საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მექსიკური სერიალების "ტირილის დედოფალი"  - ცნობილი "გვადალუპეს" სკანდალური ცხოვრება, რომანი პრეზიდენტთან და მსახიობის იდუმალი "გაქრობის" ამბავი
მექსიკური სერიალების "ტირილის დედოფალი"  - ცნობილი "გვადალუპეს" სკანდალური ცხოვრება, რომანი პრეზიდენტთან და მსახიობის იდუმალი "გაქრობის" ამბავი

მექ­სი­კუ­რი სე­რი­ა­ლე­ბის მოყ­ვა­რულ ქარ­თვე­ლებს, აუ­ცი­ლებ­ლად ემახ­სოვ­რე­ბათ გო­გო­ნა სე­რი­ა­ლი­დან "გვა­და­ლუ­პე,“ იგი­ვე ადე­ლა ნო­რი­ე­გა. მსა­ხი­ო­ბი უკვე წლე­ბია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აღარ ჩნდე­ბა და მექ­სი­კა­შიც კი არ იცი­ან, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ახლა ერთ დროს პო­პუ­ლა­რუ­ლი ქალი, მაგ­რამ მის ბი­ოგ­რა­ფი­ას თუ გა­და­ხე­დავთ, არ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, რად­გან პო­პუ­ლა­რო­ბა­ზე უა­რის თქმის­თვის, მექ­სი­კუ­რი მე­დი­ის მი­ხედ­ვით, მას უამ­რა­ვი მი­ზე­ზი აქვს.

ადე­ლა ამა­ლია ნო­რი­ე­გა მენ­დე­სი 1969 წელს და­ი­ბა­და, ის ახლა უკვე 50 წლის არის. ნო­რი­ე­გა ჯერ კი­დევ თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკ­ში გახ­და ცნო­ბი­ლი, რო­დე­საც ერთ-ერთ მექ­სი­კურ სე­რი­ალ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

მისი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა ექვს სე­რი­ალს ით­ვლის, თუმ­ცა ტრა­გი­კუ­ლი რო­ლე­ბის გამო, სამ­შობ­ლო­ში "ტი­რი­ლის დე­დო­ფა­ლიც" კი შე­არ­ქვეს.

ადე­ლა ნო­რი­ე­გა მე­ხი­კო­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. მო­ზარ­დი იყო, როცა მამა და­ე­ღუ­პა,1995 წელს კი კი­ბოს­თან ბრძო­ლა­ში დედა და­მარ­ცხდა. მსა­ხი­ობს და-ძმა - რე­ი­ნა და ალე­ხან­დრო ჰყავს.

  • კა­რი­ე­რა

ნო­რი­ე­გა რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ბავ­შვო­ბა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. 12 წლის გო­გო­ნა დე­დას­თან ერ­თად სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში იყო, რო­დე­საც სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა შე­ნიშ­ნა. მალე გო­გო­ნამ მუ­შა­ო­ბა მო­დე­ლად და­ი­წყო, შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა სა­ტე­ლე­ვი­ზიო რეკ­ლა­მებ­სა და მუ­სი­კა­ლურ ვი­დე­ო­ებ­ში. მისი დე­ბი­უ­ტი ტე­ლე­ნო­ვე­ლა­ში მა­შინ შედ­გა, როცა 14 წლის იყო.

  • პო­პუ­ლა­რო­ბა

პირ­ვე­ლად მთა­ვა­რი როლი სე­რი­ალ­ში 1986 წელს მი­ი­ღო. მა­შინ თექ­ვსმე­ტი წლის იყო. ადე­ლა ნო­რი­ე­გა თა­მა­შობ­და ის­ტო­რი­ულ სე­რი­ალ­ში, რო­მე­ლიც გვიყ­ვე­ბო­და ბოშა გო­გო­ნა­სა და მისი ქა­რა­ვა­ნის მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე.

პო­პუ­ლა­რო­ბა 1987 წელს მო­ვი­და, ადე­ლამ მთა­ვა­რი როლი შე­ას­რუ­ლა ლე­გენ­და­რულ სე­რი­ალ­ში Quinceañera, რო­მე­ლიც თი­ნე­ი­ჯე­რუ­ლი ასა­კის გა­მოწ­ვე­ვებ­ზე გა­და­ი­ღეს. სე­რი­ალ­ში წა­მო­წე­უ­ლი იყო ისე­თი თე­მე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ალ­კოჰო­ლის, ან ნარ­კო­ტი­კე­ბის პრობ­ლე­მა, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, მო­ზარ­დის ორ­სუ­ლო­ბა. სე­რი­ალ­მა დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა მექ­სი­კის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე. 2008 წელს Associated Press-მა სე­რი­ა­ლი ლა­თი­ნურ ამე­რი­კა­ში 10 ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ტე­ლე­ნო­ვე­ლე­ბის სი­ა­ში“ შე­იყ­ვა­ნა.

  • უწყვე­ტი წარ­მა­ტე­ბა

ნო­რი­ე­გამ კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა Telemundo-სთან და 1993 წელს მი­ი­ღო მთა­ვა­რი როლი სე­რი­ალ "გვა­და­ლუ­პე­ში“. მალე სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მა­ტე­ბა მო­ვი­და. სე­რი­ა­ლი იმ­დე­ნად კარ­გად მი­ი­ღეს არა­ბულ სამ­ყა­რო­ში, რომ გო­გო­ნა 1994 წელს მა­რო­კოს მე­ფემ ქვე­ყა­ნა­ში სა­პა­ტიო სტუმ­რად და­პა­ტი­ჟა.

1995 წელს სა­ცხოვ­რებ­ლად კო­ლუმ­ბი­ა­ში გა­და­ვი­და, სა­დაც კი­დევ ერთ სე­რი­ალ­ში გა­და­ი­ღეს. მისი კა­რი­ე­რა ელ­ვის სის­წრა­ფით გან­ვი­თარ­და, იღებ­დნენ ფილ­მებ­ში, თა­მა­შობ­და სპექ­ტაკ­ლებ­ში და რაც მთა­ვა­რია, იღებ­და მთა­ვარ ჯილ­დო­ებს. ნო­რი­ე­გას ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში სტუმ­რო­ბა რე­ი­ტინ­გის ყვე­ლა რე­კორდს ხსნი­და.

  • რო­მა­ნი პრე­ზი­დენ­ტთან

ადე­ლა პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ში იყო, რო­დე­საც ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, რომ მას რო­მა­ნი ჰქონ­და მექ­სი­კის მა­შინ­დელ პრე­ზი­დენტ კარ­ლოს სა­ლი­ნას დე გორ­ტარ­თან. სა­ლი­ნა­სი იმ დროს და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო სე­სი­ლია ოჩელ­ზე. მე­დია წერ­და, რომ მსა­ხი­ობ­სა და პირ­ველ ლე­დის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბაც კი ჰქონ­დათ და ისი­ნი დაც­ვამ გა­აშ­ვე­ლა. სა­ლი­ნა­სი 1988-1994 წლებ­ში იყო პრე­ზი­დენ­ტი.

არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ადე­ლა ნო­რი­ე­გას ერ­თა­დერ­თი ვაჟი სწო­რედ პრე­ზი­დენ­ტის­გან შე­ე­ძი­ნა. ქალი სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავ­და შვილს პა­პა­რა­ცე­ბის­გან, თუმ­ცა მე­დი­ა­ში ადე­ლა ნო­რი­ე­გა­სა და მისი ვა­ჟის ფოტო მა­ინც გავ­რცელ­და. მექ­სი­კუ­რი მე­დია და­უნ­დო­ბე­ლი იყო ქა­ლის მი­მართ, მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადე­ლა მე­ხი­კო­ში არ­სე­ბულ ბრი­ტა­ნულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს მშო­ბი­ა­რო­ბის­თვის ისე, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებს არა­ფე­რი გა­ე­გოთ.

მსა­ხი­ობ­მა წნეხს ვე­ღარ გა­უძ­ლო და გა­და­წყვი­ტა კა­რი­ე­რა­ზე უარი ეთ­ქვა. ნო­რი­ე­გა ეკ­რა­ნე­ბი­დან გაქ­რა. წლე­ბია არა­ვის უნა­ხავს და არ იცი­ან, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ის ახლა, 52 წლის ასაკ­ში.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადე­ლა ნო­რი­ე­გა რამ­დე­ნი­მე წე­ლია რაც მა­ი­ა­მი­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ რა­ი­ონ­ში ცხოვ­რობს და მის მფლო­ბე­ლო­ბა­შია უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის კომ­პა­ნია, რო­მელ­საც ახლა მისი 32 წლის ვაჟი კარ­ლოს როდ­რი­გო სა­ლი­ნას ნო­რი­ე­გა მარ­თავს. რო­გორ ჩანს, ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა შვილს გვა­რი მის­ცა.

"ახლა მე­ნე­ჯე­რი ვა­ჟია, ბიჭი, რო­მელ­საც კარ­ლოს­საც ეძა­ხი­ან. ის არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ბიზ­ნე­სი­სა და ქო­ნე­ბის მარ­თვა­ზე. ეს არის ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც ადე­ლას აქვს მას შემ­დეგ, რაც მისი რო­მა­ნი "ტკბი­ლი გა­მოწ­ვე­ვა" დას­რულ­და,“ - წერს მექ­სი­კუ­რი მე­დია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ამ­ბი­დან წლე­ბი გა­ვი­და. პრე­ზი­დენ­ტი კი სწო­რედ ჭო­რე­ბის გამო, ცოლს ჯერ კი­დევ საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე ერთი წლით ადრე და­შორ­და, ეს ამ­ბა­ვი მექ­სი­კუ­რი მე­დი­ის­თვის საყ­ვა­რე­ლი თე­მაა. 2007 წელს მე­დი­ა­ში გავცრელ­და ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლე­დის კო­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ამ რო­მა­ნის შე­სა­ხებ მუდ­მი­ვად ეს­მო­და, მაგ­რამ თა­ვი­დან ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევ­და, თუმ­ცა გან­ქორ­წი­ნე­ბის მი­ზე­ზი სწო­რედ ეს გახ­ლდათ...

"ნამ­დვი­ლად ვგრძნობ­დი, რომ ჩემი მა­შინ­დე­ლი მე­უღ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც ხდე­ბო­და, ვცდი­ლობ­დი, რომ ის შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა, ოჯა­ხი­სა და შვი­ლე­ბის გამო, მაგ­რამ...“ - ამ­ბობს ოჩე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ექ­სპრე­ზი­დენტს, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, ის კო­რუფ­ცი­ა­ში იქნა მხი­ლე­ბუ­ლი და ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა. მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მისი ფი­ნან­სე­ბით გან­კარ­გა­ვენ ადე­ლა და მისი ვაჟი ძვი­რა­დღი­რე­ბულ ბიზ­ნესს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზსს
15

მე ეს ქალი გვადალუპედან მახსოვს, ძალიან მომწონდა ლამაზი და სათნო გამომეტყველებით. სინამდვილეში კარიერისტი და ფულის სიყვარული ჰქონია. ისე პოპულარული ადამიანები იშვიათად არიან ცხოვრებაში დალაგებულები გინდა კაცი გინდა ქალი.

ტტ
19

ისე მაგრა ტეხავს რო დაბერდები და ვიზუალისთვის რო გაგცვლის ან ცოლი ან ქმარი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

მექსიკური სერიალების "ტირილის დედოფალი"  - ცნობილი "გვადალუპეს" სკანდალური ცხოვრება, რომანი პრეზიდენტთან და მსახიობის იდუმალი "გაქრობის" ამბავი

მექსიკური სერიალების "ტირილის დედოფალი"  - ცნობილი "გვადალუპეს" სკანდალური ცხოვრება, რომანი პრეზიდენტთან და მსახიობის იდუმალი "გაქრობის" ამბავი

მექსიკური სერიალების მოყვარულ ქართველებს, აუცილებლად ემახსოვრებათ გოგონა სერიალიდან "გვადალუპე,“ იგივე ადელა ნორიეგა. მსახიობი უკვე წლებია საზოგადოებაში აღარ ჩნდება და მექსიკაშიც კი არ იციან, როგორ გამოიყურება ახლა ერთ დროს პოპულარული ქალი, მაგრამ მის ბიოგრაფიას თუ გადახედავთ, არ გაგიკვირდებათ, რადგან პოპულარობაზე უარის თქმისთვის, მექსიკური მედიის მიხედვით, მას უამრავი მიზეზი აქვს.

ადელა ამალია ნორიეგა მენდესი 1969 წელს დაიბადა, ის ახლა უკვე 50 წლის არის. ნორიეგა ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში გახდა ცნობილი, როდესაც ერთ-ერთ მექსიკურ სერიალში მიიღო მონაწილეობა.

მისი სამსახიობო კარიერა ექვს სერიალს ითვლის, თუმცა ტრაგიკული როლების გამო, სამშობლოში "ტირილის დედოფალიც" კი შეარქვეს.

ადელა ნორიეგა მეხიკოში დაიბადა და გაიზარდა. მოზარდი იყო, როცა მამა დაეღუპა,1995 წელს კი კიბოსთან ბრძოლაში დედა დამარცხდა. მსახიობს და-ძმა - რეინა და ალეხანდრო ჰყავს.

  • კარიერა

ნორიეგა როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვობაში აღმოაჩინეს. 12 წლის გოგონა დედასთან ერთად სავაჭრო ცენტრში იყო, როდესაც სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელმა შენიშნა. მალე გოგონამ მუშაობა მოდელად დაიწყო, შემდეგ გამოჩნდა სატელევიზიო რეკლამებსა და მუსიკალურ ვიდეოებში. მისი დებიუტი ტელენოველაში მაშინ შედგა, როცა 14 წლის იყო.

  • პოპულარობა

პირველად მთავარი როლი სერიალში 1986 წელს მიიღო. მაშინ თექვსმეტი წლის იყო. ადელა ნორიეგა თამაშობდა ისტორიულ სერიალში, რომელიც გვიყვებოდა ბოშა გოგონასა და მისი ქარავანის მოგზაურობაზე.

პოპულარობა 1987 წელს მოვიდა, ადელამ მთავარი როლი შეასრულა ლეგენდარულ სერიალში Quinceañera, რომელიც თინეიჯერული ასაკის გამოწვევებზე გადაიღეს. სერიალში წამოწეული იყო ისეთი თემები, როგორებიცაა ალკოჰოლის, ან ნარკოტიკების პრობლემა, გაუპატიურება, მოზარდის ორსულობა. სერიალმა დიდი გავლენა მოახდინა მექსიკის საზოგადოებაზე. 2008 წელს Associated Press-მა სერიალი ლათინურ ამერიკაში 10 ყველაზე გავლენიანი ტელენოველების სიაში“ შეიყვანა.

  • უწყვეტი წარმატება

ნორიეგამ კონტრაქტი გააფორმა Telemundo-სთან და 1993 წელს მიიღო მთავარი როლი სერიალ "გვადალუპეში“. მალე საერთაშორისო წარმატება მოვიდა. სერიალი იმდენად კარგად მიიღეს არაბულ სამყაროში, რომ გოგონა 1994 წელს მაროკოს მეფემ ქვეყანაში საპატიო სტუმრად დაპატიჟა.

1995 წელს საცხოვრებლად კოლუმბიაში გადავიდა, სადაც კიდევ ერთ სერიალში გადაიღეს. მისი კარიერა ელვის სისწრაფით განვითარდა, იღებდნენ ფილმებში, თამაშობდა სპექტაკლებში და რაც მთავარია, იღებდა მთავარ ჯილდოებს. ნორიეგას ტელევიზიაში სტუმრობა რეიტინგის ყველა რეკორდს ხსნიდა.

  • რომანი პრეზიდენტთან

ადელა პოპულარობის პიკში იყო, როდესაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ მას რომანი ჰქონდა მექსიკის მაშინდელ პრეზიდენტ კარლოს სალინას დე გორტართან. სალინასი იმ დროს დაქორწინებული იყო სესილია ოჩელზე. მედია წერდა, რომ მსახიობსა და პირველ ლედის ფიზიკური დაპირისპირებაც კი ჰქონდათ და ისინი დაცვამ გააშველა. სალინასი 1988-1994 წლებში იყო პრეზიდენტი.

არსებობს ინფორმაცია, რომ ადელა ნორიეგას ერთადერთი ვაჟი სწორედ პრეზიდენტისგან შეეძინა. ქალი საგულდაგულოდ მალავდა შვილს პაპარაცებისგან, თუმცა მედიაში ადელა ნორიეგასა და მისი ვაჟის ფოტო მაინც გავრცელდა. მექსიკური მედია დაუნდობელი იყო ქალის მიმართ, მათი ინფორმაციით, ადელა მეხიკოში არსებულ ბრიტანულ საავადმყოფოში გადაიყვანეს მშობიარობისთვის ისე, რომ ჟურნალისტებს არაფერი გაეგოთ.

მსახიობმა წნეხს ვეღარ გაუძლო და გადაწყვიტა კარიერაზე უარი ეთქვა. ნორიეგა ეკრანებიდან გაქრა. წლებია არავის უნახავს და არ იციან, როგორ გამოიყურება ის ახლა, 52 წლის ასაკში.

ბოლო ინფორმაციით, ადელა ნორიეგა რამდენიმე წელია რაც მაიამიში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ რაიონში ცხოვრობს და მის მფლობელობაშია უძრავი ქონების კომპანია, რომელსაც ახლა მისი 32 წლის ვაჟი კარლოს როდრიგო სალინას ნორიეგა მართავს. როგორ ჩანს, ყოფილმა პრეზიდენტმა შვილს გვარი მისცა.

"ახლა მენეჯერი ვაჟია, ბიჭი, რომელსაც კარლოსსაც ეძახიან. ის არის პასუხისმგებელი ბიზნესისა და ქონების მართვაზე. ეს არის ბიზნესი, რომელიც ადელას აქვს მას შემდეგ, რაც მისი რომანი "ტკბილი გამოწვევა" დასრულდა,“ - წერს მექსიკური მედია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბიდან წლები გავიდა. პრეზიდენტი კი სწორედ ჭორების გამო, ცოლს ჯერ კიდევ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დაშორდა, ეს ამბავი მექსიკური მედიისთვის საყვარელი თემაა. 2007 წელს მედიაში გავცრელდა ყოფილი პირველი ლედის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ ამ რომანის შესახებ მუდმივად ესმოდა, მაგრამ თავიდან ყურადღებას არ აქცევდა, თუმცა განქორწინების მიზეზი სწორედ ეს გახლდათ...

"ნამდვილად ვგრძნობდი, რომ ჩემი მაშინდელი მეუღლის ცხოვრებაში რაღაც ხდებოდა, ვცდილობდი, რომ ის შემენარჩუნებინა, ოჯახისა და შვილების გამო, მაგრამ...“ - ამბობს ოჩელი.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტს, თანამდებობის დატოვების შემდეგ, ის კორუფციაში იქნა მხილებული და ქვეყანა დატოვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისი ფინანსებით განკარგავენ ადელა და მისი ვაჟი ძვირადღირებულ ბიზნესს.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"