სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვი მოვარდა, ჩქარა ბებო, დედას კლავსო... ერთი კვირის წინ დააკავეს ძალადობისთვის, თუმცა გირაოთი გამოუშვეს. მაშინ დაემუქრა, ცოცხალი გვამი ხარო" - რას ჰყვება თელავში მოკლული ქალის დედა
"ბავშვი მოვარდა, ჩქარა ბებო, დედას კლავსო... ერთი კვირის წინ დააკავეს ძალადობისთვის, თუმცა გირაოთი გამოუშვეს. მაშინ დაემუქრა, ცოცხალი გვამი ხარო" - რას ჰყვება თელავში მოკლული ქალის დედა

თე­ლავ­ში 22 წლის თ.გ.- მა 26 წლის მე­უღ­ლე, მა­რი­ამ გამ­ტკი­ცუ­ლაშ­ვი­ლი მოკ­ლა. ფაქტს გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი შე­ეს­წრნენ.

მოკ­ლუ­ლი ქა­ლის დე­დის თქმით, შვი­ლის სიკ­ვდი­ლი მას შვი­ლიშ­ვი­ლებ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნეს.

"ბავ­შვი მო­ვარ­და, ჩქა­რა ბებო, დე­დას კლავ­სო. ტუ­ა­ლეტ­ში შე­იყ­ვა­ნა, დე­დას ახ­რჩობს და დანა და­ვუ­მა­ლეო. ერთი კვი­რის წინ და­ა­ჭე­რი­ნა, იმ­დე­ნი ეცად­ნენ მი­სი­ა­ნე­ბი, გა­მო­აშ­ვე­ბი­ნეს. ბავ­შვმა კი მი­თხრა, თორ­ნი­კე დე­დას­თან არის და კლავ­სო, მაგ­რამ მე ვე­ღარ მი­ვი­დო­დი, მე რომ მივ­სუ­ლი­ყა­ვი, ჩემი ქმა­რი და შვი­ლი გა­მო­ვი­დოდ­ნენ და კი­დევ მკვლე­ლო­ბა მოხ­დე­ბო­და. 6 წლის ბავ­შვი, გოგო, ჩემ­თან გა­მო­იქ­ცა, წლი­ნა­ხევ­რის ბავ­ში კი დარ­ჩა დე­დას­თან და იმან თა­ვი­სი თვა­ლით და­ი­ნა­ხა ეს ყვე­ლა­ფე­რი." - ამ­ბობს ambebi.ge - სთან მა­რი­ამ გამ­ტკი­ცუ­ლაშ­ვი­ლის დედა.

დე­დის მო­ნა­თხრო­ბის თა­ნახ­მად, ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი პო­ლი­ცამ 3 ოქ­ტომ­ბერს მის შვილ­ზე ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით და­ა­კა­ვა, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღე­ში 2000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

"ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და გა­მო­უშ­ვეს. რა­საც ემუქ­რე­ბო­და, ის აის­რუ­ლა. იმ ღა­მეს მეც გა­მარ­ტყა. და­ე­მუქ­რა ჩემს შვილს, ცო­ცხა­ლი გვა­მი ხარო. გი­ჟია, ეს რომ გა­რეთ გა­მო­ვი­დეს, სა­მი­ვე ბავ­შვს მო­მიკ­ლავს. სა­მუ­და­მო უნდა მი­ე­სა­ჯოს." - აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის დედა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი უკვე და­ა­კა­ვეს.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე, ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 92 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფოთიჩა
0

"მე ვე­ღარ მი­ვი­დო­დი, მე რომ მივ­სუ­ლი­ყა­ვი, ჩემი ქმა­რი და შვი­ლი გა­მო­ვი­დოდ­ნენ და კი­დევ მკვლე­ლო­ბა მოხ­დე­ბო­და" რა კარგად გაამართლეთ თქვენი უმოქმედობა :@

....
0

რა უბედურებაც ჩვენ ქვეყანას სჭირს, ჯერჯერობით ჩვენ პარლამენტარებამდე არაა მისული. არ სცალიათ ხალხისთვის. 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ბავშვი მოვარდა, ჩქარა ბებო, დედას კლავსო... ერთი კვირის წინ დააკავეს ძალადობისთვის, თუმცა გირაოთი გამოუშვეს. მაშინ დაემუქრა, ცოცხალი გვამი ხარო" - რას ჰყვება თელავში მოკლული ქალის დედა

"ბავშვი მოვარდა, ჩქარა ბებო, დედას კლავსო... ერთი კვირის წინ დააკავეს ძალადობისთვის, თუმცა გირაოთი გამოუშვეს. მაშინ დაემუქრა, ცოცხალი გვამი ხარო" - რას ჰყვება თელავში მოკლული ქალის დედა

თელავში 22 წლის თ.გ.- მა 26 წლის მეუღლე, მარიამ გამტკიცულაშვილი მოკლა. ფაქტს გარდაცვლილი ქალის მცირეწლოვანი შვილები შეესწრნენ.

მოკლული ქალის დედის თქმით, შვილის სიკვდილი მას შვილიშვილებმა შეატყობინეს.

"ბავშვი მოვარდა, ჩქარა ბებო, დედას კლავსო. ტუალეტში შეიყვანა, დედას ახრჩობს და დანა დავუმალეო. ერთი კვირის წინ დააჭერინა, იმდენი ეცადნენ მისიანები, გამოაშვებინეს. ბავშვმა კი მითხრა, თორნიკე დედასთან არის და კლავსო, მაგრამ მე ვეღარ მივიდოდი, მე რომ მივსულიყავი, ჩემი ქმარი და შვილი გამოვიდოდნენ და კიდევ მკვლელობა მოხდებოდა. 6 წლის ბავშვი, გოგო, ჩემთან გამოიქცა, წლინახევრის ბავში კი დარჩა დედასთან და იმან თავისი თვალით დაინახა ეს ყველაფერი." - ამბობს ambebi.ge - სთან მარიამ გამტკიცულაშვილის დედა.

დედის მონათხრობის თანახმად, ბრალდებული მამაკაცი პოლიცამ 3 ოქტომბერს მის შვილზე ძალადობის მუხლით დააკავა, თუმცა რამდენიმე დღეში 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გააათავისუფლა.

"ძალადობის მუხლით იყო დაკავებული და გამოუშვეს. რასაც ემუქრებოდა, ის აისრულა. იმ ღამეს მეც გამარტყა. დაემუქრა ჩემს შვილს, ცოცხალი გვამი ხარო. გიჟია, ეს რომ გარეთ გამოვიდეს, სამივე ბავშვს მომიკლავს. სამუდამო უნდა მიესაჯოს." - აცხადებს გარდაცვლილი ქალის დედა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული უკვე დააკავეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.