პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხარისხის მართვა კლინიკა რეპროარტში
ხარისხის მართვა კლინიკა რეპროარტში

თა­ნა­მედ­რო­ვე რეპ­რო­დუქ­ცი­ულ მე­დი­ცი­ნა­ში ხა­რის­ხის მარ­თვა წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­დე­გის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­მსა­ზღვრე­ლი ფაქ­ტო­რია. მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, ის წამ­ყვა­ნი კლი­ნი­კე­ბი, რომ­ლე­ბიც უახ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბი­სა და გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად საქ­მი­ა­ნო­ბენ, მას გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ.

ქარ­თულ-ამე­რი­კულ რეპ­რო­დუქ­ცი­ულ კლი­ნი­კა რეპ­რო­არ­ტში და­არ­სე­ბის დღი­დან ხა­რის­ხის მარ­თვა საქ­მი­ა­ნო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია: კლი­ნი­კა უნა­ყო­ფო­ბის პრობ­ლე­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ მის ფარ­გლებს გა­რეთ, მეც­ნი­ე­რუ­ლად და­სა­ბუ­თე­ბულ, მა­ღალ­ხა­რის­ხი­ან სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობს, ეხ­მა­რე­ბა მათ აის­რუ­ლონ ოც­ნე­ბა და გახ­დნენ მშობ­ლე­ბი. ამავდრო­უ­ლად, რეპ­რო­არ­ტი ქვე­ყა­ნა­ში ეროვ­ნულ გა­იდ­ლა­ი­ნებ­თან ერ­თად, ამე­რი­კუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მის, ინო­ვა­ცი­ურ პროგ­რა­მებ­სა თუ ნორ­მე­ბის ნერ­გავს და რეპ­რო­დუქ­ცი­ულ სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბი­თა და უახ­ლე­სი ცოდ­ნით აძ­ლი­ე­რებს.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ კლი­ნი­კა სტან­დარ­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლობს და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის მო­თხოვ­ნებს სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

რეპ­რო­არ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მქო­ნე სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო ორ­გა­ნოს TÜV (Technischer Überwachungs-Verein) AUSTRIA -ს მიერ გა­ცე­მულ ISO 9001:2015 სერ­ტი­ფი­კატს ფლობს, რაც ადას­ტუ­რებს, რომ კლი­ნი­კა ამ სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სი მარ­თვის სის­ტე­მე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბას რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ის, მე­ა­ნო­ბა-გი­ნე­კო­ლო­გი­ის, ურო­ლო­გია-ან­დრო­ლო­გი­ის, ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის, ემ­ბრი­ო­ლო­გი­ის, ან­დრო­ლო­გი­ი­სა და კლი­ნი­კო დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

კლი­ნი­კის ხა­რის­ხის პო­ლი­ტი­კა რამ­დე­ნი­მე სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მათ შო­რის უპირ­ვე­ლე­სი პა­ცი­ენ­ტე­ბის მუდ­მი­ვი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა, გულ­წრფე­ლო­ბა, ეთი­კუ­რო­ბა და უსაფრ­თხო მკურ­ნა­ლო­ბაა. რეპ­რო­არ­ტში პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და უკუ­კავ­ში­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა. მით უმე­ტეს, რომ უნა­ყო­ფო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის მათ ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბულ მომ­სა­ხუ­რე­ბას უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. სწო­რედ ამი­ტომ, კლი­ნი­კა­ში ნე­ბის­მი­ე­რი პა­ცი­ენ­ტის თი­თო­ე­ულ რე­კო­მენ­და­ცი­ას, შე­ნიშ­ვნა­სა და პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტას ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა. რეპ­რო­არ­ტში წლე­ბია რაც პა­ცი­ენ­ტის პი­რა­დი მე­ნე­ჯე­რის სერ­ვი­სი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს.

ამას გარ­და, მიმ­დი­ნა­რე­ობს მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის დახ­ვე­წა, პა­ცი­ენ­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, კმა­ყო­ფი­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა, მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზი და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.

ხა­რის­ხის პო­ლი­ტი­კის და­ნერგვა­ში უდი­დე­სი როლი აქვს კლი­ნი­კის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის, დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი და სამ­კურ­ნა­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­ნახ­ლე­ბა­სა და კონ­ტროლს, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვას, რაც ზო­გა­დად მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სე­ბის სის­ტე­მა­ტურ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვას­თან ერ­თად, კლი­ნი­კა მუდ­მი­ვად უზ­რუნ­ველ­ყოფს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ურ ზრდა­სა და მათ გან­ვით­რე­ბას.

რეპ­რო­არ­ტი კვლა­ვაც გა­აგ­რძე­ლებს ხა­რის­ხის პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბას, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის მიდ­გო­მე­ბი­სა და მე­თო­დე­ბის და­ნერგვას, რათა სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლი­ოს რუ­კა­ზე უნა­ყო­ფო­ბის მკურ­ნა­ლო­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო ქვეყ­ნად მო­ი­ნიშ­ნოს.

კლი­ნი­კა რეპ­რო­არ­ტი

ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა

მა­მა­კა­ცის უნა­ყო­ფო­ბა

ინ­ტრა­ცი­ტოპ­ლაზ­მუ­რი სპერ­მის ინექ­ცია - ICSI

სპერ­მის მიკ­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი ას­პი­რა­ცია

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ხარისხის მართვა კლინიკა რეპროარტში

ხარისხის მართვა კლინიკა რეპროარტში

თანამედროვე რეპროდუქციულ მედიცინაში ხარისხის მართვა წარმატებული შედეგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ის წამყვანი კლინიკები, რომლებიც უახლესი სტანდარტებისა და გაიდლაინების შესაბამისად საქმიანობენ, მას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ.

ქართულ-ამერიკულ რეპროდუქციულ კლინიკა რეპროარტში დაარსების დღიდან ხარისხის მართვა საქმიანობის განუყოფელი ნაწილია: კლინიკა უნაყოფობის პრობლემის მქონე ადამიანებს, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, მეცნიერულად დასაბუთებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს, ეხმარება მათ აისრულონ ოცნება და გახდნენ მშობლები. ამავდროულად, რეპროარტი ქვეყანაში ეროვნულ გაიდლაინებთან ერთად, ამერიკული და ევროპული სტანდარტების შესაბამის, ინოვაციურ პროგრამებსა თუ ნორმების ნერგავს და რეპროდუქციულ სამედიცინო საზოგადოებას პროფესიონალი კადრებითა და უახლესი ცოდნით აძლიერებს.

საგულისხმოა, რომ კლინიკა სტანდარტული ოპერაციული პროცედურებით ხელმძღვანელობს და საერთაშორისო დონის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.

რეპროარტი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სასერტიფიკაციო ორგანოს TÜV (Technischer Überwachungs-Verein) AUSTRIA -ს მიერ გაცემულ ISO 9001:2015 სერტიფიკატს ფლობს, რაც ადასტურებს, რომ კლინიკა ამ სტანდარტის შესაბამისი მართვის სისტემებით უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისების მიწოდებას რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის, მეანობა-გინეკოლოგიის, უროლოგია-ანდროლოგიის, ინ ვიტრო განაყოფიერების, ემბრიოლოგიის, ანდროლოგიისა და კლინიკო დიაგნოსტიკური ლაბორატორიების მიმართულებით.

კლინიკის ხარისხის პოლიტიკა რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით ხორციელდება. მათ შორის უპირველესი პაციენტების მუდმივი ინფორმირებულობა, გულწრფელობა, ეთიკურობა და უსაფრთხო მკურნალობაა. რეპროარტში პაციენტების გამოცდილებისა და უკუკავშირის გათვალისწინებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მით უმეტეს, რომ უნაყოფობის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის მათ ინტერესებზე მორგებულ მომსახურებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, კლინიკაში ნებისმიერი პაციენტის თითოეულ რეკომენდაციას, შენიშვნასა და პრობლემის გადაწყვეტას ყოველთვის გამორჩეული ყურადღება ექცევა. რეპროარტში წლებია რაც პაციენტის პირადი მენეჯერის სერვისი ფუნქციონირებს.

ამას გარდა, მიმდინარეობს მომსახურების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სამსახურების ეფექტიანობის დახვეწა, პაციენტების საჭიროებების გამოვლენა, კმაყოფილების შეფასება, მიღებული შედეგების ანალიზი და გაუმჯობესება.

ხარისხის პოლიტიკის დანერგვაში უდიდესი როლი აქვს კლინიკის ლაბორატორიების, დიაგნოსტიკური და სამკურნალო მიმართულებების, ინფრასტრუქტურის განახლებასა და კონტროლს, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რაც ზოგადად მკურნალობის პროცესების სისტემატურ გაუმჯობესებას განაპირობებს. ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად, კლინიკა მუდმივად უზრუნველყოფს თანამშრომლების პროფესიურ ზრდასა და მათ განვითრებას.

რეპროარტი კვლავაც გააგრძელებს ხარისხის პოლიტიკის მიმართულებით მუშაობას, მაღალტექნოლოგიური მკურნალობის მიდგომებისა და მეთოდების დანერგვას, რათა საქართველო მსოფლიოს რუკაზე უნაყოფობის მკურნალობისთვის საუკეთესო ქვეყნად მოინიშნოს.

კლინიკა რეპროარტი

ინ ვიტრო განაყოფიერება

მამაკაცის უნაყოფობა

ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია - ICSI

სპერმის მიკროქირურგიული ასპირაცია

R