მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უფრო გრძნობით ვუკრავდით, ვიდრე ტექნიკით..." - რას ჰყვება ქართველი ძიუდოისტი, რომლის ვიდეომ ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა: ილია სულამანიძის გზა დიდ ძიუდოში
"უფრო გრძნობით ვუკრავდით, ვიდრე ტექნიკით..." - რას ჰყვება ქართველი ძიუდოისტი, რომლის ვიდეომ ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა: ილია სულამანიძის გზა დიდ ძიუდოში

ორი დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის ვი­დეო გავ­რცელ­და, რო­მელ­მაც რე­კორ­დუ­ლი ნახ­ვე­ბი და­აგ­რო­ვა. ვი­დე­ო­ში მთა­ვა­რი გმი­რი 21 წლის ტი­ტუ­ლო­ვა­ნი ძი­უ­დო­ის­ტი ილია სუ­ლა­მა­ნი­ძეა, რო­მე­ლიც პი­ა­ნი­ნო­ზე უკ­რავს, აკომ­პა­ნე­მენტს კი ძმა, შაკო სუ­ლა­მა­ნი­ძე, საბა ინა­ნე­იშ­ვი­ლი და გი­ორ­გი თუ­თაშ­ვი­ლი უწე­ვენ...

რო­გო­რია ილია სუ­ლა­მა­ნი­ძის გზა დიდ ძი­უ­დო­ში - გა­დავ­წყვი­ტეთ ქარ­თვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი Ambebi.ge-ს მკი­თხვე­ლის­თვის უფრო ახ­ლოს გაგ­ვეც­ნო.

ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რის დროს, ძი­უ­დოს ნაკ­რე­ბი შეკ­რე­ბა­ზე ბორ­ჯომ­ში იყო, სა­დაც ყო­ველ­დღი­უ­რად ვარ­ჯი­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტია, რო­მე­ლიც 6 ოქ­ტომ­ბერს უზ­ბე­კეთ­ში გა­ი­მარ­თე­ბა...

ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე:

- 5 წლის ასაკ­ში მი­ვე­დი ძი­უ­დო­ზე, მა­მას უყ­ვარ­და ეს სპორ­ტი ძა­ლი­ან. მა­შინ, 2005 წელს, ძი­უ­დო­ზე ბავ­შვე­ბი ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ოლიმ­პი­ა­ზე გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ შეჰ­ყავ­დათ. ასე მოვ­ხვდი მე და ჩემი ძმა ძი­უ­დო­ზე და 2006 წლი­დან ტყი­ბულ­ში და­ვი­წყეთ ვარ­ჯი­ში. სპორ­ტს ბევ­რი ენერ­გია და დრო მი­აქვს, მაგ­რამ ამას ჩემ­თვის ხელი არ შე­უშ­ლია, რომ სკო­ლა­ში კარ­გად მეს­წავ­ლა. უბ­რა­ლოდ ვი­ცო­დი, რომ ოდეს­მე მო­მი­წევ­და არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა სწავ­ლა­სა და ძი­უ­დოს შო­რის, მაგ­რამ შევ­ძე­ლი და უნი­ვერ­სი­ტე­ტიც და­ვამ­თავ­რე. ჩემი პრო­ფე­სი­აა მრეწ­ვე­ლო­ბის ინ­ჟი­ნე­რია, რა­შიც ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა მა­თე­მა­ტი­კა, რო­მე­ლიც ასე­ვე ჩემი ძლი­ე­რი მხა­რეა.

- სპორ­ტში პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვით...

- ბავ­შვო­ბი­დან და­ვი­წყე შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე ას­პა­რე­ზო­ბა, მაგ­რამ გა­დი­ო­და წლე­ბი და შეხ­ვედ­რებს ვერ ვი­გებ­დით... 8-9 წლის ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლად რომ შე­ჯიბ­რე­ბა მო­ვი­გეთ, მა­შინ გა­მიჩ­ნდა მი­ზა­ნი, რომ ვარ­ჯი­ში გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. 16 წლამ­დე ტყი­ბულ­ში ვვარ­ჯი­შობ­დი, სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­გე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო ჩემი კა­რი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ მე და ჩემი ძმა სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დით, მა­მი­დას­თან ვცხოვ­რობ­დით, რო­მე­ლიც დიდი სიყ­ვა­რუ­ლით გვივ­ლი­და.

- ძა­ლი­ან დიდი დო­ზით არის თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში მუ­სი­კა, სწავ­ლი­სა და ვარ­ჯი­შის პა­რა­ლე­ლუ­რად ამ­დე­ნი ინ­სტრუ­მენ­ტის და­უფ­ლე­ბა რო­დის მო­ა­ხერ­ხეთ...

- მუ­სი­კა ბავ­შვო­ბი­დან შე­მო­ვი­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ისე­ვე რო­გორც სპორ­ტი. თა­ვი­დან მშობ­ლებს სტან­დარ­ტუ­ლად ძა­ლით შეჰ­ყავთ ხოლ­მე ბავ­შვი პი­ა­ნი­ნო­ზე. მე კერ­ძო მას­წავ­ლე­ბე­ლი მყავ­და, ჩემი მე­ზო­ბე­ლი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, მუ­სი­კა მან შე­მაყ­ვა­რა. თუმ­ცა, თა­ვი­დან ერთი წელი მეც ძა­ლით დავ­დი­ო­დი, არ გა­მომ­დი­ო­და, მაგ­რამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა მქონ­და, ვი­ცო­დი, რომ ჩემი მშობ­ლე­ბი ტყუ­ი­ლად არა­ფერს და­მა­ძა­ლებ­დნენ. შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ მუ­სი­კის გა­რე­შე აღარ შე­მეძ­ლო ცხოვ­რე­ბა. შემ­დეგ სხვა ინ­სტრუ­მენ­ტებ­საც და­ვე­უფ­ლე. პი­ა­ნი­ნოს გარ­და ვუკ­რავ გი­ტა­რა­ზე, ფან­დურ­ზე და სა­ლა­მურ­ზე.

- ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია თქვე­ნი ვი­დე­ო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მაგ­რამ თქვენ არ ხართ და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი... ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა თქვე­ნი, თქვე­ნი ძმის და მე­გობ­რე­ბის მიერ შეს­რუ­ლე­ბულ Khamzat Bekov-ის „Reflet“

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­ვო­ბას დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ ვა­ნი­ჭებ... რაც შე­ე­ხე­ბა ვი­დე­ოს, რო­მელ­ზეც მე­სა­უბ­რე­ბით, მეს­მის ხალ­ხის, რა­ტო­მაც მოს­წონთ ეს მე­ლო­დია. იმ მო­მენ­ტში ავა­წყეთ, და­გეგ­მი­ლი არც გვქონ­და. ჩემ­მა თა­ნა­მუ­სი­კო­სებ­მა ამი­წყეს და უფრო გრძნო­ბით ვუკ­რავ­დით, ვიდ­რე ტექ­ნი­კით... ფე­ის­ბუქ­ზე ჩემს გვერ­დსაც ჰქო­ნია ვი­დეო გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი და მი­თხრეს, რომ ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტი ნახ­ვა ჰქონ­და.

- თქვენ და ლაშა ბე­ქა­უ­რი ახლო მე­გობ­რე­ბი ხართ...

- სპორ­ტმა დაგ­ვა­ახ­ლო­ვა და ამის­თვის ძი­უ­დო­სი დიდი მად­ლო­ბე­ლი ვარ. ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მაც­ნო, რო­მელ­თა­ნაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უნდა გა­ვი­ა­რო და მათ შო­რის არის ლაშა ბე­ქა­უ­რი...

- ილია, პირ­ველ გა­მარ­ჯვე­ბა­ზე ვი­სა­უბ­რეთ, შემ­დეგ იყო კი­დევ არა­ერ­თი გა­მარ­ჯვე­ბა, ახლა რა ეტა­პია თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, ალ­ბათ მთა­ვა­რი მი­ზა­ნი მა­ინც ოლიმ­პი­ა­დაა.

- ყვე­ლა სპორ­ტსმე­ნის­თვის დიდი მი­ზა­ნი მა­ინც ოლიმ­პი­ა­დაა, მაგ­რამ იქამ­დე ბევ­რი ნა­ბი­ჯი გვაქვს გა­და­სად­გმე­ლი, რაც გა­მოც­დი­ლე­ბას გვაძ­ლევს. ახლა ბორ­ჯომ­ში ვართ შეკ­რე­ბა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის ვემ­ზა­დე­ბით, რო­მე­ლიც უზ­ბე­კეთ­ში 6 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა...

- ილია, რთუ­ლია სპორ­ტსმე­ნის­თვის სხვა­დას­ხვა ცდუ­ნე­ბებ­ზე უა­რის თქმა, თამ­ბა­ქო, ალ­კოჰო­ლი, ღა­მის ცხოვ­რე­ბა...

- მე არ მაქვს ეს პრობ­ლე­მა, რომ რა­მე­ზე უარი მქონ­დეს სათ­ქმე­ლი, ისე მაქვს გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა­ში პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი. ძა­ლი­ან დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს ის საქ­მე, რა­საც ვა­კე­თებ და ცხოვ­რე­ბის ის სტი­ლი, რა­საც მივ­ყვე­ბი. რაც ჩა­მოთ­ვა­ლეთ, ის პრობ­ლე­მე­ბი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ არ­სე­ბობს. უარს არ ვამ­ბობ, რად­გან არც არ­სე­ბობს, ზუს­ტად ვიცი, რომ არ მო­მი­ტანს იმ სი­ა­მოვ­ნე­ბას, რა­საც სპორ­ტით მი­ვი­ღებ.

- ლაშა ბე­ქა­უ­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ თქვენს ერთ-ერთ ვი­დე­ო­ზე წერ­დნენ, „გა­უ­ცი­ნარ ხელ­მწი­ფეს გა­უ­ცი­ნი­აო“, არ იცი­ნით ცხოვ­რე­ბა­ში?

- ეს ბევ­რს უთ­ქვამს, რად­გან ვერ ვა­კონ­ტრო­ლებ მი­მი­კებს. ხში­რად მქო­ნია ეგ მო­მენ­ტი, რო­დე­საც რა­ღაც მი­ხა­რია, ბედ­ნი­ე­რი ვარ, მგო­ნია სა­ხე­ზეც მე­ტყო­ბა, ვას­ხი­ვებ ბედ­ნი­ე­რე­ბას, მაგ­რამ შემ­დეგ ვი­დეო რომ მი­ნა­ხავს, სახე მო­ღუ­შუ­ლი მაქვს. არ ენ­დოთ სა­ხეს და მი­მი­კას, სი­ნამ­დვი­ლე­ში ბედ­ნი­ე­რი ვარ ხოლ­მე (იცი­ნის...)

- პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თვის რამ­დე­ნად გრჩე­ბათ დრო. ამ­ბო­ბენ, რომ ხში­რად ამის გამო, სპორ­ტსმე­ნებს კა­რი­ე­რა­ში ხელი ეშ­ლე­ბათ.

- ისე­თი გრძნო­ბა რო­გო­რიც სიყ­ვა­რუ­ლია არ მგო­ნია, რა­მე­ში ხე­ლის­შემ­შლე­ლი იყოს, მაგ­რამ ამას ყვე­ლა­ფერს ცოდ­ნა უნდა... უნდა იცო­დე, რო­გორ მო­იქ­ცე ამ დროს.

- ახლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხართ?

- თავს შე­ვი­კა­ვებ პა­სუ­ხის­გან, არ მინ­და ამა­ზე სა­უ­ბა­რი.

- სპორ­ტსმე­ნებს ხში­რად გაბ­რა­ლე­ბენ, რომ მო­დე­ლი გო­გო­ნე­ბი მოგ­წონთ და ცო­ლა­დაც ამ სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მოგ­ყავთ.

- ასეთ „კლი­შე­ებ­ში“ ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემი თავი. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი გიყ­ვარ­დე­ბა, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს პრო­ფე­სი­ას... გულ­წრფე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი არ მგო­ნია, ვინ­მეს გა­რეგ­ნო­ბა­ზე ან მო­დე­ლო­ბა­ზე გა­დი­ო­დეს.

- და­სას­რულს გკი­თხავთ, 6 ოქ­ტომ­ბრის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე რო­გო­რი მო­ლო­დი­ნი გაქვთ?

- ძა­ლი­ან დიდი მო­ლო­დი­ნი გვაქვს, მთე­ლი გუნ­დი დიდი ძა­ლის­ხმე­ვით და თავ­გან­წირ­ვით ვვარ­ჯი­შობთ. დიდი წარ­მა­ტე­ბა გვე­ლო­დე­ბა და გვინ­და, რომ ბედ­ნი­ე­რი გავ­ხა­დოთ ხალ­ხი ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბით...

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელენე
0

გილოცავ ილია. ჩვენთვის გამარჯვებული ხარ რა თქმა უნდა. სულ წინ და წინ გევლოს კიდევ მრავალი წელი.გფარავდეს უფალი.

მადლობა
0

საამაყო ქარტველები! საამაყო შვილები! ნეტა ჩვენც გვყავდეს ყველას!

ავტორი:

"უფრო გრძნობით ვუკრავდით, ვიდრე ტექნიკით..." - რას ჰყვება ქართველი ძიუდოისტი, რომლის ვიდეომ ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა: ილია სულამანიძის გზა დიდ ძიუდოში

"უფრო გრძნობით ვუკრავდით, ვიდრე ტექნიკით..." - რას ჰყვება ქართველი ძიუდოისტი, რომლის ვიდეომ ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა: ილია სულამანიძის გზა დიდ ძიუდოში

ორი დღის წინ, სოციალურ ქსელში ქართველი სპორტსმენების ვიდეო გავრცელდა, რომელმაც რეკორდული ნახვები დააგროვა. ვიდეოში მთავარი გმირი 21 წლის ტიტულოვანი ძიუდოისტი ილია სულამანიძეა, რომელიც პიანინოზე უკრავს, აკომპანემენტს კი ძმა, შაკო სულამანიძე, საბა ინანეიშვილი და გიორგი თუთაშვილი უწევენ...

როგორია ილია სულამანიძის გზა დიდ ძიუდოში - გადავწყვიტეთ ქართველი წარმატებული სპორტსმენი Ambebi.ge-ს მკითხველისთვის უფრო ახლოს გაგვეცნო.

ინტერვიუს ჩაწერის დროს, ძიუდოს ნაკრები შეკრებაზე ბორჯომში იყო, სადაც ყოველდღიურად ვარჯიში მსოფლიოს ჩემპიონატია, რომელიც 6 ოქტომბერს უზბეკეთში გაიმართება...

ილია სულამანიძე:

- 5 წლის ასაკში მივედი ძიუდოზე, მამას უყვარდა ეს სპორტი ძალიან. მაშინ, 2005 წელს, ძიუდოზე ბავშვები ზურაბ ზვიადაურის ოლიმპიაზე გამარჯვების შემდეგ შეჰყავდათ. ასე მოვხვდი მე და ჩემი ძმა ძიუდოზე და 2006 წლიდან ტყიბულში დავიწყეთ ვარჯიში. სპორტს ბევრი ენერგია და დრო მიაქვს, მაგრამ ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია, რომ სკოლაში კარგად მესწავლა. უბრალოდ ვიცოდი, რომ ოდესმე მომიწევდა არჩევანის გაკეთება სწავლასა და ძიუდოს შორის, მაგრამ შევძელი და უნივერსიტეტიც დავამთავრე. ჩემი პროფესიაა მრეწველობის ინჟინერია, რაშიც ძალიან დამეხმარა მათემატიკა, რომელიც ასევე ჩემი ძლიერი მხარეა.

- სპორტში პირველი წარმატების შესახებ მოგვიყევით...

- ბავშვობიდან დავიწყე შეჯიბრებებზე ასპარეზობა, მაგრამ გადიოდა წლები და შეხვედრებს ვერ ვიგებდით... 8-9 წლის ვიყავი, პირველად რომ შეჯიბრება მოვიგეთ, მაშინ გამიჩნდა მიზანი, რომ ვარჯიში გამეგრძელებინა. 16 წლამდე ტყიბულში ვვარჯიშობდი, საქართველოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ დაიწყო ჩემი კარიერა საქართველოს ნაკრებში. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ მე და ჩემი ძმა საცხოვრებლად თბილისში გადმოვედით, მამიდასთან ვცხოვრობდით, რომელიც დიდი სიყვარულით გვივლიდა.

- ძალიან დიდი დოზით არის თქვენს ცხოვრებაში მუსიკა, სწავლისა და ვარჯიშის პარალელურად ამდენი ინსტრუმენტის დაუფლება როდის მოახერხეთ...

- მუსიკა ბავშვობიდან შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, ისევე როგორც სპორტი. თავიდან მშობლებს სტანდარტულად ძალით შეჰყავთ ხოლმე ბავშვი პიანინოზე. მე კერძო მასწავლებელი მყავდა, ჩემი მეზობელი. მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები, მუსიკა მან შემაყვარა. თუმცა, თავიდან ერთი წელი მეც ძალით დავდიოდი, არ გამომდიოდა, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა მქონდა, ვიცოდი, რომ ჩემი მშობლები ტყუილად არაფერს დამაძალებდნენ. შემდეგ მივხვდი, რომ მუსიკის გარეშე აღარ შემეძლო ცხოვრება. შემდეგ სხვა ინსტრუმენტებსაც დავეუფლე. პიანინოს გარდა ვუკრავ გიტარაზე, ფანდურზე და სალამურზე.

- ძალიან პოპულარულია თქვენი ვიდეოები სოციალურ ქსელში, მაგრამ თქვენ არ ხართ დარეგისტრირებული... ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა თქვენი, თქვენი ძმის და მეგობრების მიერ შესრულებულ Khamzat Bekov-ის „Reflet“

- სოციალურ ქსელში აქტივობას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ... რაც შეეხება ვიდეოს, რომელზეც მესაუბრებით, მესმის ხალხის, რატომაც მოსწონთ ეს მელოდია. იმ მომენტში ავაწყეთ, დაგეგმილი არც გვქონდა. ჩემმა თანამუსიკოსებმა ამიწყეს და უფრო გრძნობით ვუკრავდით, ვიდრე ტექნიკით... ფეისბუქზე ჩემს გვერდსაც ჰქონია ვიდეო გამოქვეყნებული და მითხრეს, რომ ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა.

- თქვენ და ლაშა ბექაური ახლო მეგობრები ხართ...

- სპორტმა დაგვაახლოვა და ამისთვის ძიუდოსი დიდი მადლობელი ვარ. ისეთი ადამიანები გამაცნო, რომელთანაც მთელი ცხოვრება უნდა გავიარო და მათ შორის არის ლაშა ბექაური...

- ილია, პირველ გამარჯვებაზე ვისაუბრეთ, შემდეგ იყო კიდევ არაერთი გამარჯვება, ახლა რა ეტაპია თქვენს ცხოვრებაში, ალბათ მთავარი მიზანი მაინც ოლიმპიადაა.

- ყველა სპორტსმენისთვის დიდი მიზანი მაინც ოლიმპიადაა, მაგრამ იქამდე ბევრი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი, რაც გამოცდილებას გვაძლევს. ახლა ბორჯომში ვართ შეკრებაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადებით, რომელიც უზბეკეთში 6 ოქტომბერს გაიმართება...

- ილია, რთულია სპორტსმენისთვის სხვადასხვა ცდუნებებზე უარის თქმა, თამბაქო, ალკოჰოლი, ღამის ცხოვრება...

- მე არ მაქვს ეს პრობლემა, რომ რამეზე უარი მქონდეს სათქმელი, ისე მაქვს გადანაწილებული ცხოვრებაში პრიორიტეტები. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ის საქმე, რასაც ვაკეთებ და ცხოვრების ის სტილი, რასაც მივყვები. რაც ჩამოთვალეთ, ის პრობლემები ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს. უარს არ ვამბობ, რადგან არც არსებობს, ზუსტად ვიცი, რომ არ მომიტანს იმ სიამოვნებას, რასაც სპორტით მივიღებ.

- ლაშა ბექაურის მიერ გამოქვეყნებულ თქვენს ერთ-ერთ ვიდეოზე წერდნენ, „გაუცინარ ხელმწიფეს გაუცინიაო“, არ იცინით ცხოვრებაში?

- ეს ბევრს უთქვამს, რადგან ვერ ვაკონტროლებ მიმიკებს. ხშირად მქონია ეგ მომენტი, როდესაც რაღაც მიხარია, ბედნიერი ვარ, მგონია სახეზეც მეტყობა, ვასხივებ ბედნიერებას, მაგრამ შემდეგ ვიდეო რომ მინახავს, სახე მოღუშული მაქვს. არ ენდოთ სახეს და მიმიკას, სინამდვილეში ბედნიერი ვარ ხოლმე (იცინის...)

- პირადი ცხოვრებისთვის რამდენად გრჩებათ დრო. ამბობენ, რომ ხშირად ამის გამო, სპორტსმენებს კარიერაში ხელი ეშლებათ.

- ისეთი გრძნობა როგორიც სიყვარულია არ მგონია, რამეში ხელისშემშლელი იყოს, მაგრამ ამას ყველაფერს ცოდნა უნდა... უნდა იცოდე, როგორ მოიქცე ამ დროს.

- ახლა შეყვარებული ხართ?

- თავს შევიკავებ პასუხისგან, არ მინდა ამაზე საუბარი.

- სპორტსმენებს ხშირად გაბრალებენ, რომ მოდელი გოგონები მოგწონთ და ცოლადაც ამ სფეროს წარმომადგენლები მოგყავთ.

- ასეთ „კლიშეებში“ ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი. როდესაც ადამიანი გიყვარდება, რა მნიშვნელობა აქვს პროფესიას... გულწრფელი სიყვარული არ მგონია, ვინმეს გარეგნობაზე ან მოდელობაზე გადიოდეს.

- დასასრულს გკითხავთ, 6 ოქტომბრის მსოფლიო ჩემპიონატზე როგორი მოლოდინი გაქვთ?

- ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, მთელი გუნდი დიდი ძალისხმევით და თავგანწირვით ვვარჯიშობთ. დიდი წარმატება გველოდება და გვინდა, რომ ბედნიერი გავხადოთ ხალხი ჩვენი გამარჯვებით...