საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამამთილი აიძულებდა, მოდი და ჩვენთან იცხოვრეო... ის სისტემატურად ძალადობდა რძალზე" - წყალტუბოში მომხდარი დაჭრის ახალი დეტალები
"მამამთილი აიძულებდა, მოდი და ჩვენთან იცხოვრეო... ის სისტემატურად ძალადობდა რძალზე" - წყალტუბოში მომხდარი დაჭრის ახალი დეტალები

წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­ყუ­ლი­ა­ში რძლის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა რძლის მი­მართ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ზა­ფხულ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის“ იუ­რის­ტმა ლე­ვან ჭე­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და. სწო­რედ ის იცავს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქა­ლის უფ­ლე­ბებს, რო­მე­ლიც მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის გამო ამ დრომ­დე კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

რო­გორც იუ­რის­ტი გან­მარ­ტავს, მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი დრო­ე­ბით მა­მამ­თი­ლის სახ­ლში ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა მისი მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის გამო, ის მშობ­ლე­ბის სახ­ლში დაბ­რუნ­და. შემ­თხვე­ვის დღეს კი, აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი რძალს კვლავ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბას სთხოვ­და.

"30 წლის ქალი მისი გარ­დაც­ვლი­ლი მე­უღ­ლის საფ­ლავ­ზე იყო. გუ­შინ­წინ, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 6 თვე შეს­რულ­და და არ მი­ვი­და, რად­გან მა­მამ­თილ­თან კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­და და სი­ტუ­ა­ცი­ას მო­ე­რი­და. გუ­შინ, ახლო ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად მე­უღ­ლის საფ­ლავ­ზე ავი­და, სა­დაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მისი გარ­დაც­ვლი­ლი მე­უღ­ლის მამა მი­ვი­და. მა­მამ­თი­ლი და­ზა­რა­ლე­ბულს ეუბ­ნე­ბო­და, რომ სა­ლა­პა­რა­კო ჰქონ­და და გაჰ­ყო­ლო­და. ვი­ნა­ი­დან, ქალი აღ­ნიშ­ნულ პირ­თან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ად­რეც ყო­ფი­ლა (გა­მო­ძი­ე­ბა 2022 წლის აგ­ვის­ტო­ში და­ი­წყო), მა­მამ­თილს არ გაჰ­ყვა, რა დრო­საც, მა­მა­კაც­მა ჯი­ბი­დან დანა ამო­ი­ღო და ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს რამ­დენ­ჯერ­მე მო­უქ­ნია. და­ზა­რა­ლე­ბულს 3 ჭრი­ლო­ბა აქვს - ერთი ზურ­გის არე­ში, მე­ო­რე გულ-მკერ­დის არე­ში და ასე­ვე, თავ­ზე - შუბ­ლზე აქვს და­ზი­ა­ნე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი 4 არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვის თან­დას­წრე­ბით მოხ­და.

ძა­ლა­დო­ბის გამო ახალ­გაზ­რდა ქალი სახ­ლი­დან წა­მო­სუ­ლი იყო და მშობ­ლებ­თან ცხოვ­რობ­და, მა­მა­კა­ცი კი აი­ძუ­ლებ­და, მოდი და ჩვენ­თან იცხოვ­რეო. მა­მამ­თი­ლი რომ გირ­ტყამს, იქ რა გა­გა­ჩე­რებს? ის სის­ტე­მა­ტუ­რად ძა­ლა­დობ­და რძალ­ზე. მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დეც იყო ძა­ლა­დო­ბა, რის გა­მოც, ცოლ-ქმა­რი სახ­ლი­დან წა­მო­ვი­და და ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და. მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ რძა­ლი სახ­ლში ცოტა ხნით დაბ­რუნ­და, თუმ­ცა ძა­ლა­დო­ბის გამო, სა­ბო­ლო­ოდ ისევ მშობ­ლებ­თან გა­და­ვი­და.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი ჩა­დე­ნილ საქ­ცი­ელს ნა­ნობს. ბრა­ლი ჯერ წა­ყე­ნე­ბუ­ლი არ აქვს, სა­სა­მარ­თლოც 72 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­სჯე­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და ჭე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, მომ­ხდარ ფაქ­ტზე პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა. გა­მო­ძი­ე­ბა ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 117-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ნანა
0

Რათ უნდა მაგისთანა არაკაცს გასამართლება .ჩაქოლეთ და გადააგდეთ ხრამში .

შეგნებული გაიგებს
62

მოკლედ მივყვეთ ამ მძიმე ისტორიას: პირველ რიგში ის უნდა ითქვა სრომ დანაშაულისთვის ყველამ უნდა მოიხადოს სასჯელი. აქ მოხდა შემდეგი რამ ეს გოგონა ფსიქოლოგიურად არ ძალადობდა შვილმკვდარ მშობლებზე როდესაც 4 თვეა შვილიშვილებთან უკრძალავდა მიკარებას? როცა მისი გარდაცვლილი შვილისგან შვილიშვილები ჰყავთ და ვერ ეკარებოდნენ, იმიტომ რომ რძალს ასე უნდა. გარდა ამისა რძალმა მოითხოვა ყოველთვე 900 ლარის გადახდა მათგან. 

ესაა სიმართლე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მამამთილი აიძულებდა, მოდი და ჩვენთან იცხოვრეო... ის სისტემატურად ძალადობდა რძალზე" - წყალტუბოში მომხდარი დაჭრის ახალი დეტალები

"მამამთილი აიძულებდა, მოდი და ჩვენთან იცხოვრეო... ის სისტემატურად ძალადობდა რძალზე" - წყალტუბოში მომხდარი დაჭრის ახალი დეტალები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში რძლის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცის წინააღმდეგ გამოძიება რძლის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ზაფხულშიც მიმდინარეობდა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა ლევან ჭელიძემ განუცხადა. სწორედ ის იცავს დაზარალებული ქალის უფლებებს, რომელიც მიყენებული დაზიანებების გამო ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.

როგორც იურისტი განმარტავს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დაზარალებული დროებით მამამთილის სახლში ცხოვრობდა, თუმცა მისი მხრიდან განხორციელებული ძალადობის გამო, ის მშობლების სახლში დაბრუნდა. შემთხვევის დღეს კი, აღნიშნული პირი რძალს კვლავ სახლში დაბრუნებას სთხოვდა.

"30 წლის ქალი მისი გარდაცვლილი მეუღლის საფლავზე იყო. გუშინწინ, მისი გარდაცვალებიდან 6 თვე შესრულდა და არ მივიდა, რადგან მამამთილთან კონფლიქტი ჰქონდა და სიტუაციას მოერიდა. გუშინ, ახლო ნათესავებთან ერთად მეუღლის საფლავზე ავიდა, სადაც მოგვიანებით, მისი გარდაცვლილი მეუღლის მამა მივიდა. მამამთილი დაზარალებულს ეუბნებოდა, რომ სალაპარაკო ჰქონდა და გაჰყოლოდა. ვინაიდან, ქალი აღნიშნულ პირთან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ადრეც ყოფილა (გამოძიება 2022 წლის აგვისტოში დაიწყო), მამამთილს არ გაჰყვა, რა დროსაც, მამაკაცმა ჯიბიდან დანა ამოიღო და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს რამდენჯერმე მოუქნია. დაზარალებულს 3 ჭრილობა აქვს - ერთი ზურგის არეში, მეორე გულ-მკერდის არეში და ასევე, თავზე - შუბლზე აქვს დაზიანება. ეს ყველაფერი 4 არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მოხდა.

ძალადობის გამო ახალგაზრდა ქალი სახლიდან წამოსული იყო და მშობლებთან ცხოვრობდა, მამაკაცი კი აიძულებდა, მოდი და ჩვენთან იცხოვრეო. მამამთილი რომ გირტყამს, იქ რა გაგაჩერებს? ის სისტემატურად ძალადობდა რძალზე. მეუღლის გარდაცვალებამდეც იყო ძალადობა, რის გამოც, ცოლ-ქმარი სახლიდან წამოვიდა და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ რძალი სახლში ცოტა ხნით დაბრუნდა, თუმცა ძალადობის გამო, საბოლოოდ ისევ მშობლებთან გადავიდა.

ჩვენი ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ საქციელს ნანობს. ბრალი ჯერ წაყენებული არ აქვს, სასამართლოც 72 საათის განმავლობაში იმსჯელებს“, - განაცხადა ჭელიძემ.

ცნობისთვის, მომხდარ ფაქტზე პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"