საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა, მოგილოცოთ უკრაინის გამარჯვებები... რამდენიმე დღეში შეიძლება თვითონ მოსკოვში ჰქონდეთ არეულობა, იმ მარცხის გამო, რომელიც ახლა აქვთ" - მეუფე სტეფანე
"მინდა, მოგილოცოთ უკრაინის გამარჯვებები... რამდენიმე დღეში შეიძლება თვითონ მოსკოვში ჰქონდეთ არეულობა, იმ მარცხის გამო, რომელიც ახლა აქვთ" - მეუფე სტეფანე

ჭყონ­დი­დელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა სტე­ფა­ნემ გუ­შინ მარ­ტვი­ლის ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში იქა­და­გა. სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა უკ­რა­ი­ნას ომში მიღ­წე­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ვე­ბი მი­უ­ლო­ცა და გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სეთს ყვე­ლა­ფე­რი უკან და­უბ­რუნ­და ბუ­მე­რან­გი­ვით...

მე­უ­ფე სტე­ფა­ნე:

"მინ­და, მო­გი­ლო­ცოთ უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბე­ბი, რე­ა­ლუ­რად დღეს უკვე რო­გორც ჩვენ ვხე­დავთ, უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს სე­რი­ო­ზუ­ლი წინსვლა და უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მე დიდი ხა­ნია ამის შე­სა­ხებ ვთქვი, რო­დე­საც ეს უგუ­ნუ­რი შე­ტე­ვა და­ი­წყო უკ­რა­ი­ნა­ზე, ვთქვი, რომ ეს არის ძა­ლი­ან დიდი სი­სუ­ლე­ლე, რაც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩა­ი­დი­ნა და ეს არ დარ­ჩე­ბა-მეთ­ქი ასე უბ­რა­ლოდ. შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ ამას პა­სუ­ხი არ გა­ე­ცეს... სა­ბო­ლოო ჯამ­ში ვერ გა­ი­მარ­ჯვებს რუ­სე­თი. უსა­მარ­თლოდ და არას­წო­რად მო­იქ­ცა რო­გორც ჩვენს მი­მართ, ისე უკ­რა­ი­ნის მი­მართ.

სხვა­თა შო­რის უწ­მინ­დეს­მა უთხრა იქ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ ბუ­მე­რან­გი­ვით მო­გიბ­რუნ­დე­ბათ, რა­საც ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ აკე­თებ­თო. ახლა ეს ბუ­მე­რან­გი, ფაქ­ტობ­რი­ვად, უტ­რი­ალ­დე­ბათ. რამ­დე­ნი­მე დღე­ში შე­იძ­ლე­ბა თვი­თონ მოს­კოვ­ში ჰქონ­დეთ არე­უ­ლო­ბა, იმ მარ­ცხის გამო, რო­მე­ლიც ახლა აქვთ.

გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­შე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და რუ­სე­თი ამ თა­მა­შებ­ში არას­წო­რი ნა­ბი­ჯით შე­ვარ­და და სა­ბო­ლოო ჯამ­ში დღეს ისე­თი შე­ტე­ვა მი­დის რუ­სეთ­ზე, რომ ძა­ლი­ან მძი­მე იქ­ნე­ბა ამ ნა­ბი­ჯი­დან გა­მო­სა­ვა­ლი. ჩვენ არ გვინ­და, არც რუ­სე­თის­თვის ცუდი, მაგ­რამ ამ ნა­ბი­ჯე­ბით, შე­უძ­ლე­ბე­ლია ყვე­ლა­ფე­რი უკან არ და­უბ­რუნ­დეთ.

უკ­რა­ი­ნელ ერს უხა­რია ეს დღე, რომ მათი საქ­მე მი­დის კე­თი­ლად და კარ­გად. თუ კი­დევ ასე გაგ­რძელ­და, რა მოხ­დე­ბა მსოფ­ლი­ო­ში, არა­ვინ იცის. ჩვენ ამ დროს ძა­ლი­ან დიდი სიფრ­თხი­ლე გვმარ­თებს. ვინც ჩვენ გვე­უბ­ნე­ბა, რომ ამის გამო პრო­რუ­სუ­ლი ვართ და მათ ვუ­ჭერთ მხარს, ეს ტყუ­ი­ლია. უბ­რა­ლოდ, ჩვენ ჩვენ თავს ვუ­ჭერთ მხარს. ვი­ცით, რომ უკ­რა­ი­ნა­სა­ვით არა­ვინ დაგ­ვიდ­გე­ბა მხარ­ში და არც ისე­თი მე­გობ­რე­ბი გვყავს, რო­გორ უკ­რა­ი­ნას და არც იმ­ხე­ლა ტე­რი­ტო­რია გვაქვს, რომ ვი­თა­რე­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცია შევ­ძლოთ, რო­დე­საც ჩვენ­ზე წა­მო­ვა ამ­ხე­ლა მან­ქა­ნა.

ამი­ტომ ვცდი­ლობთ, რომ ამ ომში არ ჩა­ვერ­თოთ და ამა­ში და­ნა­შა­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს არ აქვს. უსა­მარ­თლოდ გვექ­ცე­ვა ზო­გი­ერ­თი უკ­რა­ი­ნე­ლი პირი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ზე ცუდს ლა­პა­რა­კობს და ჰგო­ნი­ათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ამ­ბო­ბენ. სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დი­ან, თით­ქოს ჩვენ­გან ხდე­ბა უკ­რა­ი­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბი.

თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რა­ღაც ისეთს აკე­თებს რომ უკ­რა­ი­ნას ვნებს, მა­შინ კონ­კრე­ტუ­ლად გვი­თხრან. ჰა­ერ­ზე ნუ სა­უბ­რო­ბენ. მკვლე­ლე­ბი და მო­ძა­ლა­დე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბა­ტო­ნობ­დნენ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ნა­წი­ლი ცი­ხე­შია, ზოგი პო­ლიტ­პა­ტიმ­რად გა­მო­ა­ცხა­დეს და გა­მო­იყ­ვა­ნეს ცი­ხე­ე­ბი­დან და არე­უ­ლო­ბას და რე­ვო­ლუ­ცი­ას გვი­პი­რე­ბენ. უკ­რა­ი­ნი­დან იქ­ნე­ბა თუ სხვა ქვეყ­ნი­დან ამ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის წა­ქე­ზე­ბა, უკვე პრობ­ლე­მაა..."

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ადამიანი
0

ნეტა გაჩუმდებოდეს ეს და ბევრი სხვა მამაოებიც.. ზედმეტი მოდით უკვე, ყვლაფერზე ლაპარაკობენ. მიხედონ გაჭირვებულ მრევლს და სისულელეებით ნუ უტენიან თავს.. ასწავლონ სიყარული და პატივისცემა....აუხსნან რომ განათლება უნდა მიიღონ და უყვარდეტ სამშობლო დ საზოგადოდ ადამიანი!!!

მარინე
1

ღმერთო ჩემო მამაოც პოლიტიკოსი გახდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მინდა, მოგილოცოთ უკრაინის გამარჯვებები... რამდენიმე დღეში შეიძლება თვითონ მოსკოვში ჰქონდეთ არეულობა, იმ მარცხის გამო, რომელიც ახლა აქვთ" - მეუფე სტეფანე

"მინდა, მოგილოცოთ უკრაინის გამარჯვებები... რამდენიმე დღეში შეიძლება თვითონ მოსკოვში ჰქონდეთ არეულობა, იმ მარცხის გამო, რომელიც ახლა აქვთ" - მეუფე სტეფანე

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ გუშინ მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში იქადაგა. სასულიერო პირმა უკრაინას ომში მიღწეული გამარჯვევები მიულოცა და განაცხადა, რომ რუსეთს ყველაფერი უკან დაუბრუნდა ბუმერანგივით...

მეუფე სტეფანე:

"მინდა, მოგილოცოთ უკრაინის გამარჯვებები, რეალურად დღეს უკვე როგორც ჩვენ ვხედავთ, უკრაინაში მიმდინარეობს სერიოზული წინსვლა და უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლება. მე დიდი ხანია ამის შესახებ ვთქვი, როდესაც ეს უგუნური შეტევა დაიწყო უკრაინაზე, ვთქვი, რომ ეს არის ძალიან დიდი სისულელე, რაც რუსეთის ხელისუფლებამ ჩაიდინა და ეს არ დარჩება-მეთქი ასე უბრალოდ. შეუძლებელია, რომ ამას პასუხი არ გაეცეს... საბოლოო ჯამში ვერ გაიმარჯვებს რუსეთი. უსამართლოდ და არასწორად მოიქცა როგორც ჩვენს მიმართ, ისე უკრაინის მიმართ.

სხვათა შორის უწმინდესმა უთხრა იქ ხელისუფლებას, რომ ბუმერანგივით მოგიბრუნდებათ, რასაც ჩვენს წინააღმდეგ აკეთებთო. ახლა ეს ბუმერანგი, ფაქტობრივად, უტრიალდებათ. რამდენიმე დღეში შეიძლება თვითონ მოსკოვში ჰქონდეთ არეულობა, იმ მარცხის გამო, რომელიც ახლა აქვთ.

გეოპოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს და რუსეთი ამ თამაშებში არასწორი ნაბიჯით შევარდა და საბოლოო ჯამში დღეს ისეთი შეტევა მიდის რუსეთზე, რომ ძალიან მძიმე იქნება ამ ნაბიჯიდან გამოსავალი. ჩვენ არ გვინდა, არც რუსეთისთვის ცუდი, მაგრამ ამ ნაბიჯებით, შეუძლებელია ყველაფერი უკან არ დაუბრუნდეთ.

უკრაინელ ერს უხარია ეს დღე, რომ მათი საქმე მიდის კეთილად და კარგად. თუ კიდევ ასე გაგრძელდა, რა მოხდება მსოფლიოში, არავინ იცის. ჩვენ ამ დროს ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. ვინც ჩვენ გვეუბნება, რომ ამის გამო პრორუსული ვართ და მათ ვუჭერთ მხარს, ეს ტყუილია. უბრალოდ, ჩვენ ჩვენ თავს ვუჭერთ მხარს. ვიცით, რომ უკრაინასავით არავინ დაგვიდგება მხარში და არც ისეთი მეგობრები გვყავს, როგორ უკრაინას და არც იმხელა ტერიტორია გვაქვს, რომ ვითარების სტაბილიზაცია შევძლოთ, როდესაც ჩვენზე წამოვა ამხელა მანქანა.

ამიტომ ვცდილობთ, რომ ამ ომში არ ჩავერთოთ და ამაში დანაშაული საქართველოს არ აქვს. უსამართლოდ გვექცევა ზოგიერთი უკრაინელი პირი, რომელიც საქართველოზე ცუდს ლაპარაკობს და ჰგონიათ ხელისუფლების წინააღმდეგ ამბობენ. სინამდვილეში საქართველოს წინააღმდეგ გამოდიან, თითქოს ჩვენგან ხდება უკრაინის საწინააღმდეგო ქმედებები.

თუ ხელისუფლება რაღაც ისეთს აკეთებს რომ უკრაინას ვნებს, მაშინ კონკრეტულად გვითხრან. ჰაერზე ნუ საუბრობენ. მკვლელები და მოძალადეები, რომლებიც საქართველოში ბატონობდნენ დიდი ხნის განმავლობაში, ნაწილი ციხეშია, ზოგი პოლიტპატიმრად გამოაცხადეს და გამოიყვანეს ციხეებიდან და არეულობას და რევოლუციას გვიპირებენ. უკრაინიდან იქნება თუ სხვა ქვეყნიდან ამ დესტაბილიზაციის წაქეზება, უკვე პრობლემაა..."