მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც სახლი მაქვს, არც კარიერი... ტყავი ხომ გაქვს, ტყავი უნდა გაგაძრო!" - "ქურდული გარჩევა" "ლავასოღლის" და "ბონჩოს" მონაწილეობით: რა ვიდეოს ავრცელებს შსს
"არც სახლი მაქვს, არც კარიერი... ტყავი ხომ გაქვს, ტყავი უნდა გაგაძრო!" - "ქურდული გარჩევა" "ლავასოღლის" და "ბონჩოს" მონაწილეობით: რა ვიდეოს ავრცელებს  შსს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ „ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან“ კავ­შირ­ში მყო­ფი 4 პირი და­ა­კა­ვა, 2 პირს კი ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა.

უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, შსს-ის ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და ქვე­მო ქარ­თლის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლის­ში, ქვე­მო ქარ­თლში, აჭა­რა­სა და სა­მეგ­რე­ლო­ში და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: 1962 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ. ხ., ასე­ვე წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი და ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი პი­რე­ბი: 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ. პ., 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ. ს.,1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს. ყ.

ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნათ ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ მყოფ „კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს“ - 1977 წელს და­ბა­დე­ბულ ჯ. ბ.-ს, მეტ­სა­ხე­ლად „ბონ­ჩოს“ და 1974 წელს და­ბა­დე­ბულ ა.თ.-ს.

შსს-ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ პი­რებს ბრა­ლად ედე­ბათ „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბა“, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბა", „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რა და დიდი ოდე­ნო­ბით ქო­ნე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით ჩა­დე­ნი­ლი გა­მო­ძალ­ვა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით, მათ შო­რის მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ "ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან" კავ­ში­რის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი და ბრალ­წარ­დგე­ნი­ლი პი­რე­ბი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, პი­რა­დი სარ­გებ­ლი­სა და უპი­რა­ტე­სო­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით ერ­თვე­ბოდ­ნენ მო­ქა­ლა­ქე­თა და "ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან” კავ­შირ­ში მყოფ პი­რებს შო­რის წარ­მო­შო­ბი­ლი პი­რა­დი კონ­ფლიქ­ტე­ბი­სა თუ ფი­ნან­სუ­რი და­ვე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში, ასე­ვე, „ქურ­დუ­ლი წე­სე­ბით“ გა­და­წყვე­ტა­ში, უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებს, აგ­რეთ­ვე, სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ ქარ­თველ „კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“ , მათ შო­რის, მინ­დია ლა­ვა­ს­ოღ­ლის, ას­ლან ქო­ბუ­ლა­ძეს, მეტ­სა­ხე­ლად "ბაბუ“-ს და მათ­გან მი­თი­თე­ბებს იღებ­დნენ.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი ქარ­თვე­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" - ჯ. ბ. (მეტ­სა­ხე­ლად „ბონ­ჩო“), ქო­ნებ­რი­ვი სარ­გებ­ლის მი­სა­ღე­ბად, თა­ვი­სი კრი­მი­ნა­ლუ­რი გავ­ლე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით მარ­თავ­და და ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­დამ­ჭერ პი­რებს, ამ­ჟა­მად ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბულ რ.ხ.-ს და ს.ყ.-ს. კერ­ძოდ, ჯ.ბ. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით უკავ­შირ­დე­ბო­და ერთ-ერთ მო­ქა­ლა­ქეს გ.გ.-ს, რომ­ლის­გა­ნაც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის­გან სეს­ხის სა­ხით გა­მორ­თმე­უ­ლი თან­ხის - 55 000 ლა­რის გა­მო­ძალ­ვას ცდი­ლობ­დნენ, მისი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რი­თა და ე.წ. ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვის გზით.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 3-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის“, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის და დიდი ოდე­ნო­ბით ქო­ნე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით ჩა­დე­ნილ გა­მო­ძალ­ვის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223 -ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით, 223-ე მე-3 პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და 181-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგ
4

Რასაც ვუყურებ ხალხი ვალის ამოსაღებად მიდის ამათთან.

llcl
3

აბა ფარცხალაძესთან, მამაცაშვილთან და სუს-თან შეკრულ მილიონერ ქურდებს ვინ დაიჭერს კარგო, გალიაში ბულბულები ზიან)))))))))))))))) პატარაა საქართველო და ყველამ ყველაფერი იცის, ესე თავისუფალი, ფრთებგაშლილი მენშევიკ-ბოლშევიკების მიერ შექმნილი ქურდული სამყარო 90-იანებშიც არ ყოფილა, იქ მხედრიონი, საძმოები ჰყავდათ მტრები, ეხლა კი თვით შსს და უშიშროება იცავს, ლიფსიტებს იჭერენ

ავტორი:

"არც სახლი მაქვს, არც კარიერი... ტყავი ხომ გაქვს, ტყავი უნდა გაგაძრო!" - "ქურდული გარჩევა" "ლავასოღლის" და "ბონჩოს" მონაწილეობით: რა ვიდეოს ავრცელებს შსს

"არც სახლი მაქვს, არც კარიერი... ტყავი ხომ გაქვს, ტყავი უნდა გაგაძრო!" - "ქურდული გარჩევა" "ლავასოღლის" და "ბონჩოს" მონაწილეობით: რა ვიდეოს ავრცელებს  შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, 2 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

უწყების განმარტებით, შსს-ის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქვემო ქართლში, აჭარასა და სამეგრელოში დაკავებულები არიან: 1962 წელს დაბადებული რ. ხ., ასევე წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირები: 1989 წელს დაბადებული გ. პ., 1990 წელს დაბადებული ბ. ს.,1980 წელს დაბადებული ს. ყ.

ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ - 1977 წელს დაბადებულ ჯ. ბ.-ს, მეტსახელად „ბონჩოს“ და 1974 წელს დაბადებულ ა.თ.-ს.

შსს-ში განმარტავენ, რომ ზემოაღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ „კანონიერი ქურდობა“, „ქურდული სამყაროს“ წევრობა", „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვა.

ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით დაკავებული და ბრალწარდგენილი პირები აქტიურად მონაწილეობდნენ "ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებაში, პირადი სარგებლისა და უპირატესობის მიღების მიზნით ერთვებოდნენ მოქალაქეთა და "ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფ პირებს შორის წარმოშობილი პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების მოგვარებაში, ასევე, „ქურდული წესებით“ გადაწყვეტაში, უკავშირდებოდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს, აგრეთვე, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ , მათ შორის, მინდია ლავასოღლის, ასლან ქობულაძეს, მეტსახელად ,,ბაბუ“-ს და მათგან მითითებებს იღებდნენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ქართველი "კანონიერი ქურდი" - ჯ. ბ. (მეტსახელად „ბონჩო“), ქონებრივი სარგებლის მისაღებად, თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მართავდა და ორგანიზებას უწევდა საქართველოში მცხოვრებ, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერ პირებს, ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულ რ.ხ.-ს და ს.ყ.-ს. კერძოდ, ჯ.ბ. აღნიშნული პირების მეშვეობით უკავშირდებოდა ერთ-ერთ მოქალაქეს გ.გ.-ს, რომლისგანაც ბრალდებულები ქართველი ბიზნესმენისგან სესხის სახით გამორთმეული თანხის - 55 000 ლარის გამოძალვას ცდილობდნენ, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ე.წ. ქურდული გარჩევის გზით.

დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 -ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.