საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა გაითამაშა პუტინის კარისკაცმა "ბატკამ"? - სატყუარა, აღიარება ბიჭვინთის აგარაკების სანაცვლოდ თუ რეალური თანამშრომლობა: რა ვერსიებს განიხილავენ აფხაზი ექსპერტები?
"რა გაითამაშა პუტინის კარისკაცმა "ბატკამ"? - სატყუარა, აღიარება ბიჭვინთის აგარაკების სანაცვლოდ თუ რეალური თანამშრომლობა: რა ვერსიებს განიხილავენ აფხაზი ექსპერტები?

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთს არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტი ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო სტუმ­რობ­და, სა­დაც ე.წ. პრე­ზი­დენტ ას­ლან ბჟა­ნი­ა­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ინალ არ­ძინ­ბას­თან ერ­თად, ეკო­ნო­მი­კურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­სა და ახლო მე­გობ­რო­ბას გა­ნი­ხი­ლავ­და. აღ­ნიშ­ნულ თე­მას ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა.

აფხა­ზეთ­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს რე­გი­ონ­ში ვი­ზი­ტი უკვე ნიშ­ნავს, კი­დევ ერთ აღი­ა­რე­ბას, ოღონდ სხვა სა­კი­თხია, რის სა­ნაც­ვლოდ; ჩა­მო­ნათ­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე პუნ­ქტის­გან შედ­გე­ბო­დეს და მათ შო­რის შე­იძ­ლე­ბა იყოს ბიჭ­ვინ­თის სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კის რუ­სე­თის­თვის იმ პი­რო­ბე­ბით გა­და­ცე­მა, რო­გორც ამას რუ­სუ­ლი მხა­რე ითხოვს. ასე­ვე, ენერ­გო­სის­ტე­მის სრუ­ლი კონ­ტრო­ლი და რაც მთა­ვა­რია, პუ­ტი­ნის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ში, აფხა­ზე­თის მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, აფხა­ზე­თის ე.წ. პირ­ვე­ლი პი­რე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­დნენ მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მაგ­რამ ამის­თვის გარ­კვე­უ­ლი წი­ნა­პი­რო­ბე­ბი უკვე შექ­მნი­ლია.

სიმ­ბო­ლუ­რია, რომ ლუ­კა­შენ­კო სწო­რედ ბიჭ­ვინ­თის აგა­რაკ­ზე მი­იწ­ვი­ეს, რო­მელ­საც რუ­სე­თი აფხა­ზე­თის­გან 49-წლი­ა­ნი იჯა­რით გა­და­ცე­მას ითხოვს. გა­მო­ცე­მა Апсныпресс -ის ცნო­ბით, ას­ლან ბჟა­ნი­ამ ლუ­კა­შენ­კოს "ის სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი უწო­და, რო­მელ­საც ამ­დე­ნი ხანი ელოდ­ნენ"...

ლუ­კა­შენ­კოს ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით ად­გი­ლობ­რივ ექ­სპერ­ტებ­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი აქვთ. ნა­წილს მი­აჩ­ნია, რომ ლუ­კა­შენ­კომ უბ­რა­ლოდ ნი­ა­და­გი მო­სინ­ჯა, სხვე­ბის თქმით, ამ ვი­ზი­ტის­გან მხო­ლოდ ის გა­ი­გეს, რომ ლუ­კა­შენ­კოს აფხა­ზე­თი ძა­ლი­ან მო­ნატ­რე­ბია, მათი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ქორ­წინ­დე­ბა და ბე­ლა­რუს­ში აფხა­ზე­თის აღი­ა­რე­ბა­ზე ად­რეც მსჯე­ლობ­დნენ;

"რა გა­ი­თა­მა­შა პუ­ტი­ნის კა­რის­კაც­მა "ბატ­კამ", ამის შე­სა­ხებ ალ­ბათ მხო­ლოდ ბჟა­ნი­ამ და არ­ძინ­ბამ იცი­ან, მა­თაც ბო­ლომ­დე არა" - წე­რენ ისი­ნი.

Чегемская правда-ს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ინალ ხა­ში­გი ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტის აფხა­ზეთ­ში ვი­ზიტს სა­ტყუ­ა­რად მი­იჩ­ნევს და კი­დევ ერთი ქვეყ­ნის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბას წარ­მო­უდ­გე­ნელს უწო­დებს.

მისი თქმით, ლუ­კა­შენ­კო ამის გა­კე­თე­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით არ აპი­რებს, რად­გან იცის, რომ ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მხო­ლოდ კრემლში იღე­ბენ, ის კი, მხო­ლოდ შემ­სრუ­ლე­ბე­ლია...

რო­გორც ხა­ში­გი ამ­ბობს, წლე­ბის წინ, ამის სხვაგ­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბა არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ ლუ­კა­შენ­კოს და­სავ­ლე­თის სან­ქცი­ე­ბის შე­ე­შინ­და, პუ­ტინ­მა კი, კომ­პენ­სა­ცი­ის­თვის რა­ი­მე გა­რან­ტია ვერ მის­ცა.

"ბე­ლა­რუ­სის ბოლო არ­ჩევ­ნებ­ზე მისი შე­დე­გე­ბი და­სავ­ლეთ­მა არა­ლე­გი­ტი­მუ­რად მი­იჩ­ნია, რის ფონ­ზეც, მას ევ­რო­პას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­უ­ფუჭ­და. ამი­ტო­მაც უკ­რა­ი­ნის ომში რუ­სე­თის მხა­რეს დად­გა. ახლა და­სა­კარ­გი არა­ფე­რი აქვს, და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას და­ლა­გე­ბის იმე­დი აღარ აქვს და ალ­ტერ­ნა­ტი­ვად რუ­სე­თი რჩე­ბა.

კი­დევ ერთი ვერ­სი­აა, აღი­ა­რე­ბა ბიჭ­ვინ­თის ტე­რი­ტო­რი­ის მოს­კო­ვის­თვის გა­და­ცე­მის სა­ნაც­ვლოდ. არ­სე­ბობს სხვა ვერ­სია - რუ­სეთს დიდი ხა­ნია სურს საბ­ჭო­თა კავ­ში­რი 2 და შე­საძ­ლოა, ბე­ლა­რუ­სის მიერ აფხა­ზე­თის აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ, ის რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­ვი­დეს... ახლა რუ­სე­თიც და ბე­ლა­რუ­სიც სხვა პო­ლი­ტი­კურ სიბ­რტყე­ში აღ­მოჩ­ნდნენ" - მი­აჩ­ნია ხა­შიგს.

ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, ლუ­კა­შენ­კო, 68 წლის ავ­ტო­რი­ტა­რი მმარ­თვე­ლია, რო­მე­ლიც 28 წე­ლია ბე­ლა­რუსს მარ­თავს, პირ­ვე­ლად 40 წლის ასაკ­ში გახ­და პრე­ზი­დენ­ტი და მას შემ­დეგ ძა­ლა­უფ­ლე­ბას ვერ ჩა­მო­ა­შო­რეს.

"ერ­თა­დერ­თი ინ­ფორ­მა­ცია, რაც ლუ­კა­შენ­კოს ვი­ზი­ტის შემ­დეგ გა­ვი­გეთ, არის ის, რომ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ინალ არ­ძინ­ბა ქორ­წინ­დე­ბა. ეს ამ­ბა­ვი მას ლუ­კა­შენ­კომ მი­უ­ლო­ცა და სო­ხუ­მე­ლი ინ­სა­ი­დე­რე­ბიც კი შოკ­ში ჩა­აგ­დო. თუმ­ცა არა­ვინ ფიქ­რობს, რომ და­ხუ­რულ კარს მიღ­მა ლუ­კა­შენ­კო, არ­ძინ­ბა და ბჟა­ნია ამ თე­მა­ზე სა­უბ­რობ­დნენ..." - წერს გა­მო­ცე­მა ekhokavkaza.com.

მი­სი­ვე ვა­რა­უ­დით, შე­საძ­ლოა ლუ­კა­შენ­კოს ვი­ზი­ტი აფხა­ზე­თის მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში შეყ­ვა­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და... საქ­მე ის არის, რომ თა­ვად ბე­ლა­რუ­სის ელი­ტა ში­შობს, რომ შე­საძ­ლოა ამ პი­რო­ბებ­ში, მათი ქვე­ყა­ნა რუ­სე­თის გუ­ბერ­ნი­ად იქ­ცეს, ნა­წი­ლობ­რივ ან სუ­ლაც მთლი­ა­ნად... არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ამ ვი­თა­რე­ბა­ში, აფხა­ზეთ­თან კავ­ში­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, მინ­სკის ინ­ტე­რე­სებ­შიც შე­დი­ო­დეს, ოღონდ უფრო ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კუ­თხით. ივ­ნის­ში სო­ხუმ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ლუ­კა­შენ­კოს უახ­ლო­ე­სი მო­კავ­ში­რე ვიქ­ტორ შე­ი­მა­ნი, რო­მე­ლიც ასე­ვე შეხ­ვდა ას­ლან ბჟა­ნი­ას და ინალ არ­ძინ­ბას.

"კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ და­ხუ­რულ კარს მიღ­მა აფხა­ზეთ­სა და ბე­ლა­რუსს შო­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ასე­ვე აფხა­ზეთ­ში ბე­ლა­რუ­სუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­მოს­ვლის თემა გა­ნი­ხი­ლეს, ეს ეხე­ბა სამ­შე­ნებ­ლო, ასე­ვე, ტუ­რის­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­სა და სატ­რან­სპორ­ტო-ლო­გის­ტი­კურ მი­მარ­თუ­ლე­ბას" - წერს გა­მო­ცე­მა.

მას­თან სა­უ­ბარ­ში, აფხა­ზე­თის ე.წ. ყო­ფი­ლი სა­გა­რეო მი­ნის­ტრი და პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რი, სოკ­რატ ჯინ­ჯო­ლია ამ­ბობს, რომ მას სჯე­რა, რომ არ­სე­ბუ­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ლუ­კა­შენ­კო აფხა­ზე­თის აღი­ა­რე­ბა­ზე წამ­სვლე­ლია, რად­გან მან ამის შე­სა­ხებ არა­ერ­თხელ ისა­უბ­რა და სხვა პო­ზი­ცი­ა­ზე იყო, თუმ­ცა ბოლო დროს არა­ერ­თხელ აღ­ნიშ­ნა, რომ ის ამ ნა­ბიჯს გა­დად­გამს, თუკი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ეტყვის.

კი­დევ ერთი პო­ლი­ტო­ლო­გი, ორ­გა­ნი­ზა­ცია "არუ­ას" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ახრა ბჟა­ნია მი­იჩ­ნევს, რომ ძა­ლი­ან ცუდი იქ­ნე­ბა თუ ლუ­კა­შენ­კოს ვი­ზი­ტი სი­ნამ­დვი­ლე­ში მხო­ლოდ სა­ტყუ­ა­რაა, ხალ­ხის გან­წყო­ბის მო­საბ­რუ­ნებ­ლად და აღი­ა­რე­ბის ნაც­ვლად, აფხა­ზეთს რუ­სეთ­სა და ბე­ლა­რუს­თან ერ­თად სა­მო­კავ­ში­რეო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში შე­იყ­ვა­ნენ.

"ეს ძა­ლი­ან ცუდი იქ­ნე­ბა აფხა­ზე­თის­თვის, რად­გან ის არ პა­სუ­ხობს აფხა­ზე­თის ინ­ტე­რე­სებს. სტა­ტუ­სის შეც­ვლა ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო პო­პუ­ლიზ­მია და ასე თა­მა­ში არ შე­იძ­ლე­ბა" - ამ­ბობს ბჟა­ნია.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკუცელა
7

ამ ევროპის და ამერიკის გადამკიდე (ბელორუსში უშედეგო გადატრიალების ორგანიზატორების) კიდევ ლუკშენკო გადაგვკიდეს საქართველოს.

უხ
25

აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნების 0 შანსი ჩვენი მოქმედი ხელისუფლებისგან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"რა გაითამაშა პუტინის კარისკაცმა "ბატკამ"? - სატყუარა, აღიარება ბიჭვინთის აგარაკების სანაცვლოდ თუ რეალური თანამშრომლობა: რა ვერსიებს განიხილავენ აფხაზი ექსპერტები?

"რა გაითამაშა პუტინის კარისკაცმა "ბატკამ"? - სატყუარა, აღიარება ბიჭვინთის აგარაკების სანაცვლოდ თუ რეალური თანამშრომლობა: რა ვერსიებს განიხილავენ აფხაზი ექსპერტები?

ოკუპირებულ აფხაზეთს არაოფიციალური ვიზიტით ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო სტუმრობდა, სადაც ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბასთან ერთად, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ახლო მეგობრობას განიხილავდა. აღნიშნულ თემას ადგილობრივ მედიასა და საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

აფხაზეთში მიიჩნევენ, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს რეგიონში ვიზიტი უკვე ნიშნავს, კიდევ ერთ აღიარებას, ოღონდ სხვა საკითხია, რის სანაცვლოდ; ჩამონათვალი შეიძლება რამდენიმე პუნქტისგან შედგებოდეს და მათ შორის შეიძლება იყოს ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის იმ პირობებით გადაცემა, როგორც ამას რუსული მხარე ითხოვს. ასევე, ენერგოსისტემის სრული კონტროლი და რაც მთავარია, პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივი მობილიზაციაში, აფხაზეთის მონაწილეობაც. ადგილობრივების თქმით, აფხაზეთის ე.წ. პირველი პირები კატეგორიულად უარყოფდნენ მასში მონაწილეობას, მაგრამ ამისთვის გარკვეული წინაპირობები უკვე შექმნილია.

სიმბოლურია, რომ ლუკაშენკო სწორედ ბიჭვინთის აგარაკზე მიიწვიეს, რომელსაც რუსეთი აფხაზეთისგან 49-წლიანი იჯარით გადაცემას ითხოვს. გამოცემა Апсныпресс -ის ცნობით, ასლან ბჟანიამ ლუკაშენკოს "ის სასურველი სტუმარი უწოდა, რომელსაც ამდენი ხანი ელოდნენ"...

ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით ადგილობრივ ექსპერტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ნაწილს მიაჩნია, რომ ლუკაშენკომ უბრალოდ ნიადაგი მოსინჯა, სხვების თქმით, ამ ვიზიტისგან მხოლოდ ის გაიგეს, რომ ლუკაშენკოს აფხაზეთი ძალიან მონატრებია, მათი საგარეო საქმეთა მინისტრი ქორწინდება და ბელარუსში აფხაზეთის აღიარებაზე ადრეც მსჯელობდნენ;

"რა გაითამაშა პუტინის კარისკაცმა "ბატკამ", ამის შესახებ ალბათ მხოლოდ ბჟანიამ და არძინბამ იციან, მათაც ბოლომდე არა" - წერენ ისინი.

Чегемская правда-ს მთავარი რედაქტორი ინალ ხაშიგი ბელარუსის პრეზიდენტის აფხაზეთში ვიზიტს სატყუარად მიიჩნევს და კიდევ ერთი ქვეყნისგან დამოუკიდებლობის აღიარებას წარმოუდგენელს უწოდებს.

მისი თქმით, ლუკაშენკო ამის გაკეთებას ჯერჯერობით არ აპირებს, რადგან იცის, რომ ასეთ გადაწყვეტილებას მხოლოდ კრემლში იღებენ, ის კი, მხოლოდ შემსრულებელია...

როგორც ხაშიგი ამბობს, წლების წინ, ამის სხვაგვარი წინაპირობა არსებობდა, მაგრამ ლუკაშენკოს დასავლეთის სანქციების შეეშინდა, პუტინმა კი, კომპენსაციისთვის რაიმე გარანტია ვერ მისცა.

"ბელარუსის ბოლო არჩევნებზე მისი შედეგები დასავლეთმა არალეგიტიმურად მიიჩნია, რის ფონზეც, მას ევროპასთან ურთიერთობა გაუფუჭდა. ამიტომაც უკრაინის ომში რუსეთის მხარეს დადგა. ახლა დასაკარგი არაფერი აქვს, დასავლეთთან ურთიერთობას დალაგების იმედი აღარ აქვს და ალტერნატივად რუსეთი რჩება.

კიდევ ერთი ვერსიაა, აღიარება ბიჭვინთის ტერიტორიის მოსკოვისთვის გადაცემის სანაცვლოდ. არსებობს სხვა ვერსია - რუსეთს დიდი ხანია სურს საბჭოთა კავშირი 2 და შესაძლოა, ბელარუსის მიერ აფხაზეთის აღიარების შემდეგ, ის რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს... ახლა რუსეთიც და ბელარუსიც სხვა პოლიტიკურ სიბრტყეში აღმოჩნდნენ" - მიაჩნია ხაშიგს.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, ლუკაშენკო, 68 წლის ავტორიტარი მმართველია, რომელიც 28 წელია ბელარუსს მართავს, პირველად 40 წლის ასაკში გახდა პრეზიდენტი და მას შემდეგ ძალაუფლებას ვერ ჩამოაშორეს.

"ერთადერთი ინფორმაცია, რაც ლუკაშენკოს ვიზიტის შემდეგ გავიგეთ, არის ის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ქორწინდება. ეს ამბავი მას ლუკაშენკომ მიულოცა და სოხუმელი ინსაიდერებიც კი შოკში ჩააგდო. თუმცა არავინ ფიქრობს, რომ დახურულ კარს მიღმა ლუკაშენკო, არძინბა და ბჟანია ამ თემაზე საუბრობდნენ..." - წერს გამოცემა ekhokavkaza.com.

მისივე ვარაუდით, შესაძლოა ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთის მოკავშირე ქვეყნების გაერთიანებაში შეყვანას ემსახურებოდა... საქმე ის არის, რომ თავად ბელარუსის ელიტა შიშობს, რომ შესაძლოა ამ პირობებში, მათი ქვეყანა რუსეთის გუბერნიად იქცეს, ნაწილობრივ ან სულაც მთლიანად... არ არის გამორიცხული, ამ ვითარებაში, აფხაზეთთან კავშირის შენარჩუნება, მინსკის ინტერესებშიც შედიოდეს, ოღონდ უფრო ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. ივნისში სოხუმში იმყოფებოდა ლუკაშენკოს უახლოესი მოკავშირე ვიქტორ შეიმანი, რომელიც ასევე შეხვდა ასლან ბჟანიას და ინალ არძინბას.

"კულუარული ინფორმაციით, მათ დახურულ კარს მიღმა აფხაზეთსა და ბელარუსს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, ასევე აფხაზეთში ბელარუსული ინვესტიციების შემოსვლის თემა განიხილეს, ეს ეხება სამშენებლო, ასევე, ტურისტული ობიექტების მშენებლობასა და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მიმართულებას" - წერს გამოცემა.

მასთან საუბარში, აფხაზეთის ე.წ. ყოფილი საგარეო მინისტრი და პარლამენტის სპიკერი, სოკრატ ჯინჯოლია ამბობს, რომ მას სჯერა, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ლუკაშენკო აფხაზეთის აღიარებაზე წამსვლელია, რადგან მან ამის შესახებ არაერთხელ ისაუბრა და სხვა პოზიციაზე იყო, თუმცა ბოლო დროს არაერთხელ აღნიშნა, რომ ის ამ ნაბიჯს გადადგამს, თუკი რუსეთის პრეზიდენტი ეტყვის.

კიდევ ერთი პოლიტოლოგი, ორგანიზაცია "არუას" წარმომადგენელი, ახრა ბჟანია მიიჩნევს, რომ ძალიან ცუდი იქნება თუ ლუკაშენკოს ვიზიტი სინამდვილეში მხოლოდ სატყუარაა, ხალხის განწყობის მოსაბრუნებლად და აღიარების ნაცვლად, აფხაზეთს რუსეთსა და ბელარუსთან ერთად სამოკავშირეო ხელშეკრულებაში შეიყვანენ.

"ეს ძალიან ცუდი იქნება აფხაზეთისთვის, რადგან ის არ პასუხობს აფხაზეთის ინტერესებს. სტატუსის შეცვლა ძალიან სახიფათო პოპულიზმია და ასე თამაში არ შეიძლება" - ამბობს ბჟანია.