ტყვეების მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ ოთხი საზღვაო ქვეითი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დააბრუნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკი "ტელეგრამზე" წერს.
"კიდევ მეტი ჩვენიანი სახლში. მოხდა ტყვეთა მორიგი გაცვლა. ჩვენ დავბრუნდით 6 - ოთხი საზღვაო ქვეითი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე. ოფიცრები - ალექსეი ბულახოვი და ნიკოლაი კოსტენკო. ჯარისკაცები - ლუდმილა გერასიმენკო და ივან ზემლიანოი. მშვიდობიანი მოქალაქეები - ვიქტორია ანდრუშა და იანა მაიბოროდა“, - აცხადებს ერმაკი.
მისი თქმით, მხოლოდ მიმდინარე თვეში უკრაინამ ტყვეობიდან 235 ადამიანი დააბრუნა.