არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკაში არიან ჩართულები, პოლიტიკურ განცხადებებს ვისმენთ, პირდაპირ წარმოდგენილი არიან, როგორც მხარე. ისინი არიან პოლიტიკური პარტიები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის შინაარსი საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში აბსოლუტურად განსხვავებულია.
"არა მხოლოდ დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე, არამედ ყველა მათი ქმედება უნდა იყოს გამჭვირვალე. ისინი უნდა იყვნენ აპოლიტიკურები და ჩვენთან სამწუხაროდ, ყველაფერი შეტრიალებულად ხდება.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ განწყობები რაც არის საზოგადოებაში, ეს არის თავად მათი დამსახურება. თქვენ ნახეთ მთელი ამ წლების განმავლობაში, ყველა განვლილ პერიოდში, არჩევნების პროცესში, არჩევნების შემდეგ როგორი დღის წესრიგი აქვთ. სამწუხაროდ, ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან. როდესაც შენ არასამთავრობო ორგანიზაცია გქვია და ჩართული ხარ "პივიტის" გაყალბებაში. ეს არის ძალიან მძიმე იმ თვალსაზრისით, რომ პირდაპირ ჩართული იყვნენ რევოლუციურ სცენარში. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ამხილა და "ქართული ოცნების" ლიდერების გამომჟღავნების შემდეგ აიწია ეს თემა, რომელიც ძალიან მძიმე იყო," - განაცხადა კახა კალაძემ.
საერთოდ ვინმესთვის თუ არის კალაძის აზრი მნიშვნელოვანი?ამ არსებას საკუთარი აზრი არა აქვს,არასამთავროები არის ინსტიტუტი და უნდა გაკონტროლოთ რო სულ საქმე აკეთოთ,თქვენ ეგ არ გაწყობთ,მხოლოდ ბიძინა გაწყობთ და მაგ მართველობით სულ ანგრევთ ინსტიტუციურად ქვეყნის მართვას,რითაც უნდა აშენდეს და განვითარდეს ქვეყანა.უბედურებაა შენნაირი პოლიტიკურად გაუნათლებლები რო ხართ თანამდებობებზე.რაში გაწყობთ ეგრე,ერთმანეთში საქმის მოკვარახჭინება გირჩევნიათ.სპორტცმენ კაცს არცერთი მნიშვნელოვანი საქმე არ გაგიკეთებია სპორტში,კომენტარიც კი არასდროს არ გაგიკეთებია არასდროს არც ერთ წარმატებულ თამაშზე.
ეს ქალაქის მერია თუ მარგარიტა სიმონიანი, რას პროპაგანდონობს?