საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაფერი, რაც ბრეკეტების შესახებ უნდა იცოდეთ
ყველაფერი, რაც ბრეკეტების შესახებ უნდა იცოდეთ

ორ­თო­დონ­ტი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის ბრე­კეტ­სის­ტე­მით მოგ­ვა­რე­ბა ყვე­ლა­ზე მი­ღე­ბუ­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი მე­თო­დია მსოფ­ლი­ო­ში. მკურ­ნა­ლო­ბის მი­ზა­ნია ეს­თე­ტი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, ფუნ­ქცი­ის ნორ­მა­ლი­ზე­ბა და უკვე მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გის მყა­რი სტა­ბი­ლი­ზა­ცია.

რა უნდა ვი­ცო­დეთ ბრე­კეტ-სის­ტე­მა­ზე, მის მოვ­ლა­სა და მკურ­ნა­ლო­ბა­ზე - ამის შე­სა­ხებ სტო­მა­ტო­ლო­გი­ი­სა და ეს­თე­ტი­კის ცენ­ტრ „სმა­ილ სტუ­დი­ოს“ ექი­მი ორ­თო­დონ­ტე­ბი თა­მარ ხო­დო­ნაშ­ვი­ლი და ეთერ შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

თა­მარ, რა ასაკ­ში უნდა და­ი­წყოს ბრე­კე­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა?

სა­სურ­ვე­ლია ბავ­შვი ორ­თო­დონტთან პირ­ველ კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე 6-7 წლის ასაკ­ში მი­ვიყ­ვა­ნოთ. ამ დროს იწყე­ბა მუდ­მი­ვი კბი­ლე­ბის ამოჭ­რა. ად­რე­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, რო­გორც მო­სახ­სნე­ლი, ისე მო­უხ­სნე­ლი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბით სწრა­ფად ვუმ­კურ­ნა­ლოთ საკ­მა­ოდ რთულ პა­თო­ლო­გი­ებს მო­ცე­მულ ასაკ­ში.

რა იწ­ვევს თან­კბილ­ვის ანო­მა­ლი­ებს და რა მოხ­დე­ბა თუ მათ კო­რექ­ცი­ას არ გა­ვუ­კე­თებთ?

თან­კბილ­ვის ანო­მა­ლი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს კბი­ლე­ბის არას­წო­რი გან­ვი­თა­რე­ბით, ყბის ზო­მის გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღვე­ვით, მავ­ნე ჩვე­ვე­ბით, კბი­ლე­ბის ნა­ად­რე­ვი და­კარ­გვით და ა. შ.

არას­წო­რი თან­კბილ­ვის დროს ღეჭ­ვით პრო­ცეს­ში იზ­რდე­ბა დატ­ვირ­თვა კონ­კრე­ტულ კბი­ლებ­ზე, რაც შემ­დგომ იწ­ვევს კბი­ლე­ბის მორ­ყე­ვას, კბი­ლის ყე­ლის გა­შიშ­ვლე­ბას, მგრძნო­ბე­ლო­ბის მო­მა­ტე­ბას. ამ ყვე­ლაფ­რის უყუ­რა­დღე­ბოდ და­ტო­ვე­ბას კბი­ლე­ბის და­კარ­გვამ­დე მივ­ყა­ვართ. ასე­ვე არას­წო­რი თან­კბილ­ვა იწ­ვევს სა­ფეთ­ქელ-ქვე­და ყბის სახ­სრის დის­ფუნ­ქცი­ას, რაც ვლინ­დე­ბა პი­რის ღრუს გა­ღე­ბა-და­ხურ­ვის შე­ზღუდ­ვით, ტკა­ცუ­ნის და ხმა­უ­რის არ­სე­ბო­ბით სახ­სრის არე­ში. კბი­ლე­ბის მჭიდ­რო დგო­მის შემ­თხვე­ვა­ში ირ­ღვე­ვა სრულ­ფა­სო­ვა­ნი ჰი­გი­ე­ნა, რაც იწ­ვევს კა­რი­ესს და მის გარ­თუ­ლე­ბებს. ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად კი შე­ი­ნიშ­ნე­ბა კბი­ლის პა­თო­ლო­გი­უ­რი ცვე­თა, რაც სა­ხის ქვე­და მე­სა­მე­დის შემ­ცი­რე­ბას იწ­ვევს, შე­დე­გად, ჩქარ­დე­ბა და­ბე­რე­ბის პრო­ცე­სი, ირ­ღვე­ვა სა­ხის ეს­თე­ტი­კა, რაც ცხოვ­რე­ბის ხა­რისხსს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აუ­ა­რე­სებს.

რას მო­ი­ცავს დი­აგ­ნოს­ტი­კა ორ­თო­დონ­ტი­ა­ში?

ორ­თო­დონ­ტი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­რე­შე. სწო­რად დას­მუ­ლი დი­აგ­ნო­ზი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის გა­რან­ტია. ორ­თო­დონ­ტი­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა მო­ი­ცავს კვლე­ვის სხვა­დას­ხვა მე­თოდს, ესე­ნია:

  • ორ­თო­პან­ტო­მოგ­რა­მა;
  • ანა­ბეჭ­დე­ბი მო­დე­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად;
  • ტე­ლე­რენტგე­ნოგ­რა­მა;
  • ფო­ტოგ­რა­ფი­რე­ბა (პირ­შიგ­ნი­თა და პორ­ტრე­ტუ­ლი ფო­ტო­ე­ბი);
  • სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია;
  • სა­ფეთ­ქელ-ქვე­და ყბის სახ­სრის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში ცე­ფა­ლო­მეტ­რია.

და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო მო­დე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ექი­მი იღებს მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას და ხდე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და­გეგ­მვა.

რო­გორ უნდა მო­ვამ­ზა­დოთ პი­რის ღრუ ბრე­კე­ტე­ბის­თვის?

პირ­ველ ეტაპ­ზე, ბრე­კე­ტის ფიქ­სა­ცი­ამ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­წეს­რიგ­დეს კბი­ლე­ბი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რის ღრუს პრობ­ლე­მე­ბი. სა­ჭი­როა, ჩა­ტარ­დეს პი­რის ღრუს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი წმენ­და, რათა ბრე­კე­ტის ფიქ­სა­ცია კბი­ლის ზე­და­პირ­ზე იყოს უფრო მყა­რი.

ეთერ, რა სა­ხის ორ­თო­დონ­ტი­უ­ლი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი არ­სე­ბობს?

„სმა­ილ სტუ­დიო“ თა­ნა­მედ­რო­ვე ბრე­კეტ-სის­ტე­მის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბას სთა­ვა­ზობს მომ­ხმა­რე­ბელს. ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა ფიქ­სა­ცი­ის, მა­სა­ლი­სა და კონ­სტრუქ­ცი­ის მი­ხედ­ვით. არ­სე­ბობს მო­უხ­სნე­ლი და მო­სახ­სნე­ლი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი. მო­სახ­სნელ კონ­სტრუქ­ცი­ებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა ფირ­ფი­ტე­ბი და კა­პე­ბი, ხოლო მო­უხ­სნელ კონ­სტრუქ­ცი­ებს - ბრე­კე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა იყოს მე­ტა­ლის, კე­რა­მი­კუ­ლი და ლინგვა­ლუ­რი.

კლა­სი­კუ­რი მე­ტა­ლის ბრე­კე­ტე­ბი ლი­გა­ტუ­რუ­ლი ბრე­კე­ტე­ბის ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. სის­ტე­მის ძი­რი­თა­დი შე­მად­გე­ნე­ლი ელე­მენ­ტე­ბია: ბრე­კე­ტი, რკა­ლი და შე­მა­ერ­თე­ბე­ლი ელე­მენ­ტი ლი­გა­ტუ­რა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ფე­რის მა­სა­ლის­გან მზად­დე­ბა.

დღეს­დღე­ო­ბით ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია DAMON Q-ს მე­ტა­ლის თვით­ლი­გი­რე­ბა­დი ბრე­კე­ტი. კლა­სი­კუ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მისი სა­შუ­ა­ლე­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გი სწრა­ფად და უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ მი­ი­ღე­ბა, ექ­სტრაქ­ცი­ე­ბის ალ­ბა­თო­ბაც მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი. თვით­ლი­გი­რე­ბად ბრე­კეტს აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩამ­კე­ტი სის­ტე­მა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც რკა­ლი ბრე­კეტ­ში თა­ვი­სუფ­ლად მოძ­რა­ობს და ხდე­ბა კბი­ლე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ, თა­ვი­სუფ­ლად ე. წ. სრი­ა­ლის მე­ქა­ნიზ­მით.

რა დრო სჭირ­დე­ბა ბრე­კე­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბას?

ორ­თო­დონ­ტი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა ბრე­კეტ-სის­ტე­მით 1.5-2 წლამ­დე გრძელ­დე­ბა. მკურ­ნა­ლო­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია თან­კბილ­ვის სირ­თუ­ლე­სა და პა­ცი­ენ­ტის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე, რაც გუ­ლის­ხმობს ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვას და რე­გუ­ლა­რულ ვი­ზი­ტებს ორ­თო­დონტთან.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

ყველაფერი, რაც ბრეკეტების შესახებ უნდა იცოდეთ

ყველაფერი, რაც ბრეკეტების შესახებ უნდა იცოდეთ

ორთოდონტიული პრობლემების ბრეკეტსისტემით მოგვარება ყველაზე მიღებული და პოპულარული მეთოდია მსოფლიოში. მკურნალობის მიზანია ესთეტიკის გაუმჯობესება, ფუნქციის ნორმალიზება და უკვე მიღებული შედეგის მყარი სტაბილიზაცია.

რა უნდა ვიცოდეთ ბრეკეტ-სისტემაზე, მის მოვლასა და მკურნალობაზე - ამის შესახებ სტომატოლოგიისა და ესთეტიკის ცენტრ „სმაილ სტუდიოს“ ექიმი ორთოდონტები თამარ ხოდონაშვილი და ეთერ შავდათუაშვილი გვესაუბრებიან.

თამარ, რა ასაკში უნდა დაიწყოს ბრეკეტებით მკურნალობა?

სასურველია ბავშვი ორთოდონტთან პირველ კონსულტაციაზე 6-7 წლის ასაკში მივიყვანოთ. ამ დროს იწყება მუდმივი კბილების ამოჭრა. ადრეული მკურნალობა საშუალებას გვაძლევს, როგორც მოსახსნელი, ისე მოუხსნელი კონსტრუქციებით სწრაფად ვუმკურნალოთ საკმაოდ რთულ პათოლოგიებს მოცემულ ასაკში.

რა იწვევს თანკბილვის ანომალიებს და რა მოხდება თუ მათ კორექციას არ გავუკეთებთ?

თანკბილვის ანომალიები შეიძლება გამოწვეული იყოს კბილების არასწორი განვითარებით, ყბის ზომის განვითარების დარღვევით, მავნე ჩვევებით, კბილების ნაადრევი დაკარგვით და ა. შ.

არასწორი თანკბილვის დროს ღეჭვით პროცესში იზრდება დატვირთვა კონკრეტულ კბილებზე, რაც შემდგომ იწვევს კბილების მორყევას, კბილის ყელის გაშიშვლებას, მგრძნობელობის მომატებას. ამ ყველაფრის უყურადღებოდ დატოვებას კბილების დაკარგვამდე მივყავართ. ასევე არასწორი თანკბილვა იწვევს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქციას, რაც ვლინდება პირის ღრუს გაღება-დახურვის შეზღუდვით, ტკაცუნის და ხმაურის არსებობით სახსრის არეში. კბილების მჭიდრო დგომის შემთხვევაში ირღვევა სრულფასოვანი ჰიგიენა, რაც იწვევს კარიესს და მის გართულებებს. ასაკის მატებასთან ერთად კი შეინიშნება კბილის პათოლოგიური ცვეთა, რაც სახის ქვედა მესამედის შემცირებას იწვევს, შედეგად, ჩქარდება დაბერების პროცესი, ირღვევა სახის ესთეტიკა, რაც ცხოვრების ხარისხსს მნიშვნელოვნად აუარესებს.

რას მოიცავს დიაგნოსტიკა ორთოდონტიაში?

ორთოდონტიული მკურნალობა შეუძლებელია დიაგნოსტიკური მონაცემების გარეშე. სწორად დასმული დიაგნოზი წარმატებული მკურნალობის გარანტია. ორთოდონტიული დიაგნოსტიკა მოიცავს კვლევის სხვადასხვა მეთოდს, ესენია:

  • ორთოპანტომოგრამა;
  • ანაბეჭდები მოდელების მისაღებად;
  • ტელერენტგენოგრამა;
  • ფოტოგრაფირება (პირშიგნითა და პორტრეტული ფოტოები);
  • საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემების მქონე პაციენტებში ცეფალომეტრია.

დასახელებული სადიაგნოსტიკო მოდელების საშუალებით, ექიმი იღებს მნიშვნელოვან ინფორმაციას და ხდება მკურნალობის ინდივიდუალური დაგეგმვა.

როგორ უნდა მოვამზადოთ პირის ღრუ ბრეკეტებისთვის?

პირველ ეტაპზე, ბრეკეტის ფიქსაციამდე აუცილებელია მოწესრიგდეს კბილები და მასთან დაკავშირებული პირის ღრუს პრობლემები. საჭიროა, ჩატარდეს პირის ღრუს პროფესიონალური წმენდა, რათა ბრეკეტის ფიქსაცია კბილის ზედაპირზე იყოს უფრო მყარი.

ეთერ, რა სახის ორთოდონტიული კონსტრუქციები არსებობს?

„სმაილ სტუდიო“ თანამედროვე ბრეკეტ-სისტემის ყველა სახეობას სთავაზობს მომხმარებელს. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება ფიქსაციის, მასალისა და კონსტრუქციის მიხედვით. არსებობს მოუხსნელი და მოსახსნელი კონსტრუქციები. მოსახსნელ კონსტრუქციებს განეკუთვნება ფირფიტები და კაპები, ხოლო მოუხსნელ კონსტრუქციებს - ბრეკეტები, რომლებიც შეიძლება იყოს მეტალის, კერამიკული და ლინგვალური.

კლასიკური მეტალის ბრეკეტები ლიგატურული ბრეკეტების ჯგუფს მიეკუთვნება. სისტემის ძირითადი შემადგენელი ელემენტებია: ბრეკეტი, რკალი და შემაერთებელი ელემენტი ლიგატურა, რომელიც სხვადასხვა ფერის მასალისგან მზადდება.

დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია DAMON Q-ს მეტალის თვითლიგირებადი ბრეკეტი. კლასიკურისგან განსხვავებით, მისი საშუალებით მაქსიმალური შედეგი სწრაფად და უმტკივნეულოდ მიიღება, ექსტრაქციების ალბათობაც მინიმუმამდეა დაყვანილი. თვითლიგირებად ბრეკეტს აქვს სპეციალური ჩამკეტი სისტემა, რომლის საშუალებითაც რკალი ბრეკეტში თავისუფლად მოძრაობს და ხდება კბილების გადაადგილება უმტკივნეულოდ, თავისუფლად ე. წ. სრიალის მექანიზმით.

რა დრო სჭირდება ბრეკეტებით მკურნალობას?

ორთოდონტიული მკურნალობა ბრეკეტ-სისტემით 1.5-2 წლამდე გრძელდება. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თანკბილვის სირთულესა და პაციენტის პასუხისმგებლობაზე, რაც გულისხმობს ექიმის რეკომენდაციების დაცვას და რეგულარულ ვიზიტებს ორთოდონტთან.

R