პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრობლემები, რომელსაც კბილის დაკარგვა იწვევს – „სმაილ სტუდიო“ სრულ ორთოპედიულ მომსახურებას გთავაზობთ
პრობლემები, რომელსაც კბილის დაკარგვა იწვევს – „სმაილ სტუდიო“ სრულ ორთოპედიულ მომსახურებას გთავაზობთ

ორ­თო­პე­დი­უ­ლი სტო­მა­ტო­ლო­გი­ის მი­ზა­ნი და­ნაკ­ლი­სი კბი­ლე­ბის, კბილ­თა მწკრი­ვე­ბის დარ­ღვე­უ­ლი ფუნ­ქცი­უ­რი და ეს­თე­ტი­კუ­რი ფუნ­ქცი­ის აღ­დგე­ნა-მკურ­ნა­ლო­ბაა ხე­ლოვ­ნუ­რი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბით.

თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის წყა­ლო­ბით იქ­მნე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი გვირ­გვი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ექიმს, მა­ღა­ლეს­თე­ტი­კუ­რად მო­აგ­ვა­როს და­კარ­გუ­ლი კბი­ლის ან არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი ვი­ზუ­ა­ლის მქო­ნე ღი­მი­ლის პრობ­ლე­მა, სრუ­ლად აღად­გი­ნოს ყბა-კბილ­თა სის­ტე­მის ფუნ­ქცი­უ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა.

„სმა­ილ სტუ­დი­ო­ში“ გან­მარ­ტა­ვენ, რომ კლი­ნი­კა­ში მი­სულ პა­ცი­ენტს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს მი­ი­ღოს სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი და ეს­თე­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის სრუ­ლი სპექტრი ერთ სივ­რცე­ში. კლი­ნი­კა აღ­ჭურ­ვი­ლია მსოფ­ლიო წამ­ყვა­ნი სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ბრენ­დე­ბის აპა­რა­ტუ­რით, მა­სა­ლი­თა და ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რით, რაც ხა­რის­ხი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

ორ­თო­პე­დი­ულ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ვრცლად „სმა­ილ სტუ­დი­ოს“ ექი­მი ორ­თო­პე­დი ბუბა ბა­კუ­რა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა პრობ­ლე­მებს იწ­ვევს კბი­ლე­ბის და­კარ­გვა და რა ფუნ­ქცი­უ­რი დარ­ღვე­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს ამ დროს?

და­კარ­გუ­ლი კბი­ლი მხო­ლოდ ვი­ზუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა არ არის. ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დით უკბი­ლოდ ყოფ­ნა სხვა­დას­ხვა გარ­თუ­ლე­ბებს იწ­ვევს. ასეთ დროს ირ­ღვე­ვა ღეჭ­ვი­თი ფუნ­ქცია და საკ­ვე­ბი სა­თა­ნა­დოდ ვერ მუ­შავ­დე­ბა, რაც საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის პრობ­ლე­მებს იწ­ვევს. იც­ვლე­ბა სა­ხის პა­რა­მეტ­რე­ბი, ადა­მი­ა­ნი იმა­ზე ხან­დაზ­მუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ვიდ­რე არის. იც­ვლე­ბა მე­ტყვე­ლე­ბა. ერთი კბი­ლის და­კარ­გვა მის გვერ­დით კბი­ლებს აზი­ა­ნებს, რად­გან წარ­მო­იქ­მნე­ბა „გო­დო­ნის“ ფე­ნო­მე­ნი. ამ დროს ხდე­ბა კბი­ლე­ბის გა­და­ნაც­ვლე­ბა დე­ფექ­ტის მხა­რეს, რის შემ­დგო­მაც რთულ­დე­ბა და­ნაკ­ლი­სი კბი­ლის აღ­დგე­ნა სხვა­დას­ხვა ორ­თო­პე­დი­უ­ლი კონ­სტრუქ­ცი­ით. კბილ­თა მწკრი­ვის დარ­ღვე­ვა იწ­ვევს პა­რო­დონ­ტის ქსო­ვი­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, საჭ­მლის ნარ­ჩე­ნე­ბის დაგ­რო­ვე­ბას კბილ­თა­შო­რის სივ­რცე­ებ­ში, რაც ბაქ­ტე­რი­ე­ბის გამ­რავ­ლე­ბის­თვის ხელ­საყ­რე­ლი გა­რე­მოა. ამ დროს იზ­რდე­ბა რო­გორც კა­რი­ე­სის, ისე ღრძი­ლე­ბის ან­თე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი.

არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი ღეჭ­ვი­თი ფუნ­ქცია იწ­ვევს სა­ხის და ყბის კუნ­თე­ბის არა­თა­ნა­ბარ სტი­მუ­ლი­რე­ბას, ხდე­ბა სახ­სრის გა­დატ­ვირ­თვა, რა­საც სა­ბო­ლო­ოდ სა­ხის ასი­მეტ­რი­ა­სა და სახ­სრის დის­ფუნ­ქცი­ამ­დე მივ­ყა­ვართ.

რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ კბი­ლის და­კარ­გვის შემ­დეგ?

კბი­ლის და­კარ­გვის­თა­ნა­ვე უნდა მი­მარ­თოთ ექიმ სტო­მა­ტო­ლოგს, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბა მო­ა­ხერ­ხოთ. გახ­სოვ­დეთ, დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა და სწო­რად და­გეგ­მი­ლი მკურ­ნა­ლო­ბა სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის გა­რან­ტი­აა. თქვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი კი ჩვე­ნი კლი­ნი­კის მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და გა­მოც­დი­ლი ექი­მე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.

„ერ­თად შევ­ქმნათ შენი სრულ­ყო­ფი­ლი ღი­მი­ლი“

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინგა
0

საუკეთესო ღიმილს საუკეთესო ფული სჭირდება რისი საშუალებაც სამწუხაროდ დღეს ყველას არა აქვს.თორემ ყველა ქალს დამშვენებს ლამაზი ღიმილი.

alex
1

 შესაძლოა აქ გამოთქმული ფაქტები თუ ვარაუდები საკმაოდ სერიოზული იყოს,მაგრამ "ერ­თად შევ­ქმნათ შენი სრულ­ყო­ფი­ლი ღი­მი­ლი“,ამით უკვე ნათელია რასაც ენსახურება ეს სტატია!!!!!!!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

პრობლემები, რომელსაც კბილის დაკარგვა იწვევს – „სმაილ სტუდიო“ სრულ ორთოპედიულ მომსახურებას გთავაზობთ

პრობლემები, რომელსაც კბილის დაკარგვა იწვევს – „სმაილ სტუდიო“ სრულ ორთოპედიულ მომსახურებას გთავაზობთ

ორთოპედიული სტომატოლოგიის მიზანი დანაკლისი კბილების, კბილთა მწკრივების დარღვეული ფუნქციური და ესთეტიკური ფუნქციის აღდგენა-მკურნალობაა ხელოვნური კონსტრუქციებით.

თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით იქმნება ხელოვნური გვირგვინები, რომლებიც საშუალებას აძლევს ექიმს, მაღალესთეტიკურად მოაგვაროს დაკარგული კბილის ან არადამაკმაყოფილებელი ვიზუალის მქონე ღიმილის პრობლემა, სრულად აღადგინოს ყბა-კბილთა სისტემის ფუნქციური ჯანმრთელობა.

„სმაილ სტუდიოში“ განმარტავენ, რომ კლინიკაში მისულ პაციენტს შესაძლებლობა აქვს მიიღოს სტომატოლოგიური და ესთეტიკური მიმართულების სრული სპექტრი ერთ სივრცეში. კლინიკა აღჭურვილია მსოფლიო წამყვანი სტომატოლოგიური ბრენდების აპარატურით, მასალითა და ყველა საჭირო ინვენტარით, რაც ხარისხიანი მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელია.

ორთოპედიულ მომსახურებაზე ვრცლად „სმაილ სტუდიოს“ ექიმი ორთოპედი ბუბა ბაკურაძე გვესაუბრება.

რა პრობლემებს იწვევს კბილების დაკარგვა და რა ფუნქციური დარღვევები შეიძლება განვითარდეს ამ დროს?

დაკარგული კბილი მხოლოდ ვიზუალური პრობლემა არ არის. ხანგრძლივი პერიოდით უკბილოდ ყოფნა სხვადასხვა გართულებებს იწვევს. ასეთ დროს ირღვევა ღეჭვითი ფუნქცია და საკვები სათანადოდ ვერ მუშავდება, რაც საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს იწვევს. იცვლება სახის პარამეტრები, ადამიანი იმაზე ხანდაზმულად გამოიყურება, ვიდრე არის. იცვლება მეტყველება. ერთი კბილის დაკარგვა მის გვერდით კბილებს აზიანებს, რადგან წარმოიქმნება „გოდონის“ ფენომენი. ამ დროს ხდება კბილების გადანაცვლება დეფექტის მხარეს, რის შემდგომაც რთულდება დანაკლისი კბილის აღდგენა სხვადასხვა ორთოპედიული კონსტრუქციით. კბილთა მწკრივის დარღვევა იწვევს პაროდონტის ქსოვილის გაღიზიანებას, საჭმლის ნარჩენების დაგროვებას კბილთაშორის სივრცეებში, რაც ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელი გარემოა. ამ დროს იზრდება როგორც კარიესის, ისე ღრძილების ანთების განვითარების რისკი.

არასრულფასოვანი ღეჭვითი ფუნქცია იწვევს სახის და ყბის კუნთების არათანაბარ სტიმულირებას, ხდება სახსრის გადატვირთვა, რასაც საბოლოოდ სახის ასიმეტრიასა და სახსრის დისფუნქციამდე მივყავართ.

როგორ უნდა მოვიქცეთ კბილის დაკარგვის შემდეგ?

კბილის დაკარგვისთანავე უნდა მიმართოთ ექიმ სტომატოლოგს, რომ მოსალოდნელი გართულებების თავიდან არიდება მოახერხოთ. გახსოვდეთ, დროული დიაგნოსტიკა და სწორად დაგეგმილი მკურნალობა საუკეთესო შედეგის გარანტიაა. თქვენი სურვილები კი ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ექიმებისთვის უმნიშვნელოვანესია.

„ერთად შევქმნათ შენი სრულყოფილი ღიმილი“

R