საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კაი ბიჭი ვარ... ისე გაგლახავ, ვერ ილაპარაკებ" - შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა (ვიდეო)
"კაი ბიჭი ვარ... ისე გაგლახავ, ვერ ილაპარაკებ" - შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა (ვიდეო)

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლის­სა და სა­მეგ­რე­ლო­ში 5 პირი და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ. დ. და 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ. მ. "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვის ბრალ­დე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, ხოლო 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ. მ., 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჩ. გ. (მეტ­სა­ხე­ლად "ჩიკო“), 1964 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ბ. პო­ლი­ცი­ამ "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის­თვის და­ა­კა­ვა.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 3-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ რ. დ.-მ და ლ. მ.-მ არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი და­ვის მო­საგ­ვა­რებ­ლად"ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რებს - დ. მ.-ს, თ. ბ. და ჩ. გ.-ს მი­მარ­თეს.

კომ­პლექ­სუ­რი გა­მო­ძი­ე­ბით კი დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი - "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რე­ბი და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, მო­და­ვე მხა­რე­ებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი და­ვე­ბის მოგ­ვა­რე­ბის, სა­და­ვო სა­კი­თხე­ბის "ქურ­დუ­ლი წე­სე­ბის“ შე­სა­ბა­მი­სად გან­ხილ­ვი­სა და მათი თა­ვი­ანთ სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით, ე.წ. ქურ­დულ გარ­ჩე­ვებს აწყობ­დნენ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას პი­რა­დად აკონ­ტრო­ლებ­დნენ და მო­და­ვე მხა­რე­ე­ბი­დან ერთ-ერთს სა­და­ვო თან­ხის მი­ტა­ნას აი­ძუ­ლებ­დნენ.

ბრალ­დე­ბულ­მა "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რებ­მა მო­და­ვე მხა­რე­ებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი და­ვის გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით, თბი­ლის­სა და სა­მეგ­რე­ლო­ში რამ­დენ­ჯერ­მე ე.წ. ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვე­ბი მო­ა­წყვეს.

პო­ლი­ცი­ამ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ. ასე­ვე ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

"ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის და "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვის ფაქ­ტზე, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და 223-ე მე-4 პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
21

 როგორ შეიძლება დაშინება, ცემა, ქონების წართმევა, ფულის ,, ახევა,, ! ეს მხოლოდ მთავრობებს შეუძლიათ! მიშა რა ეფექტურად აყაჩაღებდა ხალხს, დაგავიწყდათ?! ახლაც ელოდებიან მის დაბრუნებას ზოგოერთები! 

SASHA
0

არანაერი სასჯელი ყველანი ციხეში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"კაი ბიჭი ვარ... ისე გაგლახავ, ვერ ილაპარაკებ" - შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა (ვიდეო)

"კაი ბიჭი ვარ... ისე გაგლახავ, ვერ ილაპარაკებ" - შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და სამეგრელოში 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 1995 წელს დაბადებული რ. დ. და 1977 წელს დაბადებული ლ. მ. "ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული, ხოლო 1982 წელს დაბადებული დ. მ., 1995 წელს დაბადებული ჩ. გ. (მეტსახელად "ჩიკო“), 1964 წელს დაბადებული თ.ბ. პოლიციამ "ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დააკავა.

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ რ. დ.-მ და ლ. მ.-მ არსებული ფინანსური დავის მოსაგვარებლად,,ქურდული სამყაროს“ წევრებს - დ. მ.-ს, თ. ბ. და ჩ. გ.-ს მიმართეს.

კომპლექსური გამოძიებით კი დადგინდა, რომ ბრალდებულები - "ქურდული სამყაროს“ წევრები დანაშაულებრივ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ და მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების "ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ.

ბრალდებულმა "ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოდავე მხარეებს შორის არსებული დავის გადაწყვეტის მიზნით, თბილისსა და სამეგრელოში რამდენჯერმე ე.წ. ქურდული გარჩევები მოაწყვეს.

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

"ქურდული სამყაროს“ წევრობის და "ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"