საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხატია დეკანოიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ დავით ბაქრაძის დანიშვნის ხელმოწერა, შესაძლოა, პრეზიდენტზე ზეწოლის შედეგი იყოს
ხატია დეკანოიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ დავით ბაქრაძის დანიშვნის ხელმოწერა, შესაძლოა, პრეზიდენტზე ზეწოლის შედეგი იყოს

ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, პრე­ზი­დენ­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ გა­ე­რო­ში სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მივ წარ­მო­მად­გენ­ლად და­ვით ბაქ­რა­ძის და­ნიშ­ვნის ხელ­მო­წე­რა, შე­საძ­ლოა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან პრე­ზი­დენტზე ზე­წო­ლის შე­დე­გი იყოს.

დე­კა­ნო­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამას ადას­ტუ­რებს რამ­დე­ნი­მე თვის წინ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ გან­ცხა­დე­ბე­ბი და შე­ტე­ვა.

"პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა მო­ა­წე­როს თუ არა ხელი. თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს, გან­სა­კუთ­რე­ბით პრე­ზი­დენტს ვე­რა­ვინ და­ა­ძა­ლებს მო­ა­წე­როს თუ არა ხელი. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ვფიქ­რობ, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს გარ­კვე­უ­ლი ზე­წო­ლა, რაც გუ­ლის­ხმობ­და, თუნ­დაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ გა­კე­თე­ბულ გან­მარ­ტე­ბას და რე­ა­ლურ შე­ტე­ვას რამ­დე­ნი­მე თვის წინ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ“,- გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, და­ვით ბაქ­რა­ძე, რო­მე­ლიც აქამ­დე აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და, გა­ე­რო-ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტზე კახა იმ­ნა­ძეს შეც­ვლის.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა და­ვით ბარ­ქა­ძის გა­ე­რო-ში ელ­ჩად და­ნიშ­ვნა­ზე წარ­დგი­ნე­ბა 15 ივ­ლისს მი­ი­ღო, თუმ­ცა, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მას ხელს არ აწერ­და. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, ბაქ­რა­ძე "5 წელი იყო ელჩი და არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია“.

"არა მა­ღა­ლი დო­ნის ვი­ზი­ტი, არა კონ­ტაქ­ტე­ბი, არა იქით, არა აქეთ - წა­ვი­დეს სხვა­გან“, - აღ­ნიშ­ნავ­და პრე­ზი­დენ­ტი ინ­ტერ­ვი­უ­ში.

დღეს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ გა­ე­რო­ში ელ­ჩად და­ნიშ­ვნის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ და­ვით ბაქ­რა­ძის აშშ-ში საქ­მი­ა­ნო­ბის უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბა კვლავ ძა­ლა­შია და პრე­ზი­დენტს მისი და­ნიშ­ვნა "მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მი­აჩ­ნია“.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
1

ამას სალომე თავის თავი ჰგონია... მთელი ცხოვრება, რომ მიხაილოს "დაკრულზე" ცეკვავს.

giga
1

იმ ქვეყანას რა ვუთხარი სამშობლოს მოღალატეებს ამდენს რომ ალაპარაკებს

ავტორი:

ხატია დეკანოიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ დავით ბაქრაძის დანიშვნის ხელმოწერა, შესაძლოა, პრეზიდენტზე ზეწოლის შედეგი იყოს

ხატია დეკანოიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ დავით ბაქრაძის დანიშვნის ხელმოწერა, შესაძლოა, პრეზიდენტზე ზეწოლის შედეგი იყოს

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნის ხელმოწერა, შესაძლოა, "ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტზე ზეწოლის შედეგი იყოს.

დეკანოიძის განცხადებით, ამას ადასტურებს რამდენიმე თვის წინ "ქართული ოცნების“ მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის მიმართ განცხადებები და შეტევა.

"პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა მოაწეროს თუ არა ხელი. თანამდებობის პირს, განსაკუთრებით პრეზიდენტს ვერავინ დააძალებს მოაწეროს თუ არა ხელი. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ შესაძლებელია იყოს გარკვეული ზეწოლა, რაც გულისხმობდა, თუნდაც "ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულ განმარტებას და რეალურ შეტევას რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ“,- განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, დავით ბაქრაძე, რომელიც აქამდე აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა, გაერო-ში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პოსტზე კახა იმნაძეს შეცვლის.

საქართველოს პრეზიდენტმა დავით ბარქაძის გაერო-ში ელჩად დანიშვნაზე წარდგინება 15 ივლისს მიიღო, თუმცა, ზურაბიშვილი მას ხელს არ აწერდა. როგორც პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ბაქრაძე "5 წელი იყო ელჩი და არაფერი გაუკეთებია“.

"არა მაღალი დონის ვიზიტი, არა კონტაქტები, არა იქით, არა აქეთ - წავიდეს სხვაგან“, - აღნიშნავდა პრეზიდენტი ინტერვიუში.

დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გაეროში ელჩად დანიშვნის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილის მიერ დავით ბაქრაძის აშშ-ში საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია და პრეზიდენტს მისი დანიშვნა "მიზანშეწონილად არ მიაჩნია“.