მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასამართლომ გვითხრა, რომ კანონზე მაღლა კობახიძის დედა დგას" - რას აცხადებს ნოდარ მელაძე
"სასამართლომ გვითხრა, რომ კანონზე მაღლა კობახიძის დედა დგას" - რას აცხადებს ნოდარ მელაძე

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის დე­დამ "TV პირ­ველს" სა­სა­მარ­თლო­ში დავა მო­უ­გო. მო­სა­მარ­თლემ "TV პირ­ვე­ლის" წი­ნა­აღ­მდეგ თა­მარ ზა­ა­ლიშ­ვი­ლის სარ­ჩე­ლი და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. ნო­დარ მე­ლა­ძეს და მაკა ჩიხ­ლა­ძეს 5-5 ლა­რის ოდე­ნო­ბით ჯა­რი­მა და­ე­კის­რათ.

მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით "TV პირ­ველს" და რეს­პონ­დენტ თა­მარ მი­ქა­უ­ტა­ძეს კი 5 555 ლა­რის ოდე­ნო­ბით ჯა­რი­მის გა­დახ­და მო­უ­წევთ.

ლა­პა­რა­კია ტე­ლე­ვი­ზი­ის "შა­ბა­თის ეთერ­ში" გა­სულ სი­უ­ჟეტ­ზე, რომ­ლის გა­მოც თა­მარ ზა­ა­ლიშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა. მისი გან­ცხა­დე­ბით, სი­უ­ჟეტ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი მო­საზ­რე­ბა სიც­რუე და ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი იყო, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მი­ზა­ნი კი, მისი და მისი შვი­ლის - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის რე­პუ­ტა­ცი­ის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა იყო.

"TV პირ­ვე­ლი" აცხა­დებ­და, რომ სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნაც კი კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით მოხ­და, რად­გან ვადა სი­უ­ჟე­ტის გას­ვლი­დან სარ­ჩე­ლამ­დე დარ­ღვე­უ­ლი იყო. მა­თი­ვე თქმით, ზა­ა­ლიშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბა უსა­ფუძ­ვლო და აბ­სურ­დუ­ლია.

"სა­სა­მარ­თლომ გვი­თხრა, რომ კა­ნონ­ზე მაღ­ლა კო­ბა­ხი­ძის დედა დგას", - ასე შე­ა­ფა­სა ნო­დარ მე­ლა­ძემ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ნო­დარ მე­ლა­ძე ამ­ბობს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გა­სა­ჩივ­რდე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­სტან­ცი­ა­სა და სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­სა­მარ­თლო­ში.

"სა­სა­მარ­თლო კლა­ნის მიერ გამ­წე­სე­ბულ­მა მო­სა­მარ­თლემ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კა­ნო­ნის სრუ­ლი დარ­ღვე­ვით, რად­გა­ნაც ში­ნა­არ­სიც რომ არ გან­ვი­ხი­ლოთ ამ გა­მო­ძი­ე­ბის, ვა­დე­ბი ჰქონ­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის დედა დარ­ღვე­უ­ლი. თუმ­ცა, დღეს სა­სა­მარ­თლომ გვი­თხრა, რომ კა­ნონ­ზე მაღ­ლა დგას მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის დედა. სა­სა­მარ­თლოს­გან ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო იმ გან­ხილ­ვე­ბის ფონ­ზე, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ამით კი­დევ ერთხელ ცდი­ლო­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­ღარ შევ­ძლოთ გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გა­მო­ძი­ე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა, ამით დაგ­ვა­ში­ნონ და გაგ­ვა­ჩუ­მონ. ჟურ­ნა­ლის­ტმა გა­მო­ი­ყე­ნა ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბის და მე­ო­რე მხა­რის ჩა­წე­რის ყვე­ლა შე­საძ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჰქონ­და. ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის დედა იმა­ლე­ბო­და კა­მე­რე­ბის წინ. ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძე­ბის ეთერ­ში გას­ვლის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ გა­ახ­სენ­და მას ეს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გა­ვაგ­რძე­ლებთ ბრძო­ლას ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­სტან­ცი­ა­ში და სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­სა­მარ­თლო­ში და თინა ვა­შაყ­მა­ძეს ვამ­ხელთ, რომ ის არის მონა მო­სა­მარ­თლე, რო­მელ­საც მარ­თავს კლა­ნი“. - ამ­ბობს ნო­დარ მე­ლა­ძე. მის კო­მენ­ტარს "TV პირ­ვე­ლი" აქ­ვეყ­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საქართველოს შვილი
2

აბსოლიტურად ვეთანხმები კომენტარების უმრავლესობას, სადაც წერენ, რომ მელაძე და ძმანნი მისნი უტიფრები, მატყუარები და უზნეოები არიან, დიახაც, პასუხი უნდა აგოთ ფულის გამო გაყიდულო "ჟურნალისტებო". თქვენ ხალხი უგუნური ხომ არ გგონიათ?

ზაზა
3

ნოდარა ეხლა ნახავ როგორ უნდა ცილისწამებაზე კანონის ძალას. პირველი საქმეა მთავარი, მერე სოკოებივით გაჩნდებიან მოსარჩელეები იმდენ ტყუილს აბრალებთ ხალხს არა მარტო შენ არამედ სხვებიც, ცილისმწამებლები...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"სასამართლომ გვითხრა, რომ კანონზე მაღლა კობახიძის დედა დგას" - რას აცხადებს ნოდარ მელაძე

"სასამართლომ გვითხრა, რომ კანონზე მაღლა კობახიძის დედა დგას" - რას აცხადებს ნოდარ მელაძე

ირაკლი კობახიძის დედამ "TV პირველს" სასამართლოში დავა მოუგო. მოსამართლემ "TV პირველის" წინააღმდეგ თამარ ზაალიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა. ნოდარ მელაძეს და მაკა ჩიხლაძეს 5-5 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით "TV პირველს" და რესპონდენტ თამარ მიქაუტაძეს კი 5 555 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

ლაპარაკია ტელევიზიის "შაბათის ეთერში" გასულ სიუჟეტზე, რომლის გამოც თამარ ზაალიშვილმა სასამართლოს მიმართა. მისი განცხადებით, სიუჟეტში წარმოდგენილი მოსაზრება სიცრუე და ცილისმწამებლური იყო, ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიზანი კი, მისი და მისი შვილის - "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება იყო.

"TV პირველი" აცხადებდა, რომ სარჩელის შეტანაც კი კანონის დარღვევით მოხდა, რადგან ვადა სიუჟეტის გასვლიდან სარჩელამდე დარღვეული იყო. მათივე თქმით, ზაალიშვილის ბრალდება უსაფუძვლო და აბსურდულია.

"სასამართლომ გვითხრა, რომ კანონზე მაღლა კობახიძის დედა დგას", - ასე შეაფასა ნოდარ მელაძემ სასამართლოს გადაწყვეტილება.

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება ყველა საჭირო ინსტანციასა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში.

"სასამართლო კლანის მიერ გამწესებულმა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება კანონის სრული დარღვევით, რადგანაც შინაარსიც რომ არ განვიხილოთ ამ გამოძიების, ვადები ჰქონდა ირაკლი კობახიძის დედა დარღვეული. თუმცა, დღეს სასამართლომ გვითხრა, რომ კანონზე მაღლა დგას მმართველი პარტიის თავმჯდომარის დედა. სასამართლოსგან ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო იმ განხილვების ფონზე, რომელიც მიმდინარეობდა. ამით კიდევ ერთხელ ცდილობენ, რომ საქართველოში ვეღარ შევძლოთ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გამოძიებების გაკეთება, ამით დაგვაშინონ და გაგვაჩუმონ. ჟურნალისტმა გამოიყენა ინფორმაციის გადამოწმების და მეორე მხარის ჩაწერის ყველა შესაძლო საშუალება, რომელიც ჰქონდა. ირაკლი კობახიძის დედა იმალებოდა კამერების წინ. ჟურნალისტური გამოძების ეთერში გასვლის შემდეგ რამდენიმე თვის შემდეგ გაახსენდა მას ეს ჟურნალისტური გამოძიება. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა საჭირო ინსტანციაში და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში და თინა ვაშაყმაძეს ვამხელთ, რომ ის არის მონა მოსამართლე, რომელსაც მართავს კლანი“. - ამბობს ნოდარ მელაძე. მის კომენტარს "TV პირველი" აქვეყნებს.