საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა არის ახლა ეს?" - ეკატერინე ტიკარაძე მეუღლესთან ერთად: როგორ ცხოვრობს ექსმინისტრი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ და შეიცვალა თუ არა მისი ქონებრივი დეკლარაცია?
"რა არის ახლა ეს?" - ეკატერინე ტიკარაძე მეუღლესთან ერთად: როგორ ცხოვრობს ექსმინისტრი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ და შეიცვალა თუ არა მისი ქონებრივი დეკლარაცია?

2021 წლის 9 დე­კემ­ბერს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­ში, მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ნიშ­ნულ ბრი­ფინგზე, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წი­ნა­შე ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე სრუ­ლი­ად მარ­ტო, თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი­სა და თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბის გა­რე­შე წარ­სდგა. მა­შინ­დელ­მა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, მი­ნის­ტრო­ბის 30 თვის თავ­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებ­და.

ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე იყო ახალ­და­ნიშ­ნუ­ლი ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე რთულ დროს, პან­დე­მი­ი­სას მო­უ­წია მუ­შა­ო­ბა. ის ყო­ველ­დღი­უ­რად იყო ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. გა­ნი­ხი­ლავ­დნენ მის ვარ­ცხნი­ლო­ბას, ჩაც­მუ­ლო­ბას. აფა­სებ­დნენ მის პრო­ფე­სი­ულ ნა­ბი­ჯებ­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რომ­ლის მი­ღე­ბაც პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში უწევ­და.

იყო უამ­რა­ვი კრი­ტი­კა... ის გამ­ყრე­ლი­ძე-იმ­ნა­ძე-ცერ­ცვა­ძეს­თან ერ­თად მარ­თავ­და ბრი­ფინ­გებს, და­დი­ო­და კო­ვიდ კლი­ნი­კებ­ში და კი­დევ ერთი სკან­და­ლი მისი ვაქ­ცი­ნა­ცია იყო... ერთჯე­რა­დად აც­რილ ტი­კა­რა­ძეს მალე კო­ვი­დი შეხ­ვდა და მე­ო­რე დოზა აღარ გა­უ­კე­თე­ბია. აბ­რა­ლებ­დნენ ან­ტი­ვაქ­სე­რო­ბას და ყო­ველ­დღი­უ­რად ელოდ­ნენ მის გა­დად­გო­მას.

თუმ­ცა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა ტი­კა­რა­ძემ 30 თვე გაძ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე...

რომ არა პან­დე­მია, შე­საძ­ლოა, ტი­კა­რა­ძე დღე­საც ყო­ფი­ლი­ყო მი­ნის­ტრი ან პი­რი­ქით, უფრო ადრე და­ე­ტო­ვე­ბი­ნა თა­ნამ­დე­ბო­ბა. შე­საძ­ლოა, მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­თაც არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყო მე­დია.

ახლა შე­ვეც­დე­ბით, გა­ვარ­კვი­ოთ, რო­გორ ცხოვ­რობს გა­დამ­დგა­რი მი­ნის­ტრი და რა სი­ახ­ლე­ე­ბია მის ცხოვ­რე­ბა­ში.

თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე მე­დი­ა­ში აღარ ჩნდე­ბა. მარ­თა­ლია, მა­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გუნდში რჩე­ბო­და, მაგ­რამ პარ­ტი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ან ბრი­ფინ­გე­ბის დროს, ის არ­სად ჩანს...

თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლი­დან რვა თვე­ში ტი­კა­რა­ძემ, რო­გორც ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია შე­ავ­სო, რო­მელ­შიც თით­ქმის არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა.

მე­უღ­ლე, ბი­ძი­ნა კა­კა­ბა­ძე ფლობს მი­წის ნაკ­ვეთს ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში, რო­მე­ლიც 2016 წელს 10 000 ლა­რად შე­ი­ძი­ნა. კა­კა­ბა­ძე ცნო­ბი­ლია, რო­გორც ბა­ი­კე­რი, ის ხში­რად მოგ­ზა­უ­რობს მო­ტო­ციკ­ლით სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში.

ბი­ძი­ნა კა­კა­ბა­ძეს ჰყავს მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა mercedes G 300 D, რო­მე­ლიც 2009 წელს 13 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა და 2018 წელს შე­ძე­ნი­ლი მო­ტო­ციკ­ლი BMW R100 RT, რო­მელ­შიც 7 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. კი­დევ ერთი მო­ტო­ციკ­ლი BMW 2020 წელს 9000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე უფ­როს შვილ­თან, და­თას­თან ერ­თად

კა­კა­ბა­ძე რამ­დე­ნი­მე შპს-ს მე­წი­ლე და ასე­ვე ინდმე­წარ­მეა, თუმ­ცა მისი შე­მო­სა­ვა­ლი ნული ფიქ­სირ­დე­ბა. ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძეს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, მი­ნის­ტრის პოსტზე 01.01.2021- 29.12.2021 პე­რი­ოდ­ში ხელ­ფა­სის სა­ხით 60 300 ლარი აქვს აღე­ბუ­ლი. ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძეს აქვს სეს­ხით შე­ძე­ნი­ლი ბინა, რო­მელ­შიც 82 240 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და და 2013 წელს აღე­ბულ სესხს 2024 წელს ას­რუ­ლებს. ბი­ძი­ნა კა­კა­ბა­ძემ ავ­ტო­მან­ქა­ნა Toyota camri 12 000 დო­ლა­რად გა­ყი­და.

წყვი­ლი ორ შვილს ზრდის, 19 წლის და­თას, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში და­ი­ბა­და და 10 წლის ანას­ტა­სი­ას. თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წა­სულ­მა მი­ნის­ტრმა პირ­ვე­ლი ოჯა­ხუ­რი ფოტო ინ­სტაგ­რა­მის სა­კუ­თარ გვერ­დზე გუ­შინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ჩანს. ისი­ნი სა­მოგ­ზა­უ­როდ მი­დი­ან.

"რა არი ეხლა ეს?“ - წერს ეკას მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტოს კო­მენ­ტა­რებ­ში, მე­უღ­ლე ბი­ძი­ნა კა­კა­ბა­ძე. დაბ­რუნ­დე­ბა თუ არა ოდეს­მე პო­ლი­ტი­კა­ში ტი­კა­რა­ძე, უც­ნო­ბია. მას მი­ნის­ტრო­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ, მე­დი­ის­თვის არ­ცერ­თი ინ­ტერ­ვიუ არ მი­უ­ცია...

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვეფხო
8

მიყვარს ეს ქალი

lali
21

ამ ადამიანს ყველაზე რთულ პერიოდში მოუწია ჯანდაცვის მინისტრობა და შეიძლება ითქვას, გაართვა თავი! ამასთან, რასაც ეს ქალი იტანდა, ყოჩაღ! წარმატებები!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"რა არის ახლა ეს?" - ეკატერინე ტიკარაძე მეუღლესთან ერთად: როგორ ცხოვრობს ექსმინისტრი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ და შეიცვალა თუ არა მისი ქონებრივი დეკლარაცია?

"რა არის ახლა ეს?" - ეკატერინე ტიკარაძე მეუღლესთან ერთად: როგორ ცხოვრობს ექსმინისტრი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ და შეიცვალა თუ არა მისი ქონებრივი დეკლარაცია?

2021 წლის 9 დეკემბერს "ქართული ოცნების" ოფისში, მოულოდნელად დანიშნულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების წინაშე ეკატერინე ტიკარაძე სრულიად მარტო, თანაგუნდელებისა და თანაპარტიელების გარეშე წარსდგა. მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა, მინისტრობის 30 თვის თავზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა.

ეკატერინე ტიკარაძე იყო ახალდანიშნული ჯანდაცვის მინისტრი, რომელსაც ყველაზე რთულ დროს, პანდემიისას მოუწია მუშაობა. ის ყოველდღიურად იყო ყურადღების ცენტრში. განიხილავდნენ მის ვარცხნილობას, ჩაცმულობას. აფასებდნენ მის პროფესიულ ნაბიჯებსა და გადაწყვეტილებებს, რომლის მიღებაც პანდემიის პირობებში უწევდა.

იყო უამრავი კრიტიკა... ის გამყრელიძე-იმნაძე-ცერცვაძესთან ერთად მართავდა ბრიფინგებს, დადიოდა კოვიდ კლინიკებში და კიდევ ერთი სკანდალი მისი ვაქცინაცია იყო... ერთჯერადად აცრილ ტიკარაძეს მალე კოვიდი შეხვდა და მეორე დოზა აღარ გაუკეთებია. აბრალებდნენ ანტივაქსერობას და ყოველდღიურად ელოდნენ მის გადადგომას.

თუმცა ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებულმა ტიკარაძემ 30 თვე გაძლო თანამდებობაზე...

რომ არა პანდემია, შესაძლოა, ტიკარაძე დღესაც ყოფილიყო მინისტრი ან პირიქით, უფრო ადრე დაეტოვებინა თანამდებობა. შესაძლოა, მისი პირადი ცხოვრებითაც არ დაინტერესებულიყო მედია.

ახლა შევეცდებით, გავარკვიოთ, როგორ ცხოვრობს გადამდგარი მინისტრი და რა სიახლეებია მის ცხოვრებაში.

თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ეკატერინე ტიკარაძე მედიაში აღარ ჩნდება. მართალია, მაშინ განაცხადა, რომ ის "ქართული ოცნების" გუნდში რჩებოდა, მაგრამ პარტიის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ან ბრიფინგების დროს, ის არსად ჩანს...

თანამდებობიდან წასვლიდან რვა თვეში ტიკარაძემ, როგორც ყოფილმა მინისტრმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელშიც თითქმის არაფერი შეცვლილა.

მეუღლე, ბიძინა კაკაბაძე ფლობს მიწის ნაკვეთს ცხვარიჭამიაში, რომელიც 2016 წელს 10 000 ლარად შეიძინა. კაკაბაძე ცნობილია, როგორც ბაიკერი, ის ხშირად მოგზაურობს მოტოციკლით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.

ბიძინა კაკაბაძეს ჰყავს მსუბუქი ავტომანქანა mercedes G 300 D, რომელიც 2009 წელს 13 000 დოლარად შეიძინა და 2018 წელს შეძენილი მოტოციკლი BMW R100 RT, რომელშიც 7 ათასი დოლარი გადაიხადა. კიდევ ერთი მოტოციკლი BMW 2020 წელს 9000 დოლარად შეიძინა.

ეკატერინე ტიკარაძე უფროს შვილთან, დათასთან ერთად

კაკაბაძე რამდენიმე შპს-ს მეწილე და ასევე ინდმეწარმეა, თუმცა მისი შემოსავალი ნული ფიქსირდება. ეკატერინე ტიკარაძეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მინისტრის პოსტზე 01.01.2021- 29.12.2021 პერიოდში ხელფასის სახით 60 300 ლარი აქვს აღებული. ეკატერინე ტიკარაძეს აქვს სესხით შეძენილი ბინა, რომელშიც 82 240 დოლარი გადაიხადა და 2013 წელს აღებულ სესხს 2024 წელს ასრულებს. ბიძინა კაკაბაძემ ავტომანქანა Toyota camri 12 000 დოლარად გაყიდა.

წყვილი ორ შვილს ზრდის, 19 წლის დათას, რომელიც გერმანიაში დაიბადა და 10 წლის ანასტასიას. თანამდებობიდან წასულმა მინისტრმა პირველი ოჯახური ფოტო ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გუშინ გამოაქვეყნა, სადაც მეუღლესთან ერთად ჩანს. ისინი სამოგზაუროდ მიდიან.

"რა არი ეხლა ეს?“ - წერს ეკას მიერ გამოქვეყნებული ფოტოს კომენტარებში, მეუღლე ბიძინა კაკაბაძე. დაბრუნდება თუ არა ოდესმე პოლიტიკაში ტიკარაძე, უცნობია. მას მინისტრობიდან წასვლის შემდეგ, მედიისთვის არცერთი ინტერვიუ არ მიუცია...

ნახეთ ასევე: