პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლელო“, "სტრატეგია აღმაშენებელი“ და ენმ სახალხო დამცველის კანდიდატებად ნაზი ჯანეზაშვილს, გიორგი ბურჯანაძეს და ანა აბაშიძეს წარადგენენ
"ლელო“, "სტრატეგია აღმაშენებელი“ და ენმ სახალხო დამცველის კანდიდატებად ნაზი ჯანეზაშვილს, გიორგი ბურჯანაძეს და ანა აბაშიძეს წარადგენენ

"ლელო“, "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის 3 კან­დი­დატს და­ა­სა­ხე­ლებს, რო­მელ­საც არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­მა გა­უ­წია რე­კო­მენ­და­ცია. კერ­ძოდ, ისი­ნი კან­დი­და­ტე­ბად ანა აბა­ში­ძეს, ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვილს და გი­ორ­გი ბურ­ჯა­ნა­ძეს წა­რად­გე­ნენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მათ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად მი­ი­ღეს, რო­მე­ლიც და­ხუ­რულ კარს მიღ­მა გა­ი­მარ­თა.

რო­გორც შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მის ნდო­ბას მხო­ლოდ 3 კან­დი­და­ტი იმ­სა­ხუ­რებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვერ მო­ა­ტყუ­ებს და მე­ო­თხეს ვერ და­ა­სა­ხე­ლებს იმის გამო, რომ 7 კან­დი­და­ტი შე­ავ­სოს.

"ჩვენ­თვის ამო­ცა­ნა არის, რომ ვი­ყოთ თან­მიმ­დევ­რუ­ლე­ბი, და­ნარ­ჩენს პრო­ცე­სი გვიჩ­ვე­ნებს, არა­ვის ვურ­ჩევ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" შე­უვ­სოს ის ორი ხმა, რო­მე­ლიც აკ­ლია, თუ 2 ხმას შე­უვ­სებ, აღარ ხარ ოპო­ზი­ცია.

რაც შე­ე­ხე­ბა 7 კან­დი­და­ტის და­სა­ხე­ლე­ბას - თაღ­ლი­თუ­რი სქე­მა მო­ი­გო­ნეს, მე ხომ არ მო­მი­გო­ნია და არც მხა­რი და­მი­ჭე­რია, რომ 7 უნდა და­სა­ხელ­დეს, თა­ვის სა­ტე­ლი­ტე­ბი ხომ ჰყავთ, "სო­ცი­ა­ლის­ტე­ბი" ჰყავთ, სხვე­ბი ჰყავთ, წა­რად­გე­ნი­ნონ მათ კან­დი­და­ტე­ბი,", - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

"ლე­ლოს" ლი­დე­რი და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი კი აცხა­დებს, რომ არ­სად არის გან­სა­ზღვრუ­ლი, რომ ერ­თმა პარ­ტი­ამ უნდა და­ა­სა­ხე­ლოს 7 კან­დი­და­ტი.

"ოპო­ზი­ცი­ამ შვი­დი უნდა და­ა­სა­ხე­ლო­სო, ეს სად­მე წე­რია? "ლე­ლოს" აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ 7 და­ა­სა­ხე­ლოს?! მე გთხოვთ მიბ­რძან­დეთ თი­თო­ე­ულ სუ­ბი­ექტთან და კი­თხოთ, რამ­დე­ნი კან­დი­და­ტის და­სა­ხე­ლე­ბას აპი­რებს, სა­მის და­სა­ხე­ლე­ბას ვა­პი­რებთ, მი­ნი­მუმ, ჩვენ ვთქვით, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ კან­დი­და­ტებს და­ვა­სა­ხე­ლებთ და არ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში და­ვაკ­ვირ­დე­ბით სხვე­ბის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ კან­დი­და­ტებ­საც. ყვე­ლას აქვს თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ სა­კი­თხი გა­დავ­წყვი­ტოთ სწო­რად. ეს 7 ვინ და­ა­წე­სა? - "ოც­ნე­ბამ", და­ა­სა­ხე­ლოს თა­ვი­სი, ყვე­ლამ და გა­მო­ვა 7", - აცხა­დებს უსუ­ფაშ­ვი­ლი.

მსგავ­სი პო­ზი­ცია აქვს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­საც". ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კან­დი­და­ტე­ბის 7- მდე შევ­სე­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" და სხვა სა­პარ­ლა­მენ­ტო პარ­ტი­ებს მო­უ­წევთ.

"და­პი­რე­ბი­სა­მებრ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­დგე­ნილ კან­დი­და­ტებს წარ­ვად­გენთ, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" და სხვა სა­პარ­ლა­მენ­ტო სუ­ბი­ექ­ტებს ექ­ნე­ბათ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ კან­დი­და­ტე­ბი 7- მდე შე­ავ­სონ და მოხ­დეს სრულ­ფა­სოვ­ნად პრო­ცე­დუ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის არ­ჩე­ვა პირ­ვე­ლი­ვე მცდე­ლო­ბა­ზე,"- გა­ნა­ცხა­და ბეჟაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
: )))))))
0

ეს აბაშიძე რა კატასტროფაა! მაგისი სახალხო დამცველობა უკიდურესად მძიმე შემთხვევა იქნება

კოლია ახობაძე
0

სამივე ხომ არ დაინიშნება, სამში ერთი ხომ უნდა აირჩიონ ნაცებმა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ლელო“, "სტრატეგია აღმაშენებელი“ და ენმ სახალხო დამცველის კანდიდატებად ნაზი ჯანეზაშვილს, გიორგი ბურჯანაძეს და ანა აბაშიძეს წარადგენენ

"ლელო“, "სტრატეგია აღმაშენებელი“ და ენმ სახალხო დამცველის კანდიდატებად ნაზი ჯანეზაშვილს, გიორგი ბურჯანაძეს და ანა აბაშიძეს წარადგენენ

"ლელო“, "სტრატეგია აღმაშენებელი“ და "ნაციონალური მოძრაობა" სახალხო დამცველის 3 კანდიდატს დაასახელებს, რომელსაც არასამთავრობო სექტორმა გაუწია რეკომენდაცია. კერძოდ, ისინი კანდიდატებად ანა აბაშიძეს, ნაზი ჯანეზაშვილს და გიორგი ბურჯანაძეს წარადგენენ.

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მათ კონსულტაციების შედეგად მიიღეს, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, მის ნდობას მხოლოდ 3 კანდიდატი იმსახურებს და საზოგადოებას ვერ მოატყუებს და მეოთხეს ვერ დაასახელებს იმის გამო, რომ 7 კანდიდატი შეავსოს.

"ჩვენთვის ამოცანა არის, რომ ვიყოთ თანმიმდევრულები, დანარჩენს პროცესი გვიჩვენებს, არავის ვურჩევ "ქართულ ოცნებას" შეუვსოს ის ორი ხმა, რომელიც აკლია, თუ 2 ხმას შეუვსებ, აღარ ხარ ოპოზიცია.

რაც შეეხება 7 კანდიდატის დასახელებას - თაღლითური სქემა მოიგონეს, მე ხომ არ მომიგონია და არც მხარი დამიჭერია, რომ 7 უნდა დასახელდეს, თავის სატელიტები ხომ ჰყავთ, "სოციალისტები" ჰყავთ, სხვები ჰყავთ, წარადგენინონ მათ კანდიდატები,", - განაცხადა ვაშაძემ.

"ლელოს" ლიდერი დავით უსუფაშვილი კი აცხადებს, რომ არსად არის განსაზღვრული, რომ ერთმა პარტიამ უნდა დაასახელოს 7 კანდიდატი.

"ოპოზიციამ შვიდი უნდა დაასახელოსო, ეს სადმე წერია? "ლელოს" აქვს ვალდებულება, რომ 7 დაასახელოს?! მე გთხოვთ მიბრძანდეთ თითოეულ სუბიექტთან და კითხოთ, რამდენი კანდიდატის დასახელებას აპირებს, სამის დასახელებას ვაპირებთ, მინიმუმ, ჩვენ ვთქვით, რომ არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს დავასახელებთ და არჩევის პროცესში დავაკვირდებით სხვების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებსაც. ყველას აქვს თანაბარი უფლება და პასუხისმგებლობა, რომ საკითხი გადავწყვიტოთ სწორად. ეს 7 ვინ დააწესა? - "ოცნებამ", დაასახელოს თავისი, ყველამ და გამოვა 7", - აცხადებს უსუფაშვილი.

მსგავსი პოზიცია აქვს "ნაციონალურ მოძრაობასაც". ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ კანდიდატების 7- მდე შევსება "ქართულ ოცნებას" და სხვა საპარლამენტო პარტიებს მოუწევთ.

"დაპირებისამებრ არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგენილ კანდიდატებს წარვადგენთ, "ქართულ ოცნებას" და სხვა საპარლამენტო სუბიექტებს ექნებათ ვალდებულება, რომ კანდიდატები 7- მდე შეავსონ და მოხდეს სრულფასოვნად პროცედურის განხორციელება და სახალხო დამცველის არჩევა პირველივე მცდელობაზე,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.