მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსგავსი მაღალი დონის ვიზიტი აფხაზეთში ფაქტობრივად, არ ყოფილა... ერთ-ერთი "მესიჯია“, რომ ბელარუსი აპირებს აღიარებას" - პაატა ზაქარეიშვილი
"მსგავსი მაღალი დონის ვიზიტი აფხაზეთში ფაქტობრივად, არ ყოფილა... ერთ-ერთი "მესიჯია“, რომ ბელარუსი აპირებს აღიარებას" - პაატა ზაქარეიშვილი

ექ­სპერტ პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტის ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს ვი­ზი­ტის ერთ-ერთი მე­სი­ჯი შე­საძ­ლოა იყოს ის, რომ ბე­ლა­რუ­სი აპი­რებს, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის აღი­ა­რე­ბას.

ექ­სპერ­ტის აზ­რით, შე­იძ­ლე­ბა შე­უქ­მნან აფხა­ზებს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ბე­ლო­რუ­სი მათ­ზე ზრუ­ნავს.

რო­გორც ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ადრე ას­ლან ბჟა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ აფხა­ზე­თი მზად არის მი­უ­ერ­თდეს სა­მო­კავ­ში­რეო სა­ხელ­მწი­ფოს, თუმ­ცა ვიდ­რე ბე­ლო­რუ­სი მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას არ აღი­ა­რებს, ამ სა­მო­კავ­ში­რეო სა­ხელ­მწი­ფოს ვერ მი­უ­ერ­თდე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, გან­გა­შის სიგ­ნალს სწო­რედ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა წარ­მო­ად­გენს.

გარ­და ამი­სა, ექ­სპერ­ტის აზით, ბე­ლა­რუ­სის ლი­დე­რის სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში ჩას­ვლის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ასე­ვე შე­საძ­ლოა "ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კის“ სა­კი­თხიც იყოს.

"რა თქმა უნდა, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ვი­ზი­ტია. ასე­თი მა­ღა­ლი დო­ნის ვი­ზი­ტი ფაქ­ტობ­რი­ვად აფხა­ზეთ­ში არ ყო­ფი­ლა, ერ­თა­დერ­თი ლავ­რო­ვი იყო, რო­დე­საც აღი­ა­რა რუ­სეთ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მა­შინ. ორი "მე­სი­ჯია" - ერთი ის, რომ ბე­ლო­რუ­სი აპი­რებს აღი­ა­რე­ბას და შე­იძ­ლე­ბა შე­უქ­მნან შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა აფხა­ზეთს, რომ ბე­ლო­რუ­სი მათ­ზე ზრუ­ნავს, მაგ­რამ რა­ტომ არ აღი­ა­რებს და რა­ტომ ჩა­ვი­და? სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­უ­ბა­რია თვი­თონ ბიჭ­ვინ­თის აგა­რაკ­ზე, სა­დაც ხდე­ბა შეხ­ვედ­რა, ეს არის "მე­სი­ჯი", სურთ ვი­ზუ­ა­ლუ­რი მეხ­სი­ე­რე­ბით გა­უ­ცო­ცხლონ აფხა­ზებს პუ­ტი­ნის სურ­ვი­ლი, რომ აფხა­ზე­თის პარ­ლა­მენ­ტმა მო­ახ­დი­ნოს რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კის. თუ ბე­ლო­რუს­მა უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში არ აღი­ა­რა აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, მოხ­დე­ბა ზე­მოქ­მე­დე­ბა და ზე­წო­ლა აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, რომ პუ­ტინს და ლუ­კა­შენ­კოს სჭირ­დე­ბათ აგა­რა­კი. სურთ შექ­მნან ილუ­ზია აღი­ა­რე­ბი­სა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს ნამ­დვი­ლი და შე­იძ­ლე­ბა იყოს ფიქ­ტი­უ­რიც“, - აღ­ნიშ­ნა პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტი ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ჩა­ვი­და. ლუ­კა­შენ­კო აფხა­ზე­თის ე.წ.პრე­ზი­დენტს ას­ლან ბჟა­ნი­ას ბიჭ­ვინ­თის აგა­რაკ­ზე შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რა­ზე ლუ­კა­შენ­კომ აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან გუ­შინ გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე აფხა­ზე­თის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლეს. მისი თქმით, აფხა­ზეთ­თან არა მხო­ლოდ "მე­გობ­რო­ბის ხი­დის“ აშე­ნე­ბა, არა­მედ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სურთ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
0

აბსოლუტურად გამორიცხულია.

ალექს
4

გაღიარებთ თუ პუტინის ჯარში უკრაინას დაცხებთო, ალბათ ? ესეიგი პუტინი ლუკაშენკოს დაემუქრა , ან აფხაზებს ჩააყანებ ჩემს ჯარში უკრაინის წინააღმდეგ , ან მე ბელარუსს ჩავაყენებ რუსეთის შემადგენლობაშიო ! 

ავტორი:

"მსგავსი მაღალი დონის ვიზიტი აფხაზეთში ფაქტობრივად, არ ყოფილა... ერთ-ერთი "მესიჯია“, რომ ბელარუსი აპირებს აღიარებას" - პაატა ზაქარეიშვილი

"მსგავსი მაღალი დონის ვიზიტი აფხაზეთში ფაქტობრივად, არ ყოფილა... ერთ-ერთი "მესიჯია“, რომ ბელარუსი აპირებს აღიარებას" - პაატა ზაქარეიშვილი

ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის ერთ-ერთი მესიჯი შესაძლოა იყოს ის, რომ ბელარუსი აპირებს, ოკუპირებული აფხაზეთის აღიარებას.

ექსპერტის აზრით, შეიძლება შეუქმნან აფხაზებს შთაბეჭდილება, რომ ბელორუსი მათზე ზრუნავს.

როგორც ზაქარეიშვილმა "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ადრე ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი მზად არის მიუერთდეს სამოკავშირეო სახელმწიფოს, თუმცა ვიდრე ბელორუსი მის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, ამ სამოკავშირეო სახელმწიფოს ვერ მიუერთდება, შესაბამისად, განგაშის სიგნალს სწორედ დამოუკიდებლობის აღიარება წარმოადგენს.

გარდა ამისა, ექსპერტის აზით, ბელარუსის ლიდერის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლის ერთ-ერთი მიზეზი ასევე შესაძლოა "ბიჭვინთის აგარაკის“ საკითხიც იყოს.

"რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. ასეთი მაღალი დონის ვიზიტი ფაქტობრივად აფხაზეთში არ ყოფილა, ერთადერთი ლავროვი იყო, როდესაც აღიარა რუსეთმა დამოუკიდებლობა მაშინ. ორი "მესიჯია" - ერთი ის, რომ ბელორუსი აპირებს აღიარებას და შეიძლება შეუქმნან შთაბეჭდილება აფხაზეთს, რომ ბელორუსი მათზე ზრუნავს, მაგრამ რატომ არ აღიარებს და რატომ ჩავიდა? სავარაუდოდ, საუბარია თვითონ ბიჭვინთის აგარაკზე, სადაც ხდება შეხვედრა, ეს არის "მესიჯი", სურთ ვიზუალური მეხსიერებით გაუცოცხლონ აფხაზებს პუტინის სურვილი, რომ აფხაზეთის პარლამენტმა მოახდინოს რატიფიცირება ბიჭვინთის აგარაკის. თუ ბელორუსმა უახლოეს დღეებში არ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მოხდება ზემოქმედება და ზეწოლა აფხაზურ საზოგადოებაზე, რომ პუტინს და ლუკაშენკოს სჭირდებათ აგარაკი. სურთ შექმნან ილუზია აღიარებისა, რომელიც შეიძლება იყოს ნამდვილი და შეიძლება იყოს ფიქტიურიც“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს. მისი თქმით, აფხაზეთთან არა მხოლოდ "მეგობრობის ხიდის“ აშენება, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები სურთ.

ასევე იხილეთ:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"