საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვერა ბრეჟნევა და კონსტანტინე მელაძე დაშორდნენ, მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომია - მედია
ვერა ბრეჟნევა და კონსტანტინე მელაძე დაშორდნენ, მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომია - მედია

რუ­სულ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი ვერა ბრეჟნე­ვა და პრო­დი­უ­სე­რი კონ­სტან­ტი­ნე მელ­და­ძე ჯერ კი­დევ 2022 წლის ზა­ფხულ­ში და­შორ­დნენ. წყვი­ლის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ, ამ­ბა­ვი ჯერ კი­დევ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბი­დან ორ თვე­ში გავ­რცელ­და.

მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ წყვი­ლი ომის შე­სა­ხებ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის გამო და­შორ­და. ბრეჟნე­ვა გმობს კრემ­ლის კრი­მი­ნა­ლურ რე­ჟიმს და ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე პო­ლო­ნეთ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც ლტოლ­ვი­ლებს ეხ­მა­რე­ბო­და. მე­ლა­ძე კი ძმის­გან და ცო­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, დღემ­დე დუმს.

მე­ლა­ძის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი, ვი­საც ბრეჟნე­ვა არ უყ­ვარ­დათ, წე­რენ, რომ ქალს სხვი­სი ოჯა­ხის დან­გრე­ვა ბუ­მე­რან­გი და­უბ­რუნ­და. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ჯერ კი­დევ მა­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც მე­ლა­ძე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო იანა სუმ­ზე.

გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, მომ­ღე­რალ­სა და პრო­დი­უ­სერს კო­მენ­ტა­რი ჯერ არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2015 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ვერა ბრეჟნე­ვა ფა­რუ­ლად და­ქორ­წინ­და კომ­პო­ზი­ტორ­სა და მუ­სი­კა­ლურ პრო­დი­უ­სერ­ზე კონ­სტან­ტი­ნე მე­ლა­ძე­ზე. მათი ქორ­წი­ლი იტა­ლი­ა­ში ახ­ლო­მე­გობ­რე­ბის წრე­ში შედ­გა. ბრეჟნე­ვამ არა­ერ­თხელ თქვა, რომ სურ­და სა­ერ­თო შვი­ლი ყო­ლო­დათ, მაგ­რამ მის ასაკ­ში რამ­დე­ნად გა­მო­უ­ვი­დო­და არ იცო­და.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაქარაშვილ-მარქარიანი…
1

პლანეტარული მაშტაბის ასეთი სუპერ-სენსაციური ამბები უნდა ნელ-ნელა შემოგვაპაროთ , თორემ უცებ რომ წავიკითხე გასკდა გული...

ანდრო
1

რუსეთ უკრაინის ომის არა კიდევ ხაშური თბილისის მატარებლის ბრალი!!

ხომ ხართ კარგად ხალხო ? მოწყინდა და ახალგაზრდა ჯობს, იდარდოს იმ ხრონცმა მელაძემ , მოუბრუნდა ბუმერანგი 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ვერა ბრეჟნევა და კონსტანტინე მელაძე დაშორდნენ, მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომია - მედია

ვერა ბრეჟნევა და კონსტანტინე მელაძე დაშორდნენ, მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომია - მედია

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი მომღერალი ვერა ბრეჟნევა და პროდიუსერი კონსტანტინე მელდაძე ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხულში დაშორდნენ. წყვილის დაშორების შესახებ, ამბავი ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ორ თვეში გავრცელდა.

მედიაში წერენ, რომ წყვილი ომის შესახებ განსხვავებული პოზიციების გამო დაშორდა. ბრეჟნევა გმობს კრემლის კრიმინალურ რეჟიმს და ომის დაწყებისთანავე პოლონეთში გაემგზავრა, სადაც ლტოლვილებს ეხმარებოდა. მელაძე კი ძმისგან და ცოლისგან განსხვავებით, დღემდე დუმს.

მელაძის თაყვანისმცემლები, ვისაც ბრეჟნევა არ უყვარდათ, წერენ, რომ ქალს სხვისი ოჯახის დანგრევა ბუმერანგი დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ მათი ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც მელაძე ოფიციალურად დაქორწინებული იყო იანა სუმზე.

გავრცელებულ ინფორმაციაზე, მომღერალსა და პროდიუსერს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ოქტომბერში ვერა ბრეჟნევა ფარულად დაქორწინდა კომპოზიტორსა და მუსიკალურ პროდიუსერზე კონსტანტინე მელაძეზე. მათი ქორწილი იტალიაში ახლომეგობრების წრეში შედგა. ბრეჟნევამ არაერთხელ თქვა, რომ სურდა საერთო შვილი ყოლოდათ, მაგრამ მის ასაკში რამდენად გამოუვიდოდა არ იცოდა.