სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაშაძემ შეგვიყვანოს ევროკავშირში, იქნებ სხვა გზა იცის, ჩვენ მხართეძოზე წამოვწვებით და მწვადს შევწვავთ" - ელისაშვილი
"ვაშაძემ შეგვიყვანოს ევროკავშირში, იქნებ სხვა გზა იცის, ჩვენ მხართეძოზე წამოვწვებით და მწვადს შევწვავთ" - ელისაშვილი

ბა­ტონ ვა­შა­ძეს და „ლე­ლოს“ არ უნ­დათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი გახ­დეს, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, პრო­ევ­რო­პე­ლო­ბას იბ­რა­ლე­ბენ და სი­ნამ­დვი­ლე­ში არ უნ­დათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­შირ­ში შე­ვი­დეს.

"იმ ხალ­ხმა გვი­თხრა: გინ­დათ ევ­რო­კავ­ში­რი? - დას­ხე­დით, 12 პუნ­ქტზე ერ­თად იმუ­შა­ვე­თო.

მე ვარ თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რი, სა­დაც არის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებ­თან ბრძო­ლის სა­მუ­შაო ჯგუფ­ში. მე ამ სა­მუ­შაო ჯგუფ­ში ვარ და ძა­ლი­ან კარ­გად მი­დის მუ­შა­ო­ბა. სხვებ­ზე ვერ ვი­ტყვი. მო­ლო­დი­ნი, რა თქმა უნდა, მქონ­და, რომ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან ტა­ა­ტით და ჭრი­ა­ლით წა­ვი­დო­და ეს ამ­ბა­ვი, მაგ­რამ ეგ არის. უნდა დაჯ­დე და იმუ­შაო. სა­დაც პრობ­ლე­მაა უნდა იბ­რძო­ლო, სა­დაც სა­მუ­შა­ოა უნდა იმუ­შაო, მაგ­რამ ზოგს უბ­რა­ლოდ მუ­შა­ო­ბა ეზა­რე­ბა. რას ნიშ­ნავს აზრი არ აქვს?! - შეგ­ვიყ­ვა­ნოს ევ­რო­კავ­შირ­ში ვა­შა­ძემ იქ­ნებ რამე სხვა გზა იცის, წა­მოვ­წვე­ბით ჩვენ მხარ­თე­ძო­ზე და შევწვავთ მწვადს. რას ნიშ­ნავს ფარ­სია და არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ, მა­შინ გვი­თხა­რი რა არ არის ფარ­სი, მა­შინ გვი­თხა­რი რო­გორ გახ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი. იმ სა­მუ­შაო ჯგუფ­ში, რომ დას­ხდნენ და იმუ­შა­ონ რა მოხ­დე­ბა?!

ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მა­ვალ­ზეა ლა­პა­რა­კი და ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო იქ­ნე­ბა თუ არა ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ნა­წი­ლი. ეს არის პირ­და­პირ ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ქმე­დე­ბა, რა­საც ისი­ნი აკე­თე­ბენ.

პრო­ევ­რო­პე­ლო­ბას იბ­რა­ლე­ბენ და სი­ნამ­დვი­ლე­ში არ უნ­დათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­შირ­ში შე­ვი­დეს. იყო ოპო­ზი­ცი­ა­ში ხალ­ხი, ვინც და­დი­ო­და ბრი­უ­სელ­ში და სტრას­ბურ­გში და ეუბ­ნე­ბო­და ევ­რო­პელ პო­ლი­ტი­კო­სებს, რომ არ მის­ცეთ სა­ქარ­თვე­ლოს ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­აო, გი­ორ­გი კან­დე­ლაკს ვგუ­ლის­ხმობ და ზუს­ტად იგი­ვე ნა­ბი­ჯია, ეს არის სა­ბო­ტა­ჟი და ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ქმე­დე­ბა, რო­დე­საც ევ­რო­კავ­ში­რი გე­უბ­ნე­ბა, რომ თუ გინ­და კან­დი­და­ტი გახ­დე, ეს და ეს ერ­თად გა­ა­კე­თე­თო, შენ ამ დროს გა­მო­დი­ხარ და იძა­ხი, რომ ეს ფარ­სია“, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ურო
2

 ვაშაძემ შეიძლება შეგიყვანოს ტყუილების ზღაპრულ სამყაროში; სააკაშვილთან იყო, თუ ვითომ გამოეყო, მხოლოდ ტყუილებით და უტიფრობით გვახსოვს

თამო
2

აუ ალეკო მეორე ნათელაშვილი ნუ გახდი რა, ხომ გაგაფრთხილა ერთმა გლეხმა :)

ავტორი:

"ვაშაძემ შეგვიყვანოს ევროკავშირში, იქნებ სხვა გზა იცის, ჩვენ მხართეძოზე წამოვწვებით და მწვადს შევწვავთ" - ელისაშვილი

"ვაშაძემ შეგვიყვანოს ევროკავშირში, იქნებ სხვა გზა იცის, ჩვენ მხართეძოზე წამოვწვებით და მწვადს შევწვავთ" - ელისაშვილი

ბატონ ვაშაძეს და „ლელოს“ არ უნდათ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, პროევროპელობას იბრალებენ და სინამდვილეში არ უნდათ, რომ საქართველო ევროკავშირში შევიდეს.

"იმ ხალხმა გვითხრა: გინდათ ევროკავშირი? - დასხედით, 12 პუნქტზე ერთად იმუშავეთო.

მე ვარ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, სადაც არის ორგანიზებულ დანაშაულებთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფში. მე ამ სამუშაო ჯგუფში ვარ და ძალიან კარგად მიდის მუშაობა. სხვებზე ვერ ვიტყვი. მოლოდინი, რა თქმა უნდა, მქონდა, რომ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით ძალიან ტაატით და ჭრიალით წავიდოდა ეს ამბავი, მაგრამ ეგ არის. უნდა დაჯდე და იმუშაო. სადაც პრობლემაა უნდა იბრძოლო, სადაც სამუშაოა უნდა იმუშაო, მაგრამ ზოგს უბრალოდ მუშაობა ეზარება. რას ნიშნავს აზრი არ აქვს?! - შეგვიყვანოს ევროკავშირში ვაშაძემ იქნებ რამე სხვა გზა იცის, წამოვწვებით ჩვენ მხართეძოზე და შევწვავთ მწვადს. რას ნიშნავს ფარსია და არ ვმონაწილეობ, მაშინ გვითხარი რა არ არის ფარსი, მაშინ გვითხარი როგორ გახდება საქართველო ევროკავშირის კანდიდატი. იმ სამუშაო ჯგუფში, რომ დასხდნენ და იმუშაონ რა მოხდება?!

ჩვენი შვილების მომავალზეა ლაპარაკი და ჩვენი სახელმწიფო იქნება თუ არა ცივილიზაციის ნაწილი. ეს არის პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რასაც ისინი აკეთებენ.

პროევროპელობას იბრალებენ და სინამდვილეში არ უნდათ, რომ საქართველო ევროკავშირში შევიდეს. იყო ოპოზიციაში ხალხი, ვინც დადიოდა ბრიუსელში და სტრასბურგში და ეუბნებოდა ევროპელ პოლიტიკოსებს, რომ არ მისცეთ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაო, გიორგი კანდელაკს ვგულისხმობ და ზუსტად იგივე ნაბიჯია, ეს არის საბოტაჟი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, როდესაც ევროკავშირი გეუბნება, რომ თუ გინდა კანდიდატი გახდე, ეს და ეს ერთად გააკეთეთო, შენ ამ დროს გამოდიხარ და იძახი, რომ ეს ფარსია“, - განაცხადა ელისაშვილმა.