საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იურისტების ნაწილს, რომლებიც ამბობთ ფრაზას : "ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდა, ვინაიდან ის იყო ქვეყნის N 1 ჩოგანი", მინდა, გკითხოთ..." - რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი?
"იურისტების ნაწილს, რომლებიც  ამბობთ ფრაზას : "ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდა, ვინაიდან ის იყო ქვეყნის N 1 ჩოგანი", მინდა, გკითხოთ..." - რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი?

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი თე­ო­ნა გვა­ზა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც წერს, რომ მის­თვის უც­ნა­უ­რია, თუ რა­ტომ გა­მო­იწ­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ო­ცე­ბა მო­სა­მარ­თლის მიერ სა­რე­ზო­ლუ­ციო ნა­წილ­ში მოყ­ვა­ნილ­მა არ­გუ­მენ­ტებ­მა.

თე­ო­ნა გვა­ზა­ვა:

"ჩემ­თვის უც­ნა­უ­რია, თუ რა­ტომ გა­მო­იწ­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი იუ­რის­ტებ­ში გა­ო­ცე­ბის გან­ცდა იმ ფაქ­ტმა, რომ მო­სა­მარ­თლის მიერ სა­რე­ზო­ლუ­ციო ნა­წი­ლის გა­მო­ცხა­დე­ბას თან ახ­ლდა არ­გუ­მენ­ტა­ცია, თუ რა­ტომ მი­ვი­და სა­სა­მარ­თლო აღ­ნიშ­ნულ შე­მა­ჯა­მე­ბელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე.

მე პი­რა­დად შე­მიძ­ლია და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს მი­ვა­წო­დო ინ­ფორ­მა­ცია ათე­უ­ლო­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, სა­დაც ამა­ვე სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი სა­რე­ზო­ლუ­ციო ნა­წი­ლის გა­მო­ცხა­დე­ბი­სას ახ­დე­ნენ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ზე­პირ და­სა­ბუ­თე­ბას.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ვინც თვლი­და, რომ სა­რე­ზო­ლუ­ციო ნა­წი­ლის გა­მო­ცხა­დე­ბი­სას, სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის და­სა­ბუ­თე­ბა არ წარ­მო­ად­გენს საკ­ვირ­ველ ქმე­დე­ბას, ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა და­სა­ბუ­თე­ბის ხანგძლი­ვო­ბა­ზე, რაც მათ მიერ შე­ფას­და სა­სა­მარ­თლოს მიერ თა­ვის მარ­თლე­ბად.

არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ და­სა­ბუ­თე­ბის მო­ცუ­ლო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მო­ცუ­ლო­ბა­ზე. რო­დე­საც სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე შედ­გე­ბა 11 ტო­მი­სა­გან და 5 და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ბრა­ლად წარ­დგე­ნი­ლი ეპი­ზო­დი­სა­გან, ბუ­ნებ­რი­ვია არა­ვის არ უნდა ჰქო­ნო­და მო­ლო­დი­ნი, რომ სა­სა­მარ­თლო და­სა­ბუ­თე­ბას მოგ­ვახ­სე­ნებ­და ერთი წი­ნა­და­დე­ბით ან ერთ წუთ­ში.

არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ და­სა­ბუ­თე­ბის მო­ცუ­ლო­ბა პირ­და­პირ კავ­შირ­შია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის მო­ცუ­ლო­ბას­თან. ვთან­ხმდე­ბით, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე არ­სე­ბობ­და ზედ­მე­ტად მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი საქ­მის ირ­გვლივ ფლობ­და არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რაც გან­პი­რო­ბე­ბულ იყო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მხა­რის მიერ ბოლო ორი წლის გა­ნამ­ვლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პა­რა­ლე­ლუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბით.

ფაქ­ტობ­რი­ვად სა­სა­მარ­თლოს ჰქონ­და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ზედ­მე­ტად მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის მი­ე­წო­დე­ბი­ნა ინ­ფორ­მა­ცია თუ რა­ტომ მი­ი­ღო გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი. ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის იდი­ა­ლუ­რი დრო რა თქმა უნდა გა­ნა­ჩე­ნის სა­რე­ზო­ლუ­ციო ნა­წი­ლის გა­მო­ცხა­დე­ბი­სას იყო. რა­ტომ? იმი­ტომ რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა პირ­და­პირ ეთერ­ში უს­მენ­და სა­სა­მარ­თლოს.

სა­სა­მარ­თლოს რომ­ლის მიერ წე­რი­ლო­ბი­თი ფორ­მით შედ­გე­ნილ გა­ნა­ჩენს ხვალ არა­ვინ არ წა­ი­კი­თხავს, გარ­და მხა­რე­ე­ბი­სა. ბუ­ნებ­რი­ვია ასეთ დროს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ზე­პი­რი და­სა­ბუ­თე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა იუ­რის­ტე­ბის ნა­წილს, რომ­ლე­ბიც ბოლო დღე­ე­ბია ხში­რად ამ­ბობთ ფრა­ზას "ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი გა­მარ­თლდა, ვი­ნა­ი­დან ის იყო ქვეყ­ნის N 1 ჩო­გა­ნი. ჩვენ ბევ­რი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გვი­ნა­ხავს და ვი­ცით’’. მინ­და, გკი­თხოთ:

1. იმ გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩე­ნებ­ში თქვენ რომ იცით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში ფიქ­სირ­დე­ბა ათე­უ­ლო­ბით ტყუ­ი­ლი?

2. იმ გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩე­ნებ­ში თქვენ რომ იცით, წარ­დგე­ნი­ლია ჩა­ნა­წე­რე­ბი სა­დაც მო­ძა­ლა­დედ ცნო­ბი­ლი პირი მსხვერ­პლს ეხ­ვე­წე­ბა გან­ქორ­წი­ნე­ბას და მსხვერ­პლი სას­ტი­კად წი­ნა­აღ­მდე­გია?

3. იმ გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩე­ნებ­ში თქვენ რომ იცით, წარ­დგე­ნი­ლია ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც ასა­ხუ­ლია მსხვერ­პლის მიერ მო­ძა­ლა­დის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­წყო­ფის, მუ­ქა­რი­სა და იძუ­ლე­ბის ფაქ­ტე­ბი?

4. იმ გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩე­ნებ­ში თქვენ რომ იცით, მო­ძა­ლა­დე მსხვერ­პლთან პატ­რუ­ლის ან სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის თან­დას­წრე­ბით და­დის?

5. იმ გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩე­ნებ­ში თქვენ რომ იცით, მო­ძა­ლა­დედ ცნო­ბი­ლი პირი მსხვერ­პლს ეუბ­ნე­ბა რომ მისი ეში­ნია?

6. იმ გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩე­ნებ­ში თქვენ რომ იცით, მო­ძა­ლა­დეთ ცნო­ბი­ლი პირი მსხვერ­პლს გა­ურ­ბის? ან ღე­ბუ­ლობს ზო­მებს, რომ მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღი­ჭურ­ვოს კა­მე­რე­ბით მო­სა­ლოდ­ნე­ლი პრო­ვო­კა­ცი­ი­სა­გან თა­ვის დაც­ვის მიზ­ნით?

7. იმ გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩე­ნებ­ში თქვენ რომ იცით, მო­ძა­ლა­დედ ცნო­ბი­ლი პირი მსხვერ­პლს თხოვს ფსი­ქო­ლო­გებ­თან ერ­თობ­ლივ სი­ა­რულს არას­რულ­წლოვ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად? სა­დაც მო­ძა­ლა­დედ ცნო­ბი­ლი პირი და­დის და მსხვერ­პლი არა.

8. იმ გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩე­ნებ­ში თქვენ რომ იცით, მსხვერ­პლს გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე, პირ­ველ სამ გა­მო­კი­თხვის ოქ­მში და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მე­ნე­ტის ოქ­მში ავი­წყდე­ბა ძა­ლა­დო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფაქ­ტის აღ­ნიშ­ვნა?

9. იმ გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩე­ნებ­ში თქვენ რომ იცით, ბრალ­დე­ბუ­ლი გა­ნიც­დის ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტან­ჯვას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლი პი­რის­გან?

10. იმ გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩე­ნებ­ში თქვენ რომ იცით, 112-ში და­რეკ­ვი­სას ძა­ლა­დო­ბა გან­ვლი­ლი მსხვერ­პლი სას­წრა­ფო ეკი­პა­ჟის გა­მო­ძა­ხე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გია? - და ასე, და­უს­რუ­ლებ­ლად შე­მიძ­ლია ფაქ­ტე­ბის აღ­ნიშ­ვნა, რო­მე­ლიც თქვენ­თვის ცნო­ბილ გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩე­ნებ­ში არ მო­ი­ძებ­ნე­ბა".

შე­გახ­სე­ნებ, რომ ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ხა­თუ­ნა ხარ­ჩი­ლა­ვამ გა­მო­ა­ცხა­და.

გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბას მხო­ლოდ ბრალ­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ეს­წრე­ბო­და, სა­სა­მარ­თლო­ზე არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი.

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბულ საქ­მე­ზე 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­სა­მარ­თლო­ში არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გა­მო­იკ­ვლი­ეს, მათ შო­რის, და­კი­თხნენ რო­გორც დაც­ვის მხა­რის, ასე­ვე ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მე­ე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
1

სად არის ჩემი კომენტარი!!! რამდენჯერ უნდა მომპაროთ აზრები მოდერატორებო? ჩემი აზრები გაბნეულია ''თქვენს კომენტარებში!'' გაანებეთ თავი ნიკოლოზს ერთხელ და სამუდამოდ!!! ეს არც ქალის უფლებების დაცვაა, არც ადამიანის. ჯერ ქალი უნდა იყო, რომ ადამიანს შენი დაცვის სურვილი გაუჩნდეს. ამ ალქაჯმა და მისმა, ასევე ალქაჯმა, ადვიკატებმა ლაფში ამოსვარეს ქალის სახელი და სინდისი. გეყოფათ, დაამთავრეთ ეს თემა!!!

ჯალა
15

მე მიმაჩნია რომ ბასილაშვილის გამარჯვება პროცესზე ბევრწილად განაპირობა დაზარალებული დოროყაშვილის ფაქტორმა.

თუმცაღა, დოროყაშვილის გოიმური აგრესიულობა არ გამორიცხავს ბასილაშვილის მხრიდან ძალადობას,

ასე რომ მაინცდამაინც ნუ გამოგყავთ ერთი მხარე თეთრი და მეორე შსავი.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"იურისტების ნაწილს, რომლებიც ამბობთ ფრაზას : "ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდა, ვინაიდან ის იყო ქვეყნის N 1 ჩოგანი", მინდა, გკითხოთ..." - რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი?

"იურისტების ნაწილს, რომლებიც  ამბობთ ფრაზას : "ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდა, ვინაიდან ის იყო ქვეყნის N 1 ჩოგანი", მინდა, გკითხოთ..." - რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი?

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი თეონა გვაზავა სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ მისთვის უცნაურია, თუ რატომ გამოიწვია საზოგადოებაში გაოცება მოსამართლის მიერ სარეზოლუციო ნაწილში მოყვანილმა არგუმენტებმა.

თეონა გვაზავა:

"ჩემთვის უცნაურია, თუ რატომ გამოიწვია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, განსაკუთრებით კი იურისტებში გაოცების განცდა იმ ფაქტმა, რომ მოსამართლის მიერ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას თან ახლდა არგუმენტაცია, თუ რატომ მივიდა სასამართლო აღნიშნულ შემაჯამებელ გადაწყვეტილებამდე.

მე პირადად შემიძლია დაინტერესებულ პირებს მივაწოდო ინფორმაცია ათეულობით სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ამავე სასამართლოს მოსამართლეები სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას ახდენენ მიღებული გადაწყვეტილების ზეპირ დასაბუთებას.

საზოგადოების ნაწილმა ვინც თვლიდა, რომ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დასაბუთება არ წარმოადგენს საკვირველ ქმედებას, ყურადღება გაამახვილა დასაბუთების ხანგძლივობაზე, რაც მათ მიერ შეფასდა სასამართლოს მიერ თავის მართლებად.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასაბუთების მოცულობა დამოკიდებულია სისხლის სამართლის საქმის მოცულობაზე. როდესაც სისხლის სამართლის საქმე შედგება 11 ტომისაგან და 5 დამოუკიდებელი ბრალად წარდგენილი ეპიზოდისაგან, ბუნებრივია არავის არ უნდა ჰქონოდა მოლოდინი, რომ სასამართლო დასაბუთებას მოგვახსენებდა ერთი წინადადებით ან ერთ წუთში.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასაბუთების მოცულობა პირდაპირ კავშირშია საზოგადოებრივი ინტერესის მოცულობასთან. ვთანხმდებით, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე არსებობდა ზედმეტად მაღალი საჯარო ინტერესი. საზოგადოების ნაწილი საქმის ირგვლივ ფლობდა არასწორ ინფორმაციას, რაც განპირობებულ იყო დაზარალებული მხარის მიერ ბოლო ორი წლის განამვლობაში განხორციელებული პარალელური მართლმსაჯულებით.

ფაქტობრივად სასამართლოს ჰქონდა ვალდებულება, ზედმეტად მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე საზოგადოებისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია თუ რატომ მიიღო გამამართლებელი განაჩენი. ინფორმაციის მიწოდების იდიალური დრო რა თქმა უნდა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას იყო. რატომ? იმიტომ რომ საზოგადოება პირდაპირ ეთერში უსმენდა სასამართლოს.

სასამართლოს რომლის მიერ წერილობითი ფორმით შედგენილ განაჩენს ხვალ არავინ არ წაიკითხავს, გარდა მხარეებისა. ბუნებრივია ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია ზეპირი დასაბუთება. რაც შეეხება იურისტების ნაწილს, რომლებიც ბოლო დღეებია ხშირად ამბობთ ფრაზას "ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდა, ვინაიდან ის იყო ქვეყნის N 1 ჩოგანი. ჩვენ ბევრი გამამტყუნებელი განაჩენი გვინახავს და ვიცით’’. მინდა, გკითხოთ:

1. იმ გამამტყუნებელ განაჩენებში თქვენ რომ იცით, დაზარალებულის მიერ სასამართლოში ფიქსირდება ათეულობით ტყუილი?

2. იმ გამამტყუნებელ განაჩენებში თქვენ რომ იცით, წარდგენილია ჩანაწერები სადაც მოძალადედ ცნობილი პირი მსხვერპლს ეხვეწება განქორწინებას და მსხვერპლი სასტიკად წინააღმდეგია?

3. იმ გამამტყუნებელ განაჩენებში თქვენ რომ იცით, წარდგენილია ჩანაწერები, სადაც ასახულია მსხვერპლის მიერ მოძალადის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაწყოფის, მუქარისა და იძულების ფაქტები?

4. იმ გამამტყუნებელ განაჩენებში თქვენ რომ იცით, მოძალადე მსხვერპლთან პატრულის ან სოციალური მუშაკის თანდასწრებით დადის?

5. იმ გამამტყუნებელ განაჩენებში თქვენ რომ იცით, მოძალადედ ცნობილი პირი მსხვერპლს ეუბნება რომ მისი ეშინია?

6. იმ გამამტყუნებელ განაჩენებში თქვენ რომ იცით, მოძალადეთ ცნობილი პირი მსხვერპლს გაურბის? ან ღებულობს ზომებს, რომ მისი საცხოვრებელი ადგილი დაუყოვნებლივ აღიჭურვოს კამერებით მოსალოდნელი პროვოკაციისაგან თავის დაცვის მიზნით?

7. იმ გამამტყუნებელ განაჩენებში თქვენ რომ იცით, მოძალადედ ცნობილი პირი მსხვერპლს თხოვს ფსიქოლოგებთან ერთობლივ სიარულს არასრულწლოვნის ინტერესების უზრუნველსაყოფად? სადაც მოძალადედ ცნობილი პირი დადის და მსხვერპლი არა.

8. იმ გამამტყუნებელ განაჩენებში თქვენ რომ იცით, მსხვერპლს გამოძიების ეტაპზე, პირველ სამ გამოკითხვის ოქმში და საგამოძიებო ექსპერიმენეტის ოქმში ავიწყდება ძალადობის განხორციელების ფაქტის აღნიშვნა?

9. იმ გამამტყუნებელ განაჩენებში თქვენ რომ იცით, ბრალდებული განიცდის ფსიქოლოგიურ ტანჯვას დაზარალებულად ცნობილი პირისგან?

10. იმ გამამტყუნებელ განაჩენებში თქვენ რომ იცით, 112-ში დარეკვისას ძალადობა განვლილი მსხვერპლი სასწრაფო ეკიპაჟის გამოძახების წინააღმდეგია? - და ასე, დაუსრულებლად შემიძლია ფაქტების აღნიშვნა, რომელიც თქვენთვის ცნობილ გამამტყუნებელ განაჩენებში არ მოიძებნება".

შეგახსენებ, რომ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა ნელი დოროყაშვილი.

ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე 2 წლის განმავლობაში სასამართლოში არაერთი მტკიცებულება გამოიკვლიეს, მათ შორის, დაკითხნენ როგორც დაცვის მხარის, ასევე ბრალდების მხარის მოწმეები.