პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში ცნობილი მევიოლინესა და დირიჟორის ლიანა ისაკაძის წიგნი “მუსიკის ზეიმი-მედიტაციები” გამოცემულია
მსოფლიოში ცნობილი მევიოლინესა და დირიჟორის ლიანა ისაკაძის წიგნი “მუსიკის ზეიმი-მედიტაციები” გამოცემულია

მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე­სა და დი­რი­ჟო­რის ლი­ა­ნა ისა­კა­ძის წიგ­ნი “მუ­სი­კის ზე­ი­მი-მე­დი­ტა­ცი­ე­ბი” გა­მო­ცე­მუ­ლია.

მისი წარ­დგი­ნე­ბა ბა­თუ­მი-თბი­ლი­სის კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი“ ფარ­გლებ­ში ბა­თუმ­ში, აჭა­რის მწე­რალ­თა სახ­ლში გა­ი­მარ­თა.

წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ გი­ორ­გი ისა­კა­ძე – ფეს­ტი­ვა­ლის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, ნინა ცა­გა­რე­ლი – ფეს­ტი­ვა­ლის დი­რექ­ტო­რი, დო­ნა­რი სა­მა­დაშ­ვი­ლი – წიგ­ნის რე­დაქ­ტო­რი, ლალი კონ­ცე­ლი­ძე – ბა­თუ­მის მწე­რალ­თა სახ­ლის დი­რექ­ტო­რი, თინა ღვი­ნე­რია – თბი­ლი­სის ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლებ­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ხე­ლოვ­ნე­ბის დოქ­ტო­რი; ასე­ვე მწერ­ლე­ბი, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა…

ფეს­ტი­ვალს და­არ­სე­ბი­დან 40 წელი შე­უს­რულ­და. სწო­რედ სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი­სა და ლი­ა­ნა ისა­კა­ძის ძმის­შვი­ლის გი­ორ­გი ისა­კა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­მო­ი­ცა დიდი მე­ვი­ო­ლი­ნი­სა და დი­რი­ჟო­რის წიგ­ნი “მუ­სი­კის ზე­ი­მი – მე­დი­ტა­ცი­ე­ბი”, რო­მე­ლიც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნობს ლი­ა­ნა ისა­კა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბას, ბი­ოგ­რა­ფი­ას, ში­ნა­გან სამ­ყა­როს, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა­სა და მის შე­ხე­დუ­ლე­ბებს სხვა­დას­ხვა სა­კი­თხე­ბის მი­მართ. გი­ორ­გი ისა­კა­ძე, “ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის” სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი: “უკვე დიდი ხა­ნია ვა­პი­რებ­დი და სურ­ვი­ლი მქონ­და გა­მო­ცე­მუ­ლი­ყო ლი­ა­ნა ისა­კა­ძის წიგ­ნი “მუ­სი­კის ზე­ი­მი – მე­დი­ტა­ცი­ე­ბი”. იგი წარ­მო­ად­გენს დიდი ხე­ლო­ვა­ნის სი­ცო­ცხლის კრე­დოს. მას­ში ლი­ა­ნა ისა­კა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა სა­კუ­თა­რი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის, ჰუ­მა­ნუ­რო­ბის, ზნე­ობ­რი­ო­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ას­პექ­ტე­ბის შე­სა­ხებ. სწო­რედ ამი­ტომ შედ­გა ამ წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია “ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის” ფარ­გლებ­ში. ვფიქ­რობ, ფეს­ტი­ვალს დიდი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­სია აკის­რია და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბა­ში უდი­დე­სი ად­გი­ლი უკა­ვია. ვე­ლით მო­რიგ შეხ­ვედ­რებს ჩვენს ძვირ­ფას მსმე­ნელ­თან უკვე თბი­ლის­ში.”

ნინა ცა­გა­რე­ლი, ფეს­ტი­ვა­ლის დი­რექ­ტო­რი: “ლი­ა­ნა ისა­კა­ძის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი წიგ­ნი გა­მო­ი­ცა. ვფიქ­რობ, სა­მა­გი­დო წიგ­ნია, რო­მე­ლიც ყვე­ლა ოჯახს და­ამ­შვე­ნებს. ჩვენ ყვე­ლამ უნდა გა­ვა­გე­ბი­ნოთ ჩვენს შვი­ლებს, მო­მა­ვალ თა­ო­ბებს, თუ რა დო­ნის და რო­გო­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მუ­სი­კო­სი ჰყავს სა­ქარ­თვე­ლოს. მად­ლო­ბა ბა­თუ­მის მე­რი­ას და აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს.”

თინა ღვი­ნე­რია, ხე­ლოვ­ნე­ბის დოქ­ტო­რი: “არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ცე­მაა. ჩვენ არ ვართ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ასე­თი დო­ნის მუ­სი­კო­სე­ბის მე­მუ­ა­რე­ბით. ლი­ა­ნა ისა­კა­ძე არის უდი­დე­სი მოვ­ლე­ნა, ღვთის მიერ გა­სა­ო­ცა­რი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ხე­ლო­ვა­ნი. მისი ყო­ვე­ლი კონ­ცერ­ტი, ყო­ვე­ლი გა­მოს­ვლა სცე­ნა­ზე იყო დღე­სას­წა­უ­ლი, ამის მომსწრე ვარ პი­რა­დად.”

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ქა­ლაქ ბა­თუმ­ში ფეს­ტი­ვა­ლის ორი სა­კონ­ცერ­ტო სა­ღა­მო გა­ი­მარ­თა ბა­თუ­მის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის დიდ სცე­ნა­ზე, ფეს­ტი­ვა­ლი 17 და 18 სექ­ტემ­ბერს – თბი­ლი­სის ვანო სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დიდ დარ­ბაზ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლის სა­კონ­ცერ­ტო სა­ღა­მო­ებ­ზე მსოფ­ლიო კლა­სი­კის შე­დევ­რებს შე­ას­რუ­ლე­ბენ საქ­ვეყ­ნოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის ვარ­სკვლა­ვე­ბი: ან­დრეს გა­ბე­ტა (ვი­ო­ლი­ნო, საფ­რან­გე­თი) გლო­რია კამ­პა­ნე­რი (ფორ­ტე­პი­ა­ნო, იტა­ლია), ალე­სან­დრო კარ­ბო­ნა­რე (კლარ­ნე­ტი, იტა­ლია), მა­რიო სტე­ფა­ნო პი­ეტ­რო­დარ­კი (ბან­დო­ნე­ო­ნი, იტა­ლია), ფეს­ტი­ვა­ლის სა­ბა­ზო ორ­კესტრი “სა­ქარ­თვე­ლოს ვირ­ტუ­ო­ზე­ბი”.

სა­კონ­ცერ­ტო სა­ღა­მო­ებ­ზე აჟ­ღერ­დე­ბა გა­მო­ჩე­ნი­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის ას­ტორ პი­ა­ცო­ლას, ჰენ­რი პერ­სე­ლის, ან­ტო­ნიო ვი­ვალ­დის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი. ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა შე­მეც­ნე­ბით-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდე­ბი­სათ­ვის, მათ შო­რის შშმ პი­რე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს დარ­გობ­რივ მას­ტერკლა­სებს, ვორ­ქშო­პებ­სა და ღია ლექ­ცი­ებს. პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში მოწ­ვე­უ­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი, თა­ვი­ანთ გა­მოც­დი­ლე­ბას გა­უ­ზი­ა­რე­ბენ ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას.

ფეს­ტი­ვა­ლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ნა­წილ­ში ჩარ­თუ­ლი არი­ან: არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი­სა და კონ­კურ­სის ლა­უ­რე­ა­ტი, ან­დრეს გა­ბე­ტა – საფ­რან­გე­თის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის “Conservatoire de Montbeliard” პრო­ფე­სო­რი, ქე­ი­თი მა­ჰა­ნი – პორტ ელი­სა­ბე­დის ნელ­სონ მან­დე­ლას სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის (სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა) მოწ­ვე­უ­ლი პრო­ფე­სო­რი, გერ­მა­ნე­ლი კლარ­ნე­ტის­ტი სა­ბი­ნე გროფ­მე­ი­ე­რი, ფა­უს­ტო ტო­რეფ­რან­კას სა­ხე­ლო­ბის ვიბო-ვა­ლენ­ტი­ის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის პრო­ფე­სო­რი, ლონ­დო­ნის სა­მე­ფო აკა­დე­მი­ის მიწ­ვე­უ­ლი პრო­ფე­სო­რი, ვირ­ტუ­ო­ზი ბან­დო­ნე­ო­ნის­ტი იტა­ლი­ი­დან მა­რიო სტე­ფა­ნო პი­ეტ­რო­დარ­კი, ალე­სან­დრო კარ­ბო­ნა­რე – რო­მის სან­ტა ჩე­ჩი­ლი­ას აკა­დე­მი­ის პრო­ფე­სო­რი და სი­ე­ნას ჩი­გი­ა­ნას აკა­დე­მი­ის სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლის მოწ­ვე­უ­ლი პე­და­გო­გი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სა­კომ­პო­ზი­ციო მი­მარ­თუ­ლე­ბის სრუ­ლი პრო­ფე­სო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს კომ­პო­ზი­ტორ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე, მუ­სი­კო­სი გი­ორ­გი შა­ვერ­ზაშ­ვი­ლი, ევ­რო­პის პი­ა­ნის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჰო­ლან­დი­ის კა­მე­რუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლის მოწ­ვე­უ­ლი პრო­ფე­სო­რი 2001 წლი­დან, პი­ა­ნის­ტი ნინო ხუ­ციშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის პე­და­გო­გი, კო­ლა­ჟის ტექ­ნი­კის გა­მორ­ჩე­უ­ლი ოს­ტა­ტი, მხატ­ვარ-დი­ზა­ი­ნე­რი ნინო მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი.

ფეს­ტი­ვა­ლის მი­ზა­ნია არა მხო­ლოდ დე­და­ქა­ლაქ­ში, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­შიც ახალ­გაზ­რდა ნი­ჭი­ე­რი მო­ზარ­დე­ბის მხარ­და­ჭე­რა. ამ მიზ­ნით, წელს და­გეგ­მი­ლია მას­ტერკლა­სე­ბი ბა­თუმ­სა და თბი­ლის­ში: თბი­ლი­სი "მშო­ბელ­თა ხიდი”-ის ცენ­ტრის შშმ მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის ინ­კლუ­ზი­უ­რი ვორ­ქშო­პი; მას­ტერკლა­სე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა სა­მუ­სი­კო სკო­ლე­ბი­სა და უმაღ­ლე­სი სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლებ­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის .

წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც მუ­სი­კო­სე­ბი­სათ­ვის, ასე­ვე მსმე­ნე­ლი­სათ­ვის. ამას­თა­ნა­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის­თვის ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­რე­ბის უწყვე­ტი პრო­ცე­სის ხელ­შე­წყო­ბა, რაც თა­ვის ასახ­ვას ჰპო­ვებს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში კულ­ტუ­რულ-სა­ხე­ლოვ­ნე­ბო პრო­ცე­სე­ბის წინსვლი­სა და სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე.

ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია ლი­ა­ნა ისა­კა­ძე, სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი ისა­კა­ძე, დი­რექ­ტო­რი ნინა ცა­გა­რე­ლი. ფეს­ტი­ვალ „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის“ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია კომ­პა­ნია „არტ ალი­ან­სი“.

ბა­თუ­მი-თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის „ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: ქა­ლაქ ბა­თუ­მის მე­რია; აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო,ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რია იტა­ლი­ის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში, საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში, საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს­თან არ­სე­ბუ­ლი ფრან­გუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი . ფეს­ტი­ვა­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მზღვე­ვე­ლია კო­პა­ნია „არდი“.

ფეს­ტი­ვა­ლის მას­პინ­ძე­ლია სას­ტუმ­რო ჰილ­ტონ გარ­დენ ინნ თბი­ლი­სი. პარტნი­ო­რე­ბი: ხა­რის­ხი­სა და დი­ზა­ი­ნის სა­უ­კე­თე­სო გა­რან­ტი ავე­ჯის სახ­ლი „ნიტა“, კომ­პა­ნია „ფუ­და­ლი­ან­სი“, პარ­ფი­უ­მე­რულ მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი „ლუ­ტე­ცია“, პარ­ფი­უ­მე­რი­ის ბუ­ტი­კი „არო­მა­ტე­კა“, კომ­პა­ნია “სა­რა­ჯიშ­ვი­ლი“, „ხომ­ლის მა­რა­ნი“, მეღ­ვი­ნე­ო­ბა “თი­ეს­ვი“, „HOTSALE”-ge პრე­მი­უმ მი­მარ­თუ­ლე­ბა“, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია „პსპ“.

სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­დამ­ჭე­რი: აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არხი, ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი2“, ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დი“, „პოს ტვ“, მე­დი­აჰოლ­დინ­გი „ჯორ­ჯი­ან თა­იმ­სი“, სა­პატ­რი­არ­ქოს ტე­ლე­ვი­ზია „ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა“, „არ­ტა­რეა“- პირ­ვე­ლი არხი კულ­ტუ­რა­ზე, „ტვ25“, მე­დია და ციფ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო „კლიპ არტი“, ამ­ბე­ბი.ჯი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „პრა­იმ ტა­ი­მი“,“ევორ­დი“, „ჯორ­ჯი­ან პრე­სი“ ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი გა­ზეთ“Georgia Today“, ყო­ველ­დღი­უ­რი ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი გა­ზე­თი „Messenger“, ჟურ­ნა­ლი „სარ­კე“, გა­ზე­თი „აჭა­რა“, რა­დიო „ფორ­ტუ­ნა“ და ვებ-სა­ი­ტი ფორ­ტუ­ნა.ჯი

პაპა
0

არასოდეს არ დამავიწყდება! 80-იანი წლები იყო. მანქანით მივდიოდი რუსთაველზე. ეგ თავისი მანქანით ჩემ წინ მიდიოდა. დაახლოებით იმელის შენობასთან ერთი მუჭა კაკლის ნაჭუჭები გადმოყარა. დავეწიე და ერთი მამა-პაპურად შევუკურთხე! მიაწვა გაზს და გაიქცა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

მსოფლიოში ცნობილი მევიოლინესა და დირიჟორის ლიანა ისაკაძის წიგნი “მუსიკის ზეიმი-მედიტაციები” გამოცემულია

მსოფლიოში ცნობილი მევიოლინესა და დირიჟორის ლიანა ისაკაძის წიგნი “მუსიკის ზეიმი-მედიტაციები” გამოცემულია

მსოფლიოში ცნობილი მევიოლინესა და დირიჟორის ლიანა ისაკაძის წიგნი “მუსიკის ზეიმი-მედიტაციები” გამოცემულია.

მისი წარდგინება ბათუმი-თბილისის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ ფარგლებში ბათუმში, აჭარის მწერალთა სახლში გაიმართა.

წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ გიორგი ისაკაძე – ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნინა ცაგარელი – ფესტივალის დირექტორი, დონარი სამადაშვილი – წიგნის რედაქტორი, ლალი კონცელიძე – ბათუმის მწერალთა სახლის დირექტორი, თინა ღვინერია – თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დირექტორის მოადგილე, ხელოვნების დოქტორი; ასევე მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, ლიტერატურული საზოგადოება…

ფესტივალს დაარსებიდან 40 წელი შეუსრულდა. სწორედ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელისა და ლიანა ისაკაძის ძმისშვილის გიორგი ისაკაძის ინიციატივითა და ორგანიზებით გამოიცა დიდი მევიოლინისა და დირიჟორის წიგნი “მუსიკის ზეიმი – მედიტაციები”, რომელიც ფართო საზოგადოებას გააცნობს ლიანა ისაკაძის შემოქმედებას, ბიოგრაფიას, შინაგან სამყაროს, მსოფლმხედველობასა და მის შეხედულებებს სხვადასხვა საკითხების მიმართ. გიორგი ისაკაძე, “ღამის სერენადების” სამხატვრო ხელმძღვანელი: “უკვე დიდი ხანია ვაპირებდი და სურვილი მქონდა გამოცემულიყო ლიანა ისაკაძის წიგნი “მუსიკის ზეიმი – მედიტაციები”. იგი წარმოადგენს დიდი ხელოვანის სიცოცხლის კრედოს. მასში ლიანა ისაკაძე გვესაუბრება საკუთარი მსოფლმხედველობის, შეხედულებების, ქრისტიანული სიყვარულის, ჰუმანურობის, ზნეობრიობისა და შემოქმედებითი ასპექტების შესახებ. სწორედ ამიტომ შედგა ამ წიგნის პრეზენტაცია “ღამის სერენადების” ფარგლებში. ვფიქრობ, ფესტივალს დიდი საგანმანათლებლო მისია აკისრია და საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უკავია. ველით მორიგ შეხვედრებს ჩვენს ძვირფას მსმენელთან უკვე თბილისში.”

ნინა ცაგარელი, ფესტივალის დირექტორი: “ლიანა ისაკაძის არაჩვეულებრივი წიგნი გამოიცა. ვფიქრობ, სამაგიდო წიგნია, რომელიც ყველა ოჯახს დაამშვენებს. ჩვენ ყველამ უნდა გავაგებინოთ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს, თუ რა დონის და როგორი მნიშვნელოვანი მუსიკოსი ჰყავს საქართველოს. მადლობა ბათუმის მერიას და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.”

თინა ღვინერია, ხელოვნების დოქტორი: “არაჩვეულებრივი გამოცემაა. ჩვენ არ ვართ განებივრებული ასეთი დონის მუსიკოსების მემუარებით. ლიანა ისაკაძე არის უდიდესი მოვლენა, ღვთის მიერ გასაოცარი ნიჭით დაჯილდოებული ხელოვანი. მისი ყოველი კონცერტი, ყოველი გამოსვლა სცენაზე იყო დღესასწაული, ამის მომსწრე ვარ პირადად.”

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ბათუმში ფესტივალის ორი საკონცერტო საღამო გაიმართა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე, ფესტივალი 17 და 18 სექტემბერს – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადაინაცვლებს. წლევანდელი ფესტივალის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ საქვეყნოდ აღიარებული კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები: ანდრეს გაბეტა (ვიოლინო, საფრანგეთი) გლორია კამპანერი (ფორტეპიანო, იტალია), ალესანდრო კარბონარე (კლარნეტი, იტალია), მარიო სტეფანო პიეტროდარკი (ბანდონეონი, იტალია), ფესტივალის საბაზო ორკესტრი “საქართველოს ვირტუოზები”.

საკონცერტო საღამოებზე აჟღერდება გამოჩენილი კომპოზიტორების ასტორ პიაცოლას, ჰენრი პერსელის, ანტონიო ვივალდის ნაწარმოებები. ფესტივალის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის, რომელიც მოიცავს დარგობრივ მასტერკლასებს, ვორქშოპებსა და ღია ლექციებს. პროგრამის ფარგლებში მოწვეული, წარმატებული ხელოვანები, თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ ახალგაზრდა თაობას.

ფესტივალის საგანმანათლებლო ნაწილში ჩართული არიან: არაერთი საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ლაურეატი, ანდრეს გაბეტა – საფრანგეთის კონსერვატორიის “Conservatoire de Montbeliard” პროფესორი, ქეითი მაჰანი – პორტ ელისაბედის ნელსონ მანდელას სახელობის უნივერსიტეტის (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) მოწვეული პროფესორი, გერმანელი კლარნეტისტი საბინე გროფმეიერი, ფაუსტო ტორეფრანკას სახელობის ვიბო-ვალენტიის კონსერვატორიის პროფესორი, ლონდონის სამეფო აკადემიის მიწვეული პროფესორი, ვირტუოზი ბანდონეონისტი იტალიიდან მარიო სტეფანო პიეტროდარკი, ალესანდრო კარბონარე – რომის სანტა ჩეჩილიას აკადემიის პროფესორი და სიენას ჩიგიანას აკადემიის საზაფხულო სკოლის მოწვეული პედაგოგი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიციო მიმართულების სრული პროფესორი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე, მუსიკოსი გიორგი შავერზაშვილი, ევროპის პიანისტთა ასოციაციის პრეზიდენტი საქართველოში, ჰოლანდიის კამერული მუსიკის ფესტივალის მოწვეული პროფესორი 2001 წლიდან, პიანისტი ნინო ხუციშვილი, საქართველოს სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, კოლაჟის ტექნიკის გამორჩეული ოსტატი, მხატვარ-დიზაინერი ნინო მირიანაშვილი.

ფესტივალის მიზანია არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ საქართველოს რეგიონებშიც ახალგაზრდა ნიჭიერი მოზარდების მხარდაჭერა. ამ მიზნით, წელს დაგეგმილია მასტერკლასები ბათუმსა და თბილისში: თბილისი ,,მშობელთა ხიდი”-ის ცენტრის შშმ მოსწავლეებისათვის ინკლუზიური ვორქშოპი; მასტერკლასები ჩატარდება სამუსიკო სკოლებისა და უმაღლესი სამუსიკო სასწავლებლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის .

წლევანდელი ფესტივალის ჩატარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია როგორც მუსიკოსებისათვის, ასევე მსმენელისათვის. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზირების უწყვეტი პროცესის ხელშეწყობა, რაც თავის ასახვას ჰპოვებს ჩვენს ქვეყანაში კულტურულ-სახელოვნებო პროცესების წინსვლისა და სამომავლო განვითარების გზაზე.

ფესტივალის დამფუძნებელია ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე, დირექტორი ნინა ცაგარელი. ფესტივალ „ღამის სერენადების“ ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“.

ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ მხარდამჭერები არიან: ქალაქ ბათუმის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო,ქალაქ თბილისის მერია იტალიის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩოსთან არსებული ფრანგული ინსტიტუტი . ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია კოპანია „არდი“.

ფესტივალის მასპინძელია სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი. პარტნიორები: ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლი „ნიტა“, კომპანია „ფუდალიანსი“, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, პარფიუმერიის ბუტიკი „არომატეკა“, კომპანია “სარაჯიშვილი“, „ხომლის მარანი“, მეღვინეობა “თიესვი“, „HOTSALE”-ge პრემიუმ მიმართულება“, ფარმაცევტული კომპანია „პსპ“.

საინფორმაციო მხარდამჭერი: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოს ტვ“, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, „არტარეა“- პირველი არხი კულტურაზე, „ტვ25“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, ამბები.ჯი საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“,“ევორდი“, „ჯორჯიან პრესი“ ინგლისურენოვანი გაზეთ“Georgia Today“, ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთი „Messenger“, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, რადიო „ფორტუნა“ და ვებ-საიტი ფორტუნა.ჯი