პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლო დროს ავადმყოფობდა, გულმა ვეღარ გაუძლო..." - მიშა გომიაშვილს კოლეგები და ახლობლები იხსენებენ
"ბოლო დროს ავადმყოფობდა, გულმა ვეღარ გაუძლო..." - მიშა გომიაშვილს კოლეგები და ახლობლები იხსენებენ

12 სექ­ტემ­ბერს, 61 წლის ასაკ­ში ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი მი­ხე­ილ (მიშა) გო­მი­აშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბო­ბენ მსა­ხი­ო­ბე­ბი და დიდი მსა­ხი­ო­ბე­ბი. მიშა გო­მი­აშ­ვი­ლი დიდი მსა­ხი­ო­ბი იყო. მისი ყო­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი თე­ატრსა თუ კი­ნო­ში მა­ყუ­რე­ბელს ხიბ­ლავ­და... მსა­ხი­ობს ზე­და­პი­რუ­ლო­ბა და ზე­რე­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პრო­ფე­სი­ა­ში არ უყ­ვარ­და, ვერც წარ­მო­ედ­გი­ნა. საქ­მე­ში გულს დებ­და. მისი კი­ნო­რო­ლე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე ჟი­უ­რის უყუ­რა­დღე­ბოდ არ რჩე­ბო­და...

ბოლო დროს მსა­ხი­ობს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, მკურ­ნა­ლობ­და, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, სა­ბო­ლო­ოდ გულ­მა უმტყუ­ნა...

Ambebi.ge დღეს მის ახალ­გაზ­რდა კო­ლე­გებს, მე­გობ­რებს ესა­უბ­რა, ადა­მი­ა­ნებს, ვის­თა­ნაც მსა­ხი­ობს ურ­თი­ერ­თო­ბა, პარტნი­ო­რო­ბა, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აკავ­ში­რებ­და.

ქეთი კან­ტი­ძე, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის და­სის გამ­გე:

- სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი, სა­ო­ცა­რი არ­ტის­ტი დავ­კარ­გეთ. ძა­ლი­ან გულ­და­წყვე­ტი­ლე­ბი ვართ...

თე­მურ ჩხე­ი­ძის სა­ო­ცარ სპექ­ტაკლში "ART ხე­ლოვ­ნე­ბა“, 21 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 500-ზე მეტ­ჯერ ითა­მა­შა. წარ­მოდ­გე­ნა ანშლა­გით მი­დი­ო­და, ბი­ლე­თე­ბი ერთი თვით ადრე იყი­დე­ბო­და. ძა­ლი­ან მოს­წონ­და და უყ­ვარ­და მა­ყუ­რე­ბელს. მიშა გო­მი­აშ­ვი­ლი, ზურა ყიფ­ში­ძე, ალე­კო მა­ხა­რობ­ლიშ­ვი­ლი - შერ­წყმუ­ლი ტრიო იყო. ალ­ბათ ასე­ვე გახ­სოვთ მისი "მა­რა­დი ქმა­რი“ და არა­ერ­თი სა­უ­კე­თე­სო როლი... არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მსა­ხი­ო­ბი, ძა­ლი­ან კარ­გი პი­როვ­ნე­ბა დავ­კარ­გეთ. გულ­და­წყვე­ტი­ლე­ბი ვართ. ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა წა­ვი­და...

სცე­ნა სპექ­ტაკ­ლი­დან: "ART ხე­ლოვ­ნე­ბა"

....ბოლო დროს ავად­მყო­ფობ­და, ეტყო­ბა, მა­ინც გულ­მა ვე­ღარ გა­უძ­ლო... უცხო­ეთ­ში ფილ­მებ­ში იწ­ვევ­დნენ, არა­ერთ სუ­რათ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. გა­და­ღე­ბებ­ზე რომ მი­დი­ო­და, თე­ატ­რში ხელს ვუ­წყობ­დით. წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო მისი ყვე­ლა როლი, ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე პრი­ზებს იმ­სა­ხუ­რებ­და.

სას­წა­უ­ლი იუ­მო­რი ჰქონ­და, კარ­გი მე­გო­ბა­რი და გუ­ლი­თა­დი ადა­მი­ა­ნი იყო, ძა­ლი­ან გულ­კე­თი­ლი, არა­ვის­თვის არა­ფე­რი ენა­ნე­ბო­და. ახლა მას­ზე "იყოს“ რომ ვამ­ბობ, ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ვერც ვი­ჯე­რებ, რომ აღარ არის. ბევ­რის გა­კე­თე­ბა შე­ეძ­ლო. ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობ­დით.

ანი იმ­ნა­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- როცა ფილმზე "აგ­ვის­ტოს 5 დღე“ და­მამ­ტკი­ცეს, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. ეს იყო რე­ა­ლუ­რად ჩემი პირ­ვე­ლი როლი კი­ნო­ში, "თე­ატ­რა­ლუ­რის“ დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ. სხვა­თა შო­რის, მა­ში­ნაც ყვე­ლა ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ვნიშ­ნე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ და სცე­ნე­ბი მათ­თან ერ­თა­დაც გა­ვი­თა­მა­შე, ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მი­შას უშუ­ა­ლო პარტნი­ო­რო­ბა. დღე­საც ამ აზ­რზე ვარ, მა­შინ მის­გან ბევ­რი ვის­წავ­ლე და ყო­ველ­თვის, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მისი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი მექ­ნე­ბა. იმე­დი მაქვს, რომ ამას გრძნობ­და - გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. ფილმში პარტნი­ო­რე­ბი ვი­ყა­ვით, მამა-შვი­ლი. გა­და­ღე­ბე­ბის პრო­ცეს­შიც და მე­რეც "ანი, მამა" - ასე მომ­მარ­თავ­და. დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა და დიდი პა­ტი­ვი იყო მისი უშუ­ა­ლო პარტნი­ო­რო­ბა. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი დღეა ჩემ­თვის... ჩვე­ნი სფე­როს­თვის დიდი და­ნაკ­ლი­სია, დიდი მსა­ხი­ო­ბი წა­ვი­და.

ანი იმ­ნა­ძეს­თან ერ­თად, კად­რი ფილ­მი­დან: "აგ­ვის­ტოს 5 დღე"

ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძე, მეს­ტი­ის მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი და მთის ფილ­მე­ბის ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი:

- პირ­ველ რიგ­ში ვუ­სამ­ძიმ­რებ მის მე­უღ­ლეს, ქეთი კა­ლან­და­ძეს, მის შვი­ლებს, მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, დი­დე­ბუ­ლი ხე­ლო­ვა­ნი დავ­კარ­გეთ. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მსა­ხი­ო­ბი იყო და ჩემ­თვის გან­სა­კუ­თე­ბულდ გა­მორ­ჩე­უ­ლია მისი ფილ­მი "კა­ხე­თის მა­ტა­რე­ბე­ლი“, რომ­ლის რე­ჟი­სო­რი ლალი კიკ­ნა­ვე­ლი­ძეა. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ მეს­ტი­ის მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე ამ ფილ­მის­თვის მიშა გო­მი­აშ­ვილს, არა­თუ სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კა­ცი მსა­ხი­ო­ბის, სა­ერ­თოდ, ფეს­ტი­ვა­ლის სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბის პრი­ზი გა­და­ე­ცა. ეს მის­თვი­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­სი­ხა­რუ­ლო იყო, რად­გა­ნაც ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი პირ­ვე­ლი და­ფა­სე­ბა აღ­მოჩ­ნდა. ინ­ტერ­ვი­უ­ში ხუმ­რობ­და, - მე­გობ­რე­ბი დამ­ცი­ნი­ან და მე­უბ­ნე­ბი­ან - ლა­მის "ოქ­როს ბუ­ციც" კი გაქვს აღე­ბუ­ლი და ამ სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ტომ არა­ფე­რი გერ­გოო?!

ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძეს­თან ერ­თად

ამ­ბობ­და, პრიზ­თან ერ­თად, ჩა­ხუ­ტე­ბულს მძი­ნავ­სო... რა თქმა უნდა, ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებ­და... ლალი კიკ­ნა­ვე­ლი­ძის ფილ­მის ნახ­ვის შემ­დეგ, მა­ყუ­რე­ბელს, ჟი­უ­რის აბ­სო­ლუ­ტუ­რი შოკი ჰქონ­და. ეს არის შვილმკვდა­რი მა­მის გან­ცდა და მა­მა­კა­ცის ვირ­ტუ­ო­ზუ­ლად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი როლი. იმ პე­რი­ოდ­ში, როცა ფილმში გა­და­ი­ღეს, 55 წლის იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა 90 წლის კაცს ჰგავს. ეს არის სა­ოც­რე­ბა... ვი­ცო­დი, დი­დე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი რომ იყო, მაგ­რამ ჩემ­თვის ეს ადა­მი­ა­ნი ამ ფილ­მით კი­დევ ერთხელ აღ­მო­ვა­ჩი­ნე...

სუ­რა­თი მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნია, თვი­თონ არ ეგო­ნა, რომ მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი იყო, ისე შე­ვი­და პერ­სო­ნა­ჟის სევ­და­ში, რომ ვერ მიხ­ვდა. სა­ო­ცა­რი გან­ცდა გად­მოს­ცა. სხვა­თა შო­რის, იგი­ვე გვჭირ­და ყვე­ლას, ჩვენც სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი კინო გვე­გო­ნა. დიდი ჩათ­რე­ვის ძალა ჰქონ­და და ისე დაგ­ვა­ტყვე­ვა. ამის­თვის დიდი მად­ლო­ბა მას! სა­დღაც გუ­ლის კუნ­ჭულ­ში მი­ხა­რია, რომ მას ეს პა­ტი­ვი პი­რა­დაც ჩემ­გან ერგო, თუმ­ცა ეს არ იყო ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი პრი­ზი­ცია, ჟი­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გახ­ლდათ.

მიშა გო­მი­აშ­ვი­ლი უდი­დე­სი და­ნაკ­ლი­სია ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სამ­ყა­როს­თვის, - თე­ატ­რის­თვის, კი­ნოს­თვის. სა­ო­ცა­რი რო­ლე­ბი სცე­ნა­ზე, სა­ო­ცა­რი კი­ნო­რო­ლე­ბი ფილ­მებ­ში. ამას წი­ნათ მისი ინ­ტერ­ვიუ წა­ვი­კი­თხე, - მე­უღ­ლე­ებ­ზე ხუმ­რობ­და და ქე­თი­ზე ამ­ბობ­და, ეს ჩემი ბოლო მე­უღ­ლე­აო...

მარ­თლაც ასე მოხ­და, რომ ქეთი მისი ბოლო მეგ­ზუ­რი აღ­მოჩ­ნდა... ეს იყო უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი ორი­ვეს მხრი­დან... ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნია...

კოკო რო­ი­ნიშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

კოკო რო­ი­ნიშ­ვილ­თან ერ­თად

- ძა­ლი­ან კარ­გი მსა­ხი­ო­ბი და­აკ­ლდა ჩვენს ქვე­ყა­ნას, თე­ატ­რა­ლურ და კი­ნო­სამ­ყა­როს. მე წლე­ბის წინ წი­ლად მხვდა ბედ­ნი­ე­რე­ბა, მას­თან ერ­თად სცე­ნა­ზე ვმდგა­რი­ყა­ვი. ეს იყო მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში, თათა კო­ბი­აშ­ვი­ლი სპექ­ტაკლში "საწ­ვა­ვი“... ის ემო­ცია მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გამ­ყვე­ბა. სა­ო­ცა­რი პარტნი­ო­რი იყო, ვინც სცე­ნა­ზე მის გვერ­დით მდგა­რა, ყვე­ლა ამას იტყვის. გარ­და იმი­სა, რომ დიდი მსა­ხი­ო­ბი და სა­ო­ცა­რი პარტნი­ო­რი იყო, ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი. ყვე­ლას­თან ძმა­კა­ცობ­და, მე­გობ­რობ­და, კარ­გი ადა­მი­ა­ნი წა­ვი­და.

  • P.S. ambebi.ge მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მიშა გო­მი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და სამ­ძი­მარს უცხა­დებს მსა­ხი­ო­ბის ოჯახს, ახ­ლობ­ლებს, მე­გობ­რებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
GEO
2

 თავისი საქმის მცოდნე და კარგი მოქალაქე დაგვამწუხრა მისმა წასვლამ.

!
0

მიდის საყვარელი თაობა....ძალიან სამწუხაროა....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ბოლო დროს ავადმყოფობდა, გულმა ვეღარ გაუძლო..." - მიშა გომიაშვილს კოლეგები და ახლობლები იხსენებენ

"ბოლო დროს ავადმყოფობდა, გულმა ვეღარ გაუძლო..." - მიშა გომიაშვილს კოლეგები და ახლობლები იხსენებენ

12 სექტემბერს, 61 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მსახიობი მიხეილ (მიშა) გომიაშვილი გარდაიცვალა. არსებობენ მსახიობები და დიდი მსახიობები. მიშა გომიაშვილი დიდი მსახიობი იყო. მისი ყოველი ნამუშევარი თეატრსა თუ კინოში მაყურებელს ხიბლავდა... მსახიობს ზედაპირულობა და ზერელე დამოკიდებულება პროფესიაში არ უყვარდა, ვერც წარმოედგინა. საქმეში გულს დებდა. მისი კინოროლები საერთაშორისო ფესტივალებზე ჟიურის უყურადღებოდ არ რჩებოდა...

ბოლო დროს მსახიობს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მკურნალობდა, თუმცა როგორც ჩანს, საბოლოოდ გულმა უმტყუნა...

Ambebi.ge დღეს მის ახალგაზრდა კოლეგებს, მეგობრებს ესაუბრა, ადამიანებს, ვისთანაც მსახიობს ურთიერთობა, პარტნიორობა, თანამშრომლობა აკავშირებდა.

ქეთი კანტიძე, მარჯანიშვილის თეატრის დასის გამგე:

- საოცარი ადამიანი, საოცარი არტისტი დავკარგეთ. ძალიან გულდაწყვეტილები ვართ...

თემურ ჩხეიძის საოცარ სპექტაკლში "ART ხელოვნება“, 21 წლის განმავლობაში 500-ზე მეტჯერ ითამაშა. წარმოდგენა ანშლაგით მიდიოდა, ბილეთები ერთი თვით ადრე იყიდებოდა. ძალიან მოსწონდა და უყვარდა მაყურებელს. მიშა გომიაშვილი, ზურა ყიფშიძე, ალეკო მახარობლიშვილი - შერწყმული ტრიო იყო. ალბათ ასევე გახსოვთ მისი "მარადი ქმარი“ და არაერთი საუკეთესო როლი... არაჩვეულებრივი მსახიობი, ძალიან კარგი პიროვნება დავკარგეთ. გულდაწყვეტილები ვართ. ძალიან ახალგაზრდა წავიდა...

სცენა სპექტაკლიდან: "ART ხელოვნება"

....ბოლო დროს ავადმყოფობდა, ეტყობა, მაინც გულმა ვეღარ გაუძლო... უცხოეთში ფილმებში იწვევდნენ, არაერთ სურათშია გადაღებული. გადაღებებზე რომ მიდიოდა, თეატრში ხელს ვუწყობდით. წარმატებული იყო მისი ყველა როლი, ფესტივალებზე პრიზებს იმსახურებდა.

სასწაული იუმორი ჰქონდა, კარგი მეგობარი და გულითადი ადამიანი იყო, ძალიან გულკეთილი, არავისთვის არაფერი ენანებოდა. ახლა მასზე "იყოს“ რომ ვამბობ, ჩემთვის წარმოუდგენელია. ვერც ვიჯერებ, რომ აღარ არის. ბევრის გაკეთება შეეძლო. ძალიან ვმეგობრობდით.

ანი იმნაძე, მსახიობი:

- როცა ფილმზე "აგვისტოს 5 დღე“ დამამტკიცეს, ძალიან გამიხარდა. ეს იყო რეალურად ჩემი პირველი როლი კინოში, "თეატრალურის“ დამთავრების შემდეგ. სხვათა შორის, მაშინაც ყველა ინტერვიუში აღვნიშნე, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდის მსახიობები ჩამოვიდნენ და სცენები მათთან ერთადაც გავითამაშე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მიშას უშუალო პარტნიორობა. დღესაც ამ აზრზე ვარ, მაშინ მისგან ბევრი ვისწავლე და ყოველთვის, მთელი ცხოვრება მისი დიდი სიყვარული მექნება. იმედი მაქვს, რომ ამას გრძნობდა - განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. ფილმში პარტნიორები ვიყავით, მამა-შვილი. გადაღებების პროცესშიც და მერეც "ანი, მამა" - ასე მომმართავდა. დიდი სიამოვნება და დიდი პატივი იყო მისი უშუალო პარტნიორობა. ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის... ჩვენი სფეროსთვის დიდი დანაკლისია, დიდი მსახიობი წავიდა.

ანი იმნაძესთან ერთად, კადრი ფილმიდან: "აგვისტოს 5 დღე"

ხათუნა ხუნდაძე, მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი:

- პირველ რიგში ვუსამძიმრებ მის მეუღლეს, ქეთი კალანდაძეს, მის შვილებს, მთელ საქართველოს, დიდებული ხელოვანი დავკარგეთ. არაჩვეულებრივი მსახიობი იყო და ჩემთვის განსაკუთებულდ გამორჩეულია მისი ფილმი "კახეთის მატარებელი“, რომლის რეჟისორი ლალი კიკნაველიძეა. თუნდაც იმიტომ, რომ მესტიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე ამ ფილმისთვის მიშა გომიაშვილს, არათუ საუკეთესო მამაკაცი მსახიობის, საერთოდ, ფესტივალის საუკეთესო მსახიობის პრიზი გადაეცა. ეს მისთვისაც განსაკუთრებულად სასიხარულო იყო, რადგანაც ეს საქართველოში მისი პირველი დაფასება აღმოჩნდა. ინტერვიუში ხუმრობდა, - მეგობრები დამცინიან და მეუბნებიან - ლამის "ოქროს ბუციც" კი გაქვს აღებული და ამ საქართველოში რატომ არაფერი გერგოო?!

ხათუნა ხუნდაძესთან ერთად

ამბობდა, პრიზთან ერთად, ჩახუტებულს მძინავსო... რა თქმა უნდა, ეს ძალიან მახარებდა... ლალი კიკნაველიძის ფილმის ნახვის შემდეგ, მაყურებელს, ჟიურის აბსოლუტური შოკი ჰქონდა. ეს არის შვილმკვდარი მამის განცდა და მამაკაცის ვირტუოზულად შესრულებული როლი. იმ პერიოდში, როცა ფილმში გადაიღეს, 55 წლის იქნებოდა, თუმცა 90 წლის კაცს ჰგავს. ეს არის საოცრება... ვიცოდი, დიდებული მსახიობი რომ იყო, მაგრამ ჩემთვის ეს ადამიანი ამ ფილმით კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე...

სურათი მოკლემეტრაჟიანია, თვითონ არ ეგონა, რომ მოკლემეტრაჟიანი იყო, ისე შევიდა პერსონაჟის სევდაში, რომ ვერ მიხვდა. საოცარი განცდა გადმოსცა. სხვათა შორის, იგივე გვჭირდა ყველას, ჩვენც სრულმეტრაჟიანი კინო გვეგონა. დიდი ჩათრევის ძალა ჰქონდა და ისე დაგვატყვევა. ამისთვის დიდი მადლობა მას! სადღაც გულის კუნჭულში მიხარია, რომ მას ეს პატივი პირადაც ჩემგან ერგო, თუმცა ეს არ იყო ჩემი სუბიექტური პრიზიცია, ჟიურის გადაწყვეტილება გახლდათ.

მიშა გომიაშვილი უდიდესი დანაკლისია ქართული სახელოვნებო სამყაროსთვის, - თეატრისთვის, კინოსთვის. საოცარი როლები სცენაზე, საოცარი კინოროლები ფილმებში. ამას წინათ მისი ინტერვიუ წავიკითხე, - მეუღლეებზე ხუმრობდა და ქეთიზე ამბობდა, ეს ჩემი ბოლო მეუღლეაო...

მართლაც ასე მოხდა, რომ ქეთი მისი ბოლო მეგზური აღმოჩნდა... ეს იყო უდიდესი სიყვარული ორივეს მხრიდან... ძალიან დასანანია...

კოკო როინიშვილი, მსახიობი:

კოკო როინიშვილთან ერთად

- ძალიან კარგი მსახიობი დააკლდა ჩვენს ქვეყანას, თეატრალურ და კინოსამყაროს. მე წლების წინ წილად მხვდა ბედნიერება, მასთან ერთად სცენაზე ვმდგარიყავი. ეს იყო მარჯანიშვილის თეატრში, თათა კობიაშვილი სპექტაკლში "საწვავი“... ის ემოცია მთელი ცხოვრება გამყვება. საოცარი პარტნიორი იყო, ვინც სცენაზე მის გვერდით მდგარა, ყველა ამას იტყვის. გარდა იმისა, რომ დიდი მსახიობი და საოცარი პარტნიორი იყო, ურთიერთობაშიც ძალიან მეგობრული. ყველასთან ძმაკაცობდა, მეგობრობდა, კარგი ადამიანი წავიდა.

  • P.S. ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს მიშა გომიაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მსახიობის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს.