რუსეთში, იჟევსკის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 7 არასრულწლოვანია, ასევე დაიღუპნენ მასწავლებლები და დაცვის თანამშრომლები. დაღუპულია თავად თავდამსხმელიც. ამასთანავე, დაშავდა კიდევ 14 ბავშვი და 7 ზრდასრული.
საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ დამნაშავე ამავე სკოლის კურსდამთავრებული, 1988 წელს დაბადებული პირია.
შეგახსენებთ, სკოლაში შეჭრილმა პირმა სროლა გაკვეთილზე ატეხა. შავ ტანსაცმელში ჩაცმული უცნობი მამაკაცი კლასში შეიჭრა და ბავშვების მიმართულებით სროლა დაიწყო. ზოგიერთმა მათგანმა დამალვა მოახერხა.
რუსეთის შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ამ მომენტისთვის პოლიციელებმა აღმოაჩინეს მამაკაცის ცხედარი.
"არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა", - აცხადებენ უწყებაში.
ხალხს ომი არ უნდა არც ერთი ეროვნებისას. რუსები "მოატყუეს" აგი ომი არ არის, ომი არ იქნებაო, ეს სამხედრო ოპერაციაა მარტო ბოროტ კაცებს მოვსპობთ და მეტი არაფერიო. ხალხმაც წაუყრუა ახლა უცებ არა არა ომს ვიწყებთო და ატყდა ამბავიი. ომს ხალხი არ დაიწყებს! დაქირავებულების ამარა კი ვერაფრს გააკეთებენ
სანამ ლენინს არ დამარხავენ - მანამდე მაგ ერს არაფერი ეშველება. წყევლა ადევს. იგივენაირად ცართ ჩვენც - სანამ სტალინის მუზეუმი არ დაიხურება და ტურისტების მოზიდვას არ შევწყვეტთ ამ ცოდვიანი კაცის სახელით - მანამდე მისი მსხვერპლების სულების არ მოგვასვენებენ არც ჩვენ