მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო გოგაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება
სოსო გოგაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე სოსო გო­გაშ­ვი­ლი კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ გიზო უბი­ლა­ვამ მი­ი­ღო.

სხდო­მა­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­საშ­ვე­ბო­ბა­ზე იმ­სჯე­ლეს. მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, და­საშ­ვე­ბად იქნა ცნო­ბი­ლი, რო­გორც ბრალ­დე­ბის მხა­რის, ასე­ვე დაც­ვის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გო­გაშ­ვი­ლის მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა გა­და­ი­სინ­ჯა და ის ძა­ლა­ში დარ­ჩა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბას, ად­ვო­კა­ტი კი მისი 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხოვ­და. წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. დღე­ვან­დელ პრო­ცესს თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი სოსო გო­გაშ­ვი­ლი არ ეს­წრე­ბო­და.

ცნო­ბის­თვის, სოსო გო­გაშ­ვილს ბრა­ლი ედე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 320-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის გან­ზრახ გახ­მა­უ­რე­ბა) ,157 პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა და შე­ნახ­ვა); 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (მო­ხე­ლის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, რა­მაც სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია), 157-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა, შე­ნახ­ვა, გავ­რცე­ლე­ბა მა­სობ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით) და 236-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა და შე­ნახ­ვა). წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ოთხი­დან შვიდ წლამ­დე ვა­დით ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ტრიფონი
1

სად აქვს ამის ოჯახს 50 000 ლარი? სოციალურად დაუცველი ხალხია......

ავტორი:

სოსო გოგაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება

სოსო გოგაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიზო უბილავამ მიიღო.

სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დასაშვებად იქნა ცნობილი, როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე გოგაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა.

პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნის კვლავ პატიმრობაში დატოვებას, ადვოკატი კი მისი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა. წინასასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. დღევანდელ პროცესს თავად ბრალდებული სოსო გოგაშვილი არ ესწრებოდა.

ცნობისთვის, სოსო გოგაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება) ,157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა); 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა). წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.