სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვეყნის იმიჯის შელახვა, პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანება..." - სუს-ის ანგარიში: რა წარმოადგენდა საქართველოს უსაფრთხოების გაუარესებით დაინტერესებული ძალების მიზნებს?
"ქვეყნის იმიჯის შელახვა, პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანება..." -  სუს-ის ანგარიში: რა წარმოადგენდა საქართველოს უსაფრთხოების გაუარესებით დაინტერესებული ძალების მიზნებს?

სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და სტა­ბი­ლუ­რი ქვეყ­ნის იმი­ჯის შე­ლახ­ვა, სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­თან და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგ­ში არე­უ­ლო­ბის შე­ტა­ნა, შიდა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში ჩა­რე­ვა და მუდ­მი­ვი და­ძა­ბუ­ლო­ბის ხელ­შე­წყო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს გა­უ­ა­რე­სე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ძი­რი­თად მიზ­ნებს წარ­მო­ად­გენ­და, - ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში სუს-ის 2021 წლის საქ­მი­ა­ნო­ბის ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ლი­ლუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მათი ქმე­დე­ბე­ბი და დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მცდე­ლო­ბე­ბი ასე­ვე, მი­მარ­თუ­ლი იყო სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბის ფორ­მე­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბი­სა­კენ.

"მათი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა დესტრუქ­ცი­უ­ლი გარე აქ­ტო­რებ­თან შე­საძ­ლო კავ­ში­რის მქო­ნე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის სხვა­დას­ხვა ფორ­მით გა­აქ­ტი­უ­რე­ბის ტენ­დენ­ცი­აც. აღ­ნიშ­ნუ­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბის მხრი­დან სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მათ შო­რის, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის, ვებ-გვერ­დე­ბის, ინ­ტერ­ნეტ­ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის, ტე­ლე­მა­უ­წყებ­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით, აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის წარ­მარ­თვა. ისი­ნი ბო­რო­ტად იყე­ნებ­დნენ სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბას და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ეწე­ოდ­ნენ და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი იდე­ო­ლო­გი­ის გავ­რცე­ლე­ბას, ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას, სა­ხელ­მწი­ფო თუ სხვა ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­ზე თავ­დას­ხმებს, რი­თაც შეგ­ნე­ბუ­ლად ცდი­ლობ­დნენ ქვეყ­ნის მშვიდ ცხოვ­რე­ბა­ში არე­უ­ლო­ბის და დი­სო­ნან­სის შე­ტა­ნას.

ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვა დესტრუქ­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბის­თვის უცხო ქვეყ­ნის სპე­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხუ­რებ­თან შე­საძ­ლო კავ­ში­რის მქო­ნე ძა­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და რე­ზო­ნან­სუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ. ცალ­კე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის მიერ ად­გი­ლი ჰქონ­და დესტრუქ­ცი­ულ და ძა­ლა­დობ­რივ მო­წო­დე­ბებს. ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის მაქ­სი­მა­ლუ­რი ეს­კა­ლა­ცი­ი­სა და სხვა­დას­ხვა პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სათ­ვის მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ცალ­კე­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა, მათ შო­რის, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ფიქ­სირ­დე­ბო­და მცდე­ლო­ბე­ბი, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ, სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის შე­ფერ­ხე­ბი­სა და დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის შექ­მნის­კენ. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზანს ქვე­ყა­ნა­ში მუდ­მი­ვი შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბის ხელ­შე­წყო­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ გამ­წვა­ვე­ბა წარ­მო­ად­გენ­და“, - გა­ნა­ცხა­და ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ქვეყნის იმიჯის შელახვა, პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანება..." - სუს-ის ანგარიში: რა წარმოადგენდა საქართველოს უსაფრთხოების გაუარესებით დაინტერესებული ძალების მიზნებს?

"ქვეყნის იმიჯის შელახვა, პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანება..." -  სუს-ის ანგარიში: რა წარმოადგენდა საქართველოს უსაფრთხოების გაუარესებით დაინტერესებული ძალების მიზნებს?

საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სტაბილური ქვეყნის იმიჯის შელახვა, სტრატეგიულ პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ურთიერთობების დაზიანება, საზოგადოებრივ წესრიგში არეულობის შეტანა, შიდა პოლიტიკურ პროცესში ჩარევა და მუდმივი დაძაბულობის ხელშეწყობა, საქართველოს უსაფრთხოების გარემოს გაუარესებით დაინტერესებული ძალების ძირითად მიზნებს წარმოადგენდა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში სუს-ის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, მათი ქმედებები და დესტაბილიზაციის მცდელობები ასევე, მიმართული იყო სახელმწიფო მმართველობის ფორმების ხელყოფისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების შეფერხებისაკენ.

"მათი ქმედებების შედეგად გამოიკვეთა დესტრუქციული გარე აქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პოლიტიკური ძალების სხვადასხვა ფორმით გააქტიურების ტენდენციაც. აღნიშნული სუბიექტების მხრიდან სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით მათ შორის, სოციალური ქსელების, ვებ-გვერდების, ინტერნეტტელევიზიების, ტელემაუწყებლობის მეშვეობით, აქტიურად მიმდინარეობდა დეზინფორმაციული პოლიტიკის წარმართვა. ისინი ბოროტად იყენებდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და მიზანმიმართულად ეწეოდნენ დამაზიანებელი იდეოლოგიის გავრცელებას, ემსახურებოდნენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, სახელმწიფო თუ სხვა ინსტიტუციებზე თავდასხმებს, რითაც შეგნებულად ცდილობდნენ ქვეყნის მშვიდ ცხოვრებაში არეულობის და დისონანსის შეტანას.

ქვეყანაში სხვადასხვა დესტრუქციული პროცესების პროვოცირებისთვის უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან შესაძლო კავშირის მქონე ძალები ცდილობდნენ ინფორმაციის მოპოვებას საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი და რეზონანსული მოვლენების შესახებ. ცალკეული ჯგუფების მიერ ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ და ძალადობრივ მოწოდებებს. ქვეყანაში სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებების ორგანიზებისათვის მიმდინარეობდა ცალკეული საკითხების მიზანმიმართული პოლიტიზირება, მათ შორის, სამართალდამცავი უწყებების მიმართულებით. ფიქსირდებოდა მცდელობები, რომელიც მიმართული იყო საზოგადოების პოლარიზაციისკენ, სახელმწიფო უწყებების შეფერხებისა და დესტაბილიზაციის შექმნისკენ. აღნიშნულის მიზანს ქვეყანაში მუდმივი შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ხელშეწყობა და საჭიროებისამებრ გამწვავება წარმოადგენდა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.