საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“ იწყება! - ყველაფერი, რაც პროექტის შესახებ უნდა იცოდეთ
„გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“ იწყება! - ყველაფერი, რაც პროექტის შესახებ უნდა იცოდეთ

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ აგ­რძე­ლებს ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნას და იწყებს ტრა­დი­ცი­ულ კონ­კურსს „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“.

2023 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად პირ­ვე­ლა­დი გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა 24 ოქ­ტომ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა და 10 ნო­ემ­ბერს დას­რულ­დე­ბა. კონ­კურ­სზე დაშ­ვე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი აიტ­ვირ­თე­ბა ვებგ­ვერ­დზე და მკი­თხველს მათი გაც­ნო­ბი­სა და ხმის მი­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა 15 ნო­ემ­ბრი­დან 5 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით ექ­ნე­ბა.

პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც რო­მა­ნით, ასე­ვე მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლით. ჟან­რი და თე­მა­ტი­კა თა­ვი­სუ­ფა­ლია. გა­ნა­ცხა­დის გა­მოგ­ზავ­ნა შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს, 21 წლის ასა­კი­დან ზე­ვით და მი­ი­ღე­ბა მხო­ლოდ ამ კონ­კურ­სის­თვის შექ­მნი­ლი ან მა­ნამ­დე გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი.

„გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი კონ­კურ­სია, რო­მელ­მაც მკი­თხველს უკვე არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო და ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რი გა­აც­ნო. მათი რო­მა­ნე­ბი ხში­რად ხვდე­ბა გა­მომ­ცემ­ლო­ბის ბესტსე­ლერ წიგ­ნებ­ში.

მათ, ვი­საც 2023 წლის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა სურთ, უნდა შე­ავ­სონ გა­ნა­ცხა­დი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს შემ­დეგ ინ­ფორ­მა­ცი­ას:

  • გვა­რი, სა­ხე­ლი, ასა­კი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი, მოკ­ლე ბი­ოგ­რა­ფია. გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია თუ არა ნა­მუ­შევ­რე­ბი კონ­კურ­სამ­დე (ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ჭი­როა მი­უ­თი­თოს წყა­რო: წიგ­ნი, პე­რი­ო­დუ­ლი გა­მო­ცე­მა, სა­ი­ტი და სხვ.). ინ­ფორ­მა­ცია უნდა გა­მო­იგ­ზავ­ნოს WORD დო­კუ­მენ­ტით;
  • კონ­კურ­სან­ტის ფოტო (JPG ფორ­მა­ტი);
  • სა­კონ­კურ­სო ნა­წარ­მო­ე­ბის მოკ­ლე აღ­წე­რა/სი­ნოფ­სი­სი (WORD-ის დო­კუ­მენ­ტი,);
  • რო­მა­ნის შემ­თხვე­ვა­ში: ნა­წარ­მო­ე­ბის და­სა­წყი­სი: 20-30 გვერ­დი, პრო­ზა­უ­ლი კრე­ბუ­ლის შემ­თხვე­ვა­ში - 2-3 მო­თხრო­ბა, WORD დო­კუ­მენ­ტი, შრიფ­ტი - Sylfaen, ზომა 11, ხა­ზებს შო­რის და­შო­რე­ბა - სტან­დარ­ტუ­ლი (Multiple)

მომ­დევ­ნო ეტა­პი არის გა­ნა­ცხა­დე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რა, რომ­ლის­თვი­საც შემ­დე­გი ნა­ბი­ჯე­ბის გავ­ლა დაგ­ჭირ­დე­ბათ:

  • ყვე­ლა მო­თხოვ­ნი­ლი ფა­ი­ლი უნდა გა­მოგ­ზავ­ნოთ 24 ოქ­ტომ­ბრი­დან 10 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით შემ­დეგ ელ.ფოს­ტა­ზე: konkursi@palitra.ge.
  • ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ატ­ვირ­თვის შემ­დეგ კონ­კურ­სან­ტი ელ­ფოს­ტა­ზე მი­ი­ღებს ავ­ტო­მა­ტურ შე­ტყო­ბი­ნე­ბას გა­ნა­ცხა­დის რე­გის­ტრა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით;
  • გა­მომ­ცემ­ლო­ბის სა­რე­დაქ­ციო ჯგუ­ფი გა­ეც­ნო­ბა გა­ნა­ცხა­დებს და კონ­კურ­სზე და­უშ­ვებს იმ ავ­ტო­რებს, რო­მელ­თა გა­ნა­ცხა­დე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს გა­მომ­ცემ­ლო­ბის მიერ დად­გე­ნილ მო­თხოვ­ნებს კონ­კურ­სის წე­სე­ბი­სა და პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ კონ­კურ­სზე არ გა­ნი­ხი­ლე­ბა:

  • რე­გის­ტრა­ცი­ის ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნა­ცხა­დე­ბი;
  • არას­რულ­ყო­ფი­ლი გა­ნა­ცხა­დე­ბი;
  • ენობ­რი­ვად და სტი­ლის­ტუ­რად გა­უ­მარ­თა­ვი ტექ­სტე­ბი;
  • ტექ­სტე­ბი, რომ­ლებ­შიც გა­მო­იკ­ვე­თე­ბა უკვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ნაშ­რო­მე­ბის გა­მე­ო­რე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბის მცდე­ლო­ბა.

ასე­ვე, სა­კონ­კურ­სოდ და­იშ­ვე­ბა და სპე­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სდე­ბა ორი­გი­ნა­ლუ­რი, ენობ­რი­ვად და სტი­ლის­ტუ­რად გა­მარ­თუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არ უნდა შე­ი­ცავ­დეს პლა­გი­ა­ტის ნიშ­ნებს.

6 დე­კემ­ბერს 1-ლი ტუ­რის შე­დე­გად, გა­მოვ­ლინ­დე­ბა მაქ­სი­მუმ 20 კონ­კურ­სან­ტი, სა­ი­და­ნაც ათი მკი­თხვე­ლის რჩე­უ­ლი გახ­დე­ბა, და­ნარ­ჩენს კი კონ­კურ­სის ჟი­უ­რი გა­მო­ავ­ლენს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბი შე­სა­ბა­მის შე­ტყო­ბი­ნე­ბას გა­მომ­ცემ­ლო­ბი­დან მი­ი­ღე­ბენ. მათ 7 დე­კემ­ბრი­დან 7 იან­ვრის ჩათ­ვლით, კონ­კურ­სის ელ­ფოს­ტა­ზე - konkursi@palitra.ge უნდა გა­მოგ­ზავ­ნონ:

  • 1-ელ ტურ­ში გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ან კრე­ბუ­ლის სრუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ვერ­სია;
  • ნა­წარ­მო­ე­ბის/კრე­ბუ­ლის მოკ­ლე ში­ნა­არ­სი (Word დო­კუ­მენ­ტი, 60-დან 150 სი­ტყვამ­დე);

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ მე-2 ტურ­ში პირ­ველ ტურ­ში მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბი ანუ­ლირ­დე­ბა და კონ­კურ­სან­ტე­ბის­თვის ხმის მი­ცე­მა და­ი­წყე­ბა თა­ვი­დან, ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რის დაც­ვით. მე-2 ტურ­ში ხმის მი­ცე­მა და­ი­წყე­ბა 10 იან­ვარს და დას­რულ­დე­ბა 31 იან­ვარს, 1-ელ თე­ბერ­ვალს კი მაქ­სი­მუმ 3 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­ცხად­დე­ბა. მათ­გან ერთი მკი­თხვე­ლის რჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა, ორს ჟი­უ­რი გა­მო­ავ­ლენს.

და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ მი­აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას. კონ­კურ­სი არის უნი­კა­ლუ­რი შან­სი მათ­თვის, ვი­საც სურს თა­ვი­სი ნა­მუ­შე­ვა­რი ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ას წა­რუდ­გი­ნოს და მათი აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვოს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“ იწყება! - ყველაფერი, რაც პროექტის შესახებ უნდა იცოდეთ

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“ იწყება! - ყველაფერი, რაც პროექტის შესახებ უნდა იცოდეთ

გამომცემლობა „პალიტრა L“ აგრძელებს ნიჭიერი ავტორების აღმოჩენას და იწყებს ტრადიციულ კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი“.

2023 წლის გამარჯვებულების გამოსავლენად პირველადი განაცხადების მიღება 24 ოქტომბრიდან დაიწყება და 10 ნოემბერს დასრულდება. კონკურსზე დაშვებული ნაწარმოებები აიტვირთება ვებგვერდზე და მკითხველს მათი გაცნობისა და ხმის მიცემის შესაძლებლობა 15 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით ექნება.

პროექტში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რომანით, ასევე მოთხრობების კრებულით. ჟანრი და თემატიკა თავისუფალია. განაცხადის გამოგზავნა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, 21 წლის ასაკიდან ზევით და მიიღება მხოლოდ ამ კონკურსისთვის შექმნილი ან მანამდე გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები.

„გახდი ბესტსელერის ავტორი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონკურსია, რომელმაც მკითხველს უკვე არაერთი საინტერესო და ნიჭიერი ავტორი გააცნო. მათი რომანები ხშირად ხვდება გამომცემლობის ბესტსელერ წიგნებში.

მათ, ვისაც 2023 წლის კონკურსში მონაწილეობის მიღება სურთ, უნდა შეავსონ განაცხადი, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  • გვარი, სახელი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, მოკლე ბიოგრაფია. გამოუქვეყნებია თუ არა ნამუშევრები კონკურსამდე (ასეთის არსებობის შემთხვევაში, საჭიროა მიუთითოს წყარო: წიგნი, პერიოდული გამოცემა, საიტი და სხვ.). ინფორმაცია უნდა გამოიგზავნოს WORD დოკუმენტით;
  • კონკურსანტის ფოტო (JPG ფორმატი);
  • საკონკურსო ნაწარმოების მოკლე აღწერა/სინოფსისი (WORD-ის დოკუმენტი,);
  • რომანის შემთხვევაში: ნაწარმოების დასაწყისი: 20-30 გვერდი, პროზაული კრებულის შემთხვევაში - 2-3 მოთხრობა, WORD დოკუმენტი, შრიფტი - Sylfaen, ზომა 11, ხაზებს შორის დაშორება - სტანდარტული (Multiple)

მომდევნო ეტაპი არის განაცხადების რეგისტრაციის პროცედურა, რომლისთვისაც შემდეგი ნაბიჯების გავლა დაგჭირდებათ:

  • ყველა მოთხოვნილი ფაილი უნდა გამოგზავნოთ 24 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელ.ფოსტაზე: konkursi@palitra.ge.
  • ნაწარმოებების ატვირთვის შემდეგ კონკურსანტი ელფოსტაზე მიიღებს ავტომატურ შეტყობინებას განაცხადის რეგისტრაციასთან დაკავშირებით;
  • გამომცემლობის სარედაქციო ჯგუფი გაეცნობა განაცხადებს და კონკურსზე დაუშვებს იმ ავტორებს, რომელთა განაცხადები დააკმაყოფილებს გამომცემლობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს კონკურსის წესებისა და პირობების მიხედვით.

გასათვალისწინებელია, რომ კონკურსზე არ განიხილება:

  • რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ მიღებული განაცხადები;
  • არასრულყოფილი განაცხადები;
  • ენობრივად და სტილისტურად გაუმართავი ტექსტები;
  • ტექსტები, რომლებშიც გამოიკვეთება უკვე გამოქვეყნებული ნაშრომების გამეორება-გამოყენების მცდელობა.

ასევე, საკონკურსოდ დაიშვება და სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდება ორიგინალური, ენობრივად და სტილისტურად გამართული ნაწარმოებები, რომლებიც არ უნდა შეიცავდეს პლაგიატის ნიშნებს.

6 დეკემბერს 1-ლი ტურის შედეგად, გამოვლინდება მაქსიმუმ 20 კონკურსანტი, საიდანაც ათი მკითხველის რჩეული გახდება, დანარჩენს კი კონკურსის ჟიური გამოავლენს.

აღნიშნული კონკურსანტები შესაბამის შეტყობინებას გამომცემლობიდან მიიღებენ. მათ 7 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, კონკურსის ელფოსტაზე - konkursi@palitra.ge უნდა გამოგზავნონ:

  • 1-ელ ტურში გამოგზავნილი ნაწარმოების ან კრებულის სრული დამუშავებული ვერსია;
  • ნაწარმოების/კრებულის მოკლე შინაარსი (Word დოკუმენტი, 60-დან 150 სიტყვამდე);

გასათვალისწინებელია, რომ მე-2 ტურში პირველ ტურში მიღებული ხმები ანულირდება და კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა დაიწყება თავიდან, ხმის მიცემის პროცედურის დაცვით. მე-2 ტურში ხმის მიცემა დაიწყება 10 იანვარს და დასრულდება 31 იანვარს, 1-ელ თებერვალს კი მაქსიმუმ 3 გამარჯვებული გამოცხადდება. მათგან ერთი მკითხველის რჩეული იქნება, ორს ჟიური გამოავლენს.

დამატებით დეტალებთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს გამომცემლობა „პალიტრა L“ მიაწვდის ინფორმაციას. კონკურსი არის უნიკალური შანსი მათთვის, ვისაც სურს თავისი ნამუშევარი ფართო აუდიტორიას წარუდგინოს და მათი აღიარება მოიპოვოს.

R