მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"Груსული ოცნება“ -  რუსეთის აგენტი ელჩები" - სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ ელჩად დასანიშნთა სიაში 2 აგენტურულ ბაზაში ირიცხებოდა
"Груსული ოცნება“ -  რუსეთის აგენტი ელჩები" - სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ ელჩად დასანიშნთა სიაში 2 აგენტურულ ბაზაში ირიცხებოდა

სოსო გო­გაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მისი სუს-ში მუ­შა­ო­ბი­სას სა­გა­რე­ო­დან კონ­ტრდაზ­ვერ­ვა­ში გად­მოგ­ზავ­ნილ ელ­ჩად და­სა­ნიშნ­თა სი­ა­ში 2 აგენ­ტუ­რულ ბა­ზა­ში ირი­ცხე­ბო­და, თუმ­ცა გო­მე­ლა­ურ­მა უთხრა, რომ "ორი­ვე­ზე თან­ხმო­ბა გა­ეშ­ვა“.

სუს-ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, კონ­ტრდაზ­ვერ­ვა­ში სტან­დარ­ტუ­ლად გად­მო­იგ­ზავ­ნა ელ­ჩად და­სა­ნიშ­ნი კან­დი­და­ტე­ბის სია - აღ­მოჩ­ნდა, რომ ორი მათ­გა­ნი ირი­ცხე­ბო­და აგენ­ტუ­რულ ბა­ზა­ში - გო­მე­ლა­ურ­მა მი­თხრა, ორი­ვე­ზე გა­მეშ­ვა თან­ხმო­ბა და მე შე­ვას­რუ­ლე, - ამის შე­სა­ხებ სუს-ის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე სოსო გო­გაშ­ვი­ლის მო­რიგ წე­რილ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც მის "ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე გავ­რცელ­და.

გო­გაშ­ვი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ ახლა აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის გა­და­ნიშ­ვნის პე­რი­ო­დია და პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელს ან დე­პუ­ტატს, რო­მელ­საც მსგავს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მა აქვს, კონ­კრე­ტუ­ლი გვა­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბას სთა­ვა­ზობს.

"Груსული ოც­ნე­ბა“ - ნა­წი­ლი 3 - რუ­სე­თის აგენ­ტი ელ­ჩე­ბი.

სა­ნამ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩს ან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სტა­ტუ­სის მქო­ნე ნე­ბის­მი­ერ კან­დი­დატს წა­რად­გენს, სუს-ში აგ­ზავ­ნის და­სა­ნიშ­ნი კან­დი­და­ტე­ბის სიას. სუს-ის ფუნ­ქცი­აა, გა­და­ა­მოწ­მოს ყვე­ლა­ნა­ი­რად კან­დი­და­ტი, ასე­ვე, და­მა­ტე­ბით ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ანი­ჭებს "თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქარ­ტი­აც“, თუ კან­დი­და­ტი ირი­ცხე­ბა სუს-ის აგენ­ტუ­რულ ბა­ზა­ში ან აქვს სა­ეჭ­ვო კავ­ში­რე­ბი მტრუ­ლად გან­წყო­ბილ სა­ხელ­მწი­ფოს­თან, ის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იბ­ლო­კე­ბა და შემ­დეგ ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

ჩემი სუს-ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, სა­გა­რე­ო­დან კონ­ტრდაზ­ვერ­ვა­ში გად­მო­იგ­ზავ­ნა სტან­დარ­ტუ­ლად ელ­ჩად და­სა­ნიშ­ნი კან­დი­და­ტე­ბის სია. გა­და­მოწ­მე­ბის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა, რომ ორი მათ­გა­ნი ირი­ცხე­ბა აგენ­ტუ­რულ ბა­ზა­ში (სუკი), შე­სა­ბა­მი­სად, მე გა­და­ვე­ცი და­ვა­ლე­ბა შე­ე­ჩე­რე­ბი­ნათ მათი და­ნიშ­ვა, და­ნარ­ჩე­ნე­ბის სია კი გა­და­ვაგ­ზავ­ნე სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში. დაბ­ლო­კილ­მა კან­დი­და­ტებ­მა გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბის შემ­დეგ მო­ი­კი­თხეს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში თუ რა ხდე­ბო­და, სა­დაც უთხრეს, რომ გო­გაშ­ვილ­მა დაბ­ლო­კა ისი­ნი. მათ, ბუ­ნებ­რი­ვია, შე­ა­წუ­ხეს თა­ვის "პატ­რო­ნი“, რო­მელ­მაც დიდი აჟი­ო­ტა­ჟი ატე­ხა, და­უ­რე­კა ივა­ნიშ­ვილ­სა და კვი­რი­კაშ­ვილს. და­მი­ბა­რა ჩემ­მა უფ­როს­მა, გო­მე­ლა­ურ­მა და მომ­თხო­ვა თუ რა მი­ზე­ზით მყავ­და დაბ­ლო­კი­ლი ელ­ჩო­ბის კან­დი­და­ტე­ბი. "შეფ­მა ცალ­კე და­მი­რე­კა და კვი­რი­კაშ­ვილ­მა ცალ­კე ამ საქ­მე­ზეო“ - თქვა გო­მე­ლა­ურ­მა. ერ­თის რე­კო­მენ­და­ტო­რი ყო­ფი­ლა გოგა ხა­ინ­დრა­ვა და დე­ტა­ლუ­რად გა­მირ­კვიე, რა ხდე­ბაო. მე მას ავუხ­სე­ნი ყვე­ლა­ფე­რი და გა­ვა­ცა­ნი ოპე­რა­ტი­უ­ლი ცნო­ბა აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ, მან მი­თხრა, რომ ცნო­ბა და­მე­ხია და ორი­ვე­ზე გა­მეშ­ვა თან­ხმო­ბა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, რაც მე შე­სა­ბა­მი­სად შე­ვას­რუ­ლე.

ამ "ელ­ჩე­ბის“ გა­და­ნიშ­ვნის პე­რი­ო­დი ჩემი ვა­რა­უ­დით ახლა უწევს და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ეს უკვე პრე­ზი­დენ­ტის მა­გი­და­ზე იდოს. სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელს ან დე­პუ­ტატს, რო­მელ­თაც აქვთ წვდო­მა მსგავს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, შე­მიძ­ლია მი­ვა­წო­დო კონ­კრე­ტუ­ლი გვა­რე­ბი.

პ.ს. ამ "ინ­ცი­დენ­ტის“ შემ­დეგ გოგა ხა­ინ­დრა­ვა გა­და­მემ­ტე­რა. იყო კი­დევ ორი "ინ­ცი­დენ­ტი“, რო­მე­ლიც არ არის პი­რა­დუ­ლი და მე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამის შე­სა­ხებ მი­ვაწ­ვდი ინ­ფორ­მა­ცი­ას, რად­გან ეს სა­კი­თხე­ბი ეხე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვებს“,- აცხა­დებს გო­გაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მედეა
3

როგორც ორგანიზმში ღვიძლი ასრულებს გამწმენდ სასიცოცხლო ფუნქციას, ისეა სუსი სახელმწიფოში და მრავალი წამხდარი საქმე იქ იწმინდება-კონტროლდება, ეს არ არის გასაკვირი. კომენტარები წაიკითხე,სოსო, აქ არის სწორი შეფასებები.

რიხარდ ზორგე
0

არ უნდა ამ საქმეს ბევრი ლაი-ლაი: ნაცი უფრო აგენტია, თუ ქოცი! ვისაც 1989 წელს ცხვირწინ საქ სსრ КГБ-ს არქივი ააცალეს, ე, იმან დაღუპა საქართველოს დამოუკიდებლობა!

ავტორი:

"Груსული ოცნება“ -  რუსეთის აგენტი ელჩები" - სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ ელჩად დასანიშნთა სიაში 2 აგენტურულ ბაზაში ირიცხებოდა

"Груსული ოცნება“ -  რუსეთის აგენტი ელჩები" - სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ ელჩად დასანიშნთა სიაში 2 აგენტურულ ბაზაში ირიცხებოდა

სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ მისი სუს-ში მუშაობისას საგარეოდან კონტრდაზვერვაში გადმოგზავნილ ელჩად დასანიშნთა სიაში 2 აგენტურულ ბაზაში ირიცხებოდა, თუმცა გომელაურმა უთხრა, რომ "ორივეზე თანხმობა გაეშვა“.

სუს-ში მუშაობის პერიოდში, კონტრდაზვერვაში სტანდარტულად გადმოიგზავნა ელჩად დასანიშნი კანდიდატების სია - აღმოჩნდა, რომ ორი მათგანი ირიცხებოდა აგენტურულ ბაზაში - გომელაურმა მითხრა, ორივეზე გამეშვა თანხმობა და მე შევასრულე, - ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილის მორიგ წერილშია აღნიშნული, რომელიც მის "ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

გოგაშვილი ვარაუდობს, რომ ახლა აღნიშნული პირების გადანიშვნის პერიოდია და პრეზიდენტის წარმომადგენელს ან დეპუტატს, რომელსაც მსგავს ინფორმაციაზე წვდომა აქვს, კონკრეტული გვარების დასახელებას სთავაზობს.

"Груსული ოცნება“ - ნაწილი 3 - რუსეთის აგენტი ელჩები.

სანამ საგარეო საქმეთა სამინისტრო რომელიმე ქვეყანაში საქართველოს ელჩს ან დიპლომატიური სტატუსის მქონე ნებისმიერ კანდიდატს წარადგენს, სუს-ში აგზავნის დასანიშნი კანდიდატების სიას. სუს-ის ფუნქციაა, გადაამოწმოს ყველანაირად კანდიდატი, ასევე, დამატებით ვალდებულებას ანიჭებს "თავისუფლების ქარტიაც“, თუ კანდიდატი ირიცხება სუს-ის აგენტურულ ბაზაში ან აქვს საეჭვო კავშირები მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთან, ის დაუყოვნებლივ იბლოკება და შემდეგ ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

ჩემი სუს-ში მუშაობის პერიოდში, საგარეოდან კონტრდაზვერვაში გადმოიგზავნა სტანდარტულად ელჩად დასანიშნი კანდიდატების სია. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ორი მათგანი ირიცხება აგენტურულ ბაზაში (სუკი), შესაბამისად, მე გადავეცი დავალება შეეჩერებინათ მათი დანიშვა, დანარჩენების სია კი გადავაგზავნე საგარეო საქმეთა სამინისტროში. დაბლოკილმა კანდიდატებმა გაჭიანურების შემდეგ მოიკითხეს საგარეო საქმეთა სამინისტროში თუ რა ხდებოდა, სადაც უთხრეს, რომ გოგაშვილმა დაბლოკა ისინი. მათ, ბუნებრივია, შეაწუხეს თავის "პატრონი“, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი ატეხა, დაურეკა ივანიშვილსა და კვირიკაშვილს. დამიბარა ჩემმა უფროსმა, გომელაურმა და მომთხოვა თუ რა მიზეზით მყავდა დაბლოკილი ელჩობის კანდიდატები. "შეფმა ცალკე დამირეკა და კვირიკაშვილმა ცალკე ამ საქმეზეო“ - თქვა გომელაურმა. ერთის რეკომენდატორი ყოფილა გოგა ხაინდრავა და დეტალურად გამირკვიე, რა ხდებაო. მე მას ავუხსენი ყველაფერი და გავაცანი ოპერატიული ცნობა აგენტების შესახებ, მან მითხრა, რომ ცნობა დამეხია და ორივეზე გამეშვა თანხმობა საგარეო საქმეთა სამინისტროში, რაც მე შესაბამისად შევასრულე.

ამ "ელჩების“ გადანიშვნის პერიოდი ჩემი ვარაუდით ახლა უწევს და არ არის გამორიცხული, ეს უკვე პრეზიდენტის მაგიდაზე იდოს. სურვილის შემთხვევაში, პრეზიდენტის წარმომადგენელს ან დეპუტატს, რომელთაც აქვთ წვდომა მსგავს ინფორმაციაზე, შემიძლია მივაწოდო კონკრეტული გვარები.

პ.ს. ამ "ინციდენტის“ შემდეგ გოგა ხაინდრავა გადამემტერა. იყო კიდევ ორი "ინციდენტი“, რომელიც არ არის პირადული და მე საზოგადოებას ამის შესახებ მივაწვდი ინფორმაციას, რადგან ეს საკითხები ეხება ადამიანების უფლებების დარღვევებს“,- აცხადებს გოგაშვილი.