"არანაირ დიდ დაპირისპირებას არ აქვს ადგილი პარტიაში, გულახდილად ვამბობ ამას. არანაირ დაპირისპირებას, მით უფრო ფიზიკურს", - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას განაცხადა და ასე უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის წევრების ფიზიკური დაპირისპირების შესახებ.
"არანაირ დიდ დაპირისპირებას არ აქვს ადგილი პარტიაში, გულახდილად ვამბობ ამას. არანაირ დაპირისპირებას, მით უფრო ფიზიკურს, პერსონალურ დაპირისპირებას. იდეათა ჭიდილი არის, არის ბრძოლა ხედვებს შორის. მე ვფიქრობ, ეს ნორმალურია.
როგორ ამბობთ? - პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მოხდა ფიზიკური დაპირისპირება სამოქალაქო აქტივისტებთან (მარნეულის ოფისის წარმომადგენლებთან).
ცხარე კამათი და ცხარე დისკუსია და ფიზიკური დაპირისპირება ერთი და იგივე არ არის.
მე ენის მოჩლექის გარეშე გეუბნებით, ეს არის ის შემთხვევა, რომელსაც ადგილი რომ ჰქონოდა, სისხლის სამართლის დანაშაულიც იქნებოდა. და დამიჯერეთ, ამას ვინმე თუ გამოიყენებდა, პირველ რიგში, გამოიყენებდა "ქართული ოცნება.“
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მოხდეს ის, რაზეც თქვენ საუბრობთ და "ქართულმა ოცნებამ“ ეს ვერ გაიგოს, მსგავსი რამ არ არსებობს.
დასაპირისპირებელი ერთმანეთთან არაფერი არ გვაქვს. იდეათა ჭიდილი, კი, ბატონო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარტია "ნაციონალური მოძრაობა“ თამაშობს და ითამაშებს გადამწყვეტ როლს ევროპული იდეისთვის ხორცის შესასხმელად. თუკი რაიმე წარმატების იმედი გვაქვს, ევროპული დავალების შესრულება ვაიძულოთ მათ შორის, ხელისუფლებას, პირველ რიგში, ცვლილება ჩვენი პარტიიდან უნდა დავიწყოთ, ჩვენ თავს უნდა მოვერიოთ და პარტია უნდა იყოს იმ ევროპულ ყაიდაზე განვითარებული, რომელიც მერე უმტკივნეულოდ შეძლებს ქვეყნის მართვას", - აცხადებს ნიკა მელია.
საშინელი არსებაა!
ძვირფასო ნიკა, ოღონდ შენ გავრცელებულ ინფორმაციაზე არ იდარდო და გინდ ფიზიკურად გაუსწორდით ერთმანეთს და გინდ მორალურად. ჩვენ, პირობას ვიძლევი, გულთან ახლოსაც არ მივიტანთ თქვენს დასცხე -დაჰკარის