საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთის პრეზიდენტის სასოწარკვეთილი ტაქტიკა" - როგორ ეხმაურება სახელმწიფო დეპარტამენტი პუტინის გადაწყვეტილებას, უკრაინის ოთხ რეგიონში საომარი მდგომარეობის გამოცხადებაზე
"რუსეთის პრეზიდენტის სასოწარკვეთილი ტაქტიკა" - როგორ ეხმაურება სახელმწიფო დეპარტამენტი პუტინის გადაწყვეტილებას, უკრაინის ოთხ რეგიონში საომარი მდგომარეობის გამოცხადებაზე

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე "სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის" გა­მო­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ, სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ტაქ­ტი­კაა, – ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კერ­მა, ვე­დანტ პა­ტელ­მა გა­ნა­ცხა­და.

"გა­საკ­ვი­რი არ უნდა იყოს, რომ რუ­სე­თი სა­სო­წარ­კვე­თილ ტაქ­ტი­კას მი­მარ­თავს ამ ოლ­ქებ­ში კონ­ტრო­ლის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით. სი­მარ­თლე ისაა, რომ რუ­სე­თი ამ რე­გი­ო­ნებ­ში არ სჭირ­დე­ბათ და უკ­რა­ი­ნა­ში ხალ­ხი უარ­ყოფს რუ­სე­თის უკა­ნო­ნო შეჭ­რა­სა და უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ის ძა­ლით და­პყრო­ბას”, - აღ­ნიშ­ნა სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, რაც არ უნდა თქვას ან გა­ა­კე­თოს კრემ­ლმა, რო­გორც არ უნდა ცდი­ლობ­დეს რა­მის ამოქ­მე­დე­ბას ქა­ღალ­დის, დად­გე­ნი­ლე­ბის თუ სხვა რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით, ყი­რი­მი, დო­ნეც­კი, ხერ­სო­ნი, ლუ­განსკი და ზა­პო­რო­ჟიე უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­აა.

"მათ არა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი არ აქვთ. მათ არ აქვთ იუ­რის­დიქ­ცია ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. ეს არის უკ­რა­ი­ნის მიწა და რუ­სეთ­მა, თა­ვი­სი უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბით, უხე­შად და­არ­ღვია უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა, ასე­ვე და­არ­ღვია გა­ე­რო-ს წეს­დე­ბა, - გა­ნა­ცხა­და მან.

გუ­შინ, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა უკ­რა­ი­ნის ოთხ რე­გი­ონ­ში - ე.წ. დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კებ­ში, ასე­ვე ხერ­სო­ნი­სა და ზა­პო­რო­ჟი­ეს რე­გი­ო­ნებ­ში სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
1

ქ. ხერსონში მდ. დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს... არ არის გამორიცხული, რამოდენიმე დღეში ხერსონისა და ზაპაროჟიეს ოლქებსა, და უკრაინას შორის ფრონტის ხაზი მდ. დნეპრზე დაფიქსირდეს. დონბასშიც დიდი ბრძოლები გრძელდება. შედარებით სიმშვიდეა ყირიმში. 

tngh
1

პუტინს გამოსვლაში აშკარად ეტყობოდა უკიდურესი სასოწარკვეთილება... თანაც, ჩემის აზრით, ის მისი ორეული იყო. თვითონ კი, ურალის მთებში იმალება, საიდუმლო "ბუნკერში".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"რუსეთის პრეზიდენტის სასოწარკვეთილი ტაქტიკა" - როგორ ეხმაურება სახელმწიფო დეპარტამენტი პუტინის გადაწყვეტილებას, უკრაინის ოთხ რეგიონში საომარი მდგომარეობის გამოცხადებაზე

"რუსეთის პრეზიდენტის სასოწარკვეთილი ტაქტიკა" - როგორ ეხმაურება სახელმწიფო დეპარტამენტი პუტინის გადაწყვეტილებას, უკრაინის ოთხ რეგიონში საომარი მდგომარეობის გამოცხადებაზე

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულება უკრაინის ტერიტორიებზე "საომარი მდგომარეობის" გამოცხადების შესახებ, სასოწარკვეთილი ტაქტიკაა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ვედანტ პატელმა განაცხადა.

"გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ რუსეთი სასოწარკვეთილ ტაქტიკას მიმართავს ამ ოლქებში კონტროლის მოპოვების მიზნით. სიმართლე ისაა, რომ რუსეთი ამ რეგიონებში არ სჭირდებათ და უკრაინაში ხალხი უარყოფს რუსეთის უკანონო შეჭრასა და უკრაინის ტერიტორიის ძალით დაპყრობას”, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისივე მტკიცებით, რაც არ უნდა თქვას ან გააკეთოს კრემლმა, როგორც არ უნდა ცდილობდეს რამის ამოქმედებას ქაღალდის, დადგენილების თუ სხვა რამის საშუალებით, ყირიმი, დონეცკი, ხერსონი, ლუგანსკი და ზაპოროჟიე უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა.

"მათ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ. მათ არ აქვთ იურისდიქცია ამ ტერიტორიებზე. ეს არის უკრაინის მიწა და რუსეთმა, თავისი უკანონო ქმედებებით, უხეშად დაარღვია უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე დაარღვია გაერო-ს წესდება, - განაცხადა მან.

გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხ რეგიონში - ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ნახეთ ასევე: