სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია
თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
Dior, Fendi, Valentino - მატილდა გვარლიანი, ქართველი მოდელი, რომელიც მსოფლიო მოდას იპყრობს - როგორ ახასიათებს საკუთარ თავს და რატომ დაარქვეს მატილდა (ფოტოები)
14:05 / 28-09-2022
გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მატილდა გვარლიანი თავის თაობაში ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელია. კარიერის განმავლობაში მას უკვე უთანამშრომლია ინდუსტრიის წამყვან ბრენდებთან.
რამდენიმე წლის წინ, "იმედთან" ინტერვიუში ამბობდა, რომ მოდელობა მისი ბავშვობის ოცნება იყო. მატილდა საკუთარ თავს არაპროგნოზირებადს უწოდებს და ამბობს, რომ ცვალებადი ხასიათი აქვს.
"შეიძლება ერთ დღეს გავიღვიძო, ძალიან კარგ ხასიათზე ვიყო და მეორე საათში სხვანაირად. ძირითადად უპირატესობას ვანიჭებ ვინტაჟურ ლუქებს, იმიტომ რომ უფრო საინტერესოა ტანსაცმელი, რომელიც ახლა არ იკერება და მოდაში აღარ არის",- ამბობდა მოდელი.
ნიუ იორკის მოდის კვირეული - მატილდა გვარლიანი Fendi-ს ნამუშევარს წარადგენს
მისივე თქმით, სრული სახელი და გვარი მატილდა მარიამ გვარლიანია. მოდელი ყვება, რომ ბებიას სურდა მისთვის მარიამი დაერქმიათ, დეიდამ კი გოგონას სახელად მატილდა შეურჩია, საბოლოოდ ორივე სახელი დაარქვეს.
2020 წელს მატილდა გვარლიანი საერთაშიროსო ბრენდის, Red Valentino-ს სახე გახდა. მოდელი ბრენდის საახალწლო კამპანიაში გადაიღეს, სადაც სექსუალური და თავდაჯერებული ქალის იმიჯი მოირგო.
მოდელი 16 წლის იყო, როდესაც პირველად გამოვიდა Dolce & Gabbana-ს კოლექციის ჩვენებაზე და მას შემდეგ არაერთი ცნობილი ბრენდისთვის გამოვიდა პოდიუმზე.
მატილდასთვის დატვირთულია ბოლო კვირები, ის ნიუ იორკის, ლონდონის და ახლა უკვე პარიზის მოდის კვირეულზე გამოვიდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია პარიზის მოდის კვირეული, სადაც ქართველი მოდელი Dior-ის შოუზე ვიხილეთ.

მატილდა 2000 წლის 16 მაისს დაიბადა, განსხვავებული შარმის მქონე მოდელი აქტიურად გამოდის სხვადასხვა კოლექციების ჩვენებებზე.
რამდენიმე წლის წინ, "იმედთან" ინტერვიუში ამბობდა, რომ მოდელობა მისი ბავშვობის ოცნება იყო. მატილდა საკუთარ თავს არაპროგნოზირებადს უწოდებს და ამბობს, რომ ცვალებადი ხასიათი აქვს.
"შეიძლება ერთ დღეს გავიღვიძო, ძალიან კარგ ხასიათზე ვიყო და მეორე საათში სხვანაირად. ძირითადად უპირატესობას ვანიჭებ ვინტაჟურ ლუქებს, იმიტომ რომ უფრო საინტერესოა ტანსაცმელი, რომელიც ახლა არ იკერება და მოდაში აღარ არის",- ამბობდა მოდელი.
ნიუ იორკის მოდის კვირეული - მატილდა გვარლიანი Fendi-ს ნამუშევარს წარადგენს
მისივე თქმით, სრული სახელი და გვარი მატილდა მარიამ გვარლიანია. მოდელი ყვება, რომ ბებიას სურდა მისთვის მარიამი დაერქმიათ, დეიდამ კი გოგონას სახელად მატილდა შეურჩია, საბოლოოდ ორივე სახელი დაარქვეს.
2020 წელს მატილდა გვარლიანი საერთაშიროსო ბრენდის, Red Valentino-ს სახე გახდა. მოდელი ბრენდის საახალწლო კამპანიაში გადაიღეს, სადაც სექსუალური და თავდაჯერებული ქალის იმიჯი მოირგო.
მოდელი 16 წლის იყო, როდესაც პირველად გამოვიდა Dolce & Gabbana-ს კოლექციის ჩვენებაზე და მას შემდეგ არაერთი ცნობილი ბრენდისთვის გამოვიდა პოდიუმზე.
მატილდასთვის დატვირთულია ბოლო კვირები, ის ნიუ იორკის, ლონდონის და ახლა უკვე პარიზის მოდის კვირეულზე გამოვიდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია პარიზის მოდის კვირეული, სადაც ქართველი მოდელი Dior-ის შოუზე ვიხილეთ.
ულამაზესი და უჭკვიანესი გოგო
მოდელზე ბევრად მეტი