პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“JCB კავკასია“ - Tegeta Construction Equipment-ის რეგიონული ღონისძიება ბათუმში
“JCB კავკასია“ - Tegeta Construction Equipment-ის რეგიონული ღონისძიება ბათუმში

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ შვი­ლო­ბილ­მა კომ­პა­ნი­ამ Tegeta Construction Equipment, რო­მე­ლიც სამ­შე­ნებ­ლო ტექ­ნი­კის პრე­მი­უმ ბრენ­დს, JCB-ის, ექ­სკლუ­ზი­უ­რად წარ­მო­ად­გენს რე­გი­ონ­ში, ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რებ­სა და კორ­პო­რა­ცი­ულ კლი­ენ­ტებს სა­ქარ­თვე­ლო­ში უმას­პინ­ძლა.

სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის კომ­პა­ნი­ის ბა­თუ­მის ფი­ლი­ალ­ში სამ­შე­ნებ­ლო და საგ­ზაო ტექ­ნი­კის ექ­სპო მო­ე­წყო. ორ­დღი­ან ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­სას­წრე­ბად, რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბი JCB-ის გა­მორ­ჩე­ულ მო­დე­ლებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ად­გილ­ზე გა­ეც­ნენ.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე, „Tegeta Construction Equipment“-ის დი­რექ­ტო­რი: "მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ვმას­პინ­ძლობთ ღო­ნის­ძი­ე­ბას, სა­დაც ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ. ბრი­ტა­ნუ­ლი ბრენ­დი, JCB, რო­მელ­საც თით­ქმის სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, მთელ მსოფ­ლი­ო­ში ხა­რის­ხის ეტა­ლო­ნად ით­ვლე­ბა. მა­ღა­ლი კლა­სის სამ­შე­ნებ­ლო და სპე­ცტექ­ნი­კის მწარ­მო­ე­ბელს კავ­კა­სი­ა­ში Tegeta Construction Equipment ოფი­ცი­ა­ლუ­რად წარ­მო­ად­გენს. უკვე წლე­ბია, რაც ჩვე­ნი კომ­პა­ნია რე­გი­ონ­ში წარ­მა­ტე­ბით ოპე­რი­რებს. გვინ­და, ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კი­დევ უფრო გა­ვაღ­რმა­ოთ და ვფიქ­რობთ, მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბი­სა და ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის.“

"JCB კავ­კა­სი­ის“ მას­შტა­ბუ­რი რე­გი­ო­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის კულ­მი­ნა­ცი­უ­რი ნა­წი­ლი JCB Dancing Diggers შოუ იყო. სა­ნა­ხა­ო­ბა, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და ათა­სო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს, რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლად, Tegeta Construction Equipment-ის სტუმ­რე­ბის­თვის გა­ი­მარ­თა. ამი­სათ­ვის JCB-ის სა­დე­მონ­სტრა­ციო გუნ­დის წევ­რე­ბი ბრი­ტა­ნე­თი­დან სა­გან­გე­ბოდ ჩა­მო­ვიდ­ნენ. ბა­თუმ­ში, თე­გე­ტას ფი­ლი­ალ­ში შეკ­რე­ბილ­მა სტუმ­რებ­მა "მო­ცეკ­ვა­ვე“ სპე­ცტექ­ნი­კა იხი­ლეს.

შთამ­ბეჭ­და­ვი იყო JCB-ის წარ­მო­ე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი და უნი­კა­ლუ­რი ბორ­ბლი­ა­ნი ექ­სკა­ვა­ტო­რის, Hydradig-ის დემო შოუც, რომ­ლის დრო­საც მა­ღა­ლი კლა­სის ტექ­ნი­კის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი უფრო თვალ­სა­ჩი­ნოდ გა­მოჩ­ნდა.

პა­რა­ლე­ლუ­რად",JCB კავ­კა­სი­ის“ დამ­სწრე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ ად­გილ­ზე და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნათ ბრი­ტა­ნუ­ლი ბრენ­დის სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სპე­ცტექ­ნი­კა. მათ შო­რის იყო 3CX ექ­სკა­ვა­ტორ-დამ­ტვირ­თვე­ლი. ეს არის JCB-ის ინო­ვა­ცი­უ­რი გა­მო­გო­ნე­ბა, რო­მე­ლიც 1953 წელს შე­იქ­მნა. დღეს კი უკვე 750 000-ზე მეტ გა­ყი­დულ ერ­თე­ულს ით­ვლის.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ასე­ვე მო­ე­წყო სპე­ცი­ა­ლუ­რი, ეკო კუ­თხე, სა­დაც ბრი­ტა­ნუ­ლი ბრენ­დის ელექტრო­ტექ­ნი­კა გა­ნა­თავ­სეს. სტუმ­რე­ბი­სათ­ვის წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო JCB-ის სრუ­ლად ელექტრი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ამწე პლატ­ფორ­მა, ნუ­ლო­ვა­ნი გა­მო­ნა­ბოლ­ქვით. სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით, სამ­შე­ნებ­ლო ტექ­ნი­კის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ებს შო­რის, JCB-ის, ელექტრო სპე­ცტექ­ნი­კის წარ­მო­ე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­სას­წრე­ბად სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვივ­ნენ JCB-ის სა­თა­ვო ოფი­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო­დან. ასე­ვე ბა­თუმ­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ Tegeta Construction Equipment“-ის ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რე­ბი გერ­მა­ნი­ი­დან, შვე­დე­თი­დან, ჩე­ხე­თი­დან და ყა­ზა­ხე­თი­დან.

სვეტ­ლა­ნა პეტ­რო­ვა, JCB-ის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი: „თე­გე­ტა­სა“ და „JCB“-ის ბევ­რი სა­ერ­თო აქვთ, - მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი და სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხი. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან გაგ­ვი­მარ­თა­ლა 2007 წელს, რო­დე­საც Tegeta Construction Equipment-თან და­ვი­წყეთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი JCB Dancing Diggers შოუ პირ­ვე­ლია რე­გი­ონ­ში და ნამ­დვი­ლად სა­უ­კე­თე­სოდ, ბრი­ტა­ნუ­ლი ბრენ­დის სტან­დარ­ტე­ბით იყო შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, რის­თვი­საც მინ­და მთელ გუნდს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო“.

სა­ქარ­თვე­ლოს ზღვის­პი­რა ქა­ლაქ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მო­ვიდ­ნენ სტუმ­რე­ბი მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­და­ნაც, - სომ­ხე­თი­დან და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, სა­დაც ბრი­ტა­ნუ­ლი ბრენ­დის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დი­ლე­რი Tegeta Construction Equipment-ია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით ბრი­ტა­ნულ კომ­პა­ნი­ას 750 დი­ლე­რი ჰყავს.

"JCB კავ­კა­სია“ ბა­თუმ­ში 24-25 სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­თა.

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია Tegeta Construction Equipment ბა­ზარ­ზე 2007 წლი­დან ოპე­რი­რებს. ის ბრი­ტა­ნუ­ლი უმ­სხვი­ლე­სი სამ­შე­ნებ­ლო ტექ­ნი­კის ბრენ­დის, JCB-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დი­ლე­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში, სომ­ხეთს და აზერ­ბა­ი­ჯან­ში. კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს სამ­შე­ნებ­ლო და საგ­ზაო ტექ­ნი­კას სრუ­ლი სა­გა­რან­ტიო მომ­სა­ხუ­რე­ბით, ასე­ვე ნე­ბის­მი­ე­რი სამ­შე­ნებ­ლო ტექ­ნი­კის სერ­ვის­სა და სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლებს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით
ავტორი:

“JCB კავკასია“ - Tegeta Construction Equipment-ის რეგიონული ღონისძიება ბათუმში

“JCB კავკასია“ - Tegeta Construction Equipment-ის რეგიონული ღონისძიება ბათუმში

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Construction Equipment, რომელიც სამშენებლო ტექნიკის პრემიუმ ბრენდს, JCB-ის, ექსკლუზიურად წარმოადგენს რეგიონში, ბიზნესპარტნიორებსა და კორპორაციულ კლიენტებს საქართველოში უმასპინძლა.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის კომპანიის ბათუმის ფილიალში სამშენებლო და საგზაო ტექნიკის ექსპო მოეწყო. ორდღიან ღონისძიებაზე დასასწრებად, რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები JCB-ის გამორჩეულ მოდელებსა და შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ.

გიორგი ბერიძე, „Tegeta Construction Equipment“-ის დირექტორი: ,,მოხარულები ვართ, რომ ვმასპინძლობთ ღონისძიებას, სადაც ჩვენი პარტნიორები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. ბრიტანული ბრენდი, JCB, რომელსაც თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება აქვს, მთელ მსოფლიოში ხარისხის ეტალონად ითვლება. მაღალი კლასის სამშენებლო და სპეცტექნიკის მწარმოებელს კავკასიაში Tegeta Construction Equipment ოფიციალურად წარმოადგენს. უკვე წლებია, რაც ჩვენი კომპანია რეგიონში წარმატებით ოპერირებს. გვინდა, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ და ვფიქრობთ, მსგავსი ღონისძიებები კარგი შესაძლებლობაა თანამშრომლობის გაფართოების, გამოცდილების გაზიარებისა და ბიზნესის განვითარებისათვის.“

,,JCB კავკასიის“ მასშტაბური რეგიონული ღონისძიების კულმინაციური ნაწილი JCB Dancing Diggers შოუ იყო. სანახაობა, რომელიც მთელ მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს და ათასობით გულშემატკივარი ჰყავს, რეგიონში პირველად, Tegeta Construction Equipment-ის სტუმრებისთვის გაიმართა. ამისათვის JCB-ის სადემონსტრაციო გუნდის წევრები ბრიტანეთიდან საგანგებოდ ჩამოვიდნენ. ბათუმში, თეგეტას ფილიალში შეკრებილმა სტუმრებმა ,,მოცეკვავე“ სპეცტექნიკა იხილეს.

შთამბეჭდავი იყო JCB-ის წარმოების ინოვაციური და უნიკალური ბორბლიანი ექსკავატორის, Hydradig-ის დემო შოუც, რომლის დროსაც მაღალი კლასის ტექნიკის შესაძლებლობები და უპირატესობები უფრო თვალსაჩინოდ გამოჩნდა.

პარალელურად, ,,JCB კავკასიის“ დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე დაეთვალიერებინათ ბრიტანული ბრენდის სხვადასხვა დანიშნულების სპეცტექნიკა. მათ შორის იყო 3CX ექსკავატორ-დამტვირთველი. ეს არის JCB-ის ინოვაციური გამოგონება, რომელიც 1953 წელს შეიქმნა. დღეს კი უკვე 750 000-ზე მეტ გაყიდულ ერთეულს ითვლის.

ღონისძიებაზე ასევე მოეწყო სპეციალური, ეკო კუთხე, სადაც ბრიტანული ბრენდის ელექტროტექნიკა განათავსეს. სტუმრებისათვის წარმოდგენილი იყო JCB-ის სრულად ელექტრიფიცირებული ამწე პლატფორმა, ნულოვანი გამონაბოლქვით. საერთაშორისო მასშტაბით, სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებს შორის, JCB-ის, ელექტრო სპეცტექნიკის წარმოების ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს.

ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს ეწვივნენ JCB-ის სათავო ოფისის წარმომადგენლები გაერთიანებული სამეფოდან. ასევე ბათუმში ჩამოვიდნენ Tegeta Construction Equipment“-ის ბიზნესპარტნიორები გერმანიიდან, შვედეთიდან, ჩეხეთიდან და ყაზახეთიდან.

სვეტლანა პეტროვა, JCB-ის რეგიონალური დირექტორი: „თეგეტასა“ და „JCB“-ის ბევრი საერთო აქვთ, - მაღალი სტანდარტი და საუკეთესო ხარისხი. ვფიქრობ, ძალიან გაგვიმართალა 2007 წელს, როდესაც Tegeta Construction Equipment-თან დავიწყეთ თანამშრომლობა. მსოფლიოში პოპულარული JCB Dancing Diggers შოუ პირველია რეგიონში და ნამდვილად საუკეთესოდ, ბრიტანული ბრენდის სტანდარტებით იყო შესრულებული, რისთვისაც მინდა მთელ გუნდს მადლობა გადავუხადო“.

საქართველოს ზღვისპირა ქალაქში სპეციალურად ჩამოვიდნენ სტუმრები მეზობელი სახელმწიფოებიდანაც, - სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, სადაც ბრიტანული ბრენდის ოფიციალური დილერი Tegeta Construction Equipment-ია. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მასშტაბით ბრიტანულ კომპანიას 750 დილერი ჰყავს.

,,JCB კავკასია“ ბათუმში 24-25 სექტემბერს გაიმართა.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ის ოფიციალური დილერია საქართველოში, სომხეთს და აზერბაიჯანში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო და საგზაო ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.

NS