საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი პარტიიდან წასვლის შემდეგ თანამდებობას ითხოვდა.
აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, ითხოვდა თუ არა გოგაშვილი თანამდებობას მას შემდეგ, რაც პარტია დატოვა.
როგორც გომელაური განმარტავს, გოგაშვილი მიდიოდა და სთხოვდა „იქნებ რაღაცა გაუკეთონ“, რაზეც უარს ეუბნებოდნენ.
„იყო კი, დადიოდა, როცა პარტიიდან წამოვიდა, რატომ წამოვიდა, არ მინდა ჯერ ვისაუბრო, ალბათ, იტყვის რაღაცას და პასუხს გავცემ, რატომაც წამოვიდა უსაფრთხოების სამსახურიდან, პარტიიდანაც რატომ გამოუშვეს. მოდიოდა გვთხოვდა, იქნებ რაღაც გაგვიკეთოთო, ვერაფერს გაგიკეთებთ - მეთქი“, - აღნიშნავს გომელაური.
იცნობდი კიდეც?
არა ვერ დავიჯერებ
საიდუმლო ინფორმაციებს რომ სარფიანად ყიდიდა ამაზე მისი დაგროვილი მილიონები ლაპარაკობენ.
ვფიქრობ ვაჭრობა არც ციხეში მოხვედრის შემდეგ შეუწყვეტია, რადგან სავარაუდოდ იმას ლაპარაკობს რაშიც უხდიან. აქ მეორე კითხვაც ჩნდება რას აკეთებდა იმ დროს გომელაური როცა მისი მოადგილე ასე თვალსა და ხელს შუა ზღაპრულად მდიდრდებოდა??