პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩაინიშნა საგანგებო თათბირი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში, სადაც გადაწყდა, რომ.." - რას წერს სოსო გოგაშვილი მორიგ წერილში
"ჩაინიშნა საგანგებო თათბირი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში, სადაც გადაწყდა, რომ.." - რას წერს სოსო გოგაშვილი მორიგ წერილში

"ვა­დას­ტუ­რებ ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძის მიერ ინ­ტერ­ვი­უ­ში მოყ­ვა­ნილ ზე­წო­ლის ფაქტს. ეს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ ჩვენ სუს-მა მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძის მო­თხოვ­ნის შემ­დეგ", - ამის შე­სა­ხებ სუს-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი სოსო გო­გაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მო­რიგ მი­მარ­თვა­ში წერს.

  • სოსო გო­გაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მას შემ­დეგ, რაც მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძემ ალა­ვი­ძე­ზე არა­ერ­თი ზე­წო­ლის შემ­დეგ ვერ მი­აღ­წია მი­ზანს, მი­ე­ღო მის­გან თან­ხმო­ბა "რუს­თა­ვი 2“-ის საქ­მე­ზე "ოც­ნე­ბის­თვის“ სა­სურ­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ, მან საქ­მე­ში ჩარ­თო "მძი­მე არ­ტი­ლე­რია“.

"ჩა­ი­ნიშ­ნა სა­გან­გე­ბო თათ­ბი­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ბიზ­ნეს ცენ­ტრში, სა­დაც გა­და­წყდა, რომ საქ­მე­ში უნდა ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვით ჩვენ - სუსი. ჩვენ ივა­ნიშ­ვი­ლის­გან მი­ვი­ღეთ შე­სა­ბა­მი­სი და­ვა­ლე­ბა - ალა­ვი­ძე­ზე სა­სურ­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად უნდა შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა მუდ­მი­ვი სამ­სა­ხუ­რი, ფუ­ლა­დი პრე­მია და ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა მომ­ხდა­რი­ყო სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებ­ზე აპე­ლი­რე­ბით, უა­რის შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნით.

სუს-ში გა­მო­ი­ძებ­ნა თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, რო­მე­ლიც მას დიდი ხანი იც­ნობ­და და ჰქონ­და კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა. მას და­ე­ვა­ლა ალა­ვი­ძეს­თან შეხ­ვედ­რა და მისი დარ­წმუ­ნე­ბა. შეხ­ვედ­რა შედ­გა რამ­დენ­ჯერ­მე, ხდე­ბო­და ამ შეხ­ვედ­რის აუ­დიო ჩა­წე­რა, ოფი­ცერს ჩა­ნა­წე­რი მოჰ­ქონ­და ჩემ­თან და მე მას ვუგ­ზავ­ნი­დი ჩინ­ჩა­ლა­ძეს.

  • რად­გან ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძემ გა­ბე­და და და­ი­წყო მხი­ლე­ბა, მე მას მო­ვუ­წო­დებ ბო­ლომ­დე ისა­უბ­როს და თქვას ყვე­ლა­ფე­რი ამ შეხ­ვედ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ასე­ვე მო­ვუ­წო­დებ შემ­სრუ­ლე­ბელ ოფი­ცერს, რო­მე­ლიც ისევ მუ­შა­ობს სუს-ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე (ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით) - მე­გო­ბა­რო, და­ი­კა­ვე ამ­ჯე­რად მარ­თლა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პო­ზი­ცია, თქვი სი­მარ­თლე და ამ­ხი­ლე ბინ­ძუ­რი სის­ტე­მა. ვიცი, რომ შენ ხარ პატ­რი­ო­ტი და ვიცი, რომ გინ­და ემ­სა­ხუ­რო სა­ქარ­თვე­ლოს და არა პუ­ტი­ნის ოც­ნე­ბას“, - წერს გო­გაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ყო­ფილ­მა მო­სა­მარ­თლემ, ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძემ "მთა­ვარ არხთან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ზე­წო­ლის ფაქ­ტებ­ზე და მათ­თვის მო­წყო­ბილ "ქუ­ჩურ გარ­ჩე­ვებ­ზე“ ისა­უბ­რა.

ალა­ვი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა კონ­კრე­ტულ საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­თა­ვა­ზე­ბა, რომ გარ­კვე­უ­ლი სა­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ე­ღო. თუმ­ცა, ალა­ვი­ძე აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ებს არ ასა­ხე­ლებს.

"არა­ერ­თი მო­სა­მარ­თლე ყო­ფი­ლა მათი მხრი­დან დევ­ნის ობი­ექ­ტი, რო­მელ­საც არა­სა­მარ­თლი­ა­ნად მო­ექ­ცნენ ან აი­ძუ­ლეს გან­ცხა­დე­ბა და­ე­წე­რა, ან სის­ტე­მი­დან წა­სუ­ლი­ყო ან გა­და­სუ­ლი­ყო და­ბა­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­ში. ასე­თი ფაქ­ტე­ბი არა­თუ გა­გე­ბუ­ლი, სა­კუ­თარ თავ­ზეც მაქვს გა­მოც­დი­ლი. მათი მხრი­დან არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა კონ­კრე­ტულ საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რომ გარ­კვე­უ­ლი სა­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­მე­ღო. იყო თხოვ­ნა, რომ ეს იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ამ­გვა­რი შე­დე­გის დად­გო­მა, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის შემ­დეგ, მათ­თან კონ­ფლიქ­ტი მო­მი­ვი­და. მინ­და ვთქვა, რომ მათი მხრი­დან ამ­გვარ ჩა­რე­ვებს არა "აკა­დე­მი­უ­რი“ ხა­სი­ა­თი ჰქონ­და, ვთქვათ - თქვენ ასე ხომ არ ფიქ­რობთ, ან იქ­ნებ კა­ნონ­ში ასე წე­რია და შეც­დო­მას უშ­ვებთ, არა­მედ, ქუ­ჩუ­რი წე­სე­ბით საქ­მის გარ­ჩე­ვა, კა­ბი­ნე­ტებ­ში და­ბა­რე­ბა, ძა­ლი­ან ხმა­მა­ღა­ლი ტო­ნით და პირ­და­პირ მო­წო­დე­ბა, რომ უნდა დად­გეს ამა თუ იმ საქ­მე­ზე, ესა თუ ის შე­დე­გი“, - გა­ნა­ცხა­და ალა­ვი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძე 2017 წელს "რუს­თა­ვი 2“-ის საქ­მის გან­მხილ­ვე­ლი მო­სა­მარ­თლე იყო.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Aka
3

გოგაშვილს რომ გაუჭირდა მაშინ ალაპარაკდა,რამდენს აუღია ცხოვრება და რამდენს დაუნგრია მომავალი თავისი იქ მუშაობის დროს,იმათზე რატომ არ ლაპარაკობს, თუ იტყვის რომ მაძალებდნენო ეგ უფრო დანაშაული არარის?უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ეს ადამიანი იმისათვის რომ მაშინვე ხმა არ ამოიღო,მაშინვე რომ ხმა ამოეღო მაშინ დასაჯილდოებელი. იქნებოდა

ზურაბ
9

შენც ღებულობდა მონაწილეობას ამ დანაშაულში თან მალავდი თან ქონებას აგროვებდი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

"ჩაინიშნა საგანგებო თათბირი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში, სადაც გადაწყდა, რომ.." - რას წერს სოსო გოგაშვილი მორიგ წერილში

"ჩაინიშნა საგანგებო თათბირი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში, სადაც გადაწყდა, რომ.." - რას წერს სოსო გოგაშვილი მორიგ წერილში

"ვადასტურებ ბესარიონ ალავიძის მიერ ინტერვიუში მოყვანილ ზეწოლის ფაქტს. ეს განვახორციელეთ ჩვენ სუს-მა მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნის შემდეგ", - ამის შესახებ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მორიგ მიმართვაში წერს.

  • სოსო გოგაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მიხეილ ჩინჩალაძემ ალავიძეზე არაერთი ზეწოლის შემდეგ ვერ მიაღწია მიზანს, მიეღო მისგან თანხმობა "რუსთავი 2“-ის საქმეზე "ოცნებისთვის“ სასურველი გადაწყვეტილების შესახებ, მან საქმეში ჩართო "მძიმე არტილერია“.

"ჩაინიშნა საგანგებო თათბირი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში, სადაც გადაწყდა, რომ საქმეში უნდა ჩავრთულიყავით ჩვენ - სუსი. ჩვენ ივანიშვილისგან მივიღეთ შესაბამისი დავალება - ალავიძეზე სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა შეგვეთავაზებინა მუდმივი სამსახური, ფულადი პრემია და ხელშეუხებლობა. ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ინტერესებზე აპელირებით, უარის შემთხვევაში პრობლემების შექმნით.

სუს-ში გამოიძებნა თანამდებობის პირი, რომელიც მას დიდი ხანი იცნობდა და ჰქონდა კარგი ურთიერთობა. მას დაევალა ალავიძესთან შეხვედრა და მისი დარწმუნება. შეხვედრა შედგა რამდენჯერმე, ხდებოდა ამ შეხვედრის აუდიო ჩაწერა, ოფიცერს ჩანაწერი მოჰქონდა ჩემთან და მე მას ვუგზავნიდი ჩინჩალაძეს.

  • რადგან ბესარიონ ალავიძემ გაბედა და დაიწყო მხილება, მე მას მოვუწოდებ ბოლომდე ისაუბროს და თქვას ყველაფერი ამ შეხვედრებთან დაკავშირებით.

ასევე მოვუწოდებ შემსრულებელ ოფიცერს, რომელიც ისევ მუშაობს სუს-ში მაღალ თანამდებობაზე (ჩემი ინფორმაციით) - მეგობარო, დაიკავე ამჯერად მართლა სახელმწიფოებრივი პოზიცია, თქვი სიმართლე და ამხილე ბინძური სისტემა. ვიცი, რომ შენ ხარ პატრიოტი და ვიცი, რომ გინდა ემსახურო საქართველოს და არა პუტინის ოცნებას“, - წერს გოგაშვილი.

ცნობისთვის, ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ "მთავარ არხთან“ ინტერვიუში მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე და მათთვის მოწყობილ "ქუჩურ გარჩევებზე“ ისაუბრა.

ალავიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ ყოფილა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით შეთავაზება, რომ გარკვეული სახის გადაწყვეტილებები მიეღო. თუმცა, ალავიძე აღნიშნულ საქმეებს არ ასახელებს.

"არაერთი მოსამართლე ყოფილა მათი მხრიდან დევნის ობიექტი, რომელსაც არასამართლიანად მოექცნენ ან აიძულეს განცხადება დაეწერა, ან სისტემიდან წასულიყო ან გადასულიყო დაბალი ინსტანციის სასამართლოში. ასეთი ფაქტები არათუ გაგებული, საკუთარ თავზეც მაქვს გამოცდილი. მათი მხრიდან არაერთხელ ყოფილა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით შემოთავაზება, რომ გარკვეული სახის გადაწყვეტილებები მიმეღო. იყო თხოვნა, რომ ეს იყო შეთანხმებული ხელისუფლებასთან, სახელმწიფო ინტერესების დაცვას ემსახურებოდა ამგვარი შედეგის დადგომა, რასთან დაკავშირებითაც წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, მათთან კონფლიქტი მომივიდა. მინდა ვთქვა, რომ მათი მხრიდან ამგვარ ჩარევებს არა "აკადემიური“ ხასიათი ჰქონდა, ვთქვათ - თქვენ ასე ხომ არ ფიქრობთ, ან იქნებ კანონში ასე წერია და შეცდომას უშვებთ, არამედ, ქუჩური წესებით საქმის გარჩევა, კაბინეტებში დაბარება, ძალიან ხმამაღალი ტონით და პირდაპირ მოწოდება, რომ უნდა დადგეს ამა თუ იმ საქმეზე, ესა თუ ის შედეგი“, - განაცხადა ალავიძემ.

ცნობისთვის, ბესარიონ ალავიძე 2017 წელს "რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი მოსამართლე იყო.