საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნებას" მეხივით დაეცა თავს ეს ინფორმაცია... კომოს ტბაზე სეირნობა რომ უყვართ, მომავალში ბაიკალის ტბაზე მოუწევთ სიარული" - გოცირიძე სანქციებზე
"ოცნებას" მეხივით დაეცა თავს ეს ინფორმაცია... კომოს ტბაზე სეირნობა რომ უყვართ, მომავალში ბაიკალის ტბაზე მოუწევთ სიარული" - გოცირიძე სანქციებზე

რას ნიშ­ნავს სან­ქცია, ამას იგ­რძნობს არამ­ხო­ლოდ ივა­ნიშ­ვი­ლი, არა­მედ ის ადა­მი­ა­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან მას და ძა­ლი­ან უყ­ვართ სე­ირ­ნო­ბა ევ­რო­პა­ში, კო­მოს ტბა­ზე - მო­მა­ვალ­ში მო­უ­წევთ ბა­ი­კა­ლის ტბა­ზე სი­ა­რუ­ლი და ნო­ვო­რო­სი­ის­კში, ნო­ვო­ჩერ­კასკსა თუ ციმ­ბირ­ში,- ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტატ­მა რო­მან გო­ცი­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნის მხრი­დან ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვის და­სან­ქცი­რე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ სან­ქცი­ე­ბი უახ­ლოვ­დე­ბა თა­ვად ივა­ნიშ­ვილს და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ამ სან­ქცი­ებს აა­მოქ­მე­დე­ბენ და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი.

"მე­ხი­ვით და­ე­ცა თავს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ეს ინ­ფორ­მა­ცია, არ ეგო­ნათ თუ საქ­მე აქამ­დე მი­ვი­დო­და. უკ­რა­ი­ნის მიერ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის და­სან­ქცი­რე­ბა ნიშ­ნავს, რომ მას შემ­დეგ გა­ი­მე­ო­რებს რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი, ისე აშშ, კა­ნა­და და ა.შ. ეს არის ფაქტრობ­რი­ვად, ივა­ნიშ­ვი­ლის გაფრ­თხი­ლე­ბა, რომ თუ ის არ და­ა­ნე­ბებს თავს ქვეყ­ნის ორი­ენ­ტა­ცი­ის ცვლი­ლე­ბის მცდე­ლო­ბას, თუ მათი მომ­სა­ხუ­რე, მორ­ჩი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­აგ­რძე­ლე­ბენ ქვეყ­ნის სა­ზი­ა­ნო პო­ლი­ტი­კას, ან­ტი­და­სავ­ლურ რი­ტო­რი­კას, სიც­რუ­ის გავ­რცე­ლე­ბას, რომ ქვეყ­ნის ომში ჩათ­რე­ვა უნ­დათ, თუ არ შე­წყვეტს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გა­მო­ყე­ნე­ბას სა­კუ­თა­რი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, მა­შინ ის და­სან­ქცირ­დე­ბა. რას ნიშ­ნავს სან­ქცია ამას იგ­რძნობს არამ­ხო­ლოდ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, არა­მედ იგ­რძნო­ბენ ის ადა­მი­ა­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან მას და ძა­ლი­ან უყ­ვართ სე­ირ­ნო­ბა ევ­რო­პა­ში, კო­მოს ტბა­ზე, მო­მა­ვალ­ში როცა სან­ქცი­ე­ბი გავ­რცელ­დე­ბა ზო­გი­ერთ პო­ლი­ტი­კოს­ზე და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რზე, მო­უ­წევთ ბა­ი­კა­ლის ტბა­ზე სი­ა­რუ­ლი და ნო­ვო­რო­სი­ის­კში, ნო­ვო­ჩერ­კასკსა თუ ციმ­ბირ­ში. ივა­ნიშ­ვილს სან­ქცი­ე­ბი უახ­ლოვ­დე­ბა და ეს უკვე ეხე­ბა ირი­ბად მას, რად­გან სან­ქცი­ე­ბის გან­მარ­ტე­ბა­ში არის ცნე­ბა - "და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი", ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ივა­ნიშ­ვილ­თან არის და­კავ­ში­რე­ბულ­ნი,"- გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

  • ცნო­ბის­თვის, უკ­რა­ი­ნის მიერ და­სან­ქცი­რე­ბულ პირ­თა სი­ა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვის 4 წევ­რი მოხ­ვდა.

კერ­ძოდ, უკ­რა­ი­ნამ სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ძმას, ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვილს და მის მე­უღ­ლეს, ქე­თე­ვან ხა­რა­ი­ძეს, დე­ი­დაშ­ვილს უჩა მა­მა­ცაშ­ვილს და მის შვილს - ტიტე მა­მა­ცაშ­ვილს. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა. სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში ასე­ვე მოხ­ვდა რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, კერ­ძოდ: და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლი, ალექ­სან­დრე და გი­ორ­გი ჯა­ფა­რი­ძე­ე­ბი.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Თენგო
1

Კუპონას საშაყირო რომ გახდება, შემირცხვენია ესეთი პარლამენტი. 

თამარი
5

რა იყო არ გესიამოვნაათ? რას იზამ სიმარტლე მწარე მოსასმენია მაგრამ ..სამართალი ყოველთვის პოულობს გზას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ოცნებას" მეხივით დაეცა თავს ეს ინფორმაცია... კომოს ტბაზე სეირნობა რომ უყვართ, მომავალში ბაიკალის ტბაზე მოუწევთ სიარული" - გოცირიძე სანქციებზე

"ოცნებას" მეხივით დაეცა თავს ეს ინფორმაცია... კომოს ტბაზე სეირნობა რომ უყვართ, მომავალში ბაიკალის ტბაზე მოუწევთ სიარული" - გოცირიძე სანქციებზე

რას ნიშნავს სანქცია, ამას იგრძნობს არამხოლოდ ივანიშვილი, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც ემსახურებიან მას და ძალიან უყვართ სეირნობა ევროპაში, კომოს ტბაზე - მომავალში მოუწევთ ბაიკალის ტბაზე სიარული და ნოვოროსიისკში, ნოვოჩერკასკსა თუ ციმბირში,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის მხრიდან ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირება ნიშნავს იმას, რომ სანქციები უახლოვდება თავად ივანიშვილს და უახლოეს მომავალში ამ სანქციებს აამოქმედებენ დასავლეთის ქვეყნები.

"მეხივით დაეცა თავს "ქართულ ოცნებას" ეს ინფორმაცია, არ ეგონათ თუ საქმე აქამდე მივიდოდა. უკრაინის მიერ ამ ადამიანების დასანქცირება ნიშნავს, რომ მას შემდეგ გაიმეორებს როგორც ევროკავშირის ქვეყნები, ისე აშშ, კანადა და ა.შ. ეს არის ფაქტრობრივად, ივანიშვილის გაფრთხილება, რომ თუ ის არ დაანებებს თავს ქვეყნის ორიენტაციის ცვლილების მცდელობას, თუ მათი მომსახურე, მორჩილი ადამიანები გააგრძელებენ ქვეყნის საზიანო პოლიტიკას, ანტიდასავლურ რიტორიკას, სიცრუის გავრცელებას, რომ ქვეყნის ომში ჩათრევა უნდათ, თუ არ შეწყვეტს „ქართული ოცნების“ გამოყენებას საკუთარი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად, მაშინ ის დასანქცირდება. რას ნიშნავს სანქცია ამას იგრძნობს არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ იგრძნობენ ის ადამიანებიც, რომლებიც ემსახურებიან მას და ძალიან უყვართ სეირნობა ევროპაში, კომოს ტბაზე, მომავალში როცა სანქციები გავრცელდება ზოგიერთ პოლიტიკოსზე და ხელისუფლების წევრზე, მოუწევთ ბაიკალის ტბაზე სიარული და ნოვოროსიისკში, ნოვოჩერკასკსა თუ ციმბირში. ივანიშვილს სანქციები უახლოვდება და ეს უკვე ეხება ირიბად მას, რადგან სანქციების განმარტებაში არის ცნება - "დაკავშირებული პირები", ეს ადამიანები ივანიშვილთან არის დაკავშირებულნი,"- განაცხადა გოცირიძემ.

  • ცნობისთვის, უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა.

კერძოდ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს - ტიტე მამაცაშვილს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.

ნახეთ ასევე: