სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გერმანიაში აწყობილი ცხოვრება დატოვა და უკრაინაში წამოვიდა საბრძოლველად, უზომოდ პატრიოტი იყო" - რას ჰყვებიან უკრაინაში, ომში დაღუპულ მიშა კაპლანზე?
"გერმანიაში აწყობილი ცხოვრება დატოვა და უკრაინაში წამოვიდა საბრძოლველად, უზომოდ პატრიოტი იყო" - რას ჰყვებიან უკრაინაში, ომში დაღუპულ მიშა კაპლანზე?

უკ­რა­ი­ნა­ში ომს კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი შე­ე­წი­რა. ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, გარ­დაც­ვლი­ლი მიშა ყაფ­ლა­ნიშ­ვი­ლია (კაპ­ლა­ნი).

მებ­რძო­ლის შე­სა­ხებ მისი მე­გო­ბა­რი, ჟურ­ნა­ლის­ტი ლაშა ბე­რუ­ლა­ვა გვე­სა­უბ­რა:

"მე და მიშა ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით, ბოლო მი­მო­წე­რა გუ­შინ გვქონ­და, ფრონ­ტი­დან თა­ვის ამ­ბებს და ვი­დე­ო­ებს მიგ­ზავ­ნი­და. მიშა გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტი იყო. ის მე და დათო ქა­ცა­რა­ვას 2017 წელს, მა­შინ დაგ­ვი­კავ­შირ­და, როცა სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზე პატ­რუ­ლი­რე­ბა და­ვი­წყეთ, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რობ­და და ჩვენ­თან ახლო კონ­ტაქ­ტში შე­მო­ვი­და. როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დი­ო­და, პე­რი­ო­დუ­ლად, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან მო­დი­ო­და. ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და და აპ­რო­ტეს­ტებ­და ოკუ­პა­ცი­ას. მიშა და­დე­ბი­თი აუ­რის ადა­მი­ა­ნი იყო და უც­ბათ შეგ­ვაყ­ვა­რა ყვე­ლას თავი, ვეხ­ვე­წე­ბო­დით, ხში­რად ჩა­მო­სუ­ლი­ყო. მას ჩვენ­თან ერ­თად ეძი­ნა ატოც­ში, იმ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობ­და, რა­შიც ჩვენ ვი­ყა­ვით. მიშა 40 წლამ­დე ასა­კის იქ­ნე­ბო­და.

მან შეგ­ნე­ბუ­ლად გა­და­წყვი­ტა უკ­რა­ი­ნა­ში წა­სუ­ლი­ყო და საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში ჩარ­თუ­ლი­ყო. სა­ქარ­თვე­ლო­დან პირ­ვე­ლი მო­ხა­ლი­სე­თა ნა­კა­დი რომ წა­ვი­და, მათ გაჰ­ყვა და სულ იქ იყო, არ და­უ­ტო­ვია ფრონ­ტის ხაზი. რო­გორც გვი­თხრეს, მიშა დღეს ლუ­განსკთან და­ი­ღუ­პა სა­არ­ტი­ლე­რიო და­ბომბვი­სას. ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ ბა­ტა­ლი­ონ­ში ირი­ცხე­ბო­და, სა­დაც უმე­ტეს­წი­ლად ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან.

  • რო­გორც ბი­ჭე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, მათ ბა­ტა­ლი­ონს დიდი ბრძო­ლის გა­და­ტა­ნა მო­უ­წია, მიშა მაგ­რად იბ­რძო­და, წინ მი­დი­ო­და და ყელ­ში მოხ­ვედ­რია ნამ­სხვრე­ვი. ასე­თი უბე­დუ­რე­ბა დაგ­ვა­ტყდა თავს...

მიშა, ზო­გა­დად, ყო­ველ­თვის ურ­თუ­ლეს მო­ნაკ­ვე­თებ­ზე, სა­დაც ცე­ცხლი და ქარ­ბორ­ბა­ლა ტრი­ა­ლებ­და, იქ იყო. ყვე­ლა მი­მო­წე­რი­სას სულ იმას ვე­უბ­ნე­ბო­დი - მიშა, თავს გა­უფრ­თხილ­დი... მას ალ­ბათ გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­ას­ვე­ნე­ბენ, სა­დაც ოჯა­ხი ჰყავს, ზუს­ტად არ ვიცი დე­ტა­ლე­ბი, მაგ­რამ მგო­ნია, მიშა იმას იმ­სა­ხუ­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­შიც მი­ვა­გოთ პა­ტი­ვი და მერე გა­და­ას­ვე­ნონ. არ ვიცი, ოჯა­ხი რას გა­და­წყვეტს.

მიშა ყაფ­ლა­ნიშ­ვი­ლია და კაპ­ლანს გერ­მა­ნი­ა­ში ატა­რებ­და. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი იყო ყვე­ლა კუ­თხით, გერ­მა­ნი­ა­ში თა­ვი­სი ბიზ­ნე­სი და ნორ­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი ჰქონ­და, მარ­თლა აწყო­ბი­ლი ცხოვ­რე­ბა და­ტო­ვა და უკ­რა­ი­ნა­ში წა­მო­ვი­და ოკუ­პან­ტებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად. მი­შას­ნა­ი­რი პატ­რი­ო­ტი ადა­მი­ა­ნი იშ­ვი­ა­თად შემ­ხვედ­რია. სხვა­თა შო­რის, ის 20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ა­შიც იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, სა­დაც აქ­ცი­ე­ბი იყო, მიშა ყველ­განჩნდე­ბო­და.

არ მახ­სოვს მის­გან აგ­რე­სია, ცუდი მოქ­ცე­ვა, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­მართ არას­დროს ჰქონ­და აგ­რე­სია, მათ სულ იმას მო­უ­წო­დებ­და, ბი­ჭე­ბო, ასეთ ბრძა­ნე­ბას ბნუ შე­ას­რუ­ლებთ, პატ­რი­ო­ტე­ბი ხართ, ვიცი, ძა­ლი­ან გიყ­ვართ სამ­შობ­ლო და მის­თა­ნე­ბი. ყო­ველ­თვის ყვე­ლას ეფე­რე­ბო­და, არ მახ­სოვს მის­გან შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვა, ან მოქ­მე­დე­ბა.

20 ივ­ნის­საც მო­მი­ტინ­გე­ებს შო­რის იდგა და ხალ­ხს აშ­ვე­ლებ­და, ჯაჭ­ვი გა­ვა­კე­თეთ და შუ­ა­ში ვი­დე­ქით, სპეც­რაზ­მე­ლებ­სა და მო­მი­ტინ­გე­ებს შო­რის შე­ჯა­ხე­ბა რომ არ მომ­ხდა­რი­ყო. ასე­თი ბიჭი იყო მიშა, შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დაგ­რჩე­ბო­და, ყველ­გან თა­ვი­სი კვა­ლი უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. ყველ­გან სწო­რი, მარ­თა­ლი და გულ­წრფე­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. ძა­ლი­ან გული მწყდე­ბა... სამ­წუ­ხა­როდ, ლუ­განსკთან კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი, 22-ე ბი­ჭია და­ღუ­პუ­ლი, 24 წლის. ისიც მი­შას ბა­ტა­ლი­ონ­ში იყო, მაგ­რამ არ ვახ­მა­უ­რებთ, იქ­ნებ, ოჯახ­მა არც იცის...

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დარო
5

კაპლანი რატოა ქართული გვარი არ მოსწონდა?

სოსო
12

ვის ემახსოვრები ზელენსკის რაღაც არ მგონია იმ ბიჭებს უკვე აღარავინ ახსენებს მარტო შენი მშობლები გაგიხსენებენ, ეგ გმირობა არ არი გმირობა შენი სამშობლოსთვის თავის დადებაა და პოპულისტი არესტოვიჩის რომელიც თვითონ ამბობს 13 წელი ანალიტიკოსად ვმუშაობდი ფსბ შიო, ჩვენი გმირები არიან შინდისის ბიჭები და ანწუხელიძე ეს ბოლო ომიდან თორე ბევრი ანწუხელიძე რომ ყავდა საქართველოს მაგიტომ არსებობს 2000 წელზე მეტი 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"გერმანიაში აწყობილი ცხოვრება დატოვა და უკრაინაში წამოვიდა საბრძოლველად, უზომოდ პატრიოტი იყო" - რას ჰყვებიან უკრაინაში, ომში დაღუპულ მიშა კაპლანზე?

"გერმანიაში აწყობილი ცხოვრება დატოვა და უკრაინაში წამოვიდა საბრძოლველად, უზომოდ პატრიოტი იყო" - რას ჰყვებიან უკრაინაში, ომში დაღუპულ მიშა კაპლანზე?

უკრაინაში ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი შეეწირა. ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. როგორც ცნობილია, გარდაცვლილი მიშა ყაფლანიშვილია (კაპლანი).

მებრძოლის შესახებ მისი მეგობარი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა გვესაუბრა:

"მე და მიშა ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით, ბოლო მიმოწერა გუშინ გვქონდა, ფრონტიდან თავის ამბებს და ვიდეოებს მიგზავნიდა. მიშა გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტი იყო. ის მე და დათო ქაცარავას 2017 წელს, მაშინ დაგვიკავშირდა, როცა საოკუპაციო ხაზზე პატრულირება დავიწყეთ, ძალიან აქტიურობდა და ჩვენთან ახლო კონტაქტში შემოვიდა. როცა საქართველოში ჩამოდიოდა, პერიოდულად, საოკუპაციო ხაზთან მოდიოდა. ძალიან განიცდიდა და აპროტესტებდა ოკუპაციას. მიშა დადებითი აურის ადამიანი იყო და უცბათ შეგვაყვარა ყველას თავი, ვეხვეწებოდით, ხშირად ჩამოსულიყო. მას ჩვენთან ერთად ეძინა ატოცში, იმ პირობებში ცხოვრობდა, რაშიც ჩვენ ვიყავით. მიშა 40 წლამდე ასაკის იქნებოდა.

მან შეგნებულად გადაწყვიტა უკრაინაში წასულიყო და საბრძოლო მოქმედებებში ჩართულიყო. საქართველოდან პირველი მოხალისეთა ნაკადი რომ წავიდა, მათ გაჰყვა და სულ იქ იყო, არ დაუტოვია ფრონტის ხაზი. როგორც გვითხრეს, მიშა დღეს ლუგანსკთან დაიღუპა საარტილერიო დაბომბვისას. ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ბატალიონში ირიცხებოდა, სადაც უმეტესწილად ქართველები არიან.

  • როგორც ბიჭები მეუბნებიან, მათ ბატალიონს დიდი ბრძოლის გადატანა მოუწია, მიშა მაგრად იბრძოდა, წინ მიდიოდა და ყელში მოხვედრია ნამსხვრევი. ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს...

მიშა, ზოგადად, ყოველთვის ურთულეს მონაკვეთებზე, სადაც ცეცხლი და ქარბორბალა ტრიალებდა, იქ იყო. ყველა მიმოწერისას სულ იმას ვეუბნებოდი - მიშა, თავს გაუფრთხილდი... მას ალბათ გერმანიაში გადაასვენებენ, სადაც ოჯახი ჰყავს, ზუსტად არ ვიცი დეტალები, მაგრამ მგონია, მიშა იმას იმსახურებს, რომ საქართველოშიც მივაგოთ პატივი და მერე გადაასვენონ. არ ვიცი, ოჯახი რას გადაწყვეტს.

მიშა ყაფლანიშვილია და კაპლანს გერმანიაში ატარებდა. ძალიან აქტიური იყო ყველა კუთხით, გერმანიაში თავისი ბიზნესი და ნორმალური პირობები ჰქონდა, მართლა აწყობილი ცხოვრება დატოვა და უკრაინაში წამოვიდა ოკუპანტებთან საბრძოლველად. მიშასნაირი პატრიოტი ადამიანი იშვიათად შემხვედრია. სხვათა შორის, ის 20 ივნისის აქციაშიც იღებდა მონაწილეობას, სადაც აქციები იყო, მიშა ყველგანჩნდებოდა.

არ მახსოვს მისგან აგრესია, ცუდი მოქცევა, პოლიციელების მიმართ არასდროს ჰქონდა აგრესია, მათ სულ იმას მოუწოდებდა, ბიჭებო, ასეთ ბრძანებას ბნუ შეასრულებთ, პატრიოტები ხართ, ვიცი, ძალიან გიყვართ სამშობლო და მისთანები. ყოველთვის ყველას ეფერებოდა, არ მახსოვს მისგან შეურაცხმყოფელი სიტყვა, ან მოქმედება.

20 ივნისსაც მომიტინგეებს შორის იდგა და ხალხს აშველებდა, ჯაჭვი გავაკეთეთ და შუაში ვიდექით, სპეცრაზმელებსა და მომიტინგეებს შორის შეჯახება რომ არ მომხდარიყო. ასეთი ბიჭი იყო მიშა, შეუმჩნეველი არ დაგრჩებოდა, ყველგან თავისი კვალი უნდა დაეტოვებინა. ყველგან სწორი, მართალი და გულწრფელი ადამიანი იყო. ძალიან გული მწყდება... სამწუხაროდ, ლუგანსკთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 22-ე ბიჭია დაღუპული, 24 წლის. ისიც მიშას ბატალიონში იყო, მაგრამ არ ვახმაურებთ, იქნებ, ოჯახმა არც იცის...