საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სერგეი სუროვიკინი - "გენერალი არმაგედონი" და პუტინის უკანასკნელი იმედი უკრაინასთან ომში
სერგეი სუროვიკინი - "გენერალი არმაგედონი" და პუტინის უკანასკნელი იმედი უკრაინასთან ომში

8 ოქ­ტომ­ბერს რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ არ­მი­ის გე­ნე­რა­ლი და რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო-კოს­მო­სუ­რი ძა­ლე­ბის სარ­და­ლი სერ­გეი სუ­რო­ვი­კი­ნი და­ნიშ­ნა უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის სარ­დლად. აქამ­დე სუ­რო­ვი­კი­ნი მე­თა­უ­რობ­და რუ­სე­თის ჯა­რე­ბის ე.წ. სამ­ხრე­თის დაჯ­გუ­ფე­ბას, რო­მე­ლიც თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უშე­დე­გოდ ცდი­ლობ­და "აზოვსტა­ლის" აღე­ბას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სერ­გეი სუ­რო­ვი­კი­ნის და­ნიშ­ვნამ­დე უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის სარ­დლის თა­ნამ­დე­ბო­ბა არ არ­სე­ბობ­და.

"პუ­ტი­ნის ძაღ­ლი", "გე­ნე­რა­ლი არ­მა­გე­დო­ნი", "თა­ვი­სი­ა­ნე­ბის­თვი­საც კი სა­ში­ში" - ამ­გვა­რი უმ­ძი­მე­სი შე­ფა­სე­ბე­ბით სავ­სეა და­სავ­ლუ­რი მე­დია. მისი ბი­ოგ­რა­ფია ნამ­დვი­ლად ამარ­თლებს ამ შე­ფა­სე­ბებს.

მან და­ნიშ­ვნი­დან მა­ლე­ვე გა­მო­ავ­ლი­ნა შე­უბ­რა­ლე­ბე­ლი ხა­სი­ა­თი, რო­დე­საც ოკუ­პან­ტებ­მა 10 ოქ­ტომ­ბერს, უკ­რა­ი­ნის არა­ერთ ქა­ლაქ­ში მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე მი­ი­ტა­ნეს სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვა.

ამ ადა­მი­ა­ნის რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე საკ­მა­რი­სია იმი­სი ცოდ­ნაც, რომ მის და­ნიშ­ვნას მი­ე­სალმნენ ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი რამ­ზად კა­დი­რო­ვი და კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ის "ვაგ­ნე­რის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი და ბრი­ტა­ნე­ლი მებ­რძო­ლე­ბი კი დიდი ხა­ნია ლა­პა­რა­კო­ბენ მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კის შე­სა­ხებ.

სერ­გეი სუ­რო­ვი­კი­ნი რუ­სუ­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში პირ­ვე­ლად 1991 წელს, პუტ­ჩის დროს მოხ­ვდა, რო­დე­საც ბო­რის ელ­ცი­ნის მომ­ხრე­ებ­სა და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­ტე­ტის ლო­ი­ა­ლურ სამ­ხედ­რო­ებს შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბი მოხ­და. კა­პი­ტა­ნის წო­დე­ბით, სუ­რო­ვი­კი­ნი ტა­მანსკის დი­ვი­ზი­ას მე­თა­უ­რობ­და, რო­მე­ლიც თეთ­რი სახ­ლის დამ­ცვე­ლებს და­უ­პი­რის­პირ­და.

ის მო­ი­თხოვ­და, მის­თვის გზა და­ეთ­მოთ და ია­რა­ღი­დან გა­უფრ­თხი­ლებ­ლად ის­რო­და, ხოლო ჯა­რის­კა­ცებს ქვებ­სა და ბოთ­ლებს ეს­რო­და. მან გას­ცა ბრძა­ნე­ბა, გა­ერ­ღვი­ათ ბა­რი­კა­დე­ბი და შე­სუ­ლიყ­ვნენ გვი­რაბ­ში. ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად სამი აქ­ტი­ვის­ტი და­ი­ღუ­პა - დი­მიტ­რი კო­მა­რი, ილია კრი­ჩევ­სკი და ვლა­დი­მერ უსოვი. გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შემ­დეგ სუ­რო­ვი­კინ­მა შვი­დი თვე გა­ა­ტა­რა "მატ­როს­კა­ია ტი­ში­ნას“ და­კა­ვე­ბის ცენ­ტრში, სა­სა­მარ­თლოს მო­ლო­დინ­ში. სა­ბო­ლო­ოდ, მას ბრა­ლი მო­უხ­სნეს იმ მო­ტი­ვით, რომ ის უბ­რა­ლოდ ბრძა­ნე­ბებს ას­რუ­ლებ­და.

1995 წელს, რო­დე­საც ფრუნ­ზეს სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტი იყო, სუ­რო­ვი­კი­ნი ია­რა­ღის გა­ყიდ­ვის ბრალ­დე­ბით გა­ა­სა­მარ­თლეს. ის თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მოს­კო­ვის გარ­ნი­ზო­ნის სამ­ხედ­რო სა­სა­მარ­თლომ ის დამ­ნა­შა­ვედ ცნო ია­რა­ღის ვაჭ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სამი ბრალ­დე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მას ნა­სა­მარ­თლე­ო­ბა მო­ეხ­სნა.

2002 წელს სუ­რო­ვი­კინ­მა და­ამ­თავ­რა გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის სამ­ხედ­რო აკა­დე­მია, ორი წლის შემ­დეგ კი ის კვლავ სკან­და­ლის ეპი­ცენ­ტრში მოხ­ვდა - ეკა­ტე­რინ­ბურ­გში გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სად მსა­ხუ­რობ­და, რო­დე­საც თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში და­ი­ბა­რა თა­ვი­სი მო­ად­გი­ლე, პოლ­კოვ­ნი­კი ან­დრეი შტო­კა­ლი, რო­მელ­მაც "ხმა­მა­ღა­ლი შე­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ“ მის კა­ბი­ნეტ­ში თავი მო­იკ­ლა.

მა­ნამ­დე, იმა­ვე წლის მარ­ტში, ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის დროს, სუ­რო­ვი­კი­ნის კო­ლე­გამ ის და კი­დევ რამ­დე­ნი­მე უფ­რო­სი ოფი­ცე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი უთან­ხმო­ე­ბის გამო, ცე­მა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან გან­ცხა­დე­ბა გა­მო­ი­თხო­ვა.

2004 წლის ივ­ნის­ში სუ­რო­ვი­კი­ნი და­ი­ნიშ­ნა ჩეჩ­ნეთ­ში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი 42-ე გვარ­დი­ის მო­ტომსრო­ლე­ლი დი­ვი­ზი­ის მე­თა­უ­რად. რამ­დენ­ჯერ­მე სუ­რო­ვი­კი­ნის ქვე­შევ­რდო­მებს ბრა­ლი დას­დეს წეს­რი­გის დარ­ღვე­ვა­ში. მათ­გან ყვე­ლა­ზე ხმა­მა­ღა­ლი სო­ფელ ბო­რო­დი­ნოვ­სკა­ი­ა­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი "წმენ­და" იყო - 2005 წელს ბა­ტა­ლი­ო­ნი "აღ­მო­სავ­ლე­თი“ თავს და­ეს­ხა სო­ფელს. მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბით, ჯა­რის­კა­ცე­ბი სახ­ლებ­ში შე­იჭრ­ნენ, ძარ­ცვავ­დნენ და სცემ­დნენ მო­სახ­ლე­ო­ბას, ავა­რე­ბი და რუსი ეროვ­ნე­ბის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი სკო­ლის ეზო­ში შე­იყ­ვა­ნეს, მა­მა­კა­ცე­ბი და­ა­ბეს და პი­რით მი­წის­კენ და­აწ­ვი­ნეს. ექ­ვსი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ აწა­მებ­დნენ და სცემ­დნენ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სუ­რო­ვი­კინ­მა გან­მარ­ტა, რომ ჯა­რის­კა­ცე­ბის მი­მართ ბრალ­დე­ბე­ბი მიზ­ნად ისა­ხავ­და ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­უ­რის, სუ­ლიმ ია­მა­და­ე­ვის "ცი­ლის­წა­მე­ბას“, რო­მელ­მაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუ­სე­თის გმი­რის წო­დე­ბა მი­ი­ღო და რო­მე­ლიც ცოტა ხან­ში არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში მოკ­ლეს.

სუ­ლიმ ია­მა­და­ე­ვი

  • დონ­ბა­სი და სი­რია

რუ­სე­თის ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის, ალექ­სეი ნა­ვალ­ნის თა­ნა­მო­აზ­რე, ლე­ო­ნიდ ვოლ­კო­ვი წერს, რომ ყი­რი­მის ანექ­სი­ის შემ­დეგ სუ­რო­ვი­კი­ნი დონ­ბას­ში რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის გაგ­ზავ­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

”2014 წელს, გე­ნე­რალ-პოლ­კოვ­ნი­კი სერ­გეი სუ­რო­ვი­კი­ნი, აღ­მო­სავ­ლე­თის სამ­ხედ­რო ოლ­ქის მე­თა­უ­რი, რა­ტომ­ღაც, მუ­შა­ობს არა სა­კუ­თარ სახ­ლში, აღ­მო­სავ­ლეთ ციმ­ბირ­ში, არა­მედ ის არის როს­ტო­ვის რე­გი­ონ­ში, სა­დაც სა­ტან­კო ნა­წი­ლე­ბის ე.წ. "ბუ­რი­ა­ტის ტან­კე­რე­ბის" უკ­რა­ი­ნის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით გაგ­ზავ­ნას ხელ­მძღვა­ნე­ლობს", - წერ­და ვოლ­კო­ვი ფე­ის­ბუქ­ზე 2016 წელს. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი და­დას­ტუ­რე­ბა არ არ­სე­ბობს.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბის შეც­ვლის შემ­დეგ, 2017 წლის მარ­ტში, სუ­რო­ვი­კი­ნი რუ­სე­თის სა­ა­ვი­ა­ციო ჯგუფს სი­რი­ა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

სუ­რო­ვი­კი­ნის მე­თა­უ­რო­ბით, რუ­სუ­ლი ავი­ა­ცია სა­ჰა­ე­რო მხარ­და­ჭე­რას უწევ­და ბა­შარ ალ-ასა­დის ძა­ლე­ბის წინსვლას, რაც მო­ი­ცავ­და სი­რი­ის ქა­ლა­ქე­ბის და­ბომბვას, რომ­ლე­ბიც ოპო­ზი­ცი­ის კონ­ტრო­ლის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და. იმა­ვე წლის ნო­ემ­ბერ­ში სუ­რო­ვი­კი­ნი სა­ჰა­ე­რო კოს­მო­სუ­რი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დლის პოსტზე და­ი­ნიშ­ნა.

სი­რი­ა­ში სუ­რო­ვი­კი­ნის ქვე­შევ­რდო­მე­ბი კვლავ და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ში. მათ ბრა­ლი სა­ცხოვ­რე­ბელ კვარტლებ­ზე თავ­დას­ხმა­ში დას­დეს. ლა­პა­რა­კი იყო ქი­მი­უ­რი ია­რა­ღით და­ბომბვა­სა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ზე სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმა­ზე.

2020 წლის Human Rights Watch-ის სპე­ცი­ა­ლურ ან­გა­რიშ­ში, სუ­რო­ვი­კი­ნი მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია, რო­გორც მე­თა­უ­რი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის 2019-20 წლებ­ში იდ­ლი­ბის პრო­ვინ­ცი­ა­ზე თავ­დას­ხმის დროს. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ანად­გუ­რებ­და სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, მათ შო­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს.

სხვა­თა შო­რის, ეს ვერ­სია 2019 წლის New York Times-ის გა­მო­ძი­ე­ბი­თაც დას­ტურ­დე­ბა.

სი­რი­ის ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად სუ­რო­ვი­კინ­მა მი­ი­ღო რუ­სე­თის გმი­რის წო­დე­ბა. 2017 წელს ის შეხ­ვდა პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს სი­რი­ა­ში, რო­დე­საც ის ხმე­ი­მის სა­ჰა­ე­რო ბა­ზა­ზე გაფ­რინ­და, რათა რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის უმე­ტე­სო­ბის გაყ­ვა­ნის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა.

  • უკ­რა­ი­ნა

23 თე­ბერ­ვალს, რუ­სე­თის მიერ ლუ­განსკი­სა და დო­ნეც­კის და­მო­უ­კი­დე­ბელ რეს­პუბ­ლი­კე­ბად აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სუ­ლი არ­მი­ის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის და­წყე­ბამ­დე ერთი დღით ადრე, სუ­რო­ვი­კი­ნი სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან ერ­თად ევ­რო­კავ­ში­რის სან­ქცი­ე­ბის ქვეშ მო­ექ­ცა.

რუ­სეთ­ში სუ­რო­ვი­კი­ნის და­ნიშ­ვნამ ოპ­ტი­მიზ­მი გა­მო­იწ­ვია რუს პრო­პა­გან­დის­ტებს შო­რის, რომ­ლებ­მაც ახ­ლა­ხანს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ლი­მა­ნის და­კარ­გვის გამო გა­აკ­რი­ტი­კეს. კა­დი­როვ­მა სუ­რო­ვი­კინს "ნამ­დვი­ლი მე­ო­მა­რი" უწო­და, პრი­გო­ჟინს კი -"ლე­გენ­და­რუ­ლი პი­როვ­ნე­ბა".

ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაქარაშვილი-მარქარიანი
4

სუროვიკინი კეთილადაა განწყობილი საქართველოსადმი, რადგან მისი ბებია, რომელმაც იგი გაზარდა, გახლდათ დათეშიძის ქალი, სოფელი ოფშკვითიდან....

მამუკა
5

როგორ მეჯავრება ბოღმა ქართველები.ვაზელინი გინდათ და ამერიკის საელჩოსთან რიგში დგომა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

სერგეი სუროვიკინი - "გენერალი არმაგედონი" და პუტინის უკანასკნელი იმედი უკრაინასთან ომში

სერგეი სუროვიკინი - "გენერალი არმაგედონი" და პუტინის უკანასკნელი იმედი უკრაინასთან ომში

8 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ არმიის გენერალი და რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი სერგეი სუროვიკინი დანიშნა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლად. აქამდე სუროვიკინი მეთაურობდა რუსეთის ჯარების ე.წ. სამხრეთის დაჯგუფებას, რომელიც თვეების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა "აზოვსტალის" აღებას. აღსანიშნავია, რომ სერგეი სუროვიკინის დანიშვნამდე უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის თანამდებობა არ არსებობდა.

"პუტინის ძაღლი", "გენერალი არმაგედონი", "თავისიანებისთვისაც კი საშიში" - ამგვარი უმძიმესი შეფასებებით სავსეა დასავლური მედია. მისი ბიოგრაფია ნამდვილად ამართლებს ამ შეფასებებს.

მან დანიშვნიდან მალევე გამოავლინა შეუბრალებელი ხასიათი, როდესაც ოკუპანტებმა 10 ოქტომბერს, უკრაინის არაერთ ქალაქში მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს სარაკეტო შეტევა.

ამ ადამიანის რეპუტაციაზე საკმარისია იმისი ცოდნაც, რომ მის დანიშვნას მიესალმნენ ჩეჩნეთის ლიდერი რამზად კადიროვი და კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი. უფლებადამცველები და ბრიტანელი მებრძოლები კი დიდი ხანია ლაპარაკობენ მისი განსაკუთრებული სისასტიკის შესახებ.

სერგეი სუროვიკინი რუსული მედიის ყურადღების ცენტრში პირველად 1991 წელს, პუტჩის დროს მოხვდა, როდესაც ბორის ელცინის მომხრეებსა და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო კომიტეტის ლოიალურ სამხედროებს შორის შეტაკებები მოხდა. კაპიტანის წოდებით, სუროვიკინი ტამანსკის დივიზიას მეთაურობდა, რომელიც თეთრი სახლის დამცველებს დაუპირისპირდა.

ის მოითხოვდა, მისთვის გზა დაეთმოთ და იარაღიდან გაუფრთხილებლად ისროდა, ხოლო ჯარისკაცებს ქვებსა და ბოთლებს ესროდა. მან გასცა ბრძანება, გაერღვიათ ბარიკადები და შესულიყვნენ გვირაბში. ინციდენტის შედეგად სამი აქტივისტი დაიღუპა - დიმიტრი კომარი, ილია კრიჩევსკი და ვლადიმერ უსოვი. გადატრიალების შემდეგ სუროვიკინმა შვიდი თვე გაატარა "მატროსკაია ტიშინას“ დაკავების ცენტრში, სასამართლოს მოლოდინში. საბოლოოდ, მას ბრალი მოუხსნეს იმ მოტივით, რომ ის უბრალოდ ბრძანებებს ასრულებდა.

1995 წელს, როდესაც ფრუნზეს სამხედრო აკადემიის სტუდენტი იყო, სუროვიკინი იარაღის გაყიდვის ბრალდებით გაასამართლეს. ის თავს დამნაშავედ არ ცნობდა. მოგვიანებით, მოსკოვის გარნიზონის სამხედრო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო იარაღის ვაჭრობასთან დაკავშირებული სამი ბრალდებით. მოგვიანებით მას ნასამართლეობა მოეხსნა.

2002 წელს სუროვიკინმა დაამთავრა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია, ორი წლის შემდეგ კი ის კვლავ სკანდალის ეპიცენტრში მოხვდა - ეკატერინბურგში განყოფილების უფროსად მსახურობდა, როდესაც თავის კაბინეტში დაიბარა თავისი მოადგილე, პოლკოვნიკი ანდრეი შტოკალი, რომელმაც "ხმამაღალი შელაპარაკების შემდეგ“ მის კაბინეტში თავი მოიკლა.

მანამდე, იმავე წლის მარტში, ადგილობრივი არჩევნების დროს, სუროვიკინის კოლეგამ ის და კიდევ რამდენიმე უფროსი ოფიცერი პოლიტიკური უთანხმოების გამო, ცემაში დაადანაშაულა. მოგვიანებით მან პროკურატურიდან განცხადება გამოითხოვა.

2004 წლის ივნისში სუროვიკინი დაინიშნა ჩეჩნეთში დისლოცირებული 42-ე გვარდიის მოტომსროლელი დივიზიის მეთაურად. რამდენჯერმე სუროვიკინის ქვეშევრდომებს ბრალი დასდეს წესრიგის დარღვევაში. მათგან ყველაზე ხმამაღალი სოფელ ბოროდინოვსკაიაში შესრულებული "წმენდა" იყო - 2005 წელს ბატალიონი "აღმოსავლეთი“ თავს დაესხა სოფელს. მოწმეების ჩვენებით, ჯარისკაცები სახლებში შეიჭრნენ, ძარცვავდნენ და სცემდნენ მოსახლეობას, ავარები და რუსი ეროვნების მაცხოვრებლები სკოლის ეზოში შეიყვანეს, მამაკაცები დააბეს და პირით მიწისკენ დააწვინეს. ექვსი საათის განმავლობაში მათ აწამებდნენ და სცემდნენ.

მოგვიანებით, სუროვიკინმა განმარტა, რომ ჯარისკაცების მიმართ ბრალდებები მიზნად ისახავდა ბატალიონის მეთაურის, სულიმ იამადაევის "ცილისწამებას“, რომელმაც მოგვიანებით რუსეთის გმირის წოდება მიიღო და რომელიც ცოტა ხანში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოკლეს.

სულიმ იამადაევი

  • დონბასი და სირია

რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის თანამოაზრე, ლეონიდ ვოლკოვი წერს, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ სუროვიკინი დონბასში რუსული ჯარების გაგზავნაში მონაწილეობდა.

”2014 წელს, გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი სუროვიკინი, აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის მეთაური, რატომღაც, მუშაობს არა საკუთარ სახლში, აღმოსავლეთ ციმბირში, არამედ ის არის როსტოვის რეგიონში, სადაც სატანკო ნაწილების ე.წ. "ბურიატის ტანკერების" უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით გაგზავნას ხელმძღვანელობს", - წერდა ვოლკოვი ფეისბუქზე 2016 წელს. ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს.

თავდაცვის სამინისტროში რამდენიმე თანამდებობის შეცვლის შემდეგ, 2017 წლის მარტში, სუროვიკინი რუსეთის საავიაციო ჯგუფს სირიაში ხელმძღვანელობდა.

სუროვიკინის მეთაურობით, რუსული ავიაცია საჰაერო მხარდაჭერას უწევდა ბაშარ ალ-ასადის ძალების წინსვლას, რაც მოიცავდა სირიის ქალაქების დაბომბვას, რომლებიც ოპოზიციის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. იმავე წლის ნოემბერში სუროვიკინი საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის პოსტზე დაინიშნა.

სირიაში სუროვიკინის ქვეშევრდომები კვლავ დაადანაშაულეს ადამიანის უფლებების დარღვევაში. მათ ბრალი საცხოვრებელ კვარტლებზე თავდასხმაში დასდეს. ლაპარაკი იყო ქიმიური იარაღით დაბომბვასა და საავადმყოფოებზე საჰაერო თავდასხმაზე.

2020 წლის Human Rights Watch-ის სპეციალურ ანგარიშში, სუროვიკინი მოხსენიებულია, როგორც მეთაური, რომელიც შეიძლება პასუხისმგებელი იყოს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის 2019-20 წლებში იდლიბის პროვინციაზე თავდასხმის დროს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ რუსული თვითმფრინავი მიზანმიმართულად ანადგურებდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის საავადმყოფოებს.

სხვათა შორის, ეს ვერსია 2019 წლის New York Times-ის გამოძიებითაც დასტურდება.

სირიის ოპერაციის შედეგად სუროვიკინმა მიიღო რუსეთის გმირის წოდება. 2017 წელს ის შეხვდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სირიაში, როდესაც ის ხმეიმის საჰაერო ბაზაზე გაფრინდა, რათა რუსული ჯარების უმეტესობის გაყვანის შესახებ ოფიციალურად გამოეცხადებინა.

  • უკრაინა

23 თებერვალს, რუსეთის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების შემდეგ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, სუროვიკინი სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა.

რუსეთში სუროვიკინის დანიშვნამ ოპტიმიზმი გამოიწვია რუს პროპაგანდისტებს შორის, რომლებმაც ახლახანს თავდაცვის სამინისტრო ლიმანის დაკარგვის გამო გააკრიტიკეს. კადიროვმა სუროვიკინს "ნამდვილი მეომარი" უწოდა, პრიგოჟინს კი -"ლეგენდარული პიროვნება".

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი