ვი შე­მო­დი­ო­და. კა­რან­ტი­ნის სე­რი­ებს სულ არ ვე­ლო­დე­ბო­დი, მაგ­რამ უძ­ლი­ე­რე­სი გა­მო­ვი­და. ჩემი და ნი­ნას მო­ნო­ლოგს სა­ზო­გა­დო­ე­ბა დიდ­ხანს გა­ნი­ხი­ლავ­და, დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

არ ვი­ცით, გაგ­რძელ­დე­ბა თუ არა. ძა­ლი­ან ბევ­რი წე­რი­ლი მომ­დის ემიგ­რან­ტე­ბის­გან. რო­გორც მწე­რენ, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" რომ გა­დი­ო­და, იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ და ერ­თად უყ­რებ­დნენ, სე­რი­ა­ლი მათი შეკ­რე­ბე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ყო­ფი­ლა. ჩემი მა­ყუ­რე­ბე­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მად­ლო­ბა მათ მრა­ვალ­წლი­ა­ნი ერ­თგუ­ლე­ბის­თვის!

  • ანა ტყე­ბუ­ჩა­ვა:

- ახლა იმ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, რისი გა­კე­თე­ბაც სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. იმ დრო­ის დე­ფი­ციტს, რო­მე­ლიც მა­შინ მქონ­და, ვი­ნა­ზღა­უ­რებ. გა­და­ღე­ბე­ბის პრო­ცე­სის და­პა­უ­ზე­ბა ჩვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია: ხან არის, ხან - არა. გა­მარ­თლე­ბა იყო, რომ ამ­დე­ნი წელი სტა­ბი­ლუ­რად ვი­ღებ­დით, ვთა­მა­შობ­დით და ლო­გი­კუ­რად რომ ვი­ფიქ­როთ, ოდეს­ღაც ყვე­ლა­ფე­რი სრულ­დე­ბა, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­დაჭ­რით ვერ ვი­ტყვი, რომ დას­რულ­და.

"ნე­ტფ­ლიქ­სის" და სა­ზღვარ­გა­რე­თის სხვა ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სე­რი­ა­ლე­ბი რა­ღაც დრო­ის ინ­ტერ­ვა­ლით ჩერ­დე­ბა, შემ­დე­გი და შემ­დე­გი სე­ზო­ნი ხომ გა­მო­დის ხოლ­მე? ჩვენ ხომ მათი შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო არ ვი­ცით, რა და რო­გორ ხდე­ბა. ამ კუ­თხით თუ მი­ვუდ­გე­ბით, შე­იძ­ლე­ბა "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბიც" გაგ­რძელ­დეს. მა­ყუ­რე­ბელს სე­რი­ა­ლი ენატ­რე­ბა. სა­დაც უნდა მი­ვი­დე, ყველ­გან მეს­მის, - ახალ სე­რი­ებს არ იღებთ? რო­დი­დან და­ი­წყე­ბა? ისი­ნი არ ით­ვლი­ან იმას, რომ ამ­დე­ნი წე­ლია, უყუ­რე­ბენ. სხვა­დას­ხვა გე­მოვ­ნე­ბის, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის მა­ყუ­რე­ბე­ლი გვყავ­და, ძა­ლი­ან მა­რა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ამ სე­რი­ალ­ში თა­ო­ბა გა­ი­ზარ­და, 5 წლის ბავ­შვე­ბი რომ მო­ვიდ­ნენ, დღეს ისი­ნი 15-16 წლის გო­ნი­ე­რი მო­ზარ­დე­ბი არი­ან.

- რო­გორც მსა­ხი­ობს, ამ სე­რი­ალ­მა რა მოგ­ცათ?

- ძა­ლი­ან დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თავი სხვა­დას­ხვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­მო­მე­ცა­და, მათ შო­რის, სტრე­სულ გა­რე­მო­ში მუ­შა­ო­ბის სირ­თუ­ლე და­მეძ­ლია.

- გა­და­სა­ღე­ბი მო­ედ­ნი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად, რა გე­ნატ­რე­ბათ?

- ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

- ამ სე­რი­ალ­მა მსა­ხი­ო­ბე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან და­გა­ნა­თე­სა­ვათ, არა?

- დიახ, ქეთა ორ­ბე­ლა­ძე (ტასო) ჩემი შვი­ლის ნათ­ლი­აა. ქეთა და გი­ორ­გი კარ­გი ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, ორი­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მომ­წონს მათი აზ­როვ­ნე­ბა, ხედ­ვე­ბი, მიზ­ნე­ბი. ჩემი ეკ­რა­ნუ­ლი შვი­ლე­ბით ვა­მა­ყობ, დე­დუ­რი სი­ა­მა­ყე თუ მე­კუთ­ვნის (იცი­ნის). მათი დე­დე­ბი უფ­ლე­ბას მაძ­ლე­ვენ, რო­გორც მათ­მა დე­დამ, ვი­ა­მა­ყო.

- თქვენს სა­მო­მავ­ლო გეგ­მა­ზე რას გვე­ტყვით?

- შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მაქვს, ახალ­გაზ­რდებს ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვუ­ზი­ა­რო. არ მინ­და, ამას ლექ­ცი­ის ფორ­მა ჰქონ­დეს, ბუ­ნებ­რი­ვია, შე­მეც­ნე­ბი­თი ხა­სი­ა­თი ექ­ნე­ბა. ახ­ლა­ხან და­ვი­წყე "ფორ­მუ­ლას" დი­ლის ეთერ­ში ჩემი რუბ­რი­კა, რამ­დე­ნი­მე წუთი კა­ნის მოვ­ლა­სა და კულ­ტუ­რა­ზე ვსა­უბ­რობ. მაქვს კოს­მე­ტო­ლო­გებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი. ეს რუბ­რი­კა ძა­ლი­ან ჰგავს გა­რე­მოს, როცა გო­გო­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­მოც­დი­ლე­ბას მე­გობ­რუ­ლად უზი­ა­რე­ბენ და არა ტერ­მი­ნე­ბით, არა­მედ მარ­ტივ, გა­სა­გებ ენა­ზე ვსა­უბ­რობ.

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" და­პა­უ­ზე­ბით მო­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან თქვე­ნი შვი­ლე­ბი, არა?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, აღარ უნ­დათ, დედა სად­მე წა­ვი­დეს; სა­დაც დავ­დი­ვარ, ისი­ნიც დამ­ყავს ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტონი
0

აჩყ--ს თუ როგრ ცხოვრობენ ჩსდ მსახიობები

ნუცა
4

ძალიან კარგი იყო თოლორდავას პერსონაჟი და ზუზსი ..რაღაც სხვა ელფერს სძენდა სერიალს..უფრო მეტი ინტერესი გვქონდა...მერე და მერე ნინას ვითომდა სახლიდან გაქცევამ და მიტოვებამ ოჯახის ..ნუ რავიცი ძალიან ღარიბი ფანტაზიის სცენარი იყო....ჯობია დახვეწონ უფრო საინტერესო შექმნან მერე გადაიღონ და გაუშვან ეკრანებზე....ეხლა გადის 1 არხზე სიყვარულის მიღმა სერიალი ჯერ ჯერობით ისე ვითარდება რომ საინტერესოა...მერე ვნახოთ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ოდესღაც ყველაფერი სრულდება, მაგრამ..." - როგორ ცხოვრობენ ჩცდ-ის მსახიობები და რას ამბობენ სერიალის შესაძლო გაგრძელებაზე: ინტერვიუ მონატრებულ გმირებთან

"ოდესღაც ყველაფერი სრულდება, მაგრამ..." - როგორ ცხოვრობენ ჩცდ-ის მსახიობები და რას ამბობენ სერიალის შესაძლო გაგრძელებაზე: ინტერვიუ მონატრებულ გმირებთან

პოპულარული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" ერთგულმა მაყურებელმა იცის, რომ სერიალი დროებით დაპაუზებულია. როგორც განმარტავენ, მიზეზი ფინანსური პრობლემებია. რა განცდა აქვთ დღეს, რას საქმიანობენ და როგორია იმ მსახიობების მდგომარეობა, ვის ცხოვრებაშიც ეს სერიალი დიდი დოზით იყო? - ამის გასარკვევად მთავარ გმირებს დავუკავშირდით.

  • ლევან ყოჩიაშვილი:

- 11 წელია, ეს სერიალი გადის. დამეთანხმებით, პატარა დრო არ არის, შესაბამისად, "ჩემი ცოლის დაქალები" ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი იყო. რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, დავით გოცირიძე ისევ განვასახიერო. ჩემს გონებას, სხეულს ეს გმირი დამახსოვრებული ჰყავს. ამ პერსონაჟის გარეშე ცხოვრება ადვილი არ არის, მათ შორის, ფინანსური კუთხითაც. შეიძლება ითქვას, რომ 11 წელი გადასაღებ მოედანზე ვცხოვრობდი.

- ყველაზე მეტად, რა გენატრებათ?

- პარტნიორები, ქეთი დევდარიანის დაწერილი ამბები, მოლოდინი - ნეტავ როგორ მოიქცევა დათო? ახალი რა იქნება, რისი გაკეთება მომიწევს? მთელი პროცესი -სცენარის წაკითხვიდან ეთერში გასვლამდე, ყველაფერი მენატრება.

- სერიალმა ძალიან პოპულარული გაგხადათ. როგორც მსახიობს, რა მოგცათ "ჩცდ"-მ?

- ძალიან დიდი გამოცდილება, კამერასთან, პარტნიორებთან მუშაობის. კვირაში სამი სერია გადიოდა და დროის ფაქტორი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. პოპულარობა სასიამოვნოა. როცა ვიღაც გხვდება, გიღიმის და გეუბნება, რომ გიყურებს, ეს მსახიობისთვის სიცოცხლეა.

- თქვენი პერსონაჟი ხშირად გაოცებდათ?

- სულ ვფიქრობდი, ამ კაცის ცხოვრებაში მეტი რაღა უნდა მოხდეს, კიდევ რამ უნდა გამაკვირვოს?! მაგრამ მოვიდოდა სცენარი და სრულიად მოულოდნელი ამბავი შემოდიოდა. კარანტინის სერიებს სულ არ ველოდებოდი, მაგრამ უძლიერესი გამოვიდა. ჩემი და ნინას მონოლოგს საზოგადოება დიდხანს განიხილავდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

არ ვიცით, გაგრძელდება თუ არა. ძალიან ბევრი წერილი მომდის ემიგრანტებისგან. როგორც მწერენ, "ჩემი ცოლის დაქალები" რომ გადიოდა, იკრიბებოდნენ და ერთად უყრებდნენ, სერიალი მათი შეკრებების ერთ-ერთი მიზეზი ყოფილა. ჩემი მაყურებელი ძალიან მიყვარს, მადლობა მათ მრავალწლიანი ერთგულებისთვის!

  • ანა ტყებუჩავა:

- ახლა იმ ყველაფერს ვაკეთებ, რისი გაკეთებაც სერიალის გადაღებების პარალელურად შეუძლებელი იყო. იმ დროის დეფიციტს, რომელიც მაშინ მქონდა, ვინაზღაურებ. გადაღებების პროცესის დაპაუზება ჩვენი შემოქმედებითი ცხოვრების ნაწილია: ხან არის, ხან - არა. გამართლება იყო, რომ ამდენი წელი სტაბილურად ვიღებდით, ვთამაშობდით და ლოგიკურად რომ ვიფიქროთ, ოდესღაც ყველაფერი სრულდება, მაგრამ ამ შემთხვევაში გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ დასრულდა.

"ნეტფლიქსის" და საზღვარგარეთის სხვა ცნობილი კომპანიების სერიალები რაღაც დროის ინტერვალით ჩერდება, შემდეგი და შემდეგი სეზონი ხომ გამოდის ხოლმე? ჩვენ ხომ მათი შიდა სამზარეულო არ ვიცით, რა და როგორ ხდება. ამ კუთხით თუ მივუდგებით, შეიძლება "ჩემი ცოლის დაქალებიც" გაგრძელდეს. მაყურებელს სერიალი ენატრება. სადაც უნდა მივიდე, ყველგან მესმის, - ახალ სერიებს არ იღებთ? როდიდან დაიწყება? ისინი არ ითვლიან იმას, რომ ამდენი წელია, უყურებენ. სხვადასხვა გემოვნების, მსოფლმხედველობის მაყურებელი გვყავდა, ძალიან მარავალფეროვანი. შეიძლება ითქვას, ამ სერიალში თაობა გაიზარდა, 5 წლის ბავშვები რომ მოვიდნენ, დღეს ისინი 15-16 წლის გონიერი მოზარდები არიან.

- როგორც მსახიობს, ამ სერიალმა რა მოგცათ?

- ძალიან დიდი შესაძლებლობა, თავი სხვადასხვა სიტუაციაში გამომეცადა, მათ შორის, სტრესულ გარემოში მუშაობის სირთულე დამეძლია.

- გადასაღები მოედნიდან ყველაზე მეტად, რა გენატრებათ?

- ურთიერთობები.

- ამ სერიალმა მსახიობები ერთმანეთთან დაგანათესავათ, არა?

- დიახ, ქეთა ორბელაძე (ტასო) ჩემი შვილის ნათლიაა. ქეთა და გიორგი კარგი ახალგაზრდები არიან, ორივე ძალიან მიყვარს, მომწონს მათი აზროვნება, ხედვები, მიზნები. ჩემი ეკრანული შვილებით ვამაყობ, დედური სიამაყე თუ მეკუთვნის (იცინის). მათი დედები უფლებას მაძლევენ, როგორც მათმა დედამ, ვიამაყო.

- თქვენს სამომავლო გეგმაზე რას გვეტყვით?

- შემოთავაზება მაქვს, ახალგაზრდებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო. არ მინდა, ამას ლექციის ფორმა ჰქონდეს, ბუნებრივია, შემეცნებითი ხასიათი ექნება. ახლახან დავიწყე "ფორმულას" დილის ეთერში ჩემი რუბრიკა, რამდენიმე წუთი კანის მოვლასა და კულტურაზე ვსაუბრობ. მაქვს კოსმეტოლოგებთან კონსულტაციები. ეს რუბრიკა ძალიან ჰგავს გარემოს, როცა გოგონები ერთმანეთს გამოცდილებას მეგობრულად უზიარებენ და არა ტერმინებით, არამედ მარტივ, გასაგებ ენაზე ვსაუბრობ.

- "ჩემი ცოლის დაქალების" დაპაუზებით მოგებული იქნებიან თქვენი შვილები, არა?

- რასაკვირველია, აღარ უნდათ, დედა სადმე წავიდეს; სადაც დავდივარ, ისინიც დამყავს ... განაგრძეთ კითხვა