საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიუ იორკი, სიყვარული, თავისუფლება" - ალუდა ღუდუშაურის ამერიკული ვოიაჟი მეუღლესთან ერთად - როგორ გაატარა ზაფხული პოლიტიკოსმა (ფოტოები)
"ნიუ იორკი, სიყვარული, თავისუფლება" - ალუდა ღუდუშაურის ამერიკული ვოიაჟი მეუღლესთან ერთად - როგორ გაატარა ზაფხული პოლიტიკოსმა (ფოტოები)

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი ალუ­და ღუ­დუ­შა­უ­რი მე­უღ­ლეს­თან, სა­ლო­მე კა­ცა­ძეს­თან ერ­თად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში იმ­ყო­ფე­ბა და ზა­ფხუ­ლის დღე­ებს ნიუ იორკში ატა­რებს.

ალუ­და ღუ­დუ­შა­უ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს ფო­ტო­ებს, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ პო­ზი­რებს ის ამე­რი­კის სხვა­დას­ხვა ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბას­თან.

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ერთ-ერთი ფო­ტოს აღ­წე­რა­ში ღუ­დუ­შა­უ­რი ინ­სტაგ­რამ­ზე შემ­დეგ ჰეშ­თე­გებს წერს - ამე­რი­კა, ნიუ იორ­კი, სიყ­ვა­რუ­ლი, თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

ცნო­ბის­თვის, ალუ­და ღუ­დუ­შა­ურს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი ჰყავს - 5 წლის გო­გო­ნა და 3 წლის ვაჟი. დე­პუ­ტა­ტის ორი­ვე შვი­ლი ამე­რი­კა­ში, ნიუ-იორკში და­ი­ბა­და. რო­გორც ჟურ­ნალ "გზის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ალუ­და ჰყვე­ბა, მე­უღ­ლე სა­ლო­მე კა­ცა­ძე სა­სა­მარ­თლო­ში გა­იც­ნო.

"მა­შინ უკვე ად­ვო­კა­ტი ვი­ყა­ვი, ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რე­სებს ვი­ცავ­დი და სა­ბუ­თე­ბის წარ­დგე­ნის დროს სა­სა­მარ­თლო­ში გა­ვი­ცა­ნი. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, შე­მიყ­ვარ­და და დავ­ქორ­წინ­დით კი­დეც. პრო­ფე­სი­ით სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია. ჩემ­სა­ვით, ისიც სულ სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა­შია, ახლა იუ­რი­დი­ულს ამ­თავ­რებს, თან ერთ-ერთი კერ­ძო კომ­პა­ნი­ის იუ­რის­ტია. სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია, თა­ნაც - იმე­რე­ლი: დიპ­ლო­მა­ტი­ის ცოდ­ნა და გე­ნე­ტი­კა სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, სამ მო­ხე­ვეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­ა­ბა­ლან­სოს. კარ­გად გა­მოს­დის, გვიძ­ლებს" - ამ­ბობს ალუ­და.

ალუ­და ღუ­დუ­შა­უ­რი ნიუ იორკში ჯა­ზის სა­ღა­მო­ზე

სა­ინ­ტე­რე­სოა ალუ­და ღუ­დუ­შა­უ­რის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია, რო­მე­ლიც მან 2022 წელს შე­ავ­სო. რო­გორც ირ­კვე­ვა, დე­პუ­ტა­ტი ფლობს 2 ბი­ნას თბი­ლის­ში, შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე, მათ­გან ერთი ჩუ­ქე­ბით აქვს მი­ღე­ბუ­ლი, ხოლო მე­ო­რე ბი­ნა­ში 47 580 გა­და­ი­ხა­და. ასე­ვე მის სა­კუთ­რე­ბა­შია მი­წის ნაკ­ვე­თი სო­ფელ წე­რო­ვან­ში, რო­მე­ლიც 37 000 დო­ლა­რად იყი­და და მი­წის ნაკ­ვე­თი ყაზ­ბე­გის რა­ი­ონ­ში.

ღუ­დუ­შა­უ­რის მფლო­ბე­ლო­ბა­შია ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ა­თე­ბის კო­ლექ­ცია. ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 2 სა­ა­თი ნა­ჩუ­ქა­რია, ხოლო ორი - შე­ძე­ნი­ლი აქვს, ერთი 21 000 დო­ლა­რად, მე­ო­რე კი - 12 000 დო­ლა­რად.

მკითხველის კომენტარები / 109 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
0

ჯეორჯიან მენ ინ ნიუიორკ )))) არა დადიხარ დაიდხარ მაგრამ ეს ფოტოების ფრიალი რაღა უბედურებაა. ვინმემ აუკრძალეთ მაინც. რას ახარბებთ ამ საწყალ ხალხს თქვე გოიმებო ჰა?

მე ქართველი ვარ.
3

ალუდა როგორა ხარ? მგიკითხა მთელმა საქართველომ.დიდი სიყვარულით ვკითხულობთ თქვენს ოჯახს. დედას და მეუღლეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ნიუ იორკი, სიყვარული, თავისუფლება" - ალუდა ღუდუშაურის ამერიკული ვოიაჟი მეუღლესთან ერთად - როგორ გაატარა ზაფხული პოლიტიკოსმა (ფოტოები)

"ნიუ იორკი, სიყვარული, თავისუფლება" - ალუდა ღუდუშაურის ამერიკული ვოიაჟი მეუღლესთან ერთად - როგორ გაატარა ზაფხული პოლიტიკოსმა (ფოტოები)

"ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური მეუღლესთან, სალომე კაცაძესთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და ზაფხულის დღეებს ნიუ იორკში ატარებს.

ალუდა ღუდუშაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ჩანს, თუ როგორ პოზირებს ის ამერიკის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობასთან.

მეუღლესთან ერთად გადაღებული ერთ-ერთი ფოტოს აღწერაში ღუდუშაური ინსტაგრამზე შემდეგ ჰეშთეგებს წერს - ამერიკა, ნიუ იორკი, სიყვარული, თავისუფლება.

ცნობისთვის, ალუდა ღუდუშაურს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს - 5 წლის გოგონა და 3 წლის ვაჟი. დეპუტატის ორივე შვილი ამერიკაში, ნიუ-იორკში დაიბადა. როგორც ჟურნალ "გზისთვის" მიცემულ ინტერვიუში ალუდა ჰყვება, მეუღლე სალომე კაცაძე სასამართლოში გაიცნო.

"მაშინ უკვე ადვოკატი ვიყავი, ერთ-ერთი კომპანიის ინტერესებს ვიცავდი და საბუთების წარდგენის დროს სასამართლოში გავიცანი. ძალიან მომეწონა, შემიყვარდა და დავქორწინდით კიდეც. პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. ჩემსავით, ისიც სულ სწავლა-განათლებაშია, ახლა იურიდიულს ამთავრებს, თან ერთ-ერთი კერძო კომპანიის იურისტია. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, თანაც - იმერელი: დიპლომატიის ცოდნა და გენეტიკა საშუალებას აძლევს, სამ მოხევესთან ურთიერთობა დააბალანსოს. კარგად გამოსდის, გვიძლებს" - ამბობს ალუდა.

ალუდა ღუდუშაური ნიუ იორკში ჯაზის საღამოზე

საინტერესოა ალუდა ღუდუშაურის ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც მან 2022 წელს შეავსო. როგორც ირკვევა, დეპუტატი ფლობს 2 ბინას თბილისში, შარტავას ქუჩაზე, მათგან ერთი ჩუქებით აქვს მიღებული, ხოლო მეორე ბინაში 47 580 გადაიხადა. ასევე მის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი სოფელ წეროვანში, რომელიც 37 000 დოლარად იყიდა და მიწის ნაკვეთი ყაზბეგის რაიონში.

ღუდუშაურის მფლობელობაშია ძვირადღირებული საათების კოლექცია. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2 საათი ნაჩუქარია, ხოლო ორი - შეძენილი აქვს, ერთი 21 000 დოლარად, მეორე კი - 12 000 დოლარად.