მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასტიკი დანაშაულისთვის დაკავებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა - რა გახდა გახმაურებული, ორმაგი მკვლელობის მოტივი?
სასტიკი დანაშაულისთვის დაკავებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა -  რა გახდა გახმაურებული, ორმაგი მკვლელობის მოტივი?

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის და ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულს უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

"სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის, რო­მე­ლიც თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კონ­დოლ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბის ფერ­მა­ში მუ­შა­ობ­და, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მას­თან ერ­თად მო­მუ­შა­ვე ცოლ-ქმარს 20.000 აშშ დო­ლა­რი ჰქონ­დათ შე­ნა­ხუ­ლი. 2022 წლის 10 თე­ბერ­ვალს, ბრალ­დე­ბულ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხის და­უფ­ლე­ბის მიზ­ნით, უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბუ­ლი გლუვ­ლუ­ლი­ა­ნი ია­რა­ღი­დან და­მიზ­ნე­ბით ეს­რო­ლა ცოლ-ქმარს, რომ­ლე­ბიც მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად, ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ. ასე­ვე, ბრალ­დე­ბუ­ლი და­ე­მუქ­რა გარ­დაც­ვლი­ლე­ბის არას­რულ­წლო­ვან შვილს და ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით და­ა­ბა, რის შემ­დე­გაც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ პირს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა’’ "გ’’ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ორი პი­რი­სა, ჩა­დე­ნი­ლი ან­გა­რე­ბით), 143-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "გ’’ მე-3 ნა­წი­ლის "დ’’ და "ე’’ ქვე­პუნ­ქტე­ბით (თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა სხვა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის ან გა­ად­ვი­ლე­ბის მიზ­ნით, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნი­სა, ჩა­დე­ნი­ლი სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში ძა­ლა­დო­ბით და ასე­თის ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რით), აგ­რეთ­ვე 177-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა’’ ქვე­პუნ­ქტით (ქურ­დო­ბა, ესე იგი სხვი­სი მოძ­რა­ვი ნივ­თის ფა­რუ­ლი და­უფ­ლე­ბა მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია) წა­რუდ­გი­ნა.

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლი სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ ორ­მა­გი მკვლე­ლო­ბა ა.წ. თე­ბარ­ვალ­ში მოხ­და, დამ­ნა­შა­ვემ მოკ­ლა გი­ორ­გი ჯი­ბი­აშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე მაკა ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

იმ­ჟა­მად გარ­დაც­ვლილ­თა ვაჟი, გიგა ჯი­ბი­აშ­ვი­ლი AMBEBI.GE -სთან აცხა­დებ­და:

"ჩემი მშობ­ლე­ბის მკვლე­ლი, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობ­და, სა­გა­რე­ჯო­ე­ლია. ის ჩემ­მა მშობ­ლებ­მა შე­ი­ფა­რეს და თა­ვის­თან აცხოვ­რებ­დნენ კონ­დოლ­ში. ის ახლა გაქ­ცე­უ­ლია და სა­დღაც იმა­ლე­ბა. პო­ლი­ცია გვე­უბ­ნე­ბა, სა­ზღვარს ვერ გა­დაკ­ვეთ­დაო, აქვე იქ­ნე­ბა სად­მე გა­ხიზ­ნუ­ლიო. ჩვე­ნებ­თან ცხოვ­რობ­და და არა­ვის არა­ფე­რი შე­უმ­ჩნე­ვია მის­თვის. მან ჩემი მშობ­ლე­ბი "ვინ­ჩეს­ტე­რით" და­ხო­ცა, ჩემი და და­ა­ბა და მშობ­ლე­ბის მკვლე­ლო­ბას აყუ­რე­ბი­ნა. შოკ­ში იყო ჩემი და, ახლა ცოტა გა­მო­ვი­და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ასე გვე­უბ­ნე­ბო­და, ობ­ლად გა­ვი­ზარ­დეო, ავად­მყო­ფი და მყავს, სიმ­სივ­ნი­ა­ნიო. მკვლე­ლო­ბამ­დე 10 წუ­თით ადრე მა­მას ვე­ლა­პა­რა­კე.

ამის შემ­დეგ დე­დას ურე­კია ჩემ­თან, 15 წუ­თის მერე ვნა­ხე დე­დას ნა­რე­კი და თან მათ­თან გა­ვე­შუ­რე. მა­მას რომ ვე­ლა­პა­რა­კე, ამის მერე დატ­რი­ალ­და ყვე­ლა­ფე­რი. წინა დღეს იქ ვი­ყა­ვი და არა­ფე­რი შე­მიმ­ჩნე­ვია. რო­გორც ჩანს, მას წი­ნას­წარ ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი ყვე­ლა­ფე­რი. ეტყო­ბა დედა საშ­ვე­ლად რე­კავ­და ჩემ­თან, 50 მეტ­რი ჰქონ­და ნა­ხო­ხი იმ ად­გი­ლი­დან. მა­მას სახე აღარ აქვს დე­დას უკა­ნა მხა­რე აქვს გან­გრე­უ­ლი, იმ არა­კაცს ტყვია და კარ­ტე­ჟი აქვს მათ­თვის ნას­რო­ლი".

გაქ­ცე­უ­ლი დამ­ნა­შა­ვე ბა­თუმ­ში ა.წ. 14 თე­ბე­რავლს და­ა­კა­ვეს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მსაჯული
24

პროკურატურა მომენტს არ ჩააგდებს, პიარი რომ არ გაიკეთოს.

ინტრიგანი
1

ამიტომ არის საჭირო კრიმინალის და მისი მომხრეების ალაგმვა.

ავტორი:

სასტიკი დანაშაულისთვის დაკავებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა - რა გახდა გახმაურებული, ორმაგი მკვლელობის მოტივი?

სასტიკი დანაშაულისთვის დაკავებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა -  რა გახდა გახმაურებული, ორმაგი მკვლელობის მოტივი?

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ქურდობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულისთვის, რომელიც თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მდებარე ერთ-ერთ მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა, ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად მომუშავე ცოლ-ქმარს 20.000 აშშ დოლარი ჰქონდათ შენახული. 2022 წლის 10 თებერვალს, ბრალდებულმა აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით, უკანონოდ მოპოვებული გლუვლულიანი იარაღიდან დამიზნებით ესროლა ცოლ-ქმარს, რომლებიც მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ასევე, ბრალდებული დაემუქრა გარდაცვლილების არასრულწლოვან შვილს და ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ძალის გამოყენებით დააბა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,გ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირისა, ჩადენილი ანგარებით), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ მე-3 ნაწილის ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვის ან გაადვილების მიზნით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთის ძალადობის გამოყენების მუქარით), აგრეთვე 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარუდგინა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ ორმაგი მკვლელობა ა.წ. თებარვალში მოხდა, დამნაშავემ მოკლა გიორგი ჯიბიაშვილი და მისი მეუღლე მაკა ზურაბიშვილი.

იმჟამად გარდაცვლილთა ვაჟი, გიგა ჯიბიაშვილი AMBEBI.GE -სთან აცხადებდა:

"ჩემი მშობლების მკვლელი, როგორც თვითონ ამბობდა, საგარეჯოელია. ის ჩემმა მშობლებმა შეიფარეს და თავისთან აცხოვრებდნენ კონდოლში. ის ახლა გაქცეულია და სადღაც იმალება. პოლიცია გვეუბნება, საზღვარს ვერ გადაკვეთდაო, აქვე იქნება სადმე გახიზნულიო. ჩვენებთან ცხოვრობდა და არავის არაფერი შეუმჩნევია მისთვის. მან ჩემი მშობლები "ვინჩესტერით" დახოცა, ჩემი და დააბა და მშობლების მკვლელობას აყურებინა. შოკში იყო ჩემი და, ახლა ცოტა გამოვიდა მდგომარეობიდან. ასე გვეუბნებოდა, ობლად გავიზარდეო, ავადმყოფი და მყავს, სიმსივნიანიო. მკვლელობამდე 10 წუთით ადრე მამას ველაპარაკე.

ამის შემდეგ დედას ურეკია ჩემთან, 15 წუთის მერე ვნახე დედას ნარეკი და თან მათთან გავეშურე. მამას რომ ველაპარაკე, ამის მერე დატრიალდა ყველაფერი. წინა დღეს იქ ვიყავი და არაფერი შემიმჩნევია. როგორც ჩანს, მას წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი ყველაფერი. ეტყობა დედა საშველად რეკავდა ჩემთან, 50 მეტრი ჰქონდა ნახოხი იმ ადგილიდან. მამას სახე აღარ აქვს დედას უკანა მხარე აქვს განგრეული, იმ არაკაცს ტყვია და კარტეჟი აქვს მათთვის ნასროლი".

გაქცეული დამნაშავე ბათუმში ა.წ. 14 თებერავლს დააკავეს.

იხილეთ ასევე: