მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კვარა" მართავს" - დამარცხებული "მილანი", გაბრაზებული კვარაცხელია და შექება პიოლისგან - რას წერს ქართველი ფეხბურთელი მატჩის შემდეგ
"კვარა" მართავს" - დამარცხებული "მილანი", გაბრაზებული კვარაცხელია და შექება პიოლისგან - რას წერს ქართველი ფეხბურთელი მატჩის შემდეგ

ფეხ­ბურ­თის სამ­ყა­რომ მო­რი­გი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მატ­ჩი იხი­ლა. იტა­ლი­ის "სე­რია ა"-ში ერ­თმა­ნეთს "მი­ლა­ნი" და "ნა­პო­ლი" და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ცხა­დია, ქარ­თვე­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა სწო­რედ ამ მატ­ჩის­კენ იყო მი­პყრო­ბი­ლი, რად­გა­ნაც "ნა­პო­ლის“ რი­გებ­ში მო­თა­მა­შე ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია პირ­ვე­ლად ითა­მა­შებ­და ლე­გენ­და­რულ სტა­დი­ონ­ზე, "სან სი­რო­ზე," ლე­გენ­და­რუ­ლი "მი­ლა­ნის" წი­ნა­აღ­მდეგ.

ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელს გულ­შე­მატ­კივ­რის იმე­დი არც ამ­ჯე­რად გა­უც­რუ­ე­ბია. ხვი­ჩას ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად მი­ლა­ნის სამ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა ყვი­თე­ლი ბა­რა­თი მი­ი­ღო, გარ­და ამი­სა, კვა­რა­ცხე­ლი­ამ 11-მეტ­რი­ა­ნი გა­მო­ი­მუ­შა­ვა, რო­მე­ლიც მის­მა თა­ნა­გუნ­დელ­მა, პო­ლი­ტა­ნომ ზუს­ტად შე­ას­რუ­ლა და მატ­ჩის პირ­ვე­ლი გოლი სწო­რედ ასე გა­ვი­და.

მა­ყუ­რე­ბელ­მა გაბ­რა­ზე­ბუ­ლი კვა­რა­ცხე­ლი­აც იხი­ლა. მას შემ­დეგ, რაც "მი­ლა­ნის" ფეხ­ბურ­თე­ლი მას უხე­შად ეთა­მა­შა. რო­გორც ფა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, ხვი­ჩამ ხა­სი­ა­თი გა­მო­ავ­ლი­ნა.

სა­ბო­ლო­ოდ, მატ­ჩი ნე­ა­პო­ლელ­თა გა­მარ­ჯვე­ბით, ან­გა­რი­შით 1-2 დას­რულ­და. ამ გა­მარ­ჯვე­ბით "ნა­პო­ლის“ 17 ქულა აქვს და "სე­რია ა"-ს ცხრი­ლის სა­თა­ვე­შია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კვა­რას შე­სა­ხებ მატ­ჩის შემ­დგომ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მი­ლა­ნის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა, სტე­ფა­ნო პი­ო­ლიმ ისა­უბ­რა და მას "ბრწყინ­ვა­ლე ფეხ­ბურ­თე­ლი" უწო­და.

მატ­ჩის შემ­დეგ ქარ­თველ­მა ფეხხ­ბურ­თელ­მა "ის­ტაგ­რამ­ზე" პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც კარ­გი თა­მა­შის გამო გუნ­დი შე­ა­ქო. ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ახლა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში თა­მა­შის დროა.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამი ქულა, გუნ­დის შე­სა­ნიშ­ნა­ვი თა­მა­ში. ახლა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის დროა", - წერს კვარ­ცხე­ლია და მი­ლა­ნი ნა­პო­ლის და­პი­რის­პი­რე­ბის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

კვა­რა­ცხე­ლი­ას თა­მაშს და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა იტა­ლი­ურ მე­დი­ა­ში. "კვა­რა მარ­თავს" - ასე­თი სა­თა­უ­რი აქვს გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ზეთ Corriere dello Sport-ს დღე­ვან­დე­ლი ნომ­რის გა­რე­კან­ზე.

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშას
0

მესხს, ყიფიანს და სხვა დიდებულ ფეხბურთელებს მოიხსენიებდნენ როგორც ქართველ ფეხბურთელებს და არა როგორც რომელიმე კუთხის წარმომადგენლებს.

ბორის ტეხუელი
0

 ცქვიტი და მარდია კოლხური ენერგიით. კიდევ უფრო დაიხვეწება და მოედანზე ,, მრისხანე " გახდება მოწინააღმდეგისთის, უხვი გოლებით გაგვახარებს

ავტორი:

"კვარა" მართავს" - დამარცხებული "მილანი", გაბრაზებული კვარაცხელია და შექება პიოლისგან - რას წერს ქართველი ფეხბურთელი მატჩის შემდეგ

"კვარა" მართავს" - დამარცხებული "მილანი", გაბრაზებული კვარაცხელია და შექება პიოლისგან - რას წერს ქართველი ფეხბურთელი მატჩის შემდეგ

ფეხბურთის სამყარომ მორიგი მნიშვნელოვანი მატჩი იხილა. იტალიის "სერია ა"-ში ერთმანეთს "მილანი" და "ნაპოლი" დაუპირისპირდნენ. ცხადია, ქართველების განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ მატჩისკენ იყო მიპყრობილი, რადგანაც "ნაპოლის“ რიგებში მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია პირველად ითამაშებდა ლეგენდარულ სტადიონზე, "სან სიროზე," ლეგენდარული "მილანის" წინააღმდეგ.

ქართველ ფეხბურთელს გულშემატკივრის იმედი არც ამჯერად გაუცრუებია. ხვიჩას ქმედებების შედეგად მილანის სამმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო, გარდა ამისა, კვარაცხელიამ 11-მეტრიანი გამოიმუშავა, რომელიც მისმა თანაგუნდელმა, პოლიტანომ ზუსტად შეასრულა და მატჩის პირველი გოლი სწორედ ასე გავიდა.

მაყურებელმა გაბრაზებული კვარაცხელიაც იხილა. მას შემდეგ, რაც "მილანის" ფეხბურთელი მას უხეშად ეთამაშა. როგორც ფანები ამბობენ, ხვიჩამ ხასიათი გამოავლინა.

საბოლოოდ, მატჩი ნეაპოლელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1-2 დასრულდა. ამ გამარჯვებით "ნაპოლის“ 17 ქულა აქვს და "სერია ა"-ს ცხრილის სათავეშია.

აღსანიშნავია, რომ კვარას შესახებ მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე მილანის მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ ისაუბრა და მას "ბრწყინვალე ფეხბურთელი" უწოდა.

მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხხბურთელმა "ისტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც კარგი თამაშის გამო გუნდი შეაქო. ასევე აღნიშნა, რომ ახლა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის დროა.

"მნიშვნელოვანი სამი ქულა, გუნდის შესანიშნავი თამაში. ახლა საქართველოს ეროვნული ნაკრების დროა", - წერს კვარცხელია და მილანი ნაპოლის დაპირისპირების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.

კვარაცხელიას თამაშს დადებითი შეფასებები მოჰყვა იტალიურ მედიაში. "კვარა მართავს" - ასეთი სათაური აქვს გამოტანილი გაზეთ Corriere dello Sport-ს დღევანდელი ნომრის გარეკანზე.