სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი ამ ომში ვეღარ გაიმარჯვებს, მათი არმია გამარჯვებაზე კი არა, სარგებელზეა ორიენტირებული" - რამ გამოიწვია რუსული ჯარის დემორალიზება და რას უნდა ველოდოთ ფრონტის ხაზზე?
"რუსეთი ამ ომში ვეღარ გაიმარჯვებს, მათი არმია გამარჯვებაზე კი არა, სარგებელზეა ორიენტირებული" - რამ გამოიწვია რუსული ჯარის დემორალიზება და რას უნდა ველოდოთ ფრონტის ხაზზე?

უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გი, ის­ტო­რი­კო­სი ია­როს­ლავ პი­ლიპ­ჩუ­კი უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბულ კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე, ამის ფონ­ზე კი, დე­მო­რა­ლი­ზე­ბულ რუ­სულ არ­მი­ა­სა და ე.წ. უძ­ლე­ველ ჯარ­ში დაგ­რო­ვილ პრობ­ლე­მებ­ზე გვე­სა­უბ­რა...

- უკ­რა­ი­ნის მხრი­დან ძა­ლი­ან ზუს­ტი და კარ­გად გათ­ვლი­ლი კონ­ტრშე­ტე­ვე­ბი არის მსოფ­ლი­ოს აქ­ტი­უ­რი გან­ხილ­ვის სა­გა­ნი. რო­გორ ფიქ­რობთ, რას ეფუძ­ნე­ბა ეს წარ­მა­ტე­ბა?

- პირ­ველ რიგ­ში, ეს ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის დახ­მა­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ჩვენ ვი­ღებთ სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბას ამე­რი­კი­დან, კა­ნა­დი­დან, ავ­სტრა­ლი­ი­დან, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან, საფ­რან­გე­თი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან, ჩე­ხე­თი­დან, სლო­ვე­ნი­ი­დან, სლო­ვა­კე­თი­დან და ამას უკ­ვა­ლოდ არ ჩა­უვ­ლია. ამას­თან, ჩვენ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა მომ­ზა­დე­ბა გა­ი­ა­რეს ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში, მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სამ­ხედ­რო­ე­ბის მუ­შა­ო­ბას თა­ვი­სი შე­დე­გი აქვს და კი­დევ ერთი, უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ­მა შტაბ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა, დე­ზინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, თით­ქოს ის ხერ­სო­ნის ოლ­ქზე აპი­რებ­და იე­რი­შის მი­ტა­ნას, მა­შინ რო­დე­საც ჩვე­ნებ­მა ბა­ლაკ­ლე­ას რა­ი­ონს და­არ­ტყეს, სა­დაც რუ­სუ­ლი ფრონ­ტის ხაზი ერთ დღე­ში ჩა­მო­ირ­ღვა.

ახლა ძა­ლი­ან ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ ლენ-ლი­ზის პროგ­რა­მა­ზე, თუმ­ცა ის ჯერ არც კი და­წყე­ბუ­ლა. გან­რი­გის თა­ნახ­მად, 2022 წლის ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბერ­ში უნდა და­ი­წყოს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც უკ­რა­ი­ნა უფრო მეტ შე­ი­ა­რა­ღე­ბას მი­ი­ღებს, რა­საც და­ე­მა­ტე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ ფრონ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად უფრო მეტი, ასო­ბით ათა­სი მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სამ­ხედ­რო, რომ­ლე­ბიც ახ­ლაც გა­ნაგ­რძო­ბენ მომ­ზა­დე­ბას.

- მო­ნა­ცე­მე­ბი, უკ­რა­ი­ნის და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს­თვის სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვლე­ბა. რუ­სუ­ლი არ­მი­ის დე­მო­რა­ლი­ზე­ბუ­ლი სახე ყო­ველ­დღი­უ­რად აშ­კა­რა ხდე­ბა. რო­გორ ფიქ­რობთ, რა არის პრი­ო­რი­ტე­ტი, რო­გო­რია თქვე­ნი მო­ლო­დი­ნი?

- არ ვიცი, რა არის ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი. ვიცი, რომ რუ­სებ­მა ხერ­სონ­თან ათას­ზე მეტი კა­დი­რო­ვე­ბი გა­დას­ხეს, რო­გორც ჩანს, ეში­ნი­ათ, რომ ფრონ­ტის ხაზი იქაც გა­ირ­ღვე­ვა. ალ­ბათ ჩვე­ნი გენშტა­ბი გო­ნივ­რუ­ლად მსჯე­ლობს, მო­კავ­ში­რე­ებ­თან შე­თან­ხმე­ბით და სტრა­ტე­გი­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბებს ასე გეგ­მავს, სად რა მი­მარ­თუ­ლე­ბით და რა დო­ზით წა­ი­წი­ონ წინ. პი­რა­დად მე მგო­ნია, რომ პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი და რე­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა ზა­პო­რო­ჟი­ეს მხა­რე, ბერ­დი­ანსკი და მე­ლი­ტო­პო­ლია, რათა ხერ­სონ­ში არ­სე­ბულ რუ­სულ ბა­ზებს ლო­გის­ტი­კის ხაზი ჩა­უჭ­რან.

- რუ­სე­თის თავ­დას­ხმი­დან მა­ლე­ვე ბევ­რს სჯე­რო­და, რომ უკ­რა­ი­ნა გა­ი­მარ­ჯვებ­და, მაგ­რამ თუნ­დაც ორი-სამი თვის წინ ძნე­ლად და­სა­ჯე­რე­ბე­ლი იყო, რომ ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­ტე­ვე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, რა გან­ცდაა, ეს თქვენ­თვის?

- ვფიქ­რობ, ჯერ რუ­სე­თის ბო­ლომ­დე და­სუს­ტე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია, ემო­ცი­ებს არ უნდა ავ­ყვეთ, ეს ამ ექ­ვსთვი­ან­მა ომმა გვას­წავ­ლა და გვა­ნა­ხა. რუ­სე­თის მიერ გან­მე­ო­რე­ბით თავ­დას­ხმის რის­კი ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა. ჩვენ ძა­ლი­ან დიდი გაკ­ვე­თი­ლი მოგ­ვცა 2022 წლის გა­ზა­ფხულ­მა. თუმ­ცა, რო­გორც გა­ირ­კვა, რუ­სუ­ლი არ­მი­ის ყოვ­ლის­შემ­ძლე­ო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი პი­ა­რი იყო. რუ­სეთ­მა სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი, სა­ქარ­თვე­ლო­ში 2008 წელს და­ი­წყო, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღეს გაგ­რძელ­და. მა­შინ ძა­ლე­ბი ძალ­ზე არა­თა­ნა­ბა­რი იყო. უკ­რა­ი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს 7-ჯერ აღე­მა­ტე­ბა, თა­ნაც, მა­შინ მსოფ­ლი­ომ ეს პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა ამ­ხე­ლა მონ­სტრის პი­რის­პირ მარ­ტო და­ტო­ვა, ჩვენ კი, 2022 წელს, არა­ერ­თი ქვე­ყა­ნა დაგ­ვეხ­მა­რა შე­ი­ა­რა­ღე­ბით, საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბით, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თე­ბით...

უკ­რა­ი­ნის მხა­რეს მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ უამ­რა­ვი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ჩვენ­თან ბევ­რი მო­ხა­ლი­სე მე­ო­მა­რი იბ­რძვის. ამას­თან, რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი ცუ­დად არი­ან უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მა­სა­ლე­ბი­თა და საკ­ვე­ბით, ამის მა­გა­ლი­თე­ბი ყო­ველ­დღე აშ­კა­რა ხდე­ბა... მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ნამ შეძ­ლო და 2022 წლის თე­ბერ­ვალ-მარ­ტის სამ­ხედ­რო აგ­რე­სია მო­ი­გე­რია, რუ­სუ­ლი არ­მი­ის მო­ტი­ვა­ცია და­ე­ცა. რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი აშ­კა­რად დე­მო­რა­ლი­ზე­ბუ­ლია.

2022 წლის მაის-ივ­ნის­ში, მათ ვერც ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვერ შეძ­ლეს წინსვლა, უდი­დე­სი და­ნა­კარ­გე­ბით აი­ღეს ლი­სი­ჩანსკი და სე­ვე­რო­დო­ნეც­კი. თუმ­ცა, ჩემი აზ­რით, ომში გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტი 2022 წლის აგ­ვის­ტო­ში დად­გა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს გეზი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რუ­სე­თის და­სუს­ტე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტის მომსწრე ვხდე­ბით?

- ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ის, რომ რუ­სე­თი ამ ომში ვე­ღარ გა­ი­მარ­ჯვებს, სრუ­ლი­ად აშ­კა­რაა. რუ­სეთ­მა ვი­თომ ბლიცკ­რი­გი გათ­ვა­ლა და და­მარ­ცხდა. თუნ­დაც გრძელ­ვა­დი­ან ომში, და­სავ­ლე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, უკ­რა­ი­ნა გა­ი­მარ­ჯვებს. თუმ­ცა, გა­მარ­ჯვე­ბის ზე­ი­მი ნა­ად­რე­ვია. წინ რთუ­ლი ბრძო­ლე­ბი გვე­ლის, მაგ­რამ გვჯე­რა, რომ ბრძო­ლით ავი­ღებთ ხერ­სონს, ყი­რი­მი­სა და დონ­ბასს.

- ვიცი, რომ თქვენ კარ­გად იც­ნობთ რუ­სულ პო­ლი­ტი­კას, მის სტრა­ტე­გი­ას, რამ გა­მო­იწ­ვია რუ­სუ­ლი კო­ლაფ­სი - სის­ტე­მურ­მა კო­რუფ­ცი­ამ, პუ­ტი­ნის მმარ­თვე­ლო­ბის მან­კი­ერ­მა, დიქ­ტა­ტო­რულ­მა სის­ტე­მამ, არა­ჯან­საღ­მა ამ­ბი­ცი­ებ­მა?

- რუ­სე­თი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი ქვე­ყა­ნაა. ის, რომ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი უკვე 21 წე­ლია მას მარ­თავს, გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ რუ­სე­თის არ­მი­ა­ში რეგ­რე­სი ეტა­პობ­რი­ვად და­ი­წყო... არ­მია შე­ჭა­მა და მო­შა­ლა კო­რუფ­ცი­ამ. ე.წ. მსოფ­ლი­ოს ნო­მერ პირ­ველ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში, გე­ნერ­ლე­ბი სამ­ხედ­რო გა­მოც­დი­ლე­ბი­თა და ნი­ჭით კი არა, პი­როვ­ნუ­ლი გან­წყო­ბე­ბი­თა და ლო­ი­ა­ლუ­რო­ბით ინიშ­ნე­ბი­ან. მათი უმე­ტე­სო­ბა გა­მარ­ჯვე­ბა­ზე კი არა, ინ­ტრი­გებ­სა და სარ­გე­ბელ­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა.

ამას­თან, არ­მი­ა­ში ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ნე­პო­ტიზ­მი. სამ­ხედ­რო პი­რე­ბი წარ­მა­ტე­ბას თა­ვი­ან­თი ახ­ლობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით აღ­წე­ვენ. კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი, რა­მაც რუ­სე­თის არ­მი­ის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა გა­ნა­პი­რო­ბა, არის რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და - რო­გორც ჩანს, რუს­მა გე­ნერ­ლებ­მა და მე­თა­უ­რო­ბამ თა­ვად­ვე და­ი­ჯე­რეს თა­ვი­ან­თი პრო­პა­გან­დის, რომ ყოვ­ლის­შემ­ძლე­ე­ბი არი­ან და პა­ტა­რა უკ­რა­ი­ნას, ძა­ლი­ან მალე, სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ა­მარ­ცხებ­დნენ. თუმ­ცა, ბოლო ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებ­მა და რუ­სუ­ლი ჯა­რის ბრძო­ლამ აჩ­ვე­ნა, რომ სი­ნამ­დვი­ლე შორს არის რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­გან.

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
0

ვკითხულობ კომენტარებს და დასკვნა გამომაქვს: ან წერენ ტროლები ან დაზომბირებული გაუნათლებელი დეგენერატები.

ძირს ოკუპანტები.

123
24

სირცხვილა,რომ მართმადიდებელი ქრისტიანი ქვეყნები მეგობრობის და ქრისტესმიერი სიყვარულის ნაცვლად ერთმანეთს ებრძვიან,ეს ნიშნავს,რომ ქრისტიანები არიან მხოლოდ სიტყვით და არა საქმით.წმიდა ლავრენტი ჩერნიგოველი ამბობდა: როგორც წმიდა სამების გაყოფა არ შეიძლება,ისე არ შეიძლება რუსეთის, უკრაინის და ბელორუსიის დაყოფა, ესენი ერთი სლავური ერები არიან. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"რუსეთი ამ ომში ვეღარ გაიმარჯვებს, მათი არმია გამარჯვებაზე კი არა, სარგებელზეა ორიენტირებული" - რამ გამოიწვია რუსული ჯარის დემორალიზება და რას უნდა ველოდოთ ფრონტის ხაზზე?

"რუსეთი ამ ომში ვეღარ გაიმარჯვებს, მათი არმია გამარჯვებაზე კი არა, სარგებელზეა ორიენტირებული" - რამ გამოიწვია რუსული ჯარის დემორალიზება და რას უნდა ველოდოთ ფრონტის ხაზზე?

უკრაინელი პოლიტოლოგი, ისტორიკოსი იაროსლავ პილიპჩუკი უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებულ კონტრშეტევაზე, ამის ფონზე კი, დემორალიზებულ რუსულ არმიასა და ე.წ. უძლეველ ჯარში დაგროვილ პრობლემებზე გვესაუბრა...

- უკრაინის მხრიდან ძალიან ზუსტი და კარგად გათვლილი კონტრშეტევები არის მსოფლიოს აქტიური განხილვის საგანი. როგორ ფიქრობთ, რას ეფუძნება ეს წარმატება?

- პირველ რიგში, ეს ჩვენი დასავლელი მოკავშირეების დახმარების დამსახურებაა. ჩვენ ვიღებთ სამხედრო დახმარებას ამერიკიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, სლოვენიიდან, სლოვაკეთიდან და ამას უკვალოდ არ ჩაუვლია. ამასთან, ჩვენმა სამხედროებმა მომზადება გაიარეს ევროპასა და ამერიკაში, მაღალკვალიფიციური სამხედროების მუშაობას თავისი შედეგი აქვს და კიდევ ერთი, უკრაინის გენერალურმა შტაბმა მოწინააღმდეგე შეცდომაში შეიყვანა, დეზინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ის ხერსონის ოლქზე აპირებდა იერიშის მიტანას, მაშინ როდესაც ჩვენებმა ბალაკლეას რაიონს დაარტყეს, სადაც რუსული ფრონტის ხაზი ერთ დღეში ჩამოირღვა.

ახლა ძალიან ბევრს საუბრობენ ლენ-ლიზის პროგრამაზე, თუმცა ის ჯერ არც კი დაწყებულა. განრიგის თანახმად, 2022 წლის ოქტომბერ-ნოემბერში უნდა დაიწყოს, რომლის ფარგლებშიც უკრაინა უფრო მეტ შეიარაღებას მიიღებს, რასაც დაემატება აღმოსავლეთ ფრონტის მიმართულებით სამხედრო მოქმედებების განსახორციელებლად უფრო მეტი, ასობით ათასი მაღალკვალიფიციური სამხედრო, რომლებიც ახლაც განაგრძობენ მომზადებას.

- მონაცემები, უკრაინის და ზოგადად, ცივილიზებული სამყაროსთვის საბედნიეროდ, ყოველდღიურად იცვლება. რუსული არმიის დემორალიზებული სახე ყოველდღიურად აშკარა ხდება. როგორ ფიქრობთ, რა არის პრიორიტეტი, როგორია თქვენი მოლოდინი?

- არ ვიცი, რა არის ჩვენი პრიორიტეტი. ვიცი, რომ რუსებმა ხერსონთან ათასზე მეტი კადიროვები გადასხეს, როგორც ჩანს, ეშინიათ, რომ ფრონტის ხაზი იქაც გაირღვევა. ალბათ ჩვენი გენშტაბი გონივრულად მსჯელობს, მოკავშირეებთან შეთანხმებით და სტრატეგიულ მიმართულებებს ასე გეგმავს, სად რა მიმართულებით და რა დოზით წაიწიონ წინ. პირადად მე მგონია, რომ პრიორიტეტული და რეალური მიმართულება ზაპოროჟიეს მხარე, ბერდიანსკი და მელიტოპოლია, რათა ხერსონში არსებულ რუსულ ბაზებს ლოგისტიკის ხაზი ჩაუჭრან.

- რუსეთის თავდასხმიდან მალევე ბევრს სჯეროდა, რომ უკრაინა გაიმარჯვებდა, მაგრამ თუნდაც ორი-სამი თვის წინ ძნელად დასაჯერებელი იყო, რომ ასეთი წარმატებული შეტევები განხორციელდებოდა, რა განცდაა, ეს თქვენთვის?

- ვფიქრობ, ჯერ რუსეთის ბოლომდე დასუსტებაზე საუბარი ნაადრევია, ემოციებს არ უნდა ავყვეთ, ეს ამ ექვსთვიანმა ომმა გვასწავლა და გვანახა. რუსეთის მიერ განმეორებით თავდასხმის რისკი ყოველთვის იქნება. ჩვენ ძალიან დიდი გაკვეთილი მოგვცა 2022 წლის გაზაფხულმა. თუმცა, როგორც გაირკვა, რუსული არმიის ყოვლისშემძლეობაზე საუბარი, გადაჭარბებული პიარი იყო. რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი, საქართველოში 2008 წელს დაიწყო, რომელიც რამდენიმე დღეს გაგრძელდა. მაშინ ძალები ძალზე არათანაბარი იყო. უკრაინა საქართველოს 7-ჯერ აღემატება, თანაც, მაშინ მსოფლიომ ეს პატარა ქვეყანა ამხელა მონსტრის პირისპირ მარტო დატოვა, ჩვენ კი, 2022 წელს, არაერთი ქვეყანა დაგვეხმარა შეიარაღებით, საბრძოლო მასალებით, ჰუმანიტარული ტვირთებით...

უკრაინის მხარეს მთელი მსოფლიოდან ჩამოვიდნენ უამრავი ქვეყნის წარმომადგენლები, ჩვენთან ბევრი მოხალისე მეომარი იბრძვის. ამასთან, რუსული ჯარები ცუდად არიან უზრუნველყოფილი სამედიცინო მასალებითა და საკვებით, ამის მაგალითები ყოველდღე აშკარა ხდება... მას შემდეგ, რაც უკრაინამ შეძლო და 2022 წლის თებერვალ-მარტის სამხედრო აგრესია მოიგერია, რუსული არმიის მოტივაცია დაეცა. რუსეთის შეიარაღებული ძალები აშკარად დემორალიზებულია.

2022 წლის მაის-ივნისში, მათ ვერც ერთი მიმართულებით ვერ შეძლეს წინსვლა, უდიდესი დანაკარგებით აიღეს ლისიჩანსკი და სევეროდონეცკი. თუმცა, ჩემი აზრით, ომში გარდამტეხი მომენტი 2022 წლის აგვისტოში დადგა და დარწმუნებული ვარ, ეს გეზი შენარჩუნდება.

- როგორ ფიქრობთ, რუსეთის დასუსტების ისტორიული მომენტის მომსწრე ვხდებით?

- ყოველ შემთხვევაში, ის, რომ რუსეთი ამ ომში ვეღარ გაიმარჯვებს, სრულიად აშკარაა. რუსეთმა ვითომ ბლიცკრიგი გათვალა და დამარცხდა. თუნდაც გრძელვადიან ომში, დასავლელი მოკავშირეების დახმარებით, უკრაინა გაიმარჯვებს. თუმცა, გამარჯვების ზეიმი ნაადრევია. წინ რთული ბრძოლები გველის, მაგრამ გვჯერა, რომ ბრძოლით ავიღებთ ხერსონს, ყირიმისა და დონბასს.

- ვიცი, რომ თქვენ კარგად იცნობთ რუსულ პოლიტიკას, მის სტრატეგიას, რამ გამოიწვია რუსული კოლაფსი - სისტემურმა კორუფციამ, პუტინის მმართველობის მანკიერმა, დიქტატორულმა სისტემამ, არაჯანსაღმა ამბიციებმა?

- რუსეთი ავტორიტარული ქვეყანაა. ის, რომ ვლადიმირ პუტინი უკვე 21 წელია მას მართავს, განაპირობა ის, რომ რუსეთის არმიაში რეგრესი ეტაპობრივად დაიწყო... არმია შეჭამა და მოშალა კორუფციამ. ე.წ. მსოფლიოს ნომერ პირველ შეიარაღებულ ძალებში, გენერლები სამხედრო გამოცდილებითა და ნიჭით კი არა, პიროვნული განწყობებითა და ლოიალურობით ინიშნებიან. მათი უმეტესობა გამარჯვებაზე კი არა, ინტრიგებსა და სარგებელზე არიან ორიენტირებული და შედეგმაც არ დააყოვნა.

ამასთან, არმიაში ძალიან გავრცელებულია ნეპოტიზმი. სამხედრო პირები წარმატებას თავიანთი ახლობლების დახმარებით აღწევენ. კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც რუსეთის არმიის წარუმატებლობა განაპირობა, არის რუსული პროპაგანდა - როგორც ჩანს, რუსმა გენერლებმა და მეთაურობამ თავადვე დაიჯერეს თავიანთი პროპაგანდის, რომ ყოვლისშემძლეები არიან და პატარა უკრაინას, ძალიან მალე, სულ რამდენიმე დღეში დაამარცხებდნენ. თუმცა, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებმა და რუსული ჯარის ბრძოლამ აჩვენა, რომ სინამდვილე შორს არის რუსული პროპაგანდისგან.