საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოკუპანტი ქვეყნის ბრალდებაზე თავი უნდა ვიმართლო?!" - რუსეთმა ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეში საქართველო კვლავ ახსენა: რას პასუხობს ჩვენი ხელისუფლება
"ოკუპანტი ქვეყნის ბრალდებაზე თავი უნდა ვიმართლო?!" - რუსეთმა ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეში საქართველო კვლავ ახსენა: რას პასუხობს ჩვენი ხელისუფლება

"სა­ბა­ჟო სა­ზღვა­რი არც ტრო­ტი­ლით და არც სხვა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით დატ­ვირ­თულ ტრა­ი­ლერს არ გა­უვ­ლია - თუ ეს სპე­კუ­ლა­ცი­აა, შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა უნდა უპა­სუ­ხონ, მე გე­უბ­ნე­ბით, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვა არ ყო­ფი­ლა",- ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი კა­კა­უ­რი­ძე რუ­სუ­ლი მე­დი­ით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბამ, რო­მე­ლიც ყი­რი­მის ხიდ­ზე აფეთ­ქდა, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია გა­ი­ა­რა.

  • მისი თქმით, ის არ არის ვალ­დე­ბუ­ლი ოკუ­პან­ტის ბრალ­დე­ბებს უპა­სუ­ხოს, რომ­ლის უკა­ნაც არ­გუ­მენ­ტე­ბი არ დგას.

"კონ­ტრო­ლის ნა­წილ­ში სა­ბა­ჟო სამ­სა­ხუ­რე­ბი რო­გორ მუ­შა­ო­ბენ ყვე­ლა ჩვენ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ორ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცის, მათ შო­რის რო­გორც ევ­რი­კავ­ში­რის, ასე­ვე აშშ- ის მხრი­დან, მუდ­მივ რე­ჟიმ­ში გვაქვს მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ბა­ჟო სამ­სა­ხურს. რაც შე­ე­ხე­ბა ბრალდბებს, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან, გარ­კვე­უ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი ის­მის, რომ­ლის უკა­ნაც არ დგას არა­ნა­ი­რი და­სა­ბუ­თე­ბა.

ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია ვი­ღა­ცამ ვი­ღა­ცას რა­ღაც და­აბ­რა­ლოს და თუ ამის უკან არ­გუ­მენ­ტი არ დგას, ეს იქ­ნე­ბა უბ­რა­ლოდ წა­მო­რო­ში­ლი სი­ტყვა, რომ­ლის უკან არა­ფე­რი დგას.

არ გა­უვ­ლია სა­ბა­ჟო სა­ზღვა­რი არც ტრო­ტი­ლით და არც სხვა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით დატ­ვირ­თულ ტრა­ი­ლერს თუ ვა­გონს. არ მაქვს არა­ნა­ი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა თავი ვი­მარ­თლო ვინ­მეს წი­ნა­შე. თუ ვინ­მე არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად და­ა­სა­ბუ­თებს რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი გა­ი­ა­რა, მაგ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ძი­ე­ბაც და­ი­წყე­ბა და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბიც იქ­ნე­ბი­ან.

ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის ბრალ­დე­ბა­ზე მე თავი უნდა ვი­მარ­თლო?! ასე ფიქ­რობთ? თუ ეს სპე­კუ­ლა­ცი­აა, ამას შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა უნდა უპა­სუ­ხონ. მე გე­უბ­ნე­ბით, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვა არ ყო­ფი­ლა, და­ნარ­ჩე­ნი თუ ეს სპე­კუ­ლა­ცი­აა, ამას ვინ აკე­თებს, რო­გორ აკე­თებს, შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი გა­ა­კე­თე­ბენ კო­მენ­ტარს და მე არ მაქვს კომ­პე­ტენ­ცია მათ ნაც­ვლად ვი­სა­უბ­რო, მე არ მაქვს არც ამის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა. ჩემი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ არის და არც ჩემი კომ­პე­ტენ­ცი­აა, რომ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ნა­წილ­ში კო­მენ­ტა­რი მე გა­ვა­კე­თო, არ არის ჩემ­გან სწო­რი და არ გა­ვა­კე­თებ,"- გა­ნა­ცხა­და კა­კა­უ­რი­ძემ.

  • შე­გახ­სე­ნებთ, რომ რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყი­რი­მის ხიდ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტის ფაქ­ტზე აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით 8 ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი, მათ­გან ხუთი რუ­სე­თის, სამი კი - უკ­რა­ი­ნი­სა და სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქეა. ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

"ყი­რი­მის ხიდ­ზე ტე­რაქ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლო, მისი უფ­რო­სი კი­რილ ბუ­და­ნო­ვი, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და აგენ­ტე­ბი. ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა რუ­ლო­ნებ­ში იყო შე­ნიღ­ბუ­ლი, სამ­შე­ნებ­ლო პო­ლი­ე­თი­ლე­ნის ფი­რით 22 პა­ლეტ­ზე, რომ­ლის სა­ერ­თო წონა 22 770 კი­ლოგ­რამს შე­ად­გენ­და“, - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში ტვირ­თი გა­იგ­ზავ­ნა ოდე­სის პორ­ტი­დან ბულ­გა­რე­თის რუ­სეს პორ­ტში, ბულ­გა­რე­თი­დან ტრან­სპორ­ტი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ფო­თის პორ­ტში, შემ­დეგ კი სომ­ხეთ­ში გაგ­რძელ­და.

"გა­და­ტა­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მი­ხა­ილ ცი­ურ­კა­ლო, დე­ნის კო­ვა­ჩი, რო­მან სო­ლომ­კო, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სან­დრო ინა­სა­რი­ძე, ბრო­კე­რი სა­ხე­ლად ლე­ვა­ნი და სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე არ­ტურ ტერ­ჩა­ნი­ა­ნი“, - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

მა­თი­ვე ცნო­ბით, 29 სექ­ტემ­ბრი­დან 3 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით, ერე­ვან­ში, ტრან­სა­ლი­ან­სის ტერ­მი­ნალ­ში, ტვირ­თი გა­ნა­ბა­ჟეს, შემ­დეგ კი სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი DAF-ის სატ­ვირ­თო მან­ქა­ნით, ტვირ­თმა რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი 4 ოქ­ტომ­ბერს ზემო ლარ­სის სა­გუ­შა­გო­ზე, გა­დაკ­ვე­თა ორი დღის შემ­დეგ კი არ­მა­ვი­რის სა­ბი­თუ­მო ბა­ზა­ზე მი­ი­ტა­ნეს და გად­მოტვირ­თეს.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 7 ოქ­ტომ­ბერს უკ­რა­ი­ნი­სა და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, ტვირ­თის სა­ბუ­თე­ბი კვლავ შე­იც­ვა­ლა, გამ­გზავ­ნად მი­უ­თი­თეს შპს TEK-34 ული­ა­ნოვ­სკი­დან, ხოლო მიმ­ღე­ბად - ყი­რიმ­ში არარ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნია.

"იმა­ვე დღეს, პა­ლე­ტე­ბი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქის, 1971 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­ხირ იუ­სუ­ბო­ვის სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა­ში ჩატ­ვირ­თეს, ხოლო 2022 წლის 8 ოქ­ტომ­ბერს დი­ლის 06:03 სა­ათ­ზე ყი­რი­მის ხიდ­ზე გა­დაკ­ვე­თი­სას აფეთ­ქე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და,“- აცხა­დე­ბენ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ სამ­სა­ხურ­ში.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სერგი
0

თავის მართლება ქე გამოუვიდა კარგად...

ნიკოლოზი
1

შენ კი არ უნდა იმართლო თავი, არამედ სახელმწიფომ უნდა დააფიქსიროს ოფიციალური პასუხი და პოზიცია...ასე ხდება ცივილიზებულ ქვეყანაში გაიგე "ბაბაჯო"?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ოკუპანტი ქვეყნის ბრალდებაზე თავი უნდა ვიმართლო?!" - რუსეთმა ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეში საქართველო კვლავ ახსენა: რას პასუხობს ჩვენი ხელისუფლება

"ოკუპანტი ქვეყნის ბრალდებაზე თავი უნდა ვიმართლო?!" - რუსეთმა ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეში საქართველო კვლავ ახსენა: რას პასუხობს ჩვენი ხელისუფლება

"საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს არ გაუვლია - თუ ეს სპეკულაციაა, შესაბამისმა სამსახურებმა უნდა უპასუხონ, მე გეუბნებით, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა",- ასე ეხმიანება ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სატრანსპორტო საშუალებამ, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქდა, საქართველოს ტერიტორია გაიარა.

  • მისი თქმით, ის არ არის ვალდებული ოკუპანტის ბრალდებებს უპასუხოს, რომლის უკანაც არგუმენტები არ დგას.

"კონტროლის ნაწილში საბაჟო სამსახურები როგორ მუშაობენ ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა ძალიან კარგად იცის, მათ შორის როგორც ევრიკავშირის, ასევე აშშ- ის მხრიდან, მუდმივ რეჟიმში გვაქვს მათთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით საბაჟო სამსახურს. რაც შეეხება ბრალდბებს, ზოგ შემთხვევაში პოლიტიკოსებისგან, ზოგ შემთხვევაში სპეცსამსახურებიდან, გარკვეული ბრალდებები ისმის, რომლის უკანაც არ დგას არანაირი დასაბუთება.

ყოველთვის შეუძლია ვიღაცამ ვიღაცას რაღაც დააბრალოს და თუ ამის უკან არგუმენტი არ დგას, ეს იქნება უბრალოდ წამოროშილი სიტყვა, რომლის უკან არაფერი დგას.

არ გაუვლია საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს თუ ვაგონს. არ მაქვს არანაირი ვალდებულება თავი ვიმართლო ვინმეს წინაშე. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს რომ საქართველოს საზღვარი გაიარა, მაგ შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან.

ოკუპანტი ქვეყნის ბრალდებაზე მე თავი უნდა ვიმართლო?! ასე ფიქრობთ? თუ ეს სპეკულაციაა, ამას შესაბამისმა სამსახურებმა უნდა უპასუხონ. მე გეუბნებით, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, დანარჩენი თუ ეს სპეკულაციაა, ამას ვინ აკეთებს, როგორ აკეთებს, შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ კომენტარს და მე არ მაქვს კომპეტენცია მათ ნაცვლად ვისაუბრო, მე არ მაქვს არც ამის უფლებამოსილება. ჩემი პასუხისმგებლობა არ არის და არც ჩემი კომპეტენციაა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაწილში კომენტარი მე გავაკეთო, არ არის ჩემგან სწორი და არ გავაკეთებ,"- განაცხადა კაკაურიძემ.

  • შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით 8 ადამიანია დაკავებული, მათგან ხუთი რუსეთის, სამი კი - უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები. ასაფეთქებელი მოწყობილობა რულონებში იყო შენიღბული, სამშენებლო პოლიეთილენის ფირით 22 პალეტზე, რომლის საერთო წონა 22 770 კილოგრამს შეადგენდა“, - აცხადებენ უწყებაში.

რუსული მედიის ცნობით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი გაიგზავნა ოდესის პორტიდან ბულგარეთის რუსეს პორტში, ბულგარეთიდან ტრანსპორტირება საქართველოს ფოთის პორტში, შემდეგ კი სომხეთში გაგრძელდა.

"გადატანაში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები მიხაილ ციურკალო, დენის კოვაჩი, რომან სოლომკო, საქართველოს მოქალაქეები სანდრო ინასარიძე, ბროკერი სახელად ლევანი და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი“, - წერს რუსული მედია.

მათივე ცნობით, 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ერევანში, ტრანსალიანსის ტერმინალში, ტვირთი განაბაჟეს, შემდეგ კი საქართველოში რეგისტრირებული DAF-ის სატვირთო მანქანით, ტვირთმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი 4 ოქტომბერს ზემო ლარსის საგუშაგოზე, გადაკვეთა ორი დღის შემდეგ კი არმავირის საბითუმო ბაზაზე მიიტანეს და გადმოტვირთეს.

მედიის ინფორმაციით, 7 ოქტომბერს უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეების დახმარებით, ტვირთის საბუთები კვლავ შეიცვალა, გამგზავნად მიუთითეს შპს TEK-34 ულიანოვსკიდან, ხოლო მიმღებად - ყირიმში არარსებული კომპანია.

"იმავე დღეს, პალეტები რუსეთის მოქალაქის, 1971 წელს დაბადებული მახირ იუსუბოვის სატვირთო მანქანაში ჩატვირთეს, ხოლო 2022 წლის 8 ოქტომბერს დილის 06:03 საათზე ყირიმის ხიდზე გადაკვეთისას აფეთქება განხორციელდა,“- აცხადებენ რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურში.